სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს... თუმცა გადაწყვეტილება აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე არ გადაიხედება" - ლავროვის მოადგილე
"მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს... თუმცა გადაწყვეტილება აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე არ გადაიხედება" - ლავროვის მოადგილე

მოს­კო­ვი მზა­დაა, თბი­ლის­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აღად­გი­ნოს. მზად ვართ წა­ვი­დეთ იმ­დე­ნად შორს, რამ­დე­ნა­დაც ქარ­თუ­ლი მხა­რე მზად იქ­ნე­ბა - აქ ჩვენ­თვის არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა არ არ­სე­ბობს, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, მი­ხა­ილ გა­ლუ­ზინ­მა, რუ­სულ მე­დი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, არა­მედ სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა შე­წყვი­ტა "მას შემ­დეგ, რაც ამ რე­ჟიმ­მა სამ­ხრეთ ოსე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის, რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბის და შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ აგ­რე­სი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სცა­და" და ახლა, სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მი ამის გამო ყვე­ლა­ზე მკაცრ კრი­ტი­კას გა­ნიც­დის.

გა­ლუ­ზი­ნის თქმით, გა­სუ­ლი წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს, სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ძა­ლი­ან „გო­ნივ­რუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა სამ­ხრეთ ოსე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ბო­დი­შის მოხ­დის აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­სა და შე­რი­გე­ბის მიღ­წე­ვის გან­ზრახ­ვის შე­სა­ხებ“.

"რო­გორც მეს­მის, ოფი­ცი­ა­ლურ თბი­ლისს იგი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს აფხა­ზე­თის მი­მართ. ეს, რა თქმა უნდა, და­დე­ბი­თი სიგ­ნა­ლე­ბია. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ისი­ნი გა­მო­ი­ხა­ტე­ბა კონ­კრე­ტულ ნა­ბი­ჯებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა გა­ლუ­ზინ­მა.

მან ხაზი გა­უს­ვა, რომ რუ­სე­თის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის შე­სა­ხებ გა­და­ხედ­ვას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

"ვწუხ­ვართ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნას კვლავ უკავ­ში­რებს ჩვენს პო­ზი­ცი­ას აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ არა­ერ­თხელ გან­ვა­ცხა­დეთ და მზად ვარ გა­ვი­მე­ო­რო, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის შე­სა­ხებ გა­და­ხედ­ვას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა გა­ლუ­ზინ­მა.

თუმ­ცა, მისი მტკი­ცე­ბით, რუ­სე­თი მზად არის სა­ქარ­თვე­ლოს­თან ორ­მხრი­ვად სა­სარ­გებ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი გან­ვი­თა­რე­ბა გა­ნაგ­რძოს.

"ამის­თვის ბევ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რუ­სე­თი კვლავ მნიშ­ვნე­ლო­ვან ბაზ­რად რჩე­ბა მრა­ვალ სფე­რო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ღვი­ნის პრო­დუქ­ტე­ბი­სა და ხი­ლის. მე­ო­რე მხრივ, რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ენერ­გო­რე­სურ­სე­ბი­სა და მარ­ცვლე­უ­ლის წამ­ყვა­ნი მიმ­წო­დე­ბე­ლია. რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს აერ­თი­ა­ნებს სა­ერ­თო ის­ტო­რია, სა­ერ­თო რწმე­ნა, კულ­ტუ­რუ­ლი, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი და ადა­მი­ა­ნუ­რი კავ­ში­რე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა გა­ლუ­ზინ­მა.

მისი თქმით, რუ­სულ­მა მხა­რემ ბოლო წლებ­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა.

"კერ­ძოდ, აღ­დგა პირ­და­პი­რი სა­ჰა­ე­რო მი­მოს­ვლა რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის. აღ­დგა უვი­ზო მი­მოს­ვლა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა დიპ­ლო­მა­ტი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბებს, მზად ვართ, აღ­ვად­გი­ნოთ ისი­ნი. მზად ვართ, წა­ვი­დეთ იმ­დე­ნად შორს, რამ­დე­ნა­დაც ქარ­თუ­ლი მხა­რე მზად იქ­ნე­ბა. აქ ჩვენ­თვის არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა არ არ­სე­ბობს“, - აღ­ნიშ­ნა გა­ლუ­ზინ­მა.

კი­თხვა­ზე, თუ ქარ­თუ­ლი მხრი­დან სიგ­ნა­ლი მოვა, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტაქ­ტე­ბის აღ­დგე­ნის გზა­ზე დად­გო­მა, გა­ლუ­ზინ­მა უპა­სუ­ხა :

"დიპ­ლო­მა­ტებს ნამ­დვი­ლად არ უყ­ვართ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა, რომ­ლე­ბიც იწყე­ბა სი­ტყვით „თუ“. მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში, ვი­ტყო­დი, რომ ალ­ბათ მარ­თა­ლი ხართ“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს... თუმცა გადაწყვეტილება აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე არ გადაიხედება" - ლავროვის მოადგილე

"მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს... თუმცა გადაწყვეტილება აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე არ გადაიხედება" - ლავროვის მოადგილე

მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს. მზად ვართ წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც ქართული მხარე მზად იქნება - აქ ჩვენთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა, რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

  • მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არა რუსეთის ხელისუფლებამ, არამედ სააკაშვილის რეჟიმმა შეწყვიტა "მას შემდეგ, რაც ამ რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის, რუსი სამშვიდობოების და შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელება სცადა" და ახლა, საქართველოში, სააკაშვილის რეჟიმი ამის გამო ყველაზე მკაცრ კრიტიკას განიცდის.

გალუზინის თქმით, გასული წლის შემოდგომაზე, საარჩევნო კამპანიის დროს, საქართველოს ხელმძღვანელობამ ძალიან „გონივრული განცხადებები გააკეთა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობისა და შერიგების მიღწევის განზრახვის შესახებ“.

"როგორც მესმის, ოფიციალურ თბილისს იგივე დამოკიდებულება აქვს აფხაზეთის მიმართ. ეს, რა თქმა უნდა, დადებითი სიგნალებია. ვიმედოვნებთ, რომ ისინი გამოიხატება კონკრეტულ ნაბიჯებში საქართველოსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის“, - აღნიშნა გალუზინმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადახედვას არ ექვემდებარება.

"ვწუხვართ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას კვლავ უკავშირებს ჩვენს პოზიციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და მზად ვარ გავიმეორო, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადახედვას არ ექვემდებარება“, - აღნიშნა გალუზინმა.

თუმცა, მისი მტკიცებით, რუსეთი მზად არის საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ყოვლისმომცველი განვითარება განაგრძოს.

"ამისთვის ბევრი შესაძლებლობა არსებობს. საქართველოსთვის რუსეთი კვლავ მნიშვნელოვან ბაზრად რჩება მრავალ სფეროში, განსაკუთრებით ღვინის პროდუქტებისა და ხილის. მეორე მხრივ, რუსეთი საქართველოსთვის ენერგორესურსებისა და მარცვლეულის წამყვანი მიმწოდებელია. რუსეთსა და საქართველოს აერთიანებს საერთო ისტორია, საერთო რწმენა, კულტურული, ჰუმანიტარული და ადამიანური კავშირები“, - აღნიშნა გალუზინმა.

მისი თქმით, რუსულმა მხარემ ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

"კერძოდ, აღდგა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის. აღდგა უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის. რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, მზად ვართ, აღვადგინოთ ისინი. მზად ვართ, წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც ქართული მხარე მზად იქნება. აქ ჩვენთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს“, - აღნიშნა გალუზინმა.

კითხვაზე, თუ ქართული მხრიდან სიგნალი მოვა, შესაძლებელია თუ არა დიპლომატიური და პოლიტიკური კონტაქტების აღდგენის გზაზე დადგომა, გალუზინმა უპასუხა :

"დიპლომატებს ნამდვილად არ უყვართ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომლებიც იწყება სიტყვით „თუ“. მაგრამ ამ შემთხვევაში, ვიტყოდი, რომ ალბათ მართალი ხართ“.