პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრემიერი ცდილობს ტყუილები დააჯეროს საზოგადოებას... სრულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციაში ვრჩებით" - სალომე ზურაბიშვილი
"პრემიერი ცდილობს ტყუილები დააჯეროს საზოგადოებას... სრულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციაში ვრჩებით" - სალომე ზურაბიშვილი

პრე­მი­ე­რი ცდი­ლობს ტყუ­ი­ლე­ბით და­ა­ჯე­როს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მეტ-ნაკ­ლე­ბად „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ემ­ხრო­ბა, რომ თვი­თო­ნაც ამ­ზა­დე­ბენ ევ­რო­პულ გზას, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, რე­გი­ონ­ში მარ­ტო არ ვართ და უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა, ყუ­რა­დღე­ბა გვაქვს.

"სხვა­დას­ხვა გან­ცხა­დე­ბე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, თუ რამ­დე­ნად ტყუ­ი­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა გუ­შინ პრე­მი­ერ­მა. პრე­მი­ე­რი ცდი­ლობს ტყუ­ი­ლე­ბით და­ა­ჯე­როს ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მეტ-ნაკ­ლე­ბად „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ემ­ხრო­ბა, რომ თვი­თო­ნაც ამ­ზა­დე­ბენ ამ ევ­რო­პულ გზას, მაგ­რამ ყვე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რაც ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­გან არის ამ დღე­ებ­ში, წინა პე­რი­ოდ­ში, ყვე­ლა მხო­ლოდ ერთ რა­მეს გვიჩ­ვე­ნებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი გზა და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, ჩვენ და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, რო­მელ­საც ბერ­კე­ტე­ბი გა­აჩ­ნია, დე­მოკ­რა­ტი­ულ გზას და­უბ­რუნ­დეს, რეპ­რე­სი­ე­ბი გა­ა­ჩე­როს, პა­ტიმ­რე­ბი გა­მო­უშ­ვას, არ­ჩევ­ნე­ბი და­ნიშ­ნოს.

ეს არის ერ­თა­დერ­თი გზა იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გზა ევ­რო­პის­კენ არ შე­ჩერ­დეს დიდი ხნით. სხვა­ნა­ი­რად ქვე­ყა­ნას ევ­რო­პის გზა­ზე ვე­რა­ვინ წა­იყ­ვანს, ეს ტყუ­ი­ლია. ამ დროს კი იზო­ლა­ცი­ა­ში, სრულ ეკო­ნო­მი­კურ და პო­ლი­ტი­კურ იზო­ლა­ცი­ა­ში ვრჩე­ბით, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენ ერთი ერ­თზე ვრჩე­ბით ჩვენს ის­ტო­რი­ულ მტერ­თან - „რო­დი­ო­ნო­ვებ­თან“ და­უც­ვე­ლე­ბი, რად­გან და­ცუ­ლო­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად არის, ჩვენ ვი­ცით, რომ მათი მხარ­და­ჭე­რა, ყუ­რა­დღე­ბა გვაქვს და ამ რე­გი­ონ­ში მარ­ტო არ ვართ.

ჩვენ ვი­წყებთ ასე­ვე მუ­შა­ო­ბას სხვა­დას­ხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ დიდ სეგ­მენ­ტთან, მათ შო­რის, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებ­თან, იმ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებ­თან, რომ­ლე­ბიც ახლა მა­სი­უ­რად არი­ან და­თხო­ვი­ლი. შემ­დეგ დღე­ებ­ში შე­გა­ტყო­ბი­ნებთ, რო­დის გვექ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა შეხ­ვედ­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა სეგ­მენ­ტთან“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"პრემიერი ცდილობს ტყუილები დააჯეროს საზოგადოებას... სრულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციაში ვრჩებით" - სალომე ზურაბიშვილი

"პრემიერი ცდილობს ტყუილები დააჯეროს საზოგადოებას... სრულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციაში ვრჩებით" - სალომე ზურაბიშვილი

პრემიერი ცდილობს ტყუილებით დააჯეროს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მეტ-ნაკლებად „ქართულ ოცნებას“ ემხრობა, რომ თვითონაც ამზადებენ ევროპულ გზას, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

  • როგორც ის აღნიშნავს, რეგიონში მარტო არ ვართ და უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა, ყურადღება გვაქვს.

"სხვადასხვა განცხადებები გვიჩვენებს, თუ რამდენად ტყუილი განცხადებები წარმოადგინა გუშინ პრემიერმა. პრემიერი ცდილობს ტყუილებით დააჯეროს ყოველ შემთხვევაში, ის ნაწილი, რომელიც მეტ-ნაკლებად „ქართულ ოცნებას“ ემხრობა, რომ თვითონაც ამზადებენ ამ ევროპულ გზას, მაგრამ ყველა განცხადება, რაც ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან არის ამ დღეებში, წინა პერიოდში, ყველა მხოლოდ ერთ რამეს გვიჩვენებს, რომ საქართველოს ევროპული გზა დამოკიდებულია იმაზე, ჩვენ და „ქართული ოცნება“, რომელსაც ბერკეტები გააჩნია, დემოკრატიულ გზას დაუბრუნდეს, რეპრესიები გააჩეროს, პატიმრები გამოუშვას, არჩევნები დანიშნოს.

ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ არ შეჩერდეს დიდი ხნით. სხვანაირად ქვეყანას ევროპის გზაზე ვერავინ წაიყვანს, ეს ტყუილია. ამ დროს კი იზოლაციაში, სრულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციაში ვრჩებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთი ერთზე ვრჩებით ჩვენს ისტორიულ მტერთან - „როდიონოვებთან“ დაუცველები, რადგან დაცულობა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს პარტნიორებთან ერთად არის, ჩვენ ვიცით, რომ მათი მხარდაჭერა, ყურადღება გვაქვს და ამ რეგიონში მარტო არ ვართ.

ჩვენ ვიწყებთ ასევე მუშაობას სხვადასხვა საზოგადოებრივ დიდ სეგმენტთან, მათ შორის, საჯარო მოხელეებთან, იმ საჯარო მოხელეებთან, რომლებიც ახლა მასიურად არიან დათხოვილი. შემდეგ დღეებში შეგატყობინებთ, როდის გვექნება სხვადასხვა შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.