სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას შეიძენთ 100 ლარად "პალიტრა L"-ის სტენდთან "თბილისის წიგნის ბაზრობაზე"
რას შეიძენთ 100 ლარად "პალიტრა L"-ის სტენდთან "თბილისის წიგნის ბაზრობაზე"

10-დან 13 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით, „ექ­სპო ჯორ­ჯი­ას“ მე-11 პა­ვი­ლი­ონ­ში „თბი­ლი­სის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა“ გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც დაგ­ხვდე­ბათ უახ­ლე­სი გა­მო­ცე­მე­ბი, ექ­სკლუ­ზი­უ­რი ფას­დაკ­ლე­ბე­ბი და შთამ­ბეჭ­და­ვი სი­ურპრი­ზე­ბი რო­გორც ქარ­თვე­ლი, ისე უცხო­ე­ლი ავ­ტო­რე­ბის­გან.

ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ გა­მოგ­ვერ­ჩია ის გა­მო­ცე­მე­ბი, რომ­ლებ­საც 100 ლა­რად „პა­ლიტ­რა L“-ის სტენდთან შე­ი­ძენთ. ეს სია მო­ი­ცავს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჟან­რის წიგ­ნებს - კლა­სი­კი­დან თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­ზამ­დე, ფსი­ქო­ლო­გი­ი­დან ბესტსე­ლე­რე­ბამ­დე. იპო­ვეთ ის, რაც თქვენს გე­მოვ­ნე­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად შე­ე­სა­ბა­მე­ბა:

წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც „პა­ლიტ­რა L“-ის სტენდთან 100 ლა­რად შე­ი­ძენთ:

სევ­დი­ა­ნი კვი­პა­რო­სი - აგა­თა კრის­ტი

სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დი, ეჭ­ვე­ბი, შუ­რის­ძი­ე­ბა — მაგ­რამ ერ­კი­ულ პუ­ა­როს­თვის არა­ფე­რი ისე­თი, რაც მის ლო­გი­კას და დაკ­ვირ­ვე­ბას გა­უძ­ლებს. კლა­სი­კა, რო­მე­ლიც არას­დროს ბერ­დე­ბა და ყვე­ლას­თვის ნაც­ნო­ბი მა­ძებ­რის ლო­გი­კით გა­ო­ცებს. დე­ტექ­ტი­ვე­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი არ­ჩე­ვა­ნია.

ძა­ლა­უფ­ლე­ბის 48 კა­ნო­ნი - რო­ბერტ გრი­ნი

შთამ­ბეჭ­და­ვი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო მათ­თვის, ვი­საც აინ­ტე­რე­სებს, რო­გორ მოქ­მე­დებს ძა­ლა­უფ­ლე­ბა პრაქ­ტი­კა­ში. ავ­ტო­რი გაჩ­ვე­ნებთ, რო­გორ გა­დი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გზას: სტრა­ტე­გი­უ­ლად, და­უნ­დობ­ლად, ფრთხი­ლად და გო­ნივ­რუ­ლად. წიგ­ნი, რო­მე­ლიც ერ­თდრო­უ­ლად გა­გი­ტა­ცებს და გაგწვრთნის.

კოკო შა­ნე­ლის სამ­ყა­რო

გა­ი­ცა­ნით ქალი, რო­მელ­მაც სა­მუ­და­მოდ შეც­ვა­ლა მოდა. შა­ნე­ლის ის­ტო­რია — ეს არის ამ­ბა­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე, გე­მოვ­ნე­ბა­ზე და ზუს­ტად იმა­ზე, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მო­ექ­ცეს მთე­ლი ეპო­ქა ერთ სტილ­ში. ეს წიგ­ნი არის მკი­თხვე­ლის­თვის, ვინც გულ­შე­მატ­კივ­რობს ძლი­ერ და თა­ვი­სუ­ფალ პერ­სო­ნებს.

არა­ფე­რი არ გვე­მარ­თე­ბა - თაკო წუ­ლა­ია

მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც დღე­ვან­დელ ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლია თა­ვის ხმა­ში და სათ­ქმელ­ში. ერ­თდრო­უ­ლად ირო­ნი­უ­ლი და სევ­დი­ა­ნი, ტკბი­ლი და მწა­რე — ეს წიგ­ნი ყვე­ლას შეგ­ვახ­სე­ნებს რა­ღა­ცას ჩვენ­ზე.

შავ­კა­ნი­ან­თა კვარ­ტა­ლი - ჟორჟ სი­მე­ნო­ნი

სი­მე­ნო­ნის ნა­წარ­მო­ე­ბი პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნე­ბის დიდ ტრა­გე­დი­ებ­ზე. კო­ლო­ნი­უ­რი საფ­რან­გე­თის კონ­ტექ­სტში მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბა­ვი სო­ცი­ა­ლურ უსა­მარ­თლო­ბა­ზე და იმა­ზე, თუ რო­გორ ცდი­ლობს ადა­მი­ა­ნი ღირ­სე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას — თუნ­დაც ძა­ლი­ან მძი­მე პი­რო­ბებ­ში.

შე­ცო­დე­ბა­ნი - ლუიზ კე­ნე­დი

ლუის კე­ნე­დის „შე­ცო­დე­ბა­ნი“ არის წიგ­ნი ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნებ­ზე, რო­მელ­თაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა სურთ „არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ“ დრო­ე­ბა­ში. ირ­ლან­დი­უ­რი გა­რე­მო, კა­თო­ლი­კუ­რი მო­რა­ლი, აკ­რძა­ლუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი — და ქალი, რო­მე­ლიც უნდა გა­და­ურ­ჩეს სა­კუ­თარ ემო­ცი­ებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სტე­რე­ო­ტი­პებს.

მო­ცეკ­ვა­ვე კა­ცუ­ნე­ბი - არ­თურ კო­ნან დო­ი­ლი

ვი­ღა­ცამ ქალ­ბა­ტონ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ერ­თგვარ ფორ­მად უც­ნა­უ­რი ნა­ხა­ტე­ბი - მო­ცეკ­ვაე კა­ცუ­ნე­ბი - აირ­ჩია და... და­ირ­ღვა ოჯა­ხუ­რი სიმ­შვი­დე,იდი­ლია, გაჩ­ნდა ეჭვი და შიში გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლი­სად­მი, იდუ­მა­ლი­სა და ამო­უხ­სნე­ლი­სად­მი. ჰოლმსის მო­რი­გი სა­გა­მო­ძი­ე­ბო პა­ექ­რო­ბა — და­შიფ­რუ­ლი მე­სი­ჯე­ბი, საფრ­თხე­ე­ბი და გე­ნი­ა­ლუ­რი დე­ტექ­ტი­ვი მოქ­მე­დე­ბა­ში.

ხე­ლოვ­ნე­ბით შე­პყრო­ბი­ლი - რი­უ­ნოს­კე აკუ­ტა­გა­ვა

ეს არის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­თხრო­ბა, რო­მე­ლიც გვაც­ნობს ბა­კინს — მწე­რალს, რო­მე­ლიც ერ­თდრო­უ­ლად არის მა­ღა­ლი ზნე­ო­ბის მქა­და­გე­ბე­ლი და ხე­ლოვ­ნე­ბით შე­პყრო­ბი­ლი შე­მოქ­მე­დი. მას­ში ორი სამ­ყა­რო თა­ნა­არ­სე­ბობს და თან იბ­რძვის — გა­რე­სამ­ყა­როს მი­მართ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ში­ნა­გა­ნი ჟინი რა­ღაც წარ­მო­უდ­გენ­ლის შექ­მნის­კენ. აკუ­ტა­გა­ვას სტი­ლი ზუს­ტი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რია — რო­გორც ყო­ველ­თვის. ამ მო­თხრო­ბა­ში მწე­რა­ლი გვიწ­ვევს მის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან სივ­რცე­ში — შფო­თის, შთა­გო­ნე­ბი­სა და თვით­შეც­ნო­ბის ზო­ნა­ში.ეს ტექ­სტი არ არის მხო­ლოდ ის­ტო­რი­ა­ზე — ესაა სა­უ­ბა­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ფას­ზე, იმ მსხვერ­პლზე, რა­საც ნამ­დვი­ლი შე­მოქ­მე­დე­ბა მო­ი­თხოვს. კი­თხვა რჩე­ბა ღიად: სად გა­დის ზღვა­რი ადა­მი­ა­ნუ­რო­ბის და გე­ნი­ის შო­რის?

„თბი­ლი­სის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა“ იდე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, გა­ნა­ახ­ლოთ ბიბ­ლი­ო­თე­კა, იპო­ვოთ სა­ჩუქ­რე­ბი თქვენ­თვის და ახ­ლობ­ლე­ბის­თვის და ასე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნოთ ახა­ლი საყ­ვა­რე­ლი ავ­ტო­რე­ბი.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

რას შეიძენთ 100 ლარად "პალიტრა L"-ის სტენდთან "თბილისის წიგნის ბაზრობაზე"

რას შეიძენთ 100 ლარად "პალიტრა L"-ის სტენდთან "თბილისის წიგნის ბაზრობაზე"

10-დან 13 აპრილის ჩათვლით, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში „თბილისის წიგნის ბაზრობა“ გაიმართება, სადაც დაგხვდებათ უახლესი გამოცემები, ექსკლუზიური ფასდაკლებები და შთამბეჭდავი სიურპრიზები როგორც ქართველი, ისე უცხოელი ავტორებისგან.

ჩვენ გადავწყვიტეთ გამოგვერჩია ის გამოცემები, რომლებსაც 100 ლარად „პალიტრა L“-ის სტენდთან შეიძენთ. ეს სია მოიცავს განსხვავებული ჟანრის წიგნებს - კლასიკიდან თანამედროვე პროზამდე, ფსიქოლოგიიდან ბესტსელერებამდე. იპოვეთ ის, რაც თქვენს გემოვნებას ყველაზე მეტად შეესაბამება:

წიგნები, რომლებსაც „პალიტრა L“-ის სტენდთან 100 ლარად შეიძენთ:

სევდიანი კვიპაროსი - აგათა კრისტი

სასიყვარულო სამკუთხედი, ეჭვები, შურისძიება — მაგრამ ერკიულ პუაროსთვის არაფერი ისეთი, რაც მის ლოგიკას და დაკვირვებას გაუძლებს. კლასიკა, რომელიც არასდროს ბერდება და ყველასთვის ნაცნობი მაძებრის ლოგიკით გაოცებს. დეტექტივების მოყვარულთათვის შესანიშნავი არჩევანია.

ძალაუფლების 48 კანონი - რობერტ გრინი

შთამბეჭდავი სახელმძღვანელო მათთვის, ვისაც აინტერესებს, როგორ მოქმედებს ძალაუფლება პრაქტიკაში. ავტორი გაჩვენებთ, როგორ გადიან წარმატებული ადამიანები გზას: სტრატეგიულად, დაუნდობლად, ფრთხილად და გონივრულად. წიგნი, რომელიც ერთდროულად გაგიტაცებს და გაგწვრთნის.

კოკო შანელის სამყარო

გაიცანით ქალი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მოდა. შანელის ისტორია — ეს არის ამბავი დამოუკიდებლობაზე, გემოვნებაზე და ზუსტად იმაზე, როგორ შეიძლება მოექცეს მთელი ეპოქა ერთ სტილში. ეს წიგნი არის მკითხველისთვის, ვინც გულშემატკივრობს ძლიერ და თავისუფალ პერსონებს.

არაფერი არ გვემართება - თაკო წულაია

მოთხრობების კრებული, რომელიც დღევანდელ ქართულ ლიტერატურაში გამორჩეულია თავის ხმაში და სათქმელში. ერთდროულად ირონიული და სევდიანი, ტკბილი და მწარე — ეს წიგნი ყველას შეგვახსენებს რაღაცას ჩვენზე.

შავკანიანთა კვარტალი - ჟორჟ სიმენონი

სიმენონის ნაწარმოები პატარა ადამიანების დიდ ტრაგედიებზე. კოლონიური საფრანგეთის კონტექსტში მოთხრობილი ამბავი სოციალურ უსამართლობაზე და იმაზე, თუ როგორ ცდილობს ადამიანი ღირსების შენარჩუნებას — თუნდაც ძალიან მძიმე პირობებში.

შეცოდებანი - ლუიზ კენედი

ლუის კენედის „შეცოდებანი“ არის წიგნი ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომელთაც ჩვეულებრივი ცხოვრება სურთ „არაჩვეულებრივ“ დროებაში. ირლანდიური გარემო, კათოლიკური მორალი, აკრძალული სიყვარული — და ქალი, რომელიც უნდა გადაურჩეს საკუთარ ემოციებს და საზოგადოების სტერეოტიპებს.

მოცეკვავე კაცუნები - ართურ კონან დოილი

ვიღაცამ ქალბატონთან კომუნიკაციის ერთგვარ ფორმად უცნაური ნახატები - მოცეკვაე კაცუნები - აირჩია და... დაირღვა ოჯახური სიმშვიდე,იდილია, გაჩნდა ეჭვი და შიში გაუცნობიერებლისადმი, იდუმალისა და ამოუხსნელისადმი. ჰოლმსის მორიგი საგამოძიებო პაექრობა — დაშიფრული მესიჯები, საფრთხეები და გენიალური დეტექტივი მოქმედებაში.

ხელოვნებით შეპყრობილი - რიუნოსკე აკუტაგავა

ეს არის ფსიქოლოგიური მოთხრობა, რომელიც გვაცნობს ბაკინს — მწერალს, რომელიც ერთდროულად არის მაღალი ზნეობის მქადაგებელი და ხელოვნებით შეპყრობილი შემოქმედი. მასში ორი სამყარო თანაარსებობს და თან იბრძვის — გარესამყაროს მიმართ პასუხისმგებლობა და შინაგანი ჟინი რაღაც წარმოუდგენლის შექმნისკენ. აკუტაგავას სტილი ზუსტი და ინტელექტუალურია — როგორც ყოველთვის. ამ მოთხრობაში მწერალი გვიწვევს მის ყველაზე მნიშვნელოვან სივრცეში — შფოთის, შთაგონებისა და თვითშეცნობის ზონაში.ეს ტექსტი არ არის მხოლოდ ისტორიაზე — ესაა საუბარი ხელოვნების ფასზე, იმ მსხვერპლზე, რასაც ნამდვილი შემოქმედება მოითხოვს. კითხვა რჩება ღიად: სად გადის ზღვარი ადამიანურობის და გენიის შორის?

„თბილისის წიგნის ბაზრობა“ იდეალური შესაძლებლობაა, განაახლოთ ბიბლიოთეკა, იპოვოთ საჩუქრები თქვენთვის და ახლობლებისთვის და ასევე აღმოაჩინოთ ახალი საყვარელი ავტორები.

R