სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"13 წლის, უკარგესი ბიჭი დაგვეღუპა... ლამის ეზოებში ჩაგვიაროს მატარებელმა, ხალხი იძულებულია ლიანდაგებზე იმოძრაოს" - ბათუმის ტრაგედიის დეტალები
"13 წლის, უკარგესი ბიჭი დაგვეღუპა... ლამის ეზოებში ჩაგვიაროს მატარებელმა, ხალხი იძულებულია ლიანდაგებზე იმოძრაოს" - ბათუმის ტრაგედიის დეტალები

ბა­თუმ­ში, რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რედ, მა­ტა­რე­ბე­ლი არას­რულ­წლო­ვანს და­ე­ჯა­ხა და სა­უ­ბე­დუ­როდ, ბიჭი ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ეს ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, შემ­თხვე­ვა სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მოხ­და. ისი­ნი მომ­ხდარს რკი­ნიგ­ზის ლი­ან­და­გე­ბი­სა და და­სახ­ლე­ბის მჭიდ­რო სი­ახ­ლო­ვით ხსნი­ან.

- ჩვენს ქა­ლაქ­ში მო­რიგ­მა უბე­დუ­რე­ბამ კვლავ არას­რულ­წლო­ვა­ნი შე­ი­წი­რა. სა­ში­ნე­ლი შოკი და უი­მე­დო­ბა გვაქვს. ჩვენ­თან რკი­ნიგ­ზის ლი­ან­და­გე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­სახ­ლე­ბა­ში გა­დის, ლა­მის ეზო­ებ­ში ჩაგ­ვი­ა­როს მა­ტა­რე­ბელ­მა. ამი­ტო­მაც, ხალ­ხს უნდა, თუ არა, იძუ­ლე­ბუ­ლია ლი­ან­და­გებ­ზე იმოძ­რა­ოს, სა­დაც ბავ­შვე­ბიც ხში­რად თა­მა­შო­ბენ და გა­დარ­ბი­ან კი­დეც. ან კი რა ქნან, შინ რომ მი­ვიდ­ნენ, ლი­ან­და­გი უნდა გა­ი­ა­რონ. ეს რკი­ნიგ­ზა ადრე შუა ქა­ლაქ­ში გა­დი­ო­და. მერე, გე­გო­ნე­ბა, კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვეს და ზუს­ტად არ მახ­სოვს, 17-18 წლის წინ, ჩვენს და­სახ­ლე­ბა­ში გად­მო­ი­ტა­ნეს. ჩვენ­თან ბოლო სად­გუ­რი მდე­ბა­რე­ობს და აქე­დან ხდე­ბა მა­ტა­რებ­ლე­ბის დაძ­ვრა.

- ეს უბე­დუ­რე­ბა რო­გორ, რა­ნა­ი­რად მოხ­და?

- ჩვე­ნი უბ­ნე­ლი უკარ­გე­სი ბიჭი დაგ­ვე­ღუ­პა, 13 წლის. უკარ­გე­სი ოჯა­ხი, შვი­ლებს თავს რომ ევ­ლე­ბი­ან და თვა­ლის არი­დან არ იცი­ლე­ბენ, რა­ი­მე ხი­ფა­თი არ და­ე­მარ­თო­თო, ეს ასე­თი ოჯა­ხია. უფალ­მა მის­ცეს გამ­ძლე­ო­ბა ამ ხალ­ხს. ბავ­შვი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­და­დი­ო­და ლი­ან­დაგ­ზე და ამ დროს და­ე­ჯა­ხა ბა­თუ­მი-ქუ­თა­ი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი, ახა­ლი დაძ­რუ­ლი იყო ლი­ან­და­გი­დან...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

"13 წლის, უკარგესი ბიჭი დაგვეღუპა... ლამის ეზოებში ჩაგვიაროს მატარებელმა, ხალხი იძულებულია ლიანდაგებზე იმოძრაოს" - ბათუმის ტრაგედიის დეტალები

"13 წლის, უკარგესი ბიჭი დაგვეღუპა... ლამის ეზოებში ჩაგვიაროს მატარებელმა, ხალხი იძულებულია ლიანდაგებზე იმოძრაოს" - ბათუმის ტრაგედიის დეტალები

ბათუმში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, მატარებელი არასრულწლოვანს დაეჯახა და საუბედუროდ, ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა. ტერიტორიაზე, სადაც ეს ტრაგედია დატრიალდა, სამართალდამცველები მუშაობენ. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. ისინი მომხდარს რკინიგზის ლიანდაგებისა და დასახლების მჭიდრო სიახლოვით ხსნიან.

- ჩვენს ქალაქში მორიგმა უბედურებამ კვლავ არასრულწლოვანი შეიწირა. საშინელი შოკი და უიმედობა გვაქვს. ჩვენთან რკინიგზის ლიანდაგები, ფაქტობრივად, დასახლებაში გადის, ლამის ეზოებში ჩაგვიაროს მატარებელმა. ამიტომაც, ხალხს უნდა, თუ არა, იძულებულია ლიანდაგებზე იმოძრაოს, სადაც ბავშვებიც ხშირად თამაშობენ და გადარბიან კიდეც. ან კი რა ქნან, შინ რომ მივიდნენ, ლიანდაგი უნდა გაიარონ. ეს რკინიგზა ადრე შუა ქალაქში გადიოდა. მერე, გეგონება, კარგი გამოსავალი იპოვეს და ზუსტად არ მახსოვს, 17-18 წლის წინ, ჩვენს დასახლებაში გადმოიტანეს. ჩვენთან ბოლო სადგური მდებარეობს და აქედან ხდება მატარებლების დაძვრა.

- ეს უბედურება როგორ, რანაირად მოხდა?

- ჩვენი უბნელი უკარგესი ბიჭი დაგვეღუპა, 13 წლის. უკარგესი ოჯახი, შვილებს თავს რომ ევლებიან და თვალის არიდან არ იცილებენ, რაიმე ხიფათი არ დაემართოთო, ეს ასეთი ოჯახია. უფალმა მისცეს გამძლეობა ამ ხალხს. ბავშვი ჩვეულებრივად გადადიოდა ლიანდაგზე და ამ დროს დაეჯახა ბათუმი-ქუთაისის მიმართულების მატარებელი, ახალი დაძრული იყო ლიანდაგიდან...წაიკითხეთ სრულად