სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველად მესმის, არანაირი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება!" - კალაძე კახიშვილის განცხადებაზე
"პირველად მესმის, არანაირი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება!" - კალაძე კახიშვილის განცხადებაზე

პირ­ვე­ლად მეს­მის აღ­ნიშ­ნუ­ლი. არა­ნა­ი­რი რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი არ იგეგ­მე­ბა! - ასე უპა­სუ­ხა თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვას, რო­მე­ლიც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რის, კახა კა­ხიშ­ვი­ლის მიერ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას შე­ე­ხე­ბო­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი შე­საძ­ლოა, 2026 წელს და­ი­ნიშ­ნოს.

  • ამას­თან, რო­გორც კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი კი 2028 წელს იქ­ნე­ბა.

"პირ­ვე­ლად მეს­მის აღ­ნიშ­ნუ­ლი. არა­ნა­ი­რი რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი არ იგეგ­მე­ბა. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ ემ­ზა­დე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ჩა­ვა­ტა­როთ ღირ­სე­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია, შევ­ხვდეთ მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით მო­სახ­ლე­ო­ბას, არ დავ­ტო­ვოთ არ­ცერ­თი ქა­ლა­ქი, რა­ი­ო­ნი, სო­ფე­ლი, უბ­ნე­ბის დო­ნე­ზეც კი მი­ვი­დეთ და ხალ­ხს ვუ­თხრათ თუ რის გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებთ, რო­გორ ვა­პი­რებთ იმ გა­მოწ­ვე­ვებს ვუ­პა­სუ­ხოთ, რაც დღეს დგას და სა­ჭი­როა მოგ­ვა­რე­ბუ­ლი იყოს. შე­სა­ბა­მი­სად, არა­ნა­ი­რი რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი არ იგეგ­მე­ბა, 2028 წელს ჩა­ტარ­დე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი რო­გორც ეს კონ­სტი­ტუ­ცი­ი­თა და კა­ნო­ნით არის გა­წე­რი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ოპო­ზი­ცი­ა­ში ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გა­დას­ვლას, აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა არ ვიცი სა­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იქნა გა­კე­თე­ბუ­ლი. გა­მი­ჭირ­დე­ბა ამა­ზე პა­სუ­ხი. რაც შე­ე­ხე­ბა ოპო­ზი­ცი­ურ ველს, ზო­გა­დად, ძა­ლი­ან დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბია. არ­სე­ბობს უკვე დიდი პლატ­ფორ­მა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმის, რომ გაჩ­ნდეს ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი. ოპო­ზი­ცია ფაქ­ტობ­რი­ვად არ არ­სე­ბობს, არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა­ში რა­დი­კა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა, რო­მე­ლიც არის გა­მარ­გი­ნა­ლე­ბუ­ლი და მხო­ლოდ და მხო­ლოდ წარ­მო­ად­გეს პრობ­ლე­მას რო­გორც სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის, ასე­ვე ქვეყ­ნი­სა და ამ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის.

ჩვენ ვართ რი­გი­თი ჯა­რის­კა­ცე­ბი, ვემ­სა­ხუ­რე­ბით ჩვენს ქვე­ყა­ნას და ვა­კე­თებთ ისეთ საქ­მეს, რო­მე­ლიც, პირ­ველ რიგ­ში, ჩვენს სამ­შობ­ლო­სა და ამ ქვეყ­ნის ხვა­ლინ­დელ დღეს წა­ად­გე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, კახა კა­ხიშ­ვილ­მა, გა­და­ცე­მა „360 გრა­დუს­ში“ სტუმ­რო­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი შე­საძ­ლოა 2026 წელს და­ი­ნიშ­ნოს. ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა შე­საძ­ლოა „ნამ­დვი­ლი ოპო­ზი­ცია“ შექ­მნას და თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძეს, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილს და იმ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხოთ და „ისე დარ­ჩნენ“, [ოპო­ზი­ცი­ა­ში] თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ჩვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეთ. ამა­ვე კონ­ტექ­სტში კა­ხიშ­ვილ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლიც ახ­სე­ნა, რო­მე­ლიც, მისი აზ­რით, „მოვა დრო და წავა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"პირველად მესმის, არანაირი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება!" - კალაძე კახიშვილის განცხადებაზე

"პირველად მესმის, არანაირი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება!" - კალაძე კახიშვილის განცხადებაზე

პირველად მესმის აღნიშნული. არანაირი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება! - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრის, კახა კახიშვილის მიერ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, 2026 წელს დაინიშნოს.

  • ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება, საპარლამენტო არჩევნები კი 2028 წელს იქნება.

"პირველად მესმის აღნიშნული. არანაირი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩავატაროთ ღირსეული საარჩევნო კამპანია, შევხვდეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას, არ დავტოვოთ არცერთი ქალაქი, რაიონი, სოფელი, უბნების დონეზეც კი მივიდეთ და ხალხს ვუთხრათ თუ რის გაკეთებას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ იმ გამოწვევებს ვუპასუხოთ, რაც დღეს დგას და საჭიროა მოგვარებული იყოს. შესაბამისად, არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იგეგმება, 2028 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები როგორც ეს კონსტიტუციითა და კანონით არის გაწერილი.

რაც შეეხება ოპოზიციაში ირაკლი ღარიბაშვილის გადასვლას, აღნიშნული განცხადება არ ვიცი საიდან გამომდინარე იქნა გაკეთებული. გამიჭირდება ამაზე პასუხი. რაც შეეხება ოპოზიციურ ველს, ზოგადად, ძალიან დიდი შესაძლებლობებია. არსებობს უკვე დიდი პლატფორმა და შესაძლებლობა იმის, რომ გაჩნდეს ახალი პოლიტიკური პარტიები. ოპოზიცია ფაქტობრივად არ არსებობს, არსებობს ქვეყანაში რადიკალური დაჯგუფება, რომელიც არის გამარგინალებული და მხოლოდ და მხოლოდ წარმოადგეს პრობლემას როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე ქვეყნისა და ამ ქვეყნის განვითარებისთვის.

ჩვენ ვართ რიგითი ჯარისკაცები, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ვაკეთებთ ისეთ საქმეს, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენს სამშობლოსა და ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს წაადგება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, კახა კახიშვილმა, გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას აღნიშნა, რომ რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა 2026 წელს დაინიშნოს. ამასთან, მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა „ნამდვილი ოპოზიცია“ შექმნას და თორნიკე რიჟვაძეს, გრიგოლ ლილუაშვილს და იმ ადამიანებს, რომელთაც საკადრო ცვლილებები შეეხოთ და „ისე დარჩნენ“, [ოპოზიციაში] თავისი შესაძლებლობების ჩვენების საშუალება მიეცეთ. ამავე კონტექსტში კახიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილიც ახსენა, რომელიც, მისი აზრით, „მოვა დრო და წავა „ქართული ოცნებიდან“.

წაიკითხეთ ასევე: