სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანებს მხოლოდ 2 სიტყვის გაგონება უნდათ: რუსეთი და ევროპა, სხვა არ არსებობს არაფერი, არსებობს თეთრი და შავი" - პაპუაშვილი
"ადამიანებს მხოლოდ 2 სიტყვის გაგონება უნდათ: რუსეთი და ევროპა, სხვა არ არსებობს არაფერი, არსებობს თეთრი და შავი" - პაპუაშვილი

ესეც არის ერთ-ერთი მთა­ვა­რი იდე­ო­ლო­გია, რა­საც ცდი­ლო­ბენ, სამ­შობ­ლო­და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ხე­ლით აკე­თონ, - ასე უპა­სუ­ხა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, რა­ტომ არ ახ­სე­ნეს 9 აპ­რილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გუ­შინ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებ­ში რუ­სე­თი და ამის ნაც­ვლად თქვეს, რომ „უცხო­ურ­მა ძა­ლამ“ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ძა­ლა­დო­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ“.

პა­პუ­აშ­ვილ­მა გუ­შინ, პარ­ლა­მენ­ტთან გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ის­ტე­რია უწო­და და თქვა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი „უცხო­უ­რი და­ფი­ნან­სე­ბით იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი რო­გორც რუს­თა­ველ­ზე, ისე სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში“.

„ადა­მი­ა­ნებს მხო­ლოდ 2 სი­ტყვის გა­გო­ნე­ბა უნ­დათ - რუ­სე­თი და ევ­რო­პა, სხვა სა­ერ­თოდ არაფ­რის ში­ნა­არსში არ ერ­კვე­ვი­ან. არ არ­სე­ბობს არა­ფე­რი, არ­სე­ბობს თეთ­რი- შავი, რუ­სე­თი-ევ­რო­პა, სხვა გვერ­დზე ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა და რა­ი­მე აზ­როვ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მათ არ აქვთ. ეს ის­ტე­რია გუ­შინ უცხო­უ­რი და­ფი­ნან­სე­ბით იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, რო­გორც რუს­თა­ველ­ზე, ისე სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში. სწო­რედ ეს ის­ტე­რია იმის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და მკვე­ბა­ვია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი რე­ა­გი­რე­ბენ გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­ლებ­ზე, სი­ტყვებ­ზე, რო­მე­ლიც მათ უნ­დათ მო­ის­მი­ნონ. 1989 წელს, ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­მაც ეს ჩვე­ნი თვა­ლით ვნა­ხეთ, ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, ვინ მო­დი­ო­და იქ ნიჩ­ბე­ბით, ვინ აგ­ვი­ჩე­ხა ჩვენ ახალ­გაზ­რდე­ბი და ასა­კო­ვა­ნი ხალ­ხი 9 აპ­რილს. ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, ვინ იდგა იქ-საბ­ჭო­თა არ­მია, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ის გაგ­რძე­ლე­ბა იყო. ეს უნდა გეს­წავ­ლათ სკო­ლა­ში და ამა­ზე თუ ვინ­მე კი­თხვებს სვამს, სა­ერ­თოდ, რა მოხ­და და რო­გორ, ეს არის პრობ­ლე­მა. ყვე­ლა­ზე ამაზ­რზე­ნია, რო­დე­საც „ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის“ მდევ­ნე­ლი, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე; რუსი ბანი, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე დად­გე­ბი­ან რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე და 9 აპ­რი­ლის მი­ტინ­გის წამ­ყვან, ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილს ეტყვი­ან, რომ ის იქ არ უნდა მი­ვი­დეს. აი, აქ მი­იყ­ვა­ნა უცხო­ურ­მა ფულ­მა და უცხო­უ­რი ძა­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებ­მა სა­ბო­ლო­ოდ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ეს ჯგუ­ფი“,-გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

მისი შე­ფა­სე­ბით, გუ­შინ გა­თე­ლეს 9 აპ­რილს და­ღუ­პულ­თა ხსოვ­ნა და წა­ბილ­წეს ის იდეა, რის­თვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იბ­რძოდ­ნენ.

„ვნა­ხეთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ვისი და­ფი­ნან­სე­ბით იყო, უცხო­უ­რი და­ფი­ნან­სე­ბით მოქ­მე­დი არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის: “სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა“, „სა­ფა­რი“, „სირ­ცხვი­ლია“. ქალ­ბა­ტო­ნი ლომ­ჯა­რი­ას ორ­გა­ნი­ზა­ცია. ვინ აფი­ნან­სებს მათ? მათი დამ­ფი­ნან­სებ­ლე­ბი უნდა გა­მო­ვიდ­ნენ და იმ ამაზ­რზე­ნო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღონ, რაც გუ­შინ მოხ­და. ზი­ზღით, სი­ძულ­ვი­ლით გაჟღინ­თეს ადა­მი­ა­ნე­ბი და შემ­დეგ გა­მო­იყ­ვა­ნეს, რომ ხალ­ხი ერ­თმა­ნეთ­თან და­ე­პი­რის­პი­რე­ბი­ნათ“,-გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ადამიანებს მხოლოდ 2 სიტყვის გაგონება უნდათ: რუსეთი და ევროპა, სხვა არ არსებობს არაფერი, არსებობს თეთრი და შავი" - პაპუაშვილი

"ადამიანებს მხოლოდ 2 სიტყვის გაგონება უნდათ: რუსეთი და ევროპა, სხვა არ არსებობს არაფერი, არსებობს თეთრი და შავი" - პაპუაშვილი

ესეც არის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია, რასაც ცდილობენ, სამშობლოდაკარგული ადამიანების ხელით აკეთონ, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ ახსენეს 9 აპრილთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებებში რუსეთი და ამის ნაცვლად თქვეს, რომ „უცხოურმა ძალამ“ განახორციელა ძალადობა მოქალაქეების წინააღმდეგ“.

პაპუაშვილმა გუშინ, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ისტერია უწოდა და თქვა, რომ ეს ყველაფერი „უცხოური დაფინანსებით იყო ორგანიზებული როგორც რუსთაველზე, ისე სოციალურ მედიაში“.

„ადამიანებს მხოლოდ 2 სიტყვის გაგონება უნდათ - რუსეთი და ევროპა, სხვა საერთოდ არაფრის შინაარსში არ ერკვევიან. არ არსებობს არაფერი, არსებობს თეთრი- შავი, რუსეთი-ევროპა, სხვა გვერდზე ნაბიჯის გადადგმა და რაიმე აზროვნების შესაძლებლობა მათ არ აქვთ. ეს ისტერია გუშინ უცხოური დაფინანსებით იყო ორგანიზებული, როგორც რუსთაველზე, ისე სოციალურ მედიაში. სწორედ ეს ისტერია იმის მაჩვენებელი და მკვებავია, რომ ადამიანები რეაგირებენ გამაღიზიანებლებზე, სიტყვებზე, რომელიც მათ უნდათ მოისმინონ. 1989 წელს, ადამიანებმა, რომლებმაც ეს ჩვენი თვალით ვნახეთ, ძალიან კარგად ვიცით, ვინ მოდიოდა იქ ნიჩბებით, ვინ აგვიჩეხა ჩვენ ახალგაზრდები და ასაკოვანი ხალხი 9 აპრილს. ძალიან კარგად ვიცით, ვინ იდგა იქ-საბჭოთა არმია, რომელიც რუსული იმპერიის გაგრძელება იყო. ეს უნდა გესწავლათ სკოლაში და ამაზე თუ ვინმე კითხვებს სვამს, საერთოდ, რა მოხდა და როგორ, ეს არის პრობლემა. ყველაზე ამაზრზენია, როდესაც „ეროვნული მოძრაობის“ მდევნელი, მამუკა ხაზარაძე; რუსი ბანი, პაატა ბურჭულაძე დადგებიან რუსთაველის გამზირზე და 9 აპრილის მიტინგის წამყვან, ირაკლი ქადაგიშვილს ეტყვიან, რომ ის იქ არ უნდა მივიდეს. აი, აქ მიიყვანა უცხოურმა ფულმა და უცხოური ძალების ინტერესებმა საბოლოოდ ჩვენი მოქალაქეების ეს ჯგუფი“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი შეფასებით, გუშინ გათელეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა და წაბილწეს ის იდეა, რისთვისაც საქართველოს მოქალაქეები იბრძოდნენ.

„ვნახეთ, ეს ყველაფერი ვისი დაფინანსებით იყო, უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობოების: “საერთაშორისო გამჭვირვალობა“, „საფარი“, „სირცხვილია“. ქალბატონი ლომჯარიას ორგანიზაცია. ვინ აფინანსებს მათ? მათი დამფინანსებლები უნდა გამოვიდნენ და იმ ამაზრზენობაზე პასუხისმგებლობა აიღონ, რაც გუშინ მოხდა. ზიზღით, სიძულვილით გაჟღინთეს ადამიანები და შემდეგ გამოიყვანეს, რომ ხალხი ერთმანეთთან დაეპირისპირებინათ“,-განაცხადა პაპუაშვილმა.