სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარტია "გახარია საქართველოსთვის“: "მოყვრის მტრად, მტრის კი მოყვრად აღწერა მოღალატეობრივი ქმედებაა და ისტორია არავის პატიობს..."
პარტია "გახარია საქართველოსთვის“: "მოყვრის მტრად, მტრის კი მოყვრად აღწერა მოღალატეობრივი ქმედებაა და ისტორია არავის პატიობს..."

"ოც­ნე­ბის“ დღე­ვან­დე­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი - "ოც­ნე­ბის“ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მთავ­რო­ბა და მისი სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე ვერ გა­ექ­ცე­ვი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მო­სახ­ლე­ო­ბის და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ჩა­ღე­ბუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი ომის­თვის! - ამის შე­სა­ხებ "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

პარ­ტი­ის გან­ცხა­დე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რუ­სეთს უცხო სა­ხელ­მწი­ფოდ აცხა­დებს და სა­ქარ­თვე­ლოს მტერ­სა და მე­გობ­რებს შო­რის ტო­ლო­ბის ნი­შანს სვამს.

მა­თი­ვე თქმით, მოყვრის მტრად, მტრის კი მოყვრად აღ­წე­რა მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი ქმე­დე­ბაა და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია არას­დროს არა­ვის პა­ტი­ობს.

"შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის გა­და­წე­რი­სა და რე­ა­ლო­ბის გამ­რუ­დე­ბის მცდე­ლო­ბა, რო­მე­ლიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რო­ბით ახა­ლი ძა­ლით და­ი­წყო.

"ოც­ნე­ბა“, ფაქ­ტობ­რი­ვად, უარ­ყოფს სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ბრძო­ლის ის­ტო­რი­ას, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სი­მა­მა­ცეს და თავ­გან­წირ­ვას, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის მიერ ჩვე­ნი თვითმყო­ფა­დო­ბი­სათ­ვის გა­ღე­ბულ მსხვერ­პლს და ცდი­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის ის­ტო­რი­უ­ლი მტრის ვი­ნა­ო­ბა და­იც­ვას და შე­ნიღ­ბოს.

"ოც­ნე­ბის“ ჯგუ­ფი უბ­რა­ლოდ უცხო სა­ხელ­მწი­ფოდ აცხა­დებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ფაქ­ტობ­რი­ვი ოკუ­პა­ცი­ის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ, ჩვე­ნი მშობ­ლე­ბის, შვი­ლე­ბის, დე­ბი­სა და ძმე­ბის სის­ხლში გას­ვრილ რუ­სულ სა­ხელ­მწი­ფოს და ტო­ლო­ბის ნი­შანს სვამს სა­ქარ­თვე­ლოს მტერ­სა და მე­გობ­რებს შო­რის.

"ოც­ნე­ბის“ დღე­ვან­დე­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი.

მოყვრის მტრად, მტრის კი მოყვრად აღ­წე­რა მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი ქმე­დე­ბაა და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია არას­დროს არა­ვის პა­ტი­ობს.

"ოც­ნე­ბის“ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მთავ­რო­ბა და მისი სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე ვერ გა­ექ­ცე­ვი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მო­სახ­ლე­ო­ბის და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ჩა­ღე­ბუ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი ომის­თვის!,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

პარტია "გახარია საქართველოსთვის“: "მოყვრის მტრად, მტრის კი მოყვრად აღწერა მოღალატეობრივი ქმედებაა და ისტორია არავის პატიობს..."

პარტია "გახარია საქართველოსთვის“: "მოყვრის მტრად, მტრის კი მოყვრად აღწერა მოღალატეობრივი ქმედებაა და ისტორია არავის პატიობს..."

"ოცნების“ დღევანდელი მოქმედებები სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებისკენაა მიმართული - "ოცნების“ გამოცხადებული მთავრობა და მისი საპატიო თავმჯდომარე ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მოსახლეობის დაპირისპირებისა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გაჩაღებული ჰიბრიდული ომისთვის! - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.

პარტიის განცხადებით, "ქართული ოცნება“ რუსეთს უცხო სახელმწიფოდ აცხადებს და საქართველოს მტერსა და მეგობრებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს.

მათივე თქმით, მოყვრის მტრად, მტრის კი მოყვრად აღწერა მოღალატეობრივი ქმედებაა და საქართველოს ისტორია არასდროს არავის პატიობს.

"შემაშფოთებელია საქართველოს ისტორიის გადაწერისა და რეალობის გამრუდების მცდელობა, რომელიც "ქართული ოცნების“ გამოცხადებული მთავრობის მეთაურობით ახალი ძალით დაიწყო.

"ოცნება“, ფაქტობრივად, უარყოფს საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიას, ქართველი ხალხის სიმამაცეს და თავგანწირვას, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა თაობის მიერ ჩვენი თვითმყოფადობისათვის გაღებულ მსხვერპლს და ცდილობს საქართველოს სუვერენიტეტის ისტორიული მტრის ვინაობა დაიცვას და შენიღბოს.

"ოცნების“ ჯგუფი უბრალოდ უცხო სახელმწიფოდ აცხადებს საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ოკუპაციის განმახორციელებელ, ჩვენი მშობლების, შვილების, დებისა და ძმების სისხლში გასვრილ რუსულ სახელმწიფოს და ტოლობის ნიშანს სვამს საქართველოს მტერსა და მეგობრებს შორის.

"ოცნების“ დღევანდელი მოქმედებები სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებისკენაა მიმართული.

მოყვრის მტრად, მტრის კი მოყვრად აღწერა მოღალატეობრივი ქმედებაა და საქართველოს ისტორია არასდროს არავის პატიობს.

"ოცნების“ გამოცხადებული მთავრობა და მისი საპატიო თავმჯდომარე ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მოსახლეობის დაპირისპირებისა და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გაჩაღებული ჰიბრიდული ომისთვის!,“ - აღნიშნულია განცხადებაში.