მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ესენი არიან უღმერთოები, სანთლის დანთების უფლებას არ მაძლევენ" - ხმაური პარლამენტთან: რა ხდებოდა ადგილზე კოტე ზარნაძისა და დავით ფაცაციას მისვლისას (ფოტოები)
"ესენი არიან უღმერთოები, სანთლის დანთების უფლებას არ მაძლევენ" - ხმაური პარლამენტთან: რა ხდებოდა ადგილზე კოტე ზარნაძისა და დავით ფაცაციას მისვლისას (ფოტოები)
  • ფო­ტო­ე­ბი: გი­ორ­გი ნი­კო­ლიშ­ვი­ლი

9 აპ­რი­ლის მე­მო­რი­ალ­თან სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის გა­მო­ჩე­ნას ხმა­უ­რი მოჰ­ყვა. თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ფრაქ­ცია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეს კონ­სტან­ტი­ნე ზარ­ნა­ძეს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა 9 აპ­რი­ლის მე­მო­რი­ალ­თან მის­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მის­ცეს. ად­გილ­ზე მის­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა ასე­ვე არ მის­ცეს აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა მი­ნის­ტრ და­ვით ფა­ცა­ცი­ას.

  • ხმა­უ­რი და და­პი­რის­პი­რე­ბა ზარ­ნა­ძე­სა და მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ის 9 აპ­რი­ლის მე­მო­რი­ალ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა­სა და მე­მო­რი­ა­ლის ყვა­ვი­ლე­ბით შემ­კო­ბას გეგ­მავ­და.

"მარ­ტო ვარ ამ­დენ ადა­მი­ან­თან, ერთი წა­მით არ მე­ში­ნია. ესე­ნი არი­ან უღ­მერ­თო ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც არ მომ­ცეს უფ­ლე­ბა, რომ მივ­სუ­ლი­ყა­ვი მე­მო­რი­ალ­თან.

9 აპ­რი­ლის მე­მო­რი­ა­ლი არ ეკუთ­ვნის არ­ცერთ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას. ის ეკუთ­ვნის ამ ქვეყ­ნის ხალ­ხს, რომ­ლე­ბიც ვა­ფა­სებთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სუ­ლებს, რომ­ლებ­მაც აქ სა­კუ­თა­რი თავი გა­და­დეს. როცა მო­ქა­ლა­ქე მოვ­დი­ვარ და მინ­და ეს მე­მო­რი­ა­ლი შე­ვამ­კო ყვა­ვი­ლე­ბით, სან­თე­ლი და­ვან­თო, ამის უფ­ლე­ბას არ მაძ­ლე­ვენ, იფურ­თხე­ბი­ან, იგი­ნე­ბი­ან უზ­რდე­ლო­ბენ, ათას სი­ბინ­ძუ­რეს კად­რუ­ლო­ბენ, ამა­ზე დიდი სირ­ცხვი­ლი არა­ფე­რია. ისი­ნი, პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ თავს აყე­ნე­ბენ შე­უ­რა­ცხყო­ფას“,- გა­ნა­ცხა­და კონ­სტან­ტი­ნე ზარ­ნა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წინ, 9 აპ­რი­ლის მე­მო­რი­ალ­თან მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ღამე გა­ა­თე­ნეს. მათ ამ დრომ­დე გა­და­კე­ტი­ლი აქვთ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი და 9 აპ­რი­ლის მე­მო­რი­ა­ლი ჯაჭ­ვით აქვს შე­მო­სა­ზღვრუ­ლი.

00:00 / 00:00
ავტორი:

"ესენი არიან უღმერთოები, სანთლის დანთების უფლებას არ მაძლევენ" - ხმაური პარლამენტთან: რა ხდებოდა ადგილზე კოტე ზარნაძისა და დავით ფაცაციას მისვლისას (ფოტოები)

"ესენი არიან უღმერთოები, სანთლის დანთების უფლებას არ მაძლევენ" - ხმაური პარლამენტთან: რა ხდებოდა ადგილზე კოტე ზარნაძისა და დავით ფაცაციას მისვლისას (ფოტოები)
  • ფოტოები: გიორგი ნიკოლიშვილი

9 აპრილის მემორიალთან საჯარო მოხელეების გამოჩენას ხმაური მოჰყვა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეს კონსტანტინე ზარნაძეს მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს. ადგილზე მისვლის საშუალება ასევე არ მისცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას.

  • ხმაური და დაპირისპირება ზარნაძესა და მოქალაქეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ის 9 აპრილის მემორიალთან მიახლოებასა და მემორიალის ყვავილებით შემკობას გეგმავდა.

"მარტო ვარ ამდენ ადამიანთან, ერთი წამით არ მეშინია. ესენი არიან უღმერთო ადამიანები, რომლებმაც არ მომცეს უფლება, რომ მივსულიყავი მემორიალთან.

9 აპრილის მემორიალი არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ პარტიას. ის ეკუთვნის ამ ქვეყნის ხალხს, რომლებიც ვაფასებთ იმ ადამიანების სულებს, რომლებმაც აქ საკუთარი თავი გადადეს. როცა მოქალაქე მოვდივარ და მინდა ეს მემორიალი შევამკო ყვავილებით, სანთელი დავანთო, ამის უფლებას არ მაძლევენ, იფურთხებიან, იგინებიან უზრდელობენ, ათას სიბინძურეს კადრულობენ, ამაზე დიდი სირცხვილი არაფერია. ისინი, პირველ რიგში, საკუთარ თავს აყენებენ შეურაცხყოფას“,- განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეებმა ღამე გაათენეს. მათ ამ დრომდე გადაკეტილი აქვთ რუსთაველის გამზირი და 9 აპრილის მემორიალი ჯაჭვით აქვს შემოსაზღვრული.