სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოდით, ნახეთ დაღუპული ბავშვები, დანგრეული ეკლესიები და მერე ვიმუშაოთ გეგმით, თუ როგორ დავასრულოთ ომი" - ზელენსკი ტრამპს უკრაინაში იწვევს
"მოდით, ნახეთ დაღუპული ბავშვები, დანგრეული ეკლესიები და მერე ვიმუშაოთ გეგმით, თუ როგორ დავასრულოთ ომი" - ზელენსკი ტრამპს უკრაინაში იწვევს

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი აშშ-ის პრე­ზი­დენტს, დო­ნალდ ტრამპს უკ­რა­ი­ნა­ში იწ­ვევს იმის­თვის, რომ გა­ი­გოს, რა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში.

"ჩვენ პა­ტივს ვცემთ თქვენს პო­ზი­ცი­ას. თუმ­ცა, გთხოვთ, ნე­ბის­მი­ერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ნე­ბის­მი­ერ გეგ­მამ­დე, მობ­რძან­დით და ნა­ხეთ და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ჯა­რის­კა­ცე­ბი, ბავ­შვე­ბი, დან­გრე­უ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი, ეკ­ლე­სი­ე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ CBS News-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

  • მისი თქმით, უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ზი­ტის შემ­დეგ დო­ნალდ ტრამ­პი მიხ­ვდე­ბა, რა ჩა­ი­დი­ნა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა.

“მო­დით, შე­ხე­დეთ და შემ­დეგ ვი­მუ­შა­ოთ გეგ­მით, თუ რო­გორ და­ვას­რუ­ლოთ ომი. მიხ­ვდე­ბით, ვის­თან გაქვს გა­რი­გე­ბა. მიხ­ვდე­ბით, რა გა­ა­კე­თა პუ­ტინ­მა“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პი უკ­რა­ი­ნის მხა­რეს უნდა იყოს და არას­წო­რად მი­იჩ­ნევს, რომ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს ნე­იტ­რა­ლუ­რო­ბა სურს.

"პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პი, რო­გორც ძლი­ე­რი ქვეყ­ნის ძლი­ე­რი პრე­ზი­დენ­ტი, უკ­რა­ი­ნის მხა­რეს უნდა იყოს. ვფიქ­რობ, არას­წო­რია, რომ ამე­რი­კას ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტი სურს”, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

ამას­თან, მისი თქმით, სამ­წუ­ხა­როდ, შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში რუ­სუ­ლი ნა­რა­ტი­ვე­ბი ჭარ­ბობს.

„სამ­წუ­ხა­როდ, მი­მაჩ­ნია, რომ აშშ-ში რუ­სუ­ლი ნა­რა­ტი­ვე­ბი ჭარ­ბობს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რომ ჩვე­ნი და­ნა­კარ­გე­ბი­სა და ტან­ჯვის მოწ­მე იყო, გა­ი­გო, რას აკე­თე­ბენ რუ­სე­ბი და მა­ინც გჯე­რო­დეს, რომ ისი­ნი არ არი­ან აგ­რე­სო­რე­ბი, რომ მათ არ და­ი­წყეს ეს ომი? ეს ამე­რი­კა­ზე, აშშ-ის პო­ლი­ტი­კა­სა და ამე­რი­კელ პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე რუ­სე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კის უზარ­მა­ზარ გავ­ლე­ნა­ზე მე­ტყვე­ლებს“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მოდით, ნახეთ დაღუპული ბავშვები, დანგრეული ეკლესიები და მერე ვიმუშაოთ გეგმით, თუ როგორ დავასრულოთ ომი" - ზელენსკი ტრამპს უკრაინაში იწვევს

"მოდით, ნახეთ დაღუპული ბავშვები, დანგრეული ეკლესიები და მერე ვიმუშაოთ გეგმით, თუ როგორ დავასრულოთ ომი" - ზელენსკი ტრამპს უკრაინაში იწვევს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინაში იწვევს იმისთვის, რომ გაიგოს, რა ხდება ქვეყანაში.

"ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს პოზიციას. თუმცა, გთხოვთ, ნებისმიერ გადაწყვეტილებამდე, მოლაპარაკებების ნებისმიერ გეგმამდე, მობრძანდით და ნახეთ დაღუპული ადამიანები, მშვიდობიანი მოქალაქეები, ჯარისკაცები, ბავშვები, დანგრეული საავადმყოფოები, ეკლესიები“, - განაცხადა ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში.

  • მისი თქმით, უკრაინაში ვიზიტის შემდეგ დონალდ ტრამპი მიხვდება, რა ჩაიდინა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

“მოდით, შეხედეთ და შემდეგ ვიმუშაოთ გეგმით, თუ როგორ დავასრულოთ ომი. მიხვდებით, ვისთან გაქვს გარიგება. მიხვდებით, რა გააკეთა პუტინმა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, პრეზიდენტი ტრამპი უკრაინის მხარეს უნდა იყოს და არასწორად მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებს ნეიტრალურობა სურს.

"პრეზიდენტი ტრამპი, როგორც ძლიერი ქვეყნის ძლიერი პრეზიდენტი, უკრაინის მხარეს უნდა იყოს. ვფიქრობ, არასწორია, რომ ამერიკას ნეიტრალიტეტი სურს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, სამწუხაროდ, შეერთებულ შტატებში რუსული ნარატივები ჭარბობს.

„სამწუხაროდ, მიმაჩნია, რომ აშშ-ში რუსული ნარატივები ჭარბობს. როგორ შეიძლება, რომ ჩვენი დანაკარგებისა და ტანჯვის მოწმე იყო, გაიგო, რას აკეთებენ რუსები და მაინც გჯეროდეს, რომ ისინი არ არიან აგრესორები, რომ მათ არ დაიწყეს ეს ომი? ეს ამერიკაზე, აშშ-ის პოლიტიკასა და ამერიკელ პოლიტიკოსებზე რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკის უზარმაზარ გავლენაზე მეტყველებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

წაიკითხეთ ასევე: