სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ გსურთ, პუტინის რუსეთის მეგობრები იყოთ, შეგიძლიათ, მაგრამ არ შეგიძლიათ ამ ორგანიზაციის ფასეულობების და წესების ძირის გამოთხრა" - შვაბე საქართველოს ხელისუფლებას
"თუ გსურთ, პუტინის რუსეთის მეგობრები იყოთ, შეგიძლიათ, მაგრამ არ შეგიძლიათ ამ ორგანიზაციის ფასეულობების და წესების ძირის გამოთხრა" - შვაბე საქართველოს ხელისუფლებას

რა თქმა უნდა, არ მომ­წონს, თუ ომის დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის მე­გობ­რე­ბი ხართ, მაგ­რამ თუ გსურთ, პუ­ტი­ნის რუ­სე­თის მე­გობ­რე­ბი იყოთ, შე­გიძ­ლი­ათ იყოთ, მაგ­რამ ის, რისი გა­კე­თე­ბაც არ შე­გიძ­ლი­ათ, არის ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის და წე­სე­ბის ძი­რის გა­მო­თხრა, - ასე მი­მარ­თა გერ­მა­ნელ­მა დე­პუ­ტატ­მა, ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის “სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის, დე­მოკ­რა­ტე­ბი­სა და მწვა­ნე­თა ჯგუ­ფის“ ლი­დერ­მა, ფრანკ შვა­ბემ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ დე­ბა­ტე­ბი გა­ი­მარ­თა.

  • მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დე­მოკ­რა­ტი­ის, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის გზი­დან გა­და­უხ­ვია.

"არ­სე­ბობ­და გარ­კვე­უ­ლი იმე­დი „ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ და­კავ­ში­რე­ბით და შე­მიძ­ლია გან­ვა­ცხა­დო რო­გორც “სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის, დე­მოკ­რა­ტე­ბი­სა და მწვა­ნე­თა ჯგუ­ფის“ ლი­დერ­მა, ისი­ნი იყ­ვნენ ჩვე­ნი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი, რომ ვცდი­ლობ­დით გვე­მუ­შა­ვა ერ­თად დი­ა­ლო­გის გზით სი­ტუ­ა­ცი­ის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, მაგ­რამ ისი­ნი სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვიდ­ნენ. ევ­რო­პის საბ­ჭოს წევ­რო­ბა არის დე­მოკ­რა­ტი­ის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და ეს არ ეხე­ბა გე­ო­პო­ლი­ტი­კას. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ზო­გი­ერ­თი წევ­რი მე­უბ­ნე­ბო­და : „თქვენ გსურთ გა­და­წყვი­ტოთ, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა წა­ვი­დეთ“.

რა თქმა უნდა, არ მომ­წონს, თუ ომის დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის მე­გობ­რე­ბი ხართ, მაგ­რამ თუ გსურთ, პუ­ტი­ნის რუ­სე­თის მე­გობ­რე­ბი იყოთ, შე­გიძ­ლი­ათ იყოთ, მაგ­რამ ის, რისი გა­კე­თე­ბაც არ შე­გიძ­ლი­ათ, არის ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის და წე­სე­ბის ძი­რის გა­მო­თხრა, თქვენ უნდა და­იც­ვათ ის. თუ თქვენ შეც­ვლით თქვენს ქვე­ყა­ნას პუ­ტი­ნის რუ­სე­თის მსგავ­სი მო­დე­ლის მი­ხედ­ვით, მა­შინ ჩვენ ერ­თად პრობ­ლე­მე­ბი გვექ­ნე­ბა და ეს არის აღ­წე­რი­ლი ამ ან­გა­რიშ­ში. იან­ვარ­ში ჩვენ ძა­ლი­ან მკა­ფიო "მე­სი­ჯი" გა­მო­გიგ­ზავ­ნეთ : გთხოვთ, დაბ­რუნ­დით.

და­უბ­რუნ­დით ჩვენ­თან კონ­სტრუქ­ცი­ულ დი­ა­ლოგს და მო­დით, ვი­ა­როთ სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ერ­თად, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, დღეს შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ სა­პი­რის­პი­რო მოხ­და. გთხოვთ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­უბ­რუნ­დით ჩვენს გზას. ვფიქ­რობ, ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ა­ტა­როთ, რად­გან გჭირ­დე­ბათ გარ­კვე­უ­ლი ახა­ლი ლე­გი­ტი­მა­ცია, ჩვენ ვი­ხი­ლეთ დარ­ღვე­ვე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის დროს. თქვენ უნდა გა­ა­კე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად და უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოთ პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა გერ­მა­ნელ­მა დე­პუ­ტატ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"თუ გსურთ, პუტინის რუსეთის მეგობრები იყოთ, შეგიძლიათ, მაგრამ არ შეგიძლიათ ამ ორგანიზაციის ფასეულობების და წესების ძირის გამოთხრა" - შვაბე საქართველოს ხელისუფლებას

"თუ გსურთ, პუტინის რუსეთის მეგობრები იყოთ, შეგიძლიათ, მაგრამ არ შეგიძლიათ ამ ორგანიზაციის ფასეულობების და წესების ძირის გამოთხრა" - შვაბე საქართველოს ხელისუფლებას

რა თქმა უნდა, არ მომწონს, თუ ომის დამნაშავეების მეგობრები ხართ, მაგრამ თუ გსურთ, პუტინის რუსეთის მეგობრები იყოთ, შეგიძლიათ იყოთ, მაგრამ ის, რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ, არის ამ ორგანიზაციის ფასეულობების და წესების ძირის გამოთხრა, - ასე მიმართა გერმანელმა დეპუტატმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის “სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფის“ ლიდერმა, ფრანკ შვაბემ საქართველოს ხელისუფლებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას, სადაც საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა.

  • მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების გზიდან გადაუხვია.

"არსებობდა გარკვეული იმედი „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით და შემიძლია განვაცხადო როგორც “სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფის“ ლიდერმა, ისინი იყვნენ ჩვენი ჯგუფის წევრები, რომ ვცდილობდით გვემუშავა ერთად დიალოგის გზით სიტუაციის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ისინი სხვა მიმართულებით წავიდნენ. ევროპის საბჭოს წევრობა არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ვალდებულება და ეს არ ეხება გეოპოლიტიკას. „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრი მეუბნებოდა : „თქვენ გსურთ გადაწყვიტოთ, რა მიმართულებით უნდა წავიდეთ“.

რა თქმა უნდა, არ მომწონს, თუ ომის დამნაშავეების მეგობრები ხართ, მაგრამ თუ გსურთ, პუტინის რუსეთის მეგობრები იყოთ, შეგიძლიათ იყოთ, მაგრამ ის, რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ, არის ამ ორგანიზაციის ფასეულობების და წესების ძირის გამოთხრა, თქვენ უნდა დაიცვათ ის. თუ თქვენ შეცვლით თქვენს ქვეყანას პუტინის რუსეთის მსგავსი მოდელის მიხედვით, მაშინ ჩვენ ერთად პრობლემები გვექნება და ეს არის აღწერილი ამ ანგარიშში. იანვარში ჩვენ ძალიან მკაფიო "მესიჯი" გამოგიგზავნეთ : გთხოვთ, დაბრუნდით.

დაუბრუნდით ჩვენთან კონსტრუქციულ დიალოგს და მოდით, ვიაროთ სწორი მიმართულებით ერთად, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპირისპირო მოხდა. გთხოვთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდით ჩვენს გზას. ვფიქრობ, ახალი არჩევნები უნდა ჩაატაროთ, რადგან გჭირდებათ გარკვეული ახალი ლეგიტიმაცია, ჩვენ ვიხილეთ დარღვევები არჩევნების დროს. თქვენ უნდა გააკეთოთ ყველაფერი ძალადობის შესაჩერებლად და უნდა გაათავისუფლოთ პოლიტიკური პატიმრები“, - აღნიშნა გერმანელმა დეპუტატმა.

წაიკითხეთ ასევე: