საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში სიტუაცია არ არის ისეთი კარგი, როგორც გვინდა - იმედი მაქვს, მალე მექნება კონტაქტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან" - ალენ ბერსე
"საქართველოში სიტუაცია არ არის ისეთი კარგი, როგორც გვინდა - იმედი მაქვს, მალე მექნება კონტაქტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან" - ალენ ბერსე

სი­ტუ­ა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის ისე­თი კარ­გი, რო­გორც გვინ­და. ის ნამ­დვი­ლად მი­დი­ო­და არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მრა­ვა­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რად უა­რე­სი ყო­ფი­ლი­ყო, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, ალენ ბერ­სემ ევ­რო­საბ­ჭოს ასამ­ბლე­ა­ში შვე­დი პარ­ლა­მენ­ტა­რის, აზა­დე რო­ჯ­ჰა­ნის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

"იმ სე­რი­ო­ზუ­ლი შეშ­ფო­თე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც ასამ­ბლე­ა­ში გვაქვს სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ასე­ვე თქვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­დაც ხაზი გა­უს­ვით დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის კუ­თხით არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებს, მსურს, გკი­თხოთ, რო­გორ შეგ­ვიძ­ლია, უფრო მჭიდ­როდ ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ ერ­თმა­ნეთ­თან? ასე­ვე, შე­საძ­ლოა, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი­თხვაა, არის თუ არა ახლა ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რი­სი მო­მენ­ტი, რომ და­ვი­წყოთ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ცე­დუ­რა, რო­გორც სა­ერ­თო ინი­ცი­ა­ტი­ვა და და­ვეხ­მა­როთ სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ და ევ­რო­პულ გზა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა­ში?“- მი­მარ­თა შვედ­მა დე­პუ­ტატ­მა ბერ­სეს.

„გმად­ლობთ სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ შე­კი­თხვის­თვის. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ბევ­რს ვმუ­შა­ობთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხებ­ზე. ასე იყო არ­ჩევ­ნე­ბამ­დეც. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მე თვი­თონ ვი­ყა­ვი დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად თბი­ლის­ში დე­კემ­ბერ­ში, რათა მე­ნა­ხა, რა შეგ­ვეძ­ლო გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა იმის­თვის, რომ ერ­თად გვე­მუ­შა­ვა მომ­დევ­ნო თვე­ებ­ში, კარ­გი მთავ­რო­ბა­თა­შო­რი­სი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის კუ­თხით ქვე­ყა­ნა­ში და­დე­ბი­თი ცვლი­ლე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად და ასე­ვე კა­ნო­ნე­ბის გან­ხილ­ვის­თვის გზე­ბის სა­პოვ­ნე­ლად. ეს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ე.წ. უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნებს ეხე­ბო­და. კარ­გი დის­კუ­სი­ე­ბი მქონ­და მმარ­თველ პარ­ტი­ას­თან, ოპო­ზი­ცი­ას­თან, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან. დავ­ბრუნ­დი კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბით შე­საძ­ლო ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით იმ საკ­მა­ოდ რთულ კონ­ტექ­სტში, რაც ჩვენ გვქონ­და“, - აღ­ნიშ­ნა ბერ­სემ.

მისი თქმით, საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან და მან მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია მთავ­რო­ბის გეგ­მის შე­სა­ხებ, დე­კემ­ბერ­ში აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს დაბ­რუ­ნე­ბო­და.

„თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში მი­ვი­ღე გან­ცხა­დე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ იყო ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბა ე.წ. უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის კა­ნო­ნის სიღ­რმი­სე­ულ შეს­წო­რე­ბა­ზე ან გაწ­ვე­ვა­ზე. საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი იყო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ კო­ბა­ხი­ძეს­თან. მან მო­მა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია მთავ­რო­ბის გან­ზრახ­ვე­ბის შე­სა­ხებ, და­უბ­რუნ­დეს დე­კემ­ბერ­ში აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. მას შემ­დეგ პირ­და­პი­რი კო­მუ­ნი­კა­ცია აღარ გვქო­ნია“, - აღ­ნიშ­ნა ბერ­სემ.

მისი თქმით, ახლა კი­თხვა არის ის, თუ რა უნდა გა­კეთ­დეს. ალენ ბერ­სემ იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ძა­ლი­ან მალე კონ­ტაქ­ტი ექ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თველ პარ­ტი­ას­თან და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან.

"ახლა კი­თხვა არის, რა უნდა გა­კეთ­დეს. მი­ნის­ტრთა კო­მი­ტეტ­ში ორი დის­კუ­სი­ის შემ­დეგ, გა­მო­ვე­დი წი­ნა­და­დე­ბით, ვცა­დოთ სა­ქარ­თვე­ლოს­თან სტრუქ­ტუ­რი­რე­ბუ­ლი დი­ა­ლო­გის გან­ვი­თა­რე­ბა. ვნა­ხოთ, რისი მიღ­წე­ვა შეგ­ვიძ­ლია ერ­თად, რად­გან სი­ტუ­ა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის ისე­თი კარ­გი, რო­გორც გვინ­და. ის ნამ­დვი­ლად მი­დი­ო­და არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მრა­ვა­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რად უა­რე­სი ყო­ფი­ლი­ყო. საქ­მე ამა­შია. ამ მო­მენ­ტში ცუდი დი­ნა­მი­კა გვაქვს. გვჭირ­დე­ბა მეტი კონ­ტაქ­ტი. გვსურს, მე­ტად ვი­მუ­შა­ოთ ერ­თად და ასე­ვე უნდა მივ­ცეთ შან­სი სტრუქ­ტუ­რი­რე­ბულ დი­ა­ლოგს, რომ იმუ­შა­ოს.

კენ­ჭისყ­რის შემ­დეგ, რაც გქონ­დათ და მან­და­ტე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბით ცნო­ბის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ, ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის მხრი­დან სიგ­ნა­ლი ნა­თე­ლი იყო. ახლა უნდა ვნა­ხოთ, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ამ სიგ­ნა­ლის სა­ფუძ­ველ­ზე რა­ი­მეს გა­კე­თე­ბა, რომ ისევ სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­მოძ­რა­ოთ. იმე­დი მაქვს, ძა­ლი­ან მალე მექ­ნე­ბა კონ­ტაქ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თველ პარ­ტი­ას­თან და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან, რომ ვნა­ხოთ, რა შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ ერ­თად, რომ ისევ სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­მოძ­რა­ოთ. რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, რო­მე­ლიც თქვენ დას­ვით, ვფიქ­რობ, ახლა აშ­კა­რად ნა­ად­რე­ვია შემ­დე­გი ნა­ბი­ჯის, შემ­დე­გი ეტა­პის და­წყე­ბა. ვი­ნა­ი­დან თქვენ ითხოვთ, თქვენ გაქვთ უფ­ლე­ბა მი­ი­ღოთ მკა­ფიო პა­სუ­ხი. ვფიქ­რობ, ახლა ჯერ ად­რეა“, - აღ­ნიშ­ნა ალენ ბერ­სემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"საქართველოში სიტუაცია არ არის ისეთი კარგი, როგორც გვინდა - იმედი მაქვს, მალე მექნება კონტაქტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან" - ალენ ბერსე

"საქართველოში სიტუაცია არ არის ისეთი კარგი, როგორც გვინდა - იმედი მაქვს, მალე მექნება კონტაქტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან" - ალენ ბერსე

სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგორც გვინდა. ის ნამდვილად მიდიოდა არასწორი მიმართულებით მრავალი თვის განმავლობაში, მაგრამ შეიძლება, ბევრად უარესი ყოფილიყო, - ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ევროსაბჭოს ასამბლეაში შვედი პარლამენტარის, აზადე როჯჰანის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"იმ სერიოზული შეშფოთებიდან გამომდინარე, რაც ასამბლეაში გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით, ასევე თქვენი საქართველოში ვიზიტიდან გამომდინარე, სადაც ხაზი გაუსვით დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით არსებულ გამოწვევებს, მსურს, გკითხოთ, როგორ შეგვიძლია, უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან? ასევე, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, არის თუ არა ახლა ყველაზე შესაფერისი მომენტი, რომ დავიწყოთ ერთობლივი პროცედურა, როგორც საერთო ინიციატივა და დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზაზე დაბრუნებაში?“- მიმართა შვედმა დეპუტატმა ბერსეს.

„გმადლობთ საქართველოს შესახებ შეკითხვისთვის. მოგეხსენებათ, არჩევნების შემდეგ ბევრს ვმუშაობთ საქართველოს საკითხებზე. ასე იყო არჩევნებამდეც. არჩევნების შემდეგ მე თვითონ ვიყავი დელეგაციასთან ერთად თბილისში დეკემბერში, რათა მენახა, რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ ერთად გვემუშავა მომდევნო თვეებში, კარგი მთავრობათაშორისი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით ქვეყანაში დადებითი ცვლილებების უზრუნველსაყოფად და ასევე კანონების განხილვისთვის გზების საპოვნელად. ეს, უპირველეს ყოვლისა, ე.წ. უცხოური აგენტების კანონებს ეხებოდა. კარგი დისკუსიები მქონდა მმართველ პარტიასთან, ოპოზიციასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან. დავბრუნდი კარგი შთაბეჭდილებით შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით იმ საკმაოდ რთულ კონტექსტში, რაც ჩვენ გვქონდა“, - აღნიშნა ბერსემ.

მისი თქმით, საკმაოდ ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მან მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის გეგმის შესახებ, დეკემბერში აღებულ ვალდებულებებს დაბრუნებოდა.

„თებერვლის დასაწყისში მივიღე განცხადება, რომ საქართველო არ იყო ხელმისაწვდომი გაეგრძელებინა ერთობლივი მუშაობა ე.წ. უცხოური გავლენის კანონის სიღრმისეულ შესწორებაზე ან გაწვევაზე. საკმაოდ ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი იყო პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან. მან მომაწოდა ინფორმაცია მთავრობის განზრახვების შესახებ, დაუბრუნდეს დეკემბერში აღებულ ვალდებულებებს. მას შემდეგ პირდაპირი კომუნიკაცია აღარ გვქონია“, - აღნიშნა ბერსემ.

მისი თქმით, ახლა კითხვა არის ის, თუ რა უნდა გაკეთდეს. ალენ ბერსემ იმედი გამოთქვა, რომ ძალიან მალე კონტაქტი ექნება საქართველოს მმართველ პარტიასთან და პრემიერ-მინისტრთან.

"ახლა კითხვა არის, რა უნდა გაკეთდეს. მინისტრთა კომიტეტში ორი დისკუსიის შემდეგ, გამოვედი წინადადებით, ვცადოთ საქართველოსთან სტრუქტურირებული დიალოგის განვითარება. ვნახოთ, რისი მიღწევა შეგვიძლია ერთად, რადგან სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგორც გვინდა. ის ნამდვილად მიდიოდა არასწორი მიმართულებით მრავალი თვის განმავლობაში, მაგრამ შეიძლება, ბევრად უარესი ყოფილიყო. საქმე ამაშია. ამ მომენტში ცუდი დინამიკა გვაქვს. გვჭირდება მეტი კონტაქტი. გვსურს, მეტად ვიმუშაოთ ერთად და ასევე უნდა მივცეთ შანსი სტრუქტურირებულ დიალოგს, რომ იმუშაოს.

კენჭისყრის შემდეგ, რაც გქონდათ და მანდატების უფლებამოსილების გარკვეული პირობებით ცნობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან სიგნალი ნათელი იყო. ახლა უნდა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა ამ სიგნალის საფუძველზე რაიმეს გაკეთება, რომ ისევ სწორი მიმართულებით ვიმოძრაოთ. იმედი მაქვს, ძალიან მალე მექნება კონტაქტი საქართველოს მმართველ პარტიასთან და პრემიერ-მინისტრთან, რომ ვნახოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად, რომ ისევ სწორი მიმართულებით ვიმოძრაოთ. რაც შეეხება კითხვას, რომელიც თქვენ დასვით, ვფიქრობ, ახლა აშკარად ნაადრევია შემდეგი ნაბიჯის, შემდეგი ეტაპის დაწყება. ვინაიდან თქვენ ითხოვთ, თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ მკაფიო პასუხი. ვფიქრობ, ახლა ჯერ ადრეა“, - აღნიშნა ალენ ბერსემ.