სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უმძიმესი ტრაგედია სკოლასთან მოხდა... ბავშვი ქუჩაზე გადადიოდა, რა დროს მანქანა დაეჯახა" - ხელვაჩაურში 7 წლის გოგონა ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა
"უმძიმესი ტრაგედია სკოლასთან მოხდა... ბავშვი ქუჩაზე გადადიოდა, რა დროს მანქანა დაეჯახა" - ხელვაჩაურში 7 წლის გოგონა ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ორ­თა­ბა­თუმ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. სკო­ლას­თან მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას მე­ო­რე კლა­სე­ლი გო­გო­ნას, ნიტა ბოლ­ქვა­ძის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, 7 წლის ბავ­შვს სოფ­ლის ცენ­ტრა­ლურ გზა­ზე, სკო­ლას­თან, ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა. ბავ­შვი სას­წრა­ფოდ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ მო­ხერ­ხდა.

ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

"ძა­ლი­ან მძი­მე ამ­ბა­ვი მოხ­და და ყვე­ლა­ნი გან­ვიც­დით. ვუ­თა­ნაგ­რძნობთ მის ოჯახს. დიდ­ხანს მუ­შა­ობ­დნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და მეტ დე­ტალს ისი­ნი და­ად­გე­ნენ. ამ ეტაპ­ზე ვიცი ის რომ ბავ­შვი გა­და­დი­ო­და ქუ­ჩა­ზე და ამ დროს სა­მარ­შრუ­ტო მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა, მან­ქა­ნა ძა­ლი­ან ნელა მი­დი­ო­და, სკო­ლის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს მოხ­და ეს უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია, სკო­ლას­თან. გო­გო­ნა მე­ო­რე კლა­სის მოს­წავ­ლეა. ბავ­შვი იქ რო­გორ აღ­მოჩ­ნდა, არ ვიცი. რო­გორც მაქვს ინ­ფორ­მა­ცია სკო­ლა­ში აკი­თხავს ბავ­შვებს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი და იმით ანა­წი­ლე­ბენ სახ­ლებ­ში. რო­გორც შე­ვი­ტყვე, სკო­ლის მიმ­დე­ბა­რედ გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე მოხ­და ავა­რია.

  • სა­ჭეს­თან იჯდა ბა­თუ­მის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ავ­ტო­კო­ლო­ნის მძღო­ლი. რო­გორც ვიცი, მან გა­ა­ჩე­რა ავ­ტო­მან­ქა­ნა, მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და ორი პე­და­გო­გი, რომ­ლე­ბიც სკო­ლა­ში მი­დი­ოდ­ნენ, ისი­ნი გად­მო­ვიდ­ნენ მან­ქა­ნი­დან, შემ­დეგ მძღოლ­მა დაძ­რა მან­ქა­ნა და ამ დროს მოხ­და ავა­რია. ალ­ბათ მძღოლ­მა ვერ შე­ნიშ­ნა ბავ­შვი, რო­გორც თა­ვად მძღო­ლი ამ­ბობს, ბავ­შვმა წინ გა­მირ­ბი­ნაო. და­ნარ­ჩენს ალ­ბათ გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს. ექ­სპერ­ტი იყო მო­სუ­ლი და იქ კარ­გა ხანს მუ­შა­ობ­დნენ. ბავ­შვი ად­გილ­ზე არ გარ­დაც­ვლი­ლა, სას­წრა­ფოდ წა­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

თა­ვი­დან ით­ქვა, რომ თით­ქოს ბავ­შვი კარ­გად იყო, მაგ­რამ მერე და­რე­კეს, რომ ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა. ძა­ლი­ან მძი­მე ამ­ბა­ვია მე­ო­რე კლა­სე­ლი ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბა. მძღო­ლი არ­სად წა­სუ­ლა, ბო­ლომ­დე იქ იყო. და­ე­მარ­თა ეს უბე­დუ­რე­ბა და იქ იდგა გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი. ცუ­დად არის თვი­თო­ნაც, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვია, ვუ­სამ­ძიმ­რებ კი­დევ ერთხელ ოჯახს, ახ­ლობ­ლებს",- ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სო­ფელ ორ­თა­ბა­თუმ­ში როს­ტომ ფა­ღა­ვა...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"უმძიმესი ტრაგედია სკოლასთან მოხდა... ბავშვი ქუჩაზე გადადიოდა, რა დროს მანქანა დაეჯახა" - ხელვაჩაურში 7 წლის გოგონა ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

"უმძიმესი ტრაგედია სკოლასთან მოხდა... ბავშვი ქუჩაზე გადადიოდა, რა დროს მანქანა დაეჯახა" - ხელვაჩაურში 7 წლის გოგონა ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. სკოლასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მეორე კლასელი გოგონას, ნიტა ბოლქვაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივების თქმით, 7 წლის ბავშვს სოფლის ცენტრალურ გზაზე, სკოლასთან, ავტომობილი შეეჯახა. ბავშვი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ძალიან მძიმე ამბავი მოხდა და ყველანი განვიცდით. ვუთანაგრძნობთ მის ოჯახს. დიდხანს მუშაობდნენ სამართალდამცავები და ექსპერტები შემთხვევის ადგილზე, გამოძიება მიმდინარეობს და მეტ დეტალს ისინი დაადგენენ. ამ ეტაპზე ვიცი ის რომ ბავშვი გადადიოდა ქუჩაზე და ამ დროს სამარშრუტო მანქანა დაეჯახა, მანქანა ძალიან ნელა მიდიოდა, სკოლის მოპირდაპირე მხარეს მოხდა ეს უმძიმესი ტრაგედია, სკოლასთან. გოგონა მეორე კლასის მოსწავლეა. ბავშვი იქ როგორ აღმოჩნდა, არ ვიცი. როგორც მაქვს ინფორმაცია სკოლაში აკითხავს ბავშვებს მიკროავტობუსები და იმით ანაწილებენ სახლებში. როგორც შევიტყვე, სკოლის მიმდებარედ გზის სავალ ნაწილზე მოხდა ავარია.

  • საჭესთან იჯდა ბათუმის ავტოსატრანსპორტო გაერთიანების ავტოკოლონის მძღოლი. როგორც ვიცი, მან გააჩერა ავტომანქანა, მანქანიდან გადმოვიდა ორი პედაგოგი, რომლებიც სკოლაში მიდიოდნენ, ისინი გადმოვიდნენ მანქანიდან, შემდეგ მძღოლმა დაძრა მანქანა და ამ დროს მოხდა ავარია. ალბათ მძღოლმა ვერ შენიშნა ბავშვი, როგორც თავად მძღოლი ამბობს, ბავშვმა წინ გამირბინაო. დანარჩენს ალბათ გამოძიება დაადგენს. ექსპერტი იყო მოსული და იქ კარგა ხანს მუშაობდნენ. ბავშვი ადგილზე არ გარდაცვლილა, სასწრაფოდ წაიყვანეს საავადმყოფოში.

თავიდან ითქვა, რომ თითქოს ბავშვი კარგად იყო, მაგრამ მერე დარეკეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა. ძალიან მძიმე ამბავია მეორე კლასელი ბავშვის გარდაცვალება. მძღოლი არსად წასულა, ბოლომდე იქ იყო. დაემართა ეს უბედურება და იქ იდგა გაქვავებული. ცუდად არის თვითონაც, ძალიან სამწუხარო ამბავია, ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ ოჯახს, ახლობლებს",- ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი სოფელ ორთაბათუმში როსტომ ფაღავა...განაგრძეთ კითხვა