მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზვიად ძიძიგური: "კრიტიკულ მედიას, არასამთავრობო სექტორს და პარტიებს კრძალავ - ეს საბჭოთა კავშირში დაბრუნებაა და 9 აპრილის მემორიალთან რომ "ქართულ ოცნებას“ პროტესტით ხვდებიან, გასაკვირია?"
ზვიად ძიძიგური: "კრიტიკულ მედიას, არასამთავრობო სექტორს და პარტიებს კრძალავ - ეს საბჭოთა კავშირში დაბრუნებაა და 9 აპრილის მემორიალთან რომ "ქართულ ოცნებას“ პროტესტით ხვდებიან, გასაკვირია?"

სრუ­ლი­ად ლო­გი­კუ­რია ეს დღე ჩვე­ნი ქვეყ­ნის დიდი შე­მობ­რუ­ნე­ბა იყო, 9 აპ­რი­ლის სა­ქარ­თვე­ლო სრუ­ლი­ად სხვა იყო და 10 აპ­რი­ლის სა­ქარ­თვე­ლო, მენ­ტა­ლუ­რად სხვა ქვე­ყა­ნა გახ­და,- ამის შე­ა­ხებ პარ­ტია "გა­ხა­რია - სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ზვი­ად ძი­ძი­გურ­მა, ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც 1989 წლის 9 აპ­რილს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი შე­ა­ფა­სა.

ზვი­ად ძი­ძი­გუ­რის შე­ფა­სე­ბით, ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ, მმარ­თვე­ლი პარ­ტია თა­ვი­სი ნა­ბი­ჯე­ბით ქვე­ყა­ნას რუ­სე­თის­კენ აბ­რუ­ნებს, ამი­ტომ ლო­გი­კუ­რია, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებს 9 აპ­რი­ლის მე­მო­რი­ალ­თან არ უშ­ვე­ბენ.

"ეს დღე ჩვე­ნი ქვეყ­ნის დიდი შე­მობ­რუ­ნე­ბა იყო. ყვე­ლამ იცო­და, რომ დარ­ბე­ვა მოხ­დე­ბო­და და სის­ხლი და­იღ­ვრე­ბო­და. 9 აპ­რი­ლის სა­ქარ­თვე­ლო სრუ­ლი­ად სხვა იყო და 10 აპ­რი­ლის სა­ქარ­თვე­ლო, მენ­ტა­ლუ­რად სხვა ქვე­ყა­ნა გახ­და. მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე სა­უ­ბარს - 5.5 მი­ლი­ო­ნი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბი­დან - 100 000 ადა­მი­ა­ნი ბე­დავ­და. იმ სის­ხლმა, თავ­გან­წი­რუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი­სა, რო­მე­ლიც მათ სამ­შობ­ლოს­თვის გა­ი­ღეს, დიდი როლი ითა­მა­შა, რომ ქვე­ყა­ნას ბო­რო­ტე­ბის იმ­პე­რი­ის­თვის უარი ეთ­ქვა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რა ვი­თა­რე­ბაა ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ, მსოფ­ლი­ო­ში გა­და­ლა­გე­ბა და დღის წეს­რი­გი შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო, რომ ცო­ცხა­ლი და ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნია, ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე უწყვეტ­მა პრო­ტეს­ტმაც და­ა­დას­ტუ­რა. არ მე­გო­ნა ქვე­ყა­ნა­ში ბრძო­ლის ასე­თი გან­წყო­ბა თუ იქ­ნე­ბო­და, ახალ­გაზ­რდე­ბი დღეს ცი­ხე­ში სხე­დან, რომ­ლე­ბიც სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბი არი­ან. სწო­რედ ეს ახალ­გაზ­რდე­ბი იცა­ვენ იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში წე­რია - ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცია და ისი­ნი სწო­რედ ამის გამო არი­ან ცი­ხე­ში და მათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან შე­და­რე­ბით, დიდი მო­რა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბაც აქვთ.

ვფიქ­რობ, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტია თა­ვი­სი ნა­ბი­ჯე­ბით რუ­სე­თის­კენ გვაბ­რუ­ნებს. კრი­ტი­კუ­ლი მე­დია არ აწყობთ და კრძა­ლა­ვენ, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორს კრძა­ლავ, ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს კრძა­ლავ - ეს კი საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში დაბ­რუ­ნე­ბაა და საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში დამ­ბრუ­ნე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რე­ბის, რომ მე­მო­რი­ალ­თან პრო­ტეს­ტით შეხ­ვდნენ, აქ გა­საკ­ვი­რი რა არის? სრუ­ლი­ად ლო­გი­კუ­რია.

მე ის ერ­თი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც 9 აპ­რი­ლის შემ­დგომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო, ვნა­ხე, რო­დე­საც და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის აქტი გა­მო­ვე­ცით და მას­ზე ჩემი ხელ­მო­წე­რაც არ­სე­ბობს. ჩვენ გვაქვს უნა­რი, რომ ყვე­ლა­ნი კვლავ ერ­თად დავ­დგეთ და ქვეყ­ნის საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ და­ვუშ­ვათ“,- გა­ნა­ცხა­და ზვი­ად ძი­ძი­გურ­მა.

ამას­თან, ზვი­ად ძი­ძი­გუ­რის თქმით, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი 9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ზი­ცი­ას ასა­ხავს.

"დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მეს­ვე­უ­რე­ბი რუ­სეთ­თან ფლირ­ტში არი­ან, ეს კი ამე­რი­კას­თან და ევ­რო­პას­თან დის­ტან­ცი­რე­ბა­სა და რუ­სეთ­თან და­ახ­ლო­ე­ბას გუ­ლის­ხმობს. ის, რა­საც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე სა­უბ­რობს, ეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ზი­ცი­აა. რო­დე­საც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი თა­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში რუ­სეთს არ ახ­სე­ნებს, რო­მე­ლი მხა­რე ცრუ­ობს, ამა­ზე სა­უ­ბა­რი რო­გორ შე­იძ­ლე­ბა? ისი­ნი ვერ ლა­პა­რა­კო­ბენ, რომ "საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­დამ­სჯე­ლო რაზ­მებ­მა ჩვე­ნი გოგო-ბი­ჭე­ბი და­ხო­ცა“ და ამის შემ­დეგ მათ გულ­წრფე­ლო­ბა­ში ვინ უნდა იყოს დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი?“ - გა­ნა­ცხა­და ზვი­ად ძი­ძი­გურ­მა.

გარ­და ამი­სა, გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რი სხვა აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებს, მათ შო­რის სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებ­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი შე­ფა­სე­ბით, "სა­კად­რო გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბიც ადას­ტუ­რებს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არა გან­ვი­თა­რე­ბას­თან, არა­მედ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რად შე­ხე­დუ­ლე­ბებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი“.

"მათ სა­კუ­თა­რი ოპო­ზი­ცია ჩა­მო­ი­ყა­ლი­ბეს "ხალ­ხის ძა­ლის“ სა­ხით. მე მინ­და მათ მო­ვუ­წო­დო, რომ ძა­ლი­ა­ნაც ნუ "აკ­რი­ტი­კე­ბენ“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ასე­თი "უღ­მერ­თო და­პი­რის­პი­რე­ბა“ არ შე­იძ­ლე­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი მინ­დვ­რის გა­სუფ­თა­ვე­ბას ცდი­ლობს, როცა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვა­ზე სა­უბ­რობს და ეს გან­ცხა­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­ა­კე­თეს. მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეს მცდე­ლო­ბა შე­საძ­ლოა, რომ 1 წუთ­ში კრა­ხით დას­რულ­დეს, რო­გორც კი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი მო­იც­ლი­ან.

ეს სა­კად­რო გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბიც იმას ადას­ტუ­რებს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არა გან­ვი­თა­რე­ბას­თან, არა­მედ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რად შე­ხე­დუ­ლე­ბებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი“,- გა­ნა­ცხა­და ზვი­ად ძი­ძი­გურ­მა.

ავტორი:

ზვიად ძიძიგური: "კრიტიკულ მედიას, არასამთავრობო სექტორს და პარტიებს კრძალავ - ეს საბჭოთა კავშირში დაბრუნებაა და 9 აპრილის მემორიალთან რომ "ქართულ ოცნებას“ პროტესტით ხვდებიან, გასაკვირია?"

ზვიად ძიძიგური: "კრიტიკულ მედიას, არასამთავრობო სექტორს და პარტიებს კრძალავ - ეს საბჭოთა კავშირში დაბრუნებაა და 9 აპრილის მემორიალთან რომ "ქართულ ოცნებას“ პროტესტით ხვდებიან, გასაკვირია?"

სრულიად ლოგიკურია ეს დღე ჩვენი ქვეყნის დიდი შემობრუნება იყო, 9 აპრილის საქართველო სრულიად სხვა იყო და 10 აპრილის საქართველო, მენტალურად სხვა ქვეყანა გახდა,- ამის შეახებ პარტია "გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა, ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენები შეაფასა.

ზვიად ძიძიგურის შეფასებით, ამდენი წლის შემდეგ, მმართველი პარტია თავისი ნაბიჯებით ქვეყანას რუსეთისკენ აბრუნებს, ამიტომ ლოგიკურია, რომ მოქალაქეები "ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან არ უშვებენ.

"ეს დღე ჩვენი ქვეყნის დიდი შემობრუნება იყო. ყველამ იცოდა, რომ დარბევა მოხდებოდა და სისხლი დაიღვრებოდა. 9 აპრილის საქართველო სრულიად სხვა იყო და 10 აპრილის საქართველო, მენტალურად სხვა ქვეყანა გახდა. მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე საუბარს - 5.5 მილიონიანი მოსახლეობიდან - 100 000 ადამიანი ბედავდა. იმ სისხლმა, თავგანწირული ახალგაზრდებისა, რომელიც მათ სამშობლოსთვის გაიღეს, დიდი როლი ითამაშა, რომ ქვეყანას ბოროტების იმპერიისთვის უარი ეთქვა.

რაც შეეხება იმას, რა ვითარებაა ამდენი წლის შემდეგ, მსოფლიოში გადალაგება და დღის წესრიგი შეიცვალა, მაგრამ საქართველო, რომ ცოცხალი და ბრძოლისუნარიანია, ბოლო თვეების განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტმა პროტესტმაც დაადასტურა. არ მეგონა ქვეყანაში ბრძოლის ასეთი განწყობა თუ იქნებოდა, ახალგაზრდები დღეს ციხეში სხედან, რომლებიც სინდისის პატიმრები არიან. სწორედ ეს ახალგაზრდები იცავენ იმ ღირებულებას, რომელიც კონსტიტუციაში წერია - ევროკავშირში ინტეგრაცია და ისინი სწორედ ამის გამო არიან ციხეში და მათ ხელისუფლებასთან შედარებით, დიდი მორალური უპირატესობაც აქვთ.

ვფიქრობ, რომ მმართველი პარტია თავისი ნაბიჯებით რუსეთისკენ გვაბრუნებს. კრიტიკული მედია არ აწყობთ და კრძალავენ, არასამთავრობო სექტორს კრძალავ, ოპოზიციურ პარტიებს კრძალავ - ეს კი საბჭოთა კავშირში დაბრუნებაა და საბჭოთა კავშირში დამბრუნებელ ხელისუფლების წევრების, რომ მემორიალთან პროტესტით შეხვდნენ, აქ გასაკვირი რა არის? სრულიად ლოგიკურია.

მე ის ერთიანობა, რომელიც 9 აპრილის შემდგომ საქართველოში იყო, ვნახე, როდესაც დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოვეცით და მასზე ჩემი ხელმოწერაც არსებობს. ჩვენ გვაქვს უნარი, რომ ყველანი კვლავ ერთად დავდგეთ და ქვეყნის საბჭოთა კავშირში დაბრუნება არ დავუშვათ“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ამასთან, ზვიად ძიძიგურის თქმით, ირაკლი კობახიძისა და ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ასახავს.

"დღევანდელი ხელისუფლების მესვეურები რუსეთთან ფლირტში არიან, ეს კი ამერიკასთან და ევროპასთან დისტანცირებასა და რუსეთთან დაახლოებას გულისხმობს. ის, რასაც ირაკლი კობახიძე საუბრობს, ეს ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა. როდესაც პრემიერ-მინისტრი თავის განცხადებაში რუსეთს არ ახსენებს, რომელი მხარე ცრუობს, ამაზე საუბარი როგორ შეიძლება? ისინი ვერ ლაპარაკობენ, რომ "საბჭოთა კავშირის სადამსჯელო რაზმებმა ჩვენი გოგო-ბიჭები დახოცა“ და ამის შემდეგ მათ გულწრფელობაში ვინ უნდა იყოს დარწმუნებული?“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

გარდა ამისა, გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სხვა აქტუალურ საკითხებს, მათ შორის საკადრო ცვლილებებსაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, "საკადრო გადაადგილებებიც ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი არა განვითარებასთან, არამედ ბიძინა ივანიშვილის პირად შეხედულებებთან არის დაკავშირებული“.

"მათ საკუთარი ოპოზიცია ჩამოიყალიბეს "ხალხის ძალის“ სახით. მე მინდა მათ მოვუწოდო, რომ ძალიანაც ნუ "აკრიტიკებენ“ ხელისუფლებას, ასეთი "უღმერთო დაპირისპირება“ არ შეიძლება. ხელისუფლება პოლიტიკური მინდვრის გასუფთავებას ცდილობს, როცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე საუბრობს და ეს განცხადება საგამოძიებო კომისიის შექმნიდან რამდენიმე დღეში გააკეთეს. მაგრამ ხელისუფლების ეს მცდელობა შესაძლოა, რომ 1 წუთში კრახით დასრულდეს, როგორც კი საქართველოსთვის ჩვენი პარტნიორები მოიცლიან.

ეს საკადრო გადაადგილებებიც იმას ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი არა განვითარებასთან, არამედ ბიძინა ივანიშვილის პირად შეხედულებებთან არის დაკავშირებული“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.