სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიქაუტაძის "ლიონისა" და "მანჩესტერის" დაპირისპირების პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა - ლიონელების პასუხი ონანას: "შენ "მანჩესტერის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უარესი მეკარე ხარ"
მიქაუტაძის "ლიონისა" და "მანჩესტერის" დაპირისპირების პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა - ლიონელების პასუხი ონანას: "შენ "მანჩესტერის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უარესი მეკარე ხარ"

ევ­რო­პა ლი­გის პირ­ველ მე­ო­თხე­დფი­ნა­ლურ მატჩში გი­ორ­გი (ჟორჟ) მი­ქა­უ­ტა­ძის ლი­ო­ნის "ოლიმ­პი­კი" "მან­ჩეს­ტერს" მას­პინ­ძლობს და პირ­ვე­ლი ტა­ი­მის შემ­დეგ ან­გა­რი­შია 1:1.

ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა ფრან­გუ­ლი გუნ­დის ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და­ი­წყო თა­მა­ში.

61 556-იან "გრუ­პა­მა სტა­დი­უმ­ზე“ სრუ­ლი ანშლა­გია.

მატ­ჩი ლი­ო­ნის აქ­ტი­უ­რო­ბით და­ი­წყო, გა­მორ­ჩე­უ­ლად მოქ­მე­დებ­და ჟორ­ჟიც, შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა, 25-ე წუთ­ზე სა­ჯა­რი­მო დარ­ტყმის შემ­დეგ ბურ­თი "მან­ჩეს­ტე­რის" მე­კა­რე ონა­ნას, ფაქ­ტობ­რი­ვად, ხე­ლებ­ში "გა­უძ­ვრა" და ბა­დე­ში გა­ეხ­ვია.

პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ძა­ლი­ან მა­ღალ ტემპში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

გო­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ "მან­ჩეს­ტე­რი" ცდი­ლობ­და აქ­ტი­უ­რო­ბას. შექ­მნეს რამ­დე­ნი­მე სა­ხი­ფა­თო მო­მენ­ტიც "ლი­ო­ნის" კარ­თან, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. მხო­ლოდ ტა­ი­მის მი­წუ­რულს, და­მა­ტე­ბით დრო­ში მო­ა­ხერ­ხა "მან­ჩეს­ტერ­მა" ბურ­თის გაქ­ვით­ვა - 50-ე წუთ­ზე გოლი ლენი იო­რომ გა­ი­ტა­ნა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ და­პი­რის­პი­რე­ბის წინ კო­მენ­ტა­რი სტუ­მარ­თა გუნ­დის მე­კა­რე ონა­ნამ გა­ა­კე­თა.

"ლი­ო­ნი" ძა­ლი­ან კარ­გი გუნ­დია, მათ ზო­გი­ერთ ფეხ­ბურ­თელს ვიც­ნობთ, მაგ­რამ არ მგო­ნია, მათ­ზე ფიქ­რი გვჭირ­დე­ბო­დეს. სა­უ­ბა­რი უფრო ჩვენ­ზეა, იმა­ზე, რის გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებთ. ვფიქ­რობ, "ლი­ონ­ზე" უკე­თე­სი გუნ­დი ვართ. უბ­რა­ლოდ, იმის ჩვე­ნე­ბა გვჭირ­დე­ბა, რა­საც წარ­მო­ვად­გენთ. თუ იქ გა­მარ­ჯვე­ბის მო­პო­ვე­ბის გან­წყო­ბით ჩა­ვალთ, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, კომ­პაქ­ტუ­რი ვიქ­ნე­ბით, გეგ­მის მი­ხედ­ვით ვი­თა­მა­შებთ, მა­შინ მო­ვი­გებთ. რა თქმა უნდა, ეს ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მგო­ნია, "ლი­ონ­ზე" გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რე­ბი ვართ".

მის­მა გან­ცხა­დე­ბამ ლი­ო­ნელ­თა აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. მას პა­სუ­ხი "ლი­ო­ნის" მცველ­მა ნე­მა­ნია მა­ტიჩ­მა გას­ცა, რო­მე­ლიც 5 წელი თა­მა­შობ­და "მან­ჩეს­ტერ იუ­ნა­ი­ტედ­ში".

"შენ "მან­ჩეს­ტე­რის" ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უა­რე­სი მე­კა­რე ხარ, ამი­ტომ უნდა იფიქ­რო, რა­საც ამ­ბობ. ეს რომ და­ვიდ დე ხეას, პე­ტერ შმე­ი­ხელს ან ედ­ვინ ვან დერ სარს ეთ­ქვა, მე ჩემს გუნდში ეჭვი შე­მე­პა­რე­ბო­და, მაგ­რამ რო­დე­საც შენ გუნ­დის თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ა­ში სტა­ტის­ტი­კუ­რად ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცუდი მე­კა­რე ხარ, ვიდ­რე ილა­პა­რა­კებ, უნდა და­ამ­ტკი­ცო, რომ რა­ღა­ცას წარ­მო­ად­გენ", - ცი­ტი­რებს მა­ტიჩს Sky Sports-ი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

მიქაუტაძის "ლიონისა" და "მანჩესტერის" დაპირისპირების პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა - ლიონელების პასუხი ონანას: "შენ "მანჩესტერის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უარესი მეკარე ხარ"

მიქაუტაძის "ლიონისა" და "მანჩესტერის" დაპირისპირების პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა - ლიონელების პასუხი ონანას: "შენ "მანჩესტერის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უარესი მეკარე ხარ"

ევროპა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძის ლიონის "ოლიმპიკი" "მანჩესტერს" მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 1:1.

ქართველმა ფეხბურთელმა ფრანგული გუნდის ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში.

61 556-იან "გრუპამა სტადიუმზე“ სრული ანშლაგია.

მატჩი ლიონის აქტიურობით დაიწყო, გამორჩეულად მოქმედებდა ჟორჟიც, შედეგმაც არ დააყოვნა, 25-ე წუთზე საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი "მანჩესტერის" მეკარე ონანას, ფაქტობრივად, ხელებში "გაუძვრა" და ბადეში გაეხვია.

პირველი ტაიმი ძალიან მაღალ ტემპში მიმდინარეობდა.

გოლის მიღების შემდეგ "მანჩესტერი" ცდილობდა აქტიურობას. შექმნეს რამდენიმე სახიფათო მომენტიც "ლიონის" კართან, თუმცა უშედეგოდ. მხოლოდ ტაიმის მიწურულს, დამატებით დროში მოახერხა "მანჩესტერმა" ბურთის გაქვითვა - 50-ე წუთზე გოლი ლენი იორომ გაიტანა.

საინტერესოა, რომ დაპირისპირების წინ კომენტარი სტუმართა გუნდის მეკარე ონანამ გააკეთა.

"ლიონი" ძალიან კარგი გუნდია, მათ ზოგიერთ ფეხბურთელს ვიცნობთ, მაგრამ არ მგონია, მათზე ფიქრი გვჭირდებოდეს. საუბარი უფრო ჩვენზეა, იმაზე, რის გაკეთებას ვაპირებთ. ვფიქრობ, "ლიონზე" უკეთესი გუნდი ვართ. უბრალოდ, იმის ჩვენება გვჭირდება, რასაც წარმოვადგენთ. თუ იქ გამარჯვების მოპოვების განწყობით ჩავალთ, მობილიზებული, კომპაქტური ვიქნებით, გეგმის მიხედვით ვითამაშებთ, მაშინ მოვიგებთ. რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ მგონია, "ლიონზე" გაცილებით ძლიერები ვართ".

მისმა განცხადებამ ლიონელთა აღშფოთება გამოიწვია. მას პასუხი "ლიონის" მცველმა ნემანია მატიჩმა გასცა, რომელიც 5 წელი თამაშობდა "მანჩესტერ იუნაიტედში".

"შენ "მანჩესტერის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უარესი მეკარე ხარ, ამიტომ უნდა იფიქრო, რასაც ამბობ. ეს რომ დავიდ დე ხეას, პეტერ შმეიხელს ან ედვინ ვან დერ სარს ეთქვა, მე ჩემს გუნდში ეჭვი შემეპარებოდა, მაგრამ როდესაც შენ გუნდის თანამედროვე ისტორიაში სტატისტიკურად ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მეკარე ხარ, ვიდრე ილაპარაკებ, უნდა დაამტკიცო, რომ რაღაცას წარმოადგენ", - ციტირებს მატიჩს Sky Sports-ი.

იხილეთ ასევე: