სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დააპატიმრეს ქალი, რომელიც Facebook Marketplace-ზე ადამიანის ძვლებს ყიდდა - ფლორიდის პოლიცია საქმის დეტალებს ასაჯაროებს
დააპატიმრეს ქალი, რომელიც Facebook Marketplace-ზე ადამიანის ძვლებს ყიდდა - ფლორიდის პოლიცია საქმის დეტალებს ასაჯაროებს

52 წლის ფლო­რი­დე­ლი ქალი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ძვლებს ინ­ტერ­ნეტ­ში ყიდ­და და ყი­დუ­ლობ­და, და­ა­კა­ვეს.

კიმ­ბერ­ლი ენ შო­პერს პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ცნო­ბით, ადა­მი­ა­ნის ძვლე­ბით ვაჭ­რო­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი. შო­პერ­მა ბრა­ლი აღი­ა­რა და ის ვო­ლუ­სი­ის ოლ­ქის ცი­ხი­დან გი­რა­ოს გა­დახ­დის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

პო­ლი­ცი­ამ 2023 წლის დე­კემ­ბერ­ში ცნო­ბა მი­ი­ღო ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნე­სის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც Facebook Marketplace-ზე ადა­მი­ა­ნის ძვლებს ყიდ­და. ოფიც­რებს გამ­ყიდ­ვე­ლის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დის ფო­ტო­ე­ბიც გა­უგ­ზავ­ნეს, სა­დაც შემ­ზა­რავ ნივ­თებს ყიდ­და.

  • კიმ­ბერ­ლი ენ შო­პე­რის მა­ღა­ზია თა­ვის ვებ­სა­იტ­ზე ადა­მი­ა­ნის ნეკნს 35 დო­ლა­რად, ხერ­ხე­მალს 35 დო­ლა­რად და თა­ვის ქა­ლის ფრაგ­მენტს 600 დო­ლა­რად ყიდ­და.

პო­ლი­ცი­ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ძვლე­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად წა­რად­გი­ნა და სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა­ზე შე­სა­მოწ­მებ­ლად გაგ­ზავ­ნა, იტყო­ბი­ნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია FOX 35 Orlando.

და­კი­თხვი­სას, მა­ღა­ზი­ის მფლო­ბელ­მა ქალ­მა ოფიც­რებს უთხრა, რომ ის წლე­ბის მან­ძილ­ზე ყიდ­და ადა­მი­ა­ნის ძვლებს და არ იცო­და, რომ ეს ფლო­რი­დის შტატ­ში უკა­ნო­ნო იყო.

"მან და­ა­დას­ტუ­რა, რომ მა­ღა­ზი­ას ადა­მი­ა­ნის ძვლის მრა­ვა­ლი ფრაგ­მენ­ტი ჰქონ­და და ყვე­ლა მათ­გა­ნი კერ­ძო გამ­ყიდ­ვე­ლე­ბის­გან შე­ი­ძი­ნა", - წე­რია პო­ლი­ცი­ის ოქ­მში.

ქალ­მა ისიც დას­ძი­ნა, რომ ძვლე­ბის შე­ძე­ნის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­აც ჰქონ­და, თუმ­ცა იმ მო­მენ­ტში ვერ მო­ა­ხერ­ხა მათი პო­ლი­ცი­ის­თვის მი­წო­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ძვლე­ბი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მო­დე­ლე­ბი იყო.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ზო­გი­ერ­თი თა­ვის ქალა და თა­ვის ქა­ლის ფრაგ­მენ­ტი არ­ქე­ო­ლო­გი­ურ აღ­მო­ჩე­ნას წარ­მო­ად­გენს, ზოგი მათ­გა­ნი 100 წელ­ზე მეტი ხნი­საა, ზოგი კი 500 წელ­ზე მე­ტის.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?

დააპატიმრეს ქალი, რომელიც Facebook Marketplace-ზე ადამიანის ძვლებს ყიდდა - ფლორიდის პოლიცია საქმის დეტალებს ასაჯაროებს

დააპატიმრეს ქალი, რომელიც Facebook Marketplace-ზე ადამიანის ძვლებს ყიდდა - ფლორიდის პოლიცია საქმის დეტალებს ასაჯაროებს

52 წლის ფლორიდელი ქალი, რომელიც ადამიანის ძვლებს ინტერნეტში ყიდდა და ყიდულობდა, დააკავეს.

კიმბერლი ენ შოპერს პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ადამიანის ძვლებით ვაჭრობაში დასდეს ბრალი. შოპერმა ბრალი აღიარა და ის ვოლუსიის ოლქის ციხიდან გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

პოლიციამ 2023 წლის დეკემბერში ცნობა მიიღო ადგილობრივი ბიზნესის შესახებ, რომელიც Facebook Marketplace-ზე ადამიანის ძვლებს ყიდდა. ოფიცრებს გამყიდველის "ფეისბუქის" გვერდის ფოტოებიც გაუგზავნეს, სადაც შემზარავ ნივთებს ყიდდა.

  • კიმბერლი ენ შოპერის მაღაზია თავის ვებსაიტზე ადამიანის ნეკნს 35 დოლარად, ხერხემალს 35 დოლარად და თავის ქალის ფრაგმენტს 600 დოლარად ყიდდა.

პოლიციამ ადამიანების ძვლები მტკიცებულებად წარადგინა და სამედიცინო ექსპერტიზაზე შესამოწმებლად გაგზავნა, იტყობინება ადგილობრივი მედია FOX 35 Orlando.

დაკითხვისას, მაღაზიის მფლობელმა ქალმა ოფიცრებს უთხრა, რომ ის წლების მანძილზე ყიდდა ადამიანის ძვლებს და არ იცოდა, რომ ეს ფლორიდის შტატში უკანონო იყო.

"მან დაადასტურა, რომ მაღაზიას ადამიანის ძვლის მრავალი ფრაგმენტი ჰქონდა და ყველა მათგანი კერძო გამყიდველებისგან შეიძინა", - წერია პოლიციის ოქმში.

ქალმა ისიც დასძინა, რომ ძვლების შეძენის დამამტკიცებელი დოკუმენტაციაც ჰქონდა, თუმცა იმ მომენტში ვერ მოახერხა მათი პოლიციისთვის მიწოდება. მისივე თქმით, ძვლები საგანმანათლებლო მოდელები იყო.

ბოლო ინფორმაციით, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ზოგიერთი თავის ქალა და თავის ქალის ფრაგმენტი არქეოლოგიურ აღმოჩენას წარმოადგენს, ზოგი მათგანი 100 წელზე მეტი ხნისაა, ზოგი კი 500 წელზე მეტის.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა