პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს დიდი ბრიტანეთის იმიჯს დიდ დარტყმას აყენებს" - ალუდა ღუდუშაური სანქციებზე
"ეს დიდი ბრიტანეთის იმიჯს დიდ დარტყმას აყენებს" - ალუდა ღუდუშაური სანქციებზე

გუ­ლის­ტკი­ვი­ლით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ დღეს, რო­დე­საც ასეთ უარ­გუ­მენ­ტო, თუ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, სუ­ბი­ექ­ტურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვხე­დავთ, ეს დიდი ბრი­ტა­ნე­თის იმიჯს ძა­ლი­ან დიდ დარ­ტყმას აყე­ნებს, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დე­პუ­ტატ­მა, ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მიერ 4 ქარ­თვე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის და­სან­ქცი­რე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის მი­მართ გა­ჩა­ღე­ბუ­ლია სან­ქცი­ე­ბით ომი.

"სან­ქცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ხდე­ბა ამა თუ იმ უწყე­ბის პი­რე­ბის მი­მართ. რა თქმა უნდა, სრუ­ლი­ად ნა­თე­ლია, რომ ეს იმის­თვის ხდე­ბა, რომ ინ­სტი­ტუ­ცი­ებ­ზე მი­ი­ტა­ნონ იე­რი­ში. გუ­ლის­ტკი­ვი­ლით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ დიდი ბრი­ტა­ნე­თი მარ­თლაც არის თა­ვი­სი ის­ტო­რი­ით სა­ნი­მუ­შო ქვე­ყა­ნა, სა­მარ­თლის ას­პექ­ტე­ბის მხრივ და დღეს, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც ვხე­დავთ ასეთ უარ­გუ­მენ­ტო თუ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, სუ­ბი­ექ­ტურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ეს ასე­ვე მათ იმიჯს ძა­ლი­ან დიდ დარ­ტყმას აყე­ნებს”, - გა­ნა­ცხა­და ღუ­დუ­შა­ურ­მა.

ცნო­ბის­თვის, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მთავ­რო­ბამ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის გლო­ბა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის რე­ჟი­მის ფარ­გლებ­ში ოთხი პირი და­ა­სან­ქცი­რა. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბით, სან­ქცი­ე­ბის ეს პა­კე­ტი მი­მარ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი არი­ან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სე­რი­ო­ზულ დარ­ღვე­ვებ­ზე, 2020 წლის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის გლო­ბა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ის თა­ნახ­მად.

სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­დათ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვილს, შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს შალ­ვა ბე­დო­ი­ძეს, გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე მირ­ზა კე­ზე­ვა­ძე­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს კარ­ლო კა­ცი­ტა­ძეს. სან­ქცი­ე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს აქ­ტი­ვე­ბის გა­ყინ­ვას, დი­რექ­ტო­რის დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სან­ქცი­ა­სა და სა­მოგ­ზა­უ­რო აკ­რძალ­ვას

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ეს დიდი ბრიტანეთის იმიჯს დიდ დარტყმას აყენებს" - ალუდა ღუდუშაური სანქციებზე

"ეს დიდი ბრიტანეთის იმიჯს დიდ დარტყმას აყენებს" - ალუდა ღუდუშაური სანქციებზე

გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს, როდესაც ასეთ უარგუმენტო, თუ ხშირ შემთხვევაში, სუბიექტურ გადაწყვეტილებას ვხედავთ, ეს დიდი ბრიტანეთის იმიჯს ძალიან დიდ დარტყმას აყენებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც გაერთიანებული სამეფოს მიერ 4 ქართველი თანამდებობის პირის დასანქცირებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ გაჩაღებულია სანქციებით ომი.

"სანქციების გამოყენება ხდება ამა თუ იმ უწყების პირების მიმართ. რა თქმა უნდა, სრულიად ნათელია, რომ ეს იმისთვის ხდება, რომ ინსტიტუციებზე მიიტანონ იერიში. გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ დიდი ბრიტანეთი მართლაც არის თავისი ისტორიით სანიმუშო ქვეყანა, სამართლის ასპექტების მხრივ და დღეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც ვხედავთ ასეთ უარგუმენტო თუ ხშირ შემთხვევაში, სუბიექტურ გადაწყვეტილებას, ეს ასევე მათ იმიჯს ძალიან დიდ დარტყმას აყენებს”, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი პირი დაასანქცირა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად.

სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს. სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას