პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ძლიერი ქარი, დაბალი ტემპერატურა და წვიმა: როდემდე იქნება გაუარესებული ამინდი საქართველოში - სვეტლანა ნიორაძის გრძელვადიანი პროგნოზი
ძლიერი ქარი, დაბალი ტემპერატურა და წვიმა: როდემდე იქნება გაუარესებული ამინდი საქართველოში - სვეტლანა ნიორაძის გრძელვადიანი პროგნოზი

17 აპ­რი­ლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში გრი­ლი და დრო­გა­მოშ­ვე­ბით ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის პროგ­ნოზ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძე:

- გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცივი და ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი იყო, საკ­მა­ოდ დიდი ნა­ლე­ქი მო­ვი­და გუ­და­ურ­ში, სტე­ფან­წმინ­და­ში, ძი­რი­თა­დად აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ან და მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყველ­გან წვიმ­და, მა­ღალ მთა­ში თოვ­და, მაგ­რამ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში უფრო ძლი­ე­რი ნა­ლე­ქი აღი­ნიშ­ნა. გუ­შინ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ში +13 გრა­დუ­სი იყო, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში კი +15. დღეს კი­დევ უფრო და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რას ვვა­რა­უ­დობთ, +5-10 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში +8-13 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში.

თბი­ლის­ში დღეს ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა +11-13 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში და­ფიქ­სირ­დე­ბა. ხვალ დი­ლამ­დე იქ­რო­ლებს და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბის ძლი­ე­რი ქარი, თბი­ლის­ში დრო­გა­მოშ­ვე­ბით 20-25 მეტრ წა­მამ­დე. 11 აპ­რილს დი­ლი­დან გა­მო­ი­და­რებს, ქა­რიც შე­სუს­ტდე­ბა, ტემ­პე­რა­ტუ­რა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში 18 გრა­დუ­სამ­დე, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში კი 15 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს. თბი­ლის­ში 14 გრა­დუ­სია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ხვალ გვი­ან სა­ღა­მოს ისევ ყველ­გან გაწ­ვიმ­დე­ბა და­სავ­ლეთ, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც და 12 აპ­რი­ლის შუ­ა­დღემ­დე მო­სა­ლოდ­ნე­ლია ცივი და ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი. ტემ­პე­რა­ტუ­რა ისევ და­იკ­ლებს. შე­და­რე­ბით ცივი და ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა 17 აპ­რი­ლამ­დე.

მა­ღალ მთა­ში ისევ თოვ­ლია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რო­გორც და­სავ­ლეთ, ისე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. სვა­ნეთ­ში, ზემო აჭა­რა­ში, ხევ­სუ­რეთ­ში, გუ­და­ურ­ში, სტე­ფან­წმინ­და­ში... ასე­თი ამინ­დი აპ­რი­ლის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რის­თვის უჩ­ვე­უ­ლო არ არის.

- რო­გო­რი ამინ­დი იქ­ნე­ბა აღ­დგო­მას?

- სა­ვა­რა­უ­დოდ 17 აპ­რი­ლი­დან გა­მო­ი­და­რებს და აღ­დგო­მის დღე­ებ­ში თბი­ლი და უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ამინ­დის პროგ­ნო­ზის და­ზუს­ტე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად ხდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ძლიერი ქარი, დაბალი ტემპერატურა და წვიმა: როდემდე იქნება გაუარესებული ამინდი საქართველოში - სვეტლანა ნიორაძის გრძელვადიანი პროგნოზი

ძლიერი ქარი, დაბალი ტემპერატურა და წვიმა: როდემდე იქნება გაუარესებული ამინდი საქართველოში - სვეტლანა ნიორაძის გრძელვადიანი პროგნოზი

17 აპრილამდე საქართველოში გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. უახლოესი დღეების პროგნოზზე გვესაუბრება გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე:

- გუშინ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი და ნალექიანი ამინდი იყო, საკმაოდ დიდი ნალექი მოვიდა გუდაურში, სტეფანწმინდაში, ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში. დასავლეთ საქართველოში ყველგან წვიმდა, მაღალ მთაში თოვდა, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოში უფრო ძლიერი ნალექი აღინიშნა. გუშინ ყველაზე მაღალი ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13 გრადუსი იყო, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +15. დღეს კიდევ უფრო დაბალ ტემპერატურას ვვარაუდობთ, +5-10 გრადუსის ფარგლებში დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8-13 გრადუსის ფარგლებში.

თბილისში დღეს ჰაერის ტემპერატურა +11-13 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. ხვალ დილამდე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, თბილისში დროგამოშვებით 20-25 მეტრ წამამდე. 11 აპრილს დილიდან გამოიდარებს, ქარიც შესუსტდება, ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 18 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 15 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში 14 გრადუსია მოსალოდნელი. ხვალ გვიან საღამოს ისევ ყველგან გაწვიმდება დასავლეთ, აღმოსავლეთ საქართველოშიც და 12 აპრილის შუადღემდე მოსალოდნელია ცივი და ნალექიანი ამინდი. ტემპერატურა ისევ დაიკლებს. შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნებული იქნება 17 აპრილამდე.

მაღალ მთაში ისევ თოვლია მოსალოდნელი, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. სვანეთში, ზემო აჭარაში, ხევსურეთში, გუდაურში, სტეფანწმინდაში... ასეთი ამინდი აპრილის პირველი ნახევრისთვის უჩვეულო არ არის.

- როგორი ამინდი იქნება აღდგომას?

- სავარაუდოდ 17 აპრილიდან გამოიდარებს და აღდგომის დღეებში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გასათვალისწინებელია, რომ ამინდის პროგნოზის დაზუსტება ყოველდღიურად ხდება.