სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა შევისწავლე "სვარკაც", "ბარგალკაც"... ჩემი მეუღლე, რომელიც ძველი "პირველ არხელია", გვერდში მიდგას" - როგორია თბილისიდან სოფელში გადასახლებული ჟურნალისტის ცხოვრება
"ახლა შევისწავლე "სვარკაც", "ბარგალკაც"... ჩემი მეუღლე, რომელიც ძველი "პირველ არხელია", გვერდში მიდგას" - როგორია თბილისიდან სოფელში გადასახლებული ჟურნალისტის ცხოვრება

"სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბით რომ ცხოვ­რობ და უცებ, თბი­ლის­თან ახ­ლოს, მაგ­რამ სო­ფელ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი სა­მუ­შაო ია­რა­ღე­ბით ხელ­ში, ვი­დე­ო­კა­მე­რის, "პეტ­ლი­ჩ­კე­ბის" და დიქ­ტო­ფო­ნის ნაც­ვლად" - ამ­ბობს ჟურ­ნა­ლის­ტი ეკა პა­ტა­რა­ია...

იგი უმ­შვე­ნი­ე­რესს მსა­ხი­ობ­თან ხა­თუ­ნა კოტ­რი­კა­ძეს­თან მე­გობ­რო­ბა­საც იხ­სე­ნებს. ეკა პა­ტა­რა­ი­ას ეკუთ­ვნის ერთ-ერთი ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც მან ხა­თუ­ნა კოტ­რი­კა­ძეს­თან ჩა­წე­რა..

ეკა პა­ტა­რა­ია სოფ­ლად გა­დას­ვლის, უდი­დე­სი სირ­თუ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს...

- მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თბი­ლის­ში გა­ვა­ტა­რე. ძი­რძვე­ლი თბი­ლი­სე­ლი ვარ, ოთხი თა­ო­ბით... ბა­ბუ­ა­ჩე­მის და სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში, სო­ფელ პა­ტარ­ძე­ულ­ში იყო გა­თხო­ვი­ლი, ბე­ბი­ა­ქა­ლად იყო ცნო­ბი­ლი მთელს სო­ფელ­ში. ქმარ-შვი­ლი მე­ო­რე სა­მა­მუ­ლო ომში და­ე­ღუ­პა.

მან გა­და­წყვი­ტა, თა­ვი­სი კარ-მი­და­მო ძმის­შვი­ლე­ბის­თვის, დე­და­ჩე­მის­თვის და დე­ი­და­ჩე­მის­თვის ეან­დერ­ძა. ასე გაგ­ვიჩ­ნდა სო­ფე­ლი. თუმ­ცა ისე, მოხ­და რომ ამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ჩვე­ნი ნა­წი­ლი კარ-მი­და­მო გავ­ყი­დეთ გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო. მთე­ლი ბავ­შვო­ბა აქ მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. სკო­ლის არ­და­დე­გებ­ზე დე­დას ორი თვით ჩა­მოვ­ყავ­დით მე და ჩემი ძმე­ბი.. დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი, ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი ყვე­ლა აქ ვიკ­რი­ბე­ბო­დით ზა­ფხუ­ლო­ბით და ძა­ლი­ან კარგ დროს ვა­ტა­რებ­დით. აი, ის ნოს­ტალ­გია სულ მქონ­და. ბავ­შვი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ეზო­ში ხილ­საც ვკრეფ­დი, პო­მიდვ­რე­ბის და კიტ­რე­ბის დარ­გვა-და­თეს­ვა­ში, მო­სავ­ლის აღე­ბა­შიც აუ­ზის გა­სუფ­თა­ვე­ბა­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. მახ­სოვს, ხის ღო­ბე­ებს, ხე­ებს კი­რით ვღე­ბავ­დით, თხილს, ნუშს, კა­კალს ვბერ­ტყავ­დით და ვკრეფ­დით, და­მი­ბა­რავს, მო­მი­თოხ­ნია კი­დეც - მა­ლი­ნა, მარ­წყვი, მაყ­ვა­ლი სულ გვქონ­და...

სოფ­ლის სუნი, მე­ზობ­ლის მო­ხუ­ცი ქა­ლის, მარო ბე­ბოს თო­ნე­ში გა­მომ­ცხვა­რი ცხელ- ცხე­ლი შო­თე­ბი, პო­მიდვ­რის და კიტ­რის სა­ლა­თი, ახა­ლა­მოყ­ვა­ნი­ლი ყვე­ლის გემო, სულ თან დამ­ყვე­ბო­და. სო­ფელ­ში თუ ჩა­მო­ვი­დო­დი, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­მერ­გო ახა­ლი ნერ­გე­ბი, გა­მე­კე­თე­ბი­ნა პა­ტა­რა ბა­ღჩა, ამე­ღო ჩემი მო­სა­ვა­ლი. მხო­ლოდ, თბი­ლი­სი­დან აქ გად­მო­სახ­ლე­ბა­ზე არ ვფიქ­რობ­დი არას­დროს. ისევ რა­ღაც გა­რე­მო­ე­ბამ, მა­ი­ძუ­ლა აქ წა­მოს­ვლა.

- რო­გორ გა­და­წყვი­ტეთ?

- თბი­ლის­ში ბინა უკვე აღარ მქონ­და. გავ­ყი­დე. თან, დე­დაც და ჩემი ტყუ­პის­ცა­ლი ძმაც აქეთ იქ­ნენ წა­მო­სუ­ლე­ბი. ეს სახ­ლი, სა­დაც ახლა ვარ, ჩემი დე­ი­დი­სა იყო, მისი და მისი ქმრის აშე­ნე­ბუ­ლი ამ მი­წა­ზედ. უკვე მი­ტო­ვე­ბუ­ლი იყო, დე­ი­და 15 წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა, ბი­ძა­ჩე­მიც სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ ცხოვ­რობ­და, ჩემს დე­ი­დაშ­ვილ­საც დრო არ ჰქონ­და, აქა­უ­რო­ბის­თვის მი­ე­ხე­და და ვთხო­ვე, ჩემ­თვის და­ეთ­მო. მე მო­ვუვ­ლი­დი დე­ი­დას სა­ხელ­ზე, შე­ვიყ­ვა­რებ­დი ისე რო­გორც დე­ი­დას, რო­მე­ლიც ჩემი მე­ო­რე დე­და­სა­ვით იყო. მარ­თლაც შე­ვის­ყი­დე სახ­ლი, თუმ­ცა ეს ის თან­ხა არ იყო, რაც შე­იძ­ლე­ბო­და ეს სახლ-კარი ღი­რე­ბუ­ლი­ყო. სიმ­ბო­ლუ­რად გა­და­ვუ­ხა­დე გარ­კვე­უ­ლი ოდე­ნო­ბის თან­ხა და ძა­ლი­ან ჩქა­რი ტემ­პით და­ვი­წყე ყვე­ლა­ზე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა.. ელექტრო გაყ­ვა­ნი­ლო­ბის გა­მოც­ვლით, სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბის შეყ­ვა­ნით, სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო ჭით, სახ­ლის გარ­შე­მო რკი­ნა-ბე­ტო­ნე­ბის ჩას­ხმით და ასე შემ­დეგ, რათა შე­მექ­ნა ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი, რომ გვე­ცხოვ­რა... და­ბალ ბე­ლე­ტაჟ­ზე იდგა სახ­ლი, ცა­რი­ე­ლი კედ­ლე­ბით. ია­ტა­კი ძა­ლი­ან შე­ლა­ხუ­ლი, ჩა­ვარ­დნი­ლი, კედ­ლე­ბი და­ხეთ­ქი­ლი, ჭერი ჩა­მო­ვარ­დნი­ლი, სა­ხუ­რა­ვი შე­საც­ვლე­ლი, ეზო ეკალ-ბარ­დე­ბით გა­დავ­სე­ბუ­ლი, ღობე დამ­ტვრე­უ­ლი, მოკ­ლედ, სა­მუ­შაო აუ­რა­ცხე­ლი იყო.

- თავი რო­გორ გა­არ­თვით ამ­დენ რა­მეს?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ ხე­ლოს­ნე­ბის თემა, რა მძი­მეა თბი­ლის­ში და სოფ­ლად კი­დევ უფრო მე­ტად. ხე­ლოს­ნებ­ზე სა­უ­ბარს თავს ავა­რი­დებ, რად­გან რომ და­ვი­წყო, ვიცი, ვე­ღარ და­ვას­რუ­ლებ. მხო­ლოდ იმას გე­ტყვით, რომ მათი მხრი­დან ძა­ლი­ან ბევ­რი ტყუ­ი­ლე­ბის, და­მალ­ვე­ბის, გა­დაგ­დე­ბე­ბის, რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბის გა­ფუ­ჭე­ბე­ბის შემ­დეგ, გა­დავ­წყვი­ტე უშუ­ა­ლოდ ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი ყვე­ლა სა­მუ­შა­ო­ში. ეს იქ­ნე­ბო­და კედ­ლე­ბის გა­ჯით, შპაკ­ლით გა­ლეს­ვა, ია­ტა­კის ფი­ლე­ბით მო­პირ­კე­თე­ბა, შპა­ლე­რი, შე­ღებ­ვა თუ სხვა საქ­მე­ე­ბი...

მახ­სოვს, თე­ბერ­ვლის თვე­შიც კი სი­ცი­ვე­ში ვი­დე­ქი,(ჯერ გათ­ბო­ბის სის­ტე­მა არ მქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი) ხე­ლე­ბი­დან სის­ხლიც კი მდი­ო­და, სრუ­ლი­ად მარ­ტო ვზელ­დი ბევ­რი ოდე­ნო­ბის შეკ­ვრა ცე­მენტს და ოთა­ხებ­ში ვა­გებ­დი ია­ტა­კის ფი­ლის ნა­ტე­ხებს, მო­ზა­ი­კას, ლა­მი­ნატს... მარ­თა­ლია მას მერე სამი წელი გა­ვი­და და კი­დევ რა­ღა­ცე­ბი შევ­ცვა­ლე, მაგ­რამ სულ მე­მახ­სოვ­რე­ბა თუ რა გზა გა­მო­ვი­ა­რე. ერთხელ, კი, სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო მილი ჩა­ტყდა, რომ­ლის სიგ­რძე სახ­ლის კედ­ლი­დან ჭამ­დე, და­ახ­ლო­ე­ბით 15 მეტ­რია.

წყალ­მა სა­ა­ბა­ზა­ნო­ში გად­მოს­ვლა და­ი­წყო. ვი­ფიქ­რე რა­ღაც ჩა­ვარ­და და გა­ი­ჭე­და. რო­დე­საც იმ ხე­ლო­სანს და­ვუ­რე­კე, ვინც აა­წყო ეს სის­ტე­მა სახ­ლში და სახ­ლის გა­რეთ, მი­თხრა, რომ ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი იყო და შე­იძ­ლე­ბა გვი­ან ჩა­მო­ვი­დე, ღა­მის 11 სა­ა­თის­კენ, ოღონდ გა­თხრი­ლი უნდა და­მახ­ვედ­როო. დავ­თან­ხმდი, ვი­ნა­ი­დან ძა­ლი­ან მეჩ­ქა­რე­ბო­და. იმ სა­ღა­მოს მე ვე­რა­ვის ვნა­ხავ­დი ცალ­კე მუ­შას, რომ გა­ე­თხა­რა, თა­ვად ჩა­ვიც­ვი ხელ­თათ­მა­ნე­ბი, ავი­ღე წე­რაქ­ვი, ნი­ჩა­ბი და და­ვი­წყე გა­თხრა, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ღრმაც იყო. მახ­სოვს, სა­დღაც ორ თუ სამ სა­ათ­ში სულ გავ­თხა­რე და მილი გა­მო­ვა­ჩი­ნე, რო­მე­ლიც ორი გა­დაბ­მის ად­გი­ლას იყო ჩა­ტე­ხი­ლი. მერე გა­ვიქ­ცე­ვი სა­გა­რე­ჯოს სან­ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ა­ში და მო­ვი­ტა­ნე ახა­ლი მი­ლე­ბი, თუმ­ცა ისი­ნი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის იყო.

- ალ­ბათ კი­დევ ბევ­რი სირ­თუ­ლე შეგ­ხვდათ...

- დიახ, ძა­ლი­ან რთუ­ლია არაფ­რის­გან რა­ღაც შექ­მნა, ძა­ლი­ან იღ­ლე­ბი, იმ­დე­ნად რომ არც ჭა­მის თავი გაქვს, არც იმის, რომ ლო­გინ­ში ნორ­მა­ლუ­რად დაწ­ვე და და­ი­ძი­ნო. სკამ­ზე მე­ძი­ნე­ბო­და. რომ დავ­ჯდე­ბო­დი, თვალს გა­ვა­ხელ­დი, უკვე გა­თე­ნე­ბუ­ლი იყო. მერე იწყე­ბო­და იგი­ვე, ისევ შპაკ­ლე­ბი, ცე­მენ­ტი, ისევ გაჯი, სა­ღე­ბა­ვე­ბი... ნამ­დვი­ლი კოშ­მა­რი იყო, მი­თუ­მე­ტეს ქა­ლის­თვის, რო­მე­ლიც აქამ­დე სულ მა­გარ ფორ­მა­ში იყო, ყო­ველ­მხრივ მოვ­ლი­ლი და უცებ... ჩემი მე­უღ­ლე გივი ფე­იქ­რიშ­ვი­ლი ჩემი კო­ლე­გაა, ჟურ­ნა­ლის­ტი და ოპე­რა­ტო­რი ძვე­ლი "პირ­ველ არ­ხე­ლია", ძა­ლი­ან დიდი და სა­ინ­ტე­რე­სო კა­რი­ე­რუ­ლი ის­ტო­რი­ით. მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით, ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სი­უ­ჟე­ტებ­ზე ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან, ბევ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა გვქონ­და და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, რა­დი­კა­ლუ­რად რომ შე­იც­ვლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი.

ამ სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბით რომ ცხოვ­რობ და უცებ, თბი­ლის­თან ახ­ლოს, მაგ­რამ სო­ფელ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბი სა­მუ­შაო ია­რა­ღე­ბით ხელ­ში ვი­დე­ო­კა­მე­რის, „პეტ­ლი­ჩ­კე­ბის“ და დიქ­ტო­ფო­ნის ნაც­ვლად. ხუმ­რო­ბით მე­უბ­ნე­ბა - "პრა­კეტ­ნი" ჟურ­ნა­ლისტს რა გინ­დო­და ატ­მი­სა და მაყ­ვლის წვე­ნებ­შიო... მას სა­ო­ცა­რი სიყ­ვა­რუ­ლი აქვს მი­წის და მცე­ნა­რე­ე­ბის. თბი­ლის­ში ძა­ლი­ან პა­ტა­რა, იტა­ლი­ურ ეზო­ში ვცხოვ­რობთ. სახ­ლის კარ­თან ერთი ძვე­ლი კო­მო­დი დგას, იმ კო­მოდ­ზე და მი­წა­ზეც ქოთ­ნებ­ში ეგ­ზო­ტი­კუ­რი მცე­ნა­რე­ე­ბი აქვს. მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი მო­ა­წყო. უყ­ვარს მცე­ნა­რე­ე­ბის ყიდ­ვა, იყი­დის და მო­არ­ბე­ნი­ნებს. გარ­და იმი­სა, რომ ფი­ნან­სუ­რად თუ მო­რა­ლუ­რად ძა­ლი­ან გვერ­დში მიდ­გას, ჩვენ სულ ვუ­ზი­ა­რებთ ერ­თმა­ნეთს ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს.

ამ მხრი­ვაც სულ ცდი­ლობს არა­ფე­რი მო­მაკ­ლოს. ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბი­ან შვი­ლე­ბიც, ოღონდ ფი­ნან­სუ­რად, რად­გან ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან. მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ერ­თად ავა­შე­ნეთ ეზო­ში ცალ­კე დიდი სა­თავ­სო, ასე­ვე პა­ტა­რა სა­ქათ­მე, სა­დაც ასამ­დე ჩემს მიერ წა­მოზ­რდი­ლი ვა­რია შე­ვაბ­რძა­ნეთ, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ იმ პე­რი­ოდ­ში ჭირი მო­ე­დოთ ირ­გვლივ ქათ­მებს და არამ­ხო­ლოდ მე,ბევ­რს და­ე­ხო­ცა ფრინ­ვე­ლი. გვყავ­და ციც­რე­ბი, რომ­ლე­ბიც კვერ­ნას აფრ­თხობ­დნენ, მაგ­რამ ისი­ნიც ასე და­ი­ხოც­ნენ. ვფიქ­რობ­დით ფარ­შე­ვან­გებ­ზე, თუ­თი­ყუ­შებ­ზეც, პა­წა­წი­ნა აუზ­ზე, სა­დაც თევ­ზე­ბი გვე­ყო­ლე­ბო­და, კი­დევ ბევ­რი იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ეს ვერ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. აქ, კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რი, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბია. როცა სა­კუ­თა­რი სახ­ლი და ეზო გაქვს, ასეა. არა­ფე­რი სრულ­დე­ბა და ოჯა­ხის ბი­უ­ჯე­ტიც ამ მხრივ ილე­ვა...

- თბი­ლის­ში რამ­დე­ნად ხში­რად ხართ?

- სულ მაქვს ხოლ­მე თბი­ლი­სის ნოს­ტალ­გია, ხან, თბი­ლის­ში რომ ვარ ისევ აქეთ მინ­და, ერთი დღეც ვერ ვჩერ­დე­ბი. რო­გორც კი, შე­მოვ­დი­ვარ სო­ფელ­ში, ღრმად ამო­ვი­სუნ­თქავ, რა­ღაც სას­წა­უ­ლი ჰა­ე­რი და სიმ­შვი­დე მე­უფ­ლე­ბა, შე­უძ­ლე­ბე­ლია ეს არ იგ­რძნო, შე­უძ­ლე­ბე­ლია ეს სხვა­ო­ბა არ იგ­რძნო თბი­ლისს და ამ სო­ფელს შო­რის, მან­ძილ­საც ვე­ღარ იგ­რძნობთ ისე­თი ავ­ტო­ბა­ნი გა­კეთ­და. ბევ­რად შემ­ცირ­და გზა. ადრე თუ 40 წუთი ვუნ­დე­ბო­დი ჩას­ვლა-ჩა­მოს­ვლას, ახლა 25 წუთი სჭირ­დე­ბა 80-ით რომ იარო. ასე, რომ... ცივ გომ­ბო­რი, ალაზ­ნის ველი, ზე­მოთ დრე­ი­ძის ტყეა, სა­ო­ცა­რი მთე­ბი, ხე­დე­ბია... მრა­ვა­ლი სა­კუ­თა­რი, ასე­ვე ბიზ­ნეს იდეა შე­იძ­ლე­ბა აქ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლო და მთა­ვა­რიც ესაა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლო, თო­რემ სოფ­ლად გლეხ­მა უკვე დიდი ხა­ნია მი­ა­ტო­ვა ყვე­ლა­ფე­რი, რა­ზეც ძა­ლი­ან მტკი­ვა გული. ად­გი­ლობ­რი­ვებს აღარც აინ­ტე­რე­სებთ სა­კუ­თა­რი ეზო-კა­რიც, ვე­ნა­ხე­ბი, ყა­ნე­ბი. ბევ­რი შრო­მა ჭირ­დე­ბა, მუხლჩა­უხ­რე­ლი შრო­მა. თბი­ლი­სი­დან ამას ყვე­ლა­ფერს სხვა თვა­ლით ვუ­ყუ­რებ­დი, ისე რო­გორც უყუ­რე­ბენ ქა­ლა­ქე­ლე­ბი.

ამა­ზე არ ვფიქ­რობ­დი, რად­გან არ მქონ­და შე­ხე­ბა ამ ყვე­ლა­ფერ­თან, მაგ­რამ ახლა როცა აქ ვარ, ვხე­დავ თუ რამ­ხე­ლა შრო­მაა. ადა­მი­ა­ნუ­რად ცხოვ­რე­ბას მოკ­ლე­ბულ­ნი არი­ან სოფ­ლად, გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლე­ბი. ყო­ფით ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი სიძ­ნე­ლის გა­და­ლახ­ვა უწევთ, ალ­ბათ ბევრ რა­მე­ზე გუ­ლიც სწყდე­ბათ, სა­მა­გი­ე­როდ აქ სი­ცო­ცხლე კარ­გად იგ­რძნო­ბა, რომ შენ კი არ ცხოვ­რობ, ცო­ცხლობ, არ­სე­ბობ! სა­ქო­ნე­ლიც გა­ყი­დეს. ადრე, ჩემს ბავ­შვო­ბა­ში მახ­სოვს, ჩვენს გზა­ზე სა­ღა­მოს შვი­დი სა­ა­თის­კენ ნა­ხი­რი რომ ჩა­ივ­ლი­და, ცხვრე­ბიც, სა­ხედ­რე­ბიც კი ბევ­რი იყო...

ეს სო­ფე­ლი უდი­დე­სი ის­ტო­რი­ის მქო­ნე სო­ფე­ლია. ყვე­ლა სო­ფელს სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს, მაგ­რამ ჩემს სო­ფელს, გოგ­ლა ლე­ო­ნი­ძის სა­ხე­ლი ჰქვია, გე­დი­ას და მა­რი­ტას სიყ­ვა­რუ­ლის სა­ხე­ლი ჰქვია, მარ­თლაც ნატ­ვრის ხე­სა­ვი­თაა, პა­ტარ­ძე­უ­ლი პა­ტარ­ძა­ლი­ვით ლა­მა­ზია, მშვე­ნე­ბა და დიდი სიყ­ვა­რუ­ლია. თით­ქოს შენი სის­ხლი და ხორ­ცია, შენი წარ­სუ­ლია, აწ­მყოა, მო­მა­ვა­ლია, ყვე­ლა­ფე­რია. აქ გტკი­ვა და გი­ხა­რია კი­დეც, თით­ქოს ყვე­ლა­ფერს ყუ­რა­დღე­ბით გის­მენს, მოგ­ყვე­ბა და ხელს გიწ­ვდის და­სახ­მა­რებ­ლად, თით­ქოს გთხოვს, რომ შენც მაგ­რად ჩას­ჭი­დო ხელი და არ გა­უშ­ვა. ასე­თია ეს სო­ფელ­ში, გულ­ში მაგ­რად გი­ხუ­ტებს. მხო­ლოდ, კარ­გი პატ­რო­ნი სჭირ­დე­ბა. შე­უძ­ლე­ბე­ლია აქ წა­მოს­ვლა ვინ­მეს არ მო­უნ­დეს.

- წინ ალ­ბათ კი­დევ ბევ­რი სირ­თუ­ლეა...

- ალ­ბათ უკვე არ არ­სე­ბობს საქ­მე, რო­მე­ლიც მე არ ვიცი, ვერ გა­ვი­გებ, ვერ გა­ვა­კე­თებ. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ მუ­შა­ო­ბას ვარ მიჩ­ვე­უ­ლი, მაგ­რამ ახლა შე­ვის­წავ­ლე "სვარ­კაც", "ბარ­გალ­კაც", აი­ვა­ნიც თა­ვად ავა­წყე... რო­დე­საც ხე­ლოს­ნებს თავ­ზე ად­გე­ბი და მა­ინც ცდი­ლო­ბენ შენს „და­ბო­ლე­ბას“ არა, ასეა და არა ისეო, თეთრზე გიმ­ტკი­ცებს შა­ვი­აო, აი, აქ უკვე ხე­ლი­დან ვარ­თმევ სა­მუ­შა­ოს და თა­ვად ვი­წყებ. არ შე­იძ­ლე­ბა მუდ­მი­ვად ხელ­ში გე­ჭი­როს "რუ­ლეტ­კა“, თა­რა­ზო და მა­ინც თვა­ლებ­ში კარ­გად ვერ იყუ­რე­ბო­დე, რას აკე­თებ. მოკ­ლედ, მე მა­ნამ­დეც ვი­ცო­დი სა­რე­მონ­ტო საქ­მე­ე­ბი, უფრო სწო­რად მე ხე­ლოს­ნად და­ვი­ბა­დე, მაგ­რამ ახლა და­ვა­მა­ტე. სხვა­თა შო­რის, სულ ვამ­ბობ, რომ სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვი­დო­დი კი­დევ და­მა­ტე­ბით რო­მე­ლი­მე პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში, რამ­დე­ნი­მე ხე­ლო­ბა კარ­გად რომ შე­მეს­წავ­ლა. სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ვა­ბა­რებ­დი ტექ­ნი­კურ ინ­სტი­ტუ­ტშიც, მაგ­რამ უკვე მე­სა­მე წრე­ზე ვარ, უმაღ­ლე­სი დიპ­ლო­მით, რო­მე­ლიც სულ არა­ფერ­ში მად­გე­ბა. იუ­რის­ტიც გავ­ხდე­ბი მალე...

ასა­კიც აღარ მაქვს ისე­თი, რომ სულ სწავ­ლა­ში გა­ვა­ტა­რო დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა, რაზე ვგიჟ­დე­ბი, მაგ­რამ ვფიქ­რობ მე­ყო­ფა რაც ვის­წავ­ლე. ახლა ის ასა­კი და მო­ცე­მუ­ლო­ბა მაქვს, ყვე­ლა რომ ნატ­რობს - ნეტა, ქა­ლაქ გა­რეთ მომ­ცა ერთი პა­ტა­რა კოხ­ტა სახ­ლი, ბუ­ნე­ბა­ში, სიმწვა­ნე­ში ჩამ­ფლა, ჩი­ტე­ბის ჭი­კ­ჭი­კი გა­მა­გო­ნა, ირ­გვლივ სულ ლა­მაზ-ლა­მა­ზი ფე­რა­დი ყვა­ვი­ლე­ბი და­მა­ნა­ხა და ამ სიმ­შვი­დე­ში მა­ცხოვ­რაო. ჰოდა, ვცხოვ­რობ ასე ქა­ლა­ქუ­რად ახლა. არ მინ­და ეს ქათ­მე­ბი, ძრო­ხე­ბი, ბე­კე­კო­ე­ბი და გო­ჭუ­ნი­ე­ბი. ამა­თაც თა­ვი­სე­ბუ­რი სუნი აქვს და მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა რა.

უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ხა­თუ­ნა კოტ­რი­კა­ძე, რო­მე­ლიც ყვე­ლას ლე­რი­კო ხო­ტი­ვა­რის ფილ­მი­დან "მხი­ა­რუ­ლი რო­მა­ნი­დან" გვახ­სოვს, სო­ფელ დი­ღომ­ში, თა­ვის ფეხ­ბურ­თე­ლი ქმრის და­ვით გო­გი­ას მო­თხოვ­ნით და ხელ­შე­წე­ყო­ბით, 12 სულ ძრო­ხას უვ­ლი­და. თა­ვად წვე­ლი­და და ამოჰ­ყავ­და ყვე­ლი, კა­რა­ქი, ხაჭო, ნა­დუ­ღი, ადე­დებ­და მა­წონს, მთელ ოჯახს ეს ერთი სიფ­რი­ფა­ნა, ულა­მა­ზე­სი გოგო უვ­ლი­და.

სხვა­თა­შო­რის იქ რუ­სულ სამ­ხედ­რო ბაზა იყო უწინ გან­თავ­სე­ბუ­ლი და რომ წა­ვიდ­ნენ, ამათ შე­ის­ყი­დეს მათ­გან ეს ძრო­ხე­ბი. რუს სამ­ხედ­რო­ებს ჰყო­ლი­ათ რო­გორც ვიცი. ბო­ლოს, მახ­სოვს გა­მო­იქ­ცა სო­ფელ დი­ღო­მი­დან, წა­მო­ვი­და თა­ვის ხუთ­თო­ხი­ან სახ­ლში პლე­ხა­ნოვ­ზე თა­ვის ვაჟ­თან ერ­თად, იქ ცოხვრობ­და და სულ ახ­ლა­ხანს, შარ­შან გარ­და­იც­ვა­ლა ახა­ლა­გაზ­რდა.

ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ხა­თუ­ნა. მას­თან და მის ოჯახ­თან ახ­ლოს ვი­ყა­ვი. ასე, რომ ეს კი არ არის და­საძ­რა­ხი, რა­ი­მე სა­ხის შრო­მა სოფ­ლად, უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნე­ბის ცოხვრე­ბა­ში სულ დგე­ბა ისე­თი პე­რი­ო­დე­ბი, მი­თუ­მე­ტეს ქა­ლის, როცა ხე­დავ რომ ამ ყვე­ლა­ფერს ვე­ღარ უმკლავ­დე­ბი. აღარც დრო გაქვს და მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი გქონ­დეს და მი­ხე­დო. ამი­ტომ ავ­ღი­ნიშ­ნე აქ, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ახლა რო­გო­რიც არის. ძა­ლი­ან ძნე­ლია სოფ­ლად ცოხვრე­ბა ამ თვალ­საზ­რი­სით, ძა­ლი­ან.

ავტორი:

"ახლა შევისწავლე "სვარკაც", "ბარგალკაც"... ჩემი მეუღლე, რომელიც ძველი "პირველ არხელია", გვერდში მიდგას" - როგორია თბილისიდან სოფელში გადასახლებული ჟურნალისტის ცხოვრება

"ახლა შევისწავლე "სვარკაც", "ბარგალკაც"... ჩემი მეუღლე, რომელიც ძველი "პირველ არხელია", გვერდში მიდგას" - როგორია თბილისიდან სოფელში გადასახლებული ჟურნალისტის ცხოვრება

"საინტერესო ცხოვრებით რომ ცხოვრობ და უცებ, თბილისთან ახლოს, მაგრამ სოფელში აღმოჩნდები სამუშაო იარაღებით ხელში, ვიდეოკამერის, "პეტლიჩკების" და დიქტოფონის ნაცვლად" - ამბობს ჟურნალისტი ეკა პატარაია...

იგი უმშვენიერესს მსახიობთან ხათუნა კოტრიკაძესთან მეგობრობასაც იხსენებს. ეკა პატარაიას ეკუთვნის ერთ-ერთი ინტერვიუ, რომელიც მან ხათუნა კოტრიკაძესთან ჩაწერა..

ეკა პატარაია სოფლად გადასვლის, უდიდესი სირთულეების შესახებ გვიამბობს...

- მთელი ცხოვრება თბილისში გავატარე. ძირძველი თბილისელი ვარ, ოთხი თაობით... ბაბუაჩემის და საგარეჯოს რაიონში, სოფელ პატარძეულში იყო გათხოვილი, ბებიაქალად იყო ცნობილი მთელს სოფელში. ქმარ-შვილი მეორე სამამულო ომში დაეღუპა.

მან გადაწყვიტა, თავისი კარ-მიდამო ძმისშვილებისთვის, დედაჩემისთვის და დეიდაჩემისთვის ეანდერძა. ასე გაგვიჩნდა სოფელი. თუმცა ისე, მოხდა რომ ამ რამდენიმე წლის წინ, ჩვენი ნაწილი კარ-მიდამო გავყიდეთ გარკვეული მიზეზების გამო. მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული. სკოლის არდადეგებზე დედას ორი თვით ჩამოვყავდით მე და ჩემი ძმები.. დეიდაშვილები, ბიძაშვილები ყველა აქ ვიკრიბებოდით ზაფხულობით და ძალიან კარგ დროს ვატარებდით. აი, ის ნოსტალგია სულ მქონდა. ბავშვი ვიყავი, მაგრამ ეზოში ხილსაც ვკრეფდი, პომიდვრების და კიტრების დარგვა-დათესვაში, მოსავლის აღებაშიც აუზის გასუფთავებაშიც ვმონაწილეობდი. მახსოვს, ხის ღობეებს, ხეებს კირით ვღებავდით, თხილს, ნუშს, კაკალს ვბერტყავდით და ვკრეფდით, დამიბარავს, მომითოხნია კიდეც - მალინა, მარწყვი, მაყვალი სულ გვქონდა...

სოფლის სუნი, მეზობლის მოხუცი ქალის, მარო ბებოს თონეში გამომცხვარი ცხელ- ცხელი შოთები, პომიდვრის და კიტრის სალათი, ახალამოყვანილი ყველის გემო, სულ თან დამყვებოდა. სოფელში თუ ჩამოვიდოდი, აუცილებლად უნდა დამერგო ახალი ნერგები, გამეკეთებინა პატარა ბაღჩა, ამეღო ჩემი მოსავალი. მხოლოდ, თბილისიდან აქ გადმოსახლებაზე არ ვფიქრობდი არასდროს. ისევ რაღაც გარემოებამ, მაიძულა აქ წამოსვლა.

- როგორ გადაწყვიტეთ?

- თბილისში ბინა უკვე აღარ მქონდა. გავყიდე. თან, დედაც და ჩემი ტყუპისცალი ძმაც აქეთ იქნენ წამოსულები. ეს სახლი, სადაც ახლა ვარ, ჩემი დეიდისა იყო, მისი და მისი ქმრის აშენებული ამ მიწაზედ. უკვე მიტოვებული იყო, დეიდა 15 წლის წინ გარდაიცვალა, ბიძაჩემიც საქართველოში აღარ ცხოვრობდა, ჩემს დეიდაშვილსაც დრო არ ჰქონდა, აქაურობისთვის მიეხედა და ვთხოვე, ჩემთვის დაეთმო. მე მოვუვლიდი დეიდას სახელზე, შევიყვარებდი ისე როგორც დეიდას, რომელიც ჩემი მეორე დედასავით იყო. მართლაც შევისყიდე სახლი, თუმცა ეს ის თანხა არ იყო, რაც შეიძლებოდა ეს სახლ-კარი ღირებულიყო. სიმბოლურად გადავუხადე გარკვეული ოდენობის თანხა და ძალიან ჩქარი ტემპით დავიწყე ყველაზე პრიორიტეტული საქმეების კეთება.. ელექტრო გაყვანილობის გამოცვლით, სველი წერტილების შეყვანით, საკანალიზაციო ჭით, სახლის გარშემო რკინა-ბეტონების ჩასხმით და ასე შემდეგ, რათა შემექნა ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, რომ გვეცხოვრა... დაბალ ბელეტაჟზე იდგა სახლი, ცარიელი კედლებით. იატაკი ძალიან შელახული, ჩავარდნილი, კედლები დახეთქილი, ჭერი ჩამოვარდნილი, სახურავი შესაცვლელი, ეზო ეკალ-ბარდებით გადავსებული, ღობე დამტვრეული, მოკლედ, სამუშაო აურაცხელი იყო.

- თავი როგორ გაართვით ამდენ რამეს?

- მოგეხსენებათ ხელოსნების თემა, რა მძიმეა თბილისში და სოფლად კიდევ უფრო მეტად. ხელოსნებზე საუბარს თავს ავარიდებ, რადგან რომ დავიწყო, ვიცი, ვეღარ დავასრულებ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მათი მხრიდან ძალიან ბევრი ტყუილების, დამალვების, გადაგდებების, რაღაც-რაღაცების გაფუჭებების შემდეგ, გადავწყვიტე უშუალოდ ჩავრთულიყავი ყველა სამუშაოში. ეს იქნებოდა კედლების გაჯით, შპაკლით გალესვა, იატაკის ფილებით მოპირკეთება, შპალერი, შეღებვა თუ სხვა საქმეები...

მახსოვს, თებერვლის თვეშიც კი სიცივეში ვიდექი,(ჯერ გათბობის სისტემა არ მქონდა გაკეთებული) ხელებიდან სისხლიც კი მდიოდა, სრულიად მარტო ვზელდი ბევრი ოდენობის შეკვრა ცემენტს და ოთახებში ვაგებდი იატაკის ფილის ნატეხებს, მოზაიკას, ლამინატს... მართალია მას მერე სამი წელი გავიდა და კიდევ რაღაცები შევცვალე, მაგრამ სულ მემახსოვრება თუ რა გზა გამოვიარე. ერთხელ, კი, საკანალიზაციო მილი ჩატყდა, რომლის სიგრძე სახლის კედლიდან ჭამდე, დაახლოებით 15 მეტრია.

წყალმა სააბაზანოში გადმოსვლა დაიწყო. ვიფიქრე რაღაც ჩავარდა და გაიჭედა. როდესაც იმ ხელოსანს დავურეკე, ვინც ააწყო ეს სისტემა სახლში და სახლის გარეთ, მითხრა, რომ ძალიან დაკავებული იყო და შეიძლება გვიან ჩამოვიდე, ღამის 11 საათისკენ, ოღონდ გათხრილი უნდა დამახვედროო. დავთანხმდი, ვინაიდან ძალიან მეჩქარებოდა. იმ საღამოს მე ვერავის ვნახავდი ცალკე მუშას, რომ გაეთხარა, თავად ჩავიცვი ხელთათმანები, ავიღე წერაქვი, ნიჩაბი და დავიწყე გათხრა, რომელიც საკმაოდ ღრმაც იყო. მახსოვს, სადღაც ორ თუ სამ საათში სულ გავთხარე და მილი გამოვაჩინე, რომელიც ორი გადაბმის ადგილას იყო ჩატეხილი. მერე გავიქცევი საგარეჯოს სანტექნიკის მაღაზიაში და მოვიტანე ახალი მილები, თუმცა ისინი ძალიან მაღალი ხარისხის იყო.

- ალბათ კიდევ ბევრი სირთულე შეგხვდათ...

- დიახ, ძალიან რთულია არაფრისგან რაღაც შექმნა, ძალიან იღლები, იმდენად რომ არც ჭამის თავი გაქვს, არც იმის, რომ ლოგინში ნორმალურად დაწვე და დაიძინო. სკამზე მეძინებოდა. რომ დავჯდებოდი, თვალს გავახელდი, უკვე გათენებული იყო. მერე იწყებოდა იგივე, ისევ შპაკლები, ცემენტი, ისევ გაჯი, საღებავები... ნამდვილი კოშმარი იყო, მითუმეტეს ქალისთვის, რომელიც აქამდე სულ მაგარ ფორმაში იყო, ყოველმხრივ მოვლილი და უცებ... ჩემი მეუღლე გივი ფეიქრიშვილი ჩემი კოლეგაა, ჟურნალისტი და ოპერატორი ძველი "პირველ არხელია", ძალიან დიდი და საინტერესო კარიერული ისტორიით. მეგობრები ვიყავით, ერთად ვმუშაობდით, ძალიან საინტერესო სიუჟეტებზე ცნობილ ადამიანებთან, ბევრი ღონისძიება გვქონდა და წარმოიდგინეთ, ერთ მშვენიერ დღეს, რადიკალურად რომ შეიცვლება ყველაფერი.

ამ საინტერესო ცხოვრებით რომ ცხოვრობ და უცებ, თბილისთან ახლოს, მაგრამ სოფელში აღმოჩნდები სამუშაო იარაღებით ხელში ვიდეოკამერის, „პეტლიჩკების“ და დიქტოფონის ნაცვლად. ხუმრობით მეუბნება - "პრაკეტნი" ჟურნალისტს რა გინდოდა ატმისა და მაყვლის წვენებშიო... მას საოცარი სიყვარული აქვს მიწის და მცენარეების. თბილისში ძალიან პატარა, იტალიურ ეზოში ვცხოვრობთ. სახლის კართან ერთი ძველი კომოდი დგას, იმ კომოდზე და მიწაზეც ქოთნებში ეგზოტიკური მცენარეები აქვს. მინიატურული ბოტანიკური ბაღი მოაწყო. უყვარს მცენარეების ყიდვა, იყიდის და მოარბენინებს. გარდა იმისა, რომ ფინანსურად თუ მორალურად ძალიან გვერდში მიდგას, ჩვენ სულ ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენთვის საინტერესო ამბებს.

ამ მხრივაც სულ ცდილობს არაფერი მომაკლოს. ძალიან მეხმარებიან შვილებიც, ოღონდ ფინანსურად, რადგან ძალიან დაკავებული არიან. მე და ჩემმა მეუღლემ ერთად ავაშენეთ ეზოში ცალკე დიდი სათავსო, ასევე პატარა საქათმე, სადაც ასამდე ჩემს მიერ წამოზრდილი ვარია შევაბრძანეთ, მაგრამ სამწუხაროდ იმ პერიოდში ჭირი მოედოთ ირგვლივ ქათმებს და არამხოლოდ მე,ბევრს დაეხოცა ფრინველი. გვყავდა ციცრები, რომლებიც კვერნას აფრთხობდნენ, მაგრამ ისინიც ასე დაიხოცნენ. ვფიქრობდით ფარშევანგებზე, თუთიყუშებზეც, პაწაწინა აუზზე, სადაც თევზები გვეყოლებოდა, კიდევ ბევრი იდეის განხორციელებაზე, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერ განვახორციელეთ. აქ, კიდევ ძალიან ბევრი, დაუსრულებელი საქმეებია. როცა საკუთარი სახლი და ეზო გაქვს, ასეა. არაფერი სრულდება და ოჯახის ბიუჯეტიც ამ მხრივ ილევა...

- თბილისში რამდენად ხშირად ხართ?

- სულ მაქვს ხოლმე თბილისის ნოსტალგია, ხან, თბილისში რომ ვარ ისევ აქეთ მინდა, ერთი დღეც ვერ ვჩერდები. როგორც კი, შემოვდივარ სოფელში, ღრმად ამოვისუნთქავ, რაღაც სასწაული ჰაერი და სიმშვიდე მეუფლება, შეუძლებელია ეს არ იგრძნო, შეუძლებელია ეს სხვაობა არ იგრძნო თბილისს და ამ სოფელს შორის, მანძილსაც ვეღარ იგრძნობთ ისეთი ავტობანი გაკეთდა. ბევრად შემცირდა გზა. ადრე თუ 40 წუთი ვუნდებოდი ჩასვლა-ჩამოსვლას, ახლა 25 წუთი სჭირდება 80-ით რომ იარო. ასე, რომ... ცივ გომბორი, ალაზნის ველი, ზემოთ დრეიძის ტყეა, საოცარი მთები, ხედებია... მრავალი საკუთარი, ასევე ბიზნეს იდეა შეიძლება აქ განახორციელო და მთავარიც ესაა განახორციელო, თორემ სოფლად გლეხმა უკვე დიდი ხანია მიატოვა ყველაფერი, რაზეც ძალიან მტკივა გული. ადგილობრივებს აღარც აინტერესებთ საკუთარი ეზო-კარიც, ვენახები, ყანები. ბევრი შრომა ჭირდება, მუხლჩაუხრელი შრომა. თბილისიდან ამას ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებდი, ისე როგორც უყურებენ ქალაქელები.

ამაზე არ ვფიქრობდი, რადგან არ მქონდა შეხება ამ ყველაფერთან, მაგრამ ახლა როცა აქ ვარ, ვხედავ თუ რამხელა შრომაა. ადამიანურად ცხოვრებას მოკლებულნი არიან სოფლად, განსაკუთრებით ქალები. ყოფით ცხოვრებაში ბევრი სიძნელის გადალახვა უწევთ, ალბათ ბევრ რამეზე გულიც სწყდებათ, სამაგიეროდ აქ სიცოცხლე კარგად იგრძნობა, რომ შენ კი არ ცხოვრობ, ცოცხლობ, არსებობ! საქონელიც გაყიდეს. ადრე, ჩემს ბავშვობაში მახსოვს, ჩვენს გზაზე საღამოს შვიდი საათისკენ ნახირი რომ ჩაივლიდა, ცხვრებიც, სახედრებიც კი ბევრი იყო...

ეს სოფელი უდიდესი ისტორიის მქონე სოფელია. ყველა სოფელს საქართველოში თავისი ისტორია აქვს, მაგრამ ჩემს სოფელს, გოგლა ლეონიძის სახელი ჰქვია, გედიას და მარიტას სიყვარულის სახელი ჰქვია, მართლაც ნატვრის ხესავითაა, პატარძეული პატარძალივით ლამაზია, მშვენება და დიდი სიყვარულია. თითქოს შენი სისხლი და ხორცია, შენი წარსულია, აწმყოა, მომავალია, ყველაფერია. აქ გტკივა და გიხარია კიდეც, თითქოს ყველაფერს ყურადღებით გისმენს, მოგყვება და ხელს გიწვდის დასახმარებლად, თითქოს გთხოვს, რომ შენც მაგრად ჩასჭიდო ხელი და არ გაუშვა. ასეთია ეს სოფელში, გულში მაგრად გიხუტებს. მხოლოდ, კარგი პატრონი სჭირდება. შეუძლებელია აქ წამოსვლა ვინმეს არ მოუნდეს.

- წინ ალბათ კიდევ ბევრი სირთულეა...

- ალბათ უკვე არ არსებობს საქმე, რომელიც მე არ ვიცი, ვერ გავიგებ, ვერ გავაკეთებ. მთელი ცხოვრება ინტელექტუალურ მუშაობას ვარ მიჩვეული, მაგრამ ახლა შევისწავლე "სვარკაც", "ბარგალკაც", აივანიც თავად ავაწყე... როდესაც ხელოსნებს თავზე ადგები და მაინც ცდილობენ შენს „დაბოლებას“ არა, ასეა და არა ისეო, თეთრზე გიმტკიცებს შავიაო, აი, აქ უკვე ხელიდან ვართმევ სამუშაოს და თავად ვიწყებ. არ შეიძლება მუდმივად ხელში გეჭიროს "რულეტკა“, თარაზო და მაინც თვალებში კარგად ვერ იყურებოდე, რას აკეთებ. მოკლედ, მე მანამდეც ვიცოდი სარემონტო საქმეები, უფრო სწორად მე ხელოსნად დავიბადე, მაგრამ ახლა დავამატე. სხვათა შორის, სულ ვამბობ, რომ სიამოვნებით წავიდოდი კიდევ დამატებით რომელიმე პროფესიულ სასწავლებელში, რამდენიმე ხელობა კარგად რომ შემესწავლა. სიამოვნებით ჩავაბარებდი ტექნიკურ ინსტიტუტშიც, მაგრამ უკვე მესამე წრეზე ვარ, უმაღლესი დიპლომით, რომელიც სულ არაფერში მადგება. იურისტიც გავხდები მალე...

ასაკიც აღარ მაქვს ისეთი, რომ სულ სწავლაში გავატარო დარჩენილი ცხოვრება, რაზე ვგიჟდები, მაგრამ ვფიქრობ მეყოფა რაც ვისწავლე. ახლა ის ასაკი და მოცემულობა მაქვს, ყველა რომ ნატრობს - ნეტა, ქალაქ გარეთ მომცა ერთი პატარა კოხტა სახლი, ბუნებაში, სიმწვანეში ჩამფლა, ჩიტების ჭიკჭიკი გამაგონა, ირგვლივ სულ ლამაზ-ლამაზი ფერადი ყვავილები დამანახა და ამ სიმშვიდეში მაცხოვრაო. ჰოდა, ვცხოვრობ ასე ქალაქურად ახლა. არ მინდა ეს ქათმები, ძროხები, ბეკეკოები და გოჭუნიები. ამათაც თავისებური სუნი აქვს და მოვლა-პატრონობა სჭირდება, თუმცა რა.

უმშვენიერესი ხათუნა კოტრიკაძე, რომელიც ყველას ლერიკო ხოტივარის ფილმიდან "მხიარული რომანიდან" გვახსოვს, სოფელ დიღომში, თავის ფეხბურთელი ქმრის დავით გოგიას მოთხოვნით და ხელშეწეყობით, 12 სულ ძროხას უვლიდა. თავად წველიდა და ამოჰყავდა ყველი, კარაქი, ხაჭო, ნადუღი, ადედებდა მაწონს, მთელ ოჯახს ეს ერთი სიფრიფანა, ულამაზესი გოგო უვლიდა.

სხვათაშორის იქ რუსულ სამხედრო ბაზა იყო უწინ განთავსებული და რომ წავიდნენ, ამათ შეისყიდეს მათგან ეს ძროხები. რუს სამხედროებს ჰყოლიათ როგორც ვიცი. ბოლოს, მახსოვს გამოიქცა სოფელ დიღომიდან, წამოვიდა თავის ხუთთოხიან სახლში პლეხანოვზე თავის ვაჟთან ერთად, იქ ცოხვრობდა და სულ ახლახანს, შარშან გარდაიცვალა ახალაგაზრდა.

ძალიან მიყვარდა ხათუნა. მასთან და მის ოჯახთან ახლოს ვიყავი. ასე, რომ ეს კი არ არის დასაძრახი, რაიმე სახის შრომა სოფლად, უბრალოდ ადამიანების ცოხვრებაში სულ დგება ისეთი პერიოდები, მითუმეტეს ქალის, როცა ხედავ რომ ამ ყველაფერს ვეღარ უმკლავდები. აღარც დრო გაქვს და მოთხოვნილება ყველაფერი გქონდეს და მიხედო. ამიტომ ავღინიშნე აქ, ადგილობრივების დამოკიდებულება ახლა როგორიც არის. ძალიან ძნელია სოფლად ცოხვრება ამ თვალსაზრისით, ძალიან.