სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ კომპანია Arup-თან თანამშრომლობით ბათუმის ხელოვნური კუნძულის უნიკალური არქიტექტურული ხედვის კონცეფციას ქმნის
„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ კომპანია Arup-თან თანამშრომლობით ბათუმის ხელოვნური კუნძულის უნიკალური არქიტექტურული ხედვის კონცეფციას ქმნის

ამ­ბა­სა­დო­რი აი­ლენდ ბა­თუმ­სა“ და ბრი­ტა­ნულ კომ­პა­ნია ARUP-ს შო­რის ხელი მო­ე­წე­რა თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ბა­თუ­მის ორ ხე­ლოვ­ნურ ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­სა და ერთ კუნ­ძულ­ზე აშე­ნე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბის მო­ცუ­ლო­ბის, ფა­სა­დის დი­ზა­ი­ნის, სტი­ლი­სა და ურ­ბა­ნუ­ლი და­გეგ­მა­რე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რის კონ­ცეფ­ცი­ის შე­მუ­შა­ვე­ბის­თვის. ინ­ვეს­ტო­რე­ბის მიერ საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ნო­ბე­ბის და­გეგ­მა­რე­ბა და მშე­ნებ­ლო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სტი­ლის­ტი­კი­სა და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო ნორ­მე­ბის დაც­ვით. ეს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს პრო­ექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის თან­მიმ­დევ­რულ და მდგრად არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ხედ­ვას და ბუ­ნებ­რივ შერ­წყმას ბა­თუ­მის კულ­ტუ­რულ ლან­დშაფტ­თან. თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მიზ­ნად ისა­ხავს სა­ინ­ვეს­ტი­ციო უსაფრ­თხო­ე­ბის ზრდას პრო­ექ­ტე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი ხა­რის­ხით. ამ­გვა­რი ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი მიდ­გო­მა სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ იქ­ნას მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­აჩ­ქა­რებს ცალ­კე­ულ სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფარ­თობ­ზე მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბის პრო­ცესს და პრო­ექ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას.

Arup ჩარ­თუ­ლია მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნი­მე წამ­ყვა­ნი ქა­ლა­ქის და­გეგ­მა­რე­ბა­ში. კომ­პა­ნი­ის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი კონ­ცეფ­ცი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს შე­ას­რუ­ლებს, რათა ბა­თუ­მის ხა­სი­ა­თი და სი­ხა­ლი­სე ინო­ვა­ცი­უ­რი და ეკო­ლო­გი­უ­რად მდგრა­დი პრინ­ცი­პე­ბით წარ­მო­ჩინ­დეს. უპირ­ვე­ლე­სი მი­ზა­ნია ისე­თი ფა­სა­დე­ბის შექ­მნა, რომ­ლე­ბიც უნი­კა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა რო­გორც სა­კულ­ტო, ისე პრაქ­ტი­კუ­ლი შე­ნო­ბე­ბის შექ­მნას.

Arup გლო­ბა­ლუ­რი სა­ინ­ჟინ­რო და სა­კონ­სულ­ტა­ციო ფირ­მაა, რო­მელ­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა მრა­ვა­ლი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, და რო­მე­ლიც და­გეგ­მვის პრო­ცეს­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს ინო­ვა­ცი­ურ და მდგრად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. 95 ოფი­სით 37 ქვე­ყა­ნა­ში და 19000-ზე მეტი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი თა­ნამ­შრომ­ლით, კომ­პა­ნია შთამ­ბეჭ­და­ვად მრა­ვალ­ფე­რო­ვან სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლებს ფა­სა­დე­ბის ინ­ჟი­ნე­რი­ის, არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი დი­ზა­ი­ნის, სტრუქ­ტუ­რუ­ლი ინ­ჟი­ნე­რი­ის, ეფექ­ტუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სქე­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბი­სა და გა­მორ­ჩე­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტე­ბის მდგრა­დი ურ­ბა­ნუ­ლი დი­ზა­ი­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

Arup-ის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პორ­ტფო­ლიო მო­ი­ცავს ისეთ პრო­ექ­ტებს, რო­გო­რე­ბი­ცაა:

სიდ­ნე­ის ოპე­რის სახ­ლი (ავ­სტრა­ლია) - სიდ­ნე­ის სა­კულ­ტო კულ­ტუ­რუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა;

მა­რი­ნა ბეი სენ­დსი (სინ­გა­პუ­რი) - გა­მორ­ჩე­უ­ლი და ინო­ვა­ცი­უ­რი 5 ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო, რო­მე­ლიც სინ­გა­პუ­რის ერთ-ერთ ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბად იქცა;

პე­კი­ნის ეროვ­ნუ­ლი სტა­დი­ო­ნი (ჩი­ნე­თი) - თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ჟი­ნე­რი­ის ერთ-ერთი სა­მა­გა­ლი­თო ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა;

ვერ­ტი­კა­ლუ­რი ტყე (იტა­ლია) - მო­წი­ნა­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შექ­მნი­ლი მდგრა­დი შე­ნო­ბის კონ­ცეფ­ცია, რო­მე­ლიც ურ­ბა­ნუ­ლი და­გეგ­მა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით ახალ სი­ტყვად შე­იძ­ლე­ბა იქ­ნეს აღ­ქმუ­ლი.

სა­მარ­ყან­დის აბ­რე­შუ­მის გზის ტუ­რის­ტუ­ლი ცენ­ტრი (უზ­ბე­კე­თი) - სა­მარ­ყან­დის მოგ­ზა­ურ­თა კუ­რორ­ტი, რომ­ლის დი­ზა­ინ­შიც მდგრა­დო­ბა და ინ­კლუ­ზია მთა­ვა­რი წარმ­მარ­თვე­ლი ძა­ლაა.

კო­ნი­ას ტრო­პი­კუ­ლი პეპ­ლე­ბის ბაღი (თურ­ქე­თი) - პეპ­ლე­ბის მდგრა­დი ორან­ჟე­რეა თურ­ქეთ­ში და კო­ნი­ას სა­კულ­ტო სა­ნა­ხა­ო­ბა.

ტაშ­კენ­ტის­სას­ტუმ­რო "ჰილ­ტო­ნი" (უზ­ბე­კე­თი) - პრეს­ტი­ჟუ­ლი 5 ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო ტაშ­კენ­ტში.

"პრო­ექ­ტის­თვის, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვაა, უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე გლო­ბა­ლურ კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რომ­ლებ­საც, გარ­და ხა­რის­ხი­ა­ნი სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბი­სა, შე­უძ­ლი­ათ სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბაც. Arup-თან ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს არა მხო­ლოდ ჩვე­ნი პრო­ექ­ტის­თვის, არა­მედ ზო­გა­დად ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. მსგავ­სი პროგ­რე­სუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ხელს შე­უ­წყობს სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღა­ლი მხატ­ვრუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის და­მა­ტე­ბი­თი შე­ნო­ბე­ბის შექ­მნას. ეს შე­ნო­ბე­ბი სა­ბო­ლო­ოდ ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბას და მშე­ნებ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სექ­ტო­რის სტან­დარ­ტე­ბის ახალ, უფრო მა­ღალ დო­ნე­ზე გა­დას­ვლას" - გა­ნა­ცხა­და ამ­ბა­სა­დო­რი აი­ლენდ ბა­თუ­მის დი­რექ­ტორ­მა გოჩა კამ­კი­ამ.

“ამ­ბა­სა­დო­რი აი­ლენდ ბა­თუ­მი - ეს ის ად­გი­ლია, სა­დაც იქ­მნე­ბა თვითმყო­ფა­დი და მიმ­ზიდ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სივ­რცე­ე­ბი, მო­ხერ­ხე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და ურ­ბა­ნუ­ლი ად­გი­ლე­ბი, მდგრა­დი და გამ­ძლე ეკო­სის­ტე­მა. ის გვთა­ვა­ზობს ქა­ლა­ქის გა­შე­ნე­ბის­თვის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გა­რე­მოს დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლით, რო­გორც ტუ­რის­ტუ­ლი ცენ­ტრე­ბის, ისე ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის, რად­გან ეს იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხე­ლოვ­ნუ­რი კუნ­ძუ­ლის პრო­ექ­ტი შავი ზღვის რე­გი­ონ­ში” - ალევ ჩაკ­მა­კი, Arup Türkiye-ს ასო­ცი­რე­ბუ­ლი დი­რექ­ტო­რი.

ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც გრძელ­ვა­დი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის პრინ­ცი­პე­ბის სრუ­ლი დაც­ვით, ორი ხე­ლოვ­ნუ­რი ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი­სა და ერთი ხე­ლოვ­ნუ­რი კუნ­ძუ­ლის, ზღვა­ში ფორ­მი­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად, რე­გი­ო­ნის სა­ნა­პი­რო ზო­ლის ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ახ­ლე­ბურ სტან­დარტს და­ად­გენს, რო­მე­ლიც ტე­რი­ტო­რი­ის ფი­ზი­კუ­რი გა­ფარ­თო­ე­ბის კვალ­დაკ­ვალ, მო­მავ­ლის ქა­ლა­ქებ­ზე, ჩვე­ნი წარ­მოდ­გე­ნე­ბის ჰო­რი­ზონ­ტსაც შეც­ვლის.

მიმ­დი­ნა­რე პე­რი­ოდ­ში, ამ­ბა­სა­დო­რი აი­ლენდ ბა­თუ­მის საპ­რო­ექ­ტო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აქ­ტი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, მარ­ცხე­ნა ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის ტე­რი­ტო­რი­ის 25 ჰექ­ტა­რი, ხოლო მარ­ჯვე­ნა ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის 3 ჰექ­ტა­რი უკვე ფორ­მი­რე­ბუ­ლია, რაც სრუ­ლი საპ­რო­ექ­ტო არე­ა­ლის მე­ო­თხედს აღე­მა­ტე­ბა და ნა­კისრ სა­ინ­ვეს­ტი­ციო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, 5 წლით უს­წრებს წინ.

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ კომპანია Arup-თან თანამშრომლობით ბათუმის ხელოვნური კუნძულის უნიკალური არქიტექტურული ხედვის კონცეფციას ქმნის

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ კომპანია Arup-თან თანამშრომლობით ბათუმის ხელოვნური კუნძულის უნიკალური არქიტექტურული ხედვის კონცეფციას ქმნის

ამბასადორი აილენდ ბათუმსა“ და ბრიტანულ კომპანია ARUP-ს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობას ბათუმის ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულსა და ერთ კუნძულზე აშენებული შენობების მოცულობის, ფასადის დიზაინის, სტილისა და ურბანული დაგეგმარების არქიტექტურის კონცეფციის შემუშავებისთვის. ინვესტორების მიერ საპროექტო ტერიტორიაზე შენობების დაგეგმარება და მშენებლობა განხორციელდება წინასწარ შემუშავებული სტილისტიკისა და სახელმძღვანელო ნორმების დაცვით. ეს სტრატეგიული პარტნიორობა უზრუნველყოფს პროექტის განვითარების თანმიმდევრულ და მდგრად არქიტექტურულ ხედვას და ბუნებრივ შერწყმას ბათუმის კულტურულ ლანდშაფტთან. თანამშრომლობა მიზნად ისახავს საინვესტიციო უსაფრთხოების ზრდას პროექტების გამორჩეული ხარისხით. ამგვარი ყოვლისმომცველი მიდგომა საშუალებას იძლევა, გათვალისწინებულ იქნას მსოფლიოში არსებული ტექნოლოგიური სიახლეები, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს ცალკეულ საინვესტიციო ფართობზე მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესს და პროექტის რეალიზაციას.

Arup ჩართულია მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი ქალაქის დაგეგმარებაში. კომპანიის დიდი გამოცდილება ღირსშესანიშნავი არქიტექტურული კონცეფციების შემუშავებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, რათა ბათუმის ხასიათი და სიხალისე ინოვაციური და ეკოლოგიურად მდგრადი პრინციპებით წარმოჩინდეს. უპირველესი მიზანია ისეთი ფასადების შექმნა, რომლებიც უნიკალური დიზაინის საშუალებით მოემსახურება როგორც საკულტო, ისე პრაქტიკული შენობების შექმნას.

Arup გლობალური საინჟინრო და საკონსულტაციო ფირმაა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მრავალი მასშტაბური პროექტის შემუშავებასა და განხორციელებაში, და რომელიც დაგეგმვის პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ინოვაციურ და მდგრად გადაწყვეტილებებს. 95 ოფისით 37 ქვეყანაში და 19000-ზე მეტი პროფესიონალი თანამშრომლით, კომპანია შთამბეჭდავად მრავალფეროვან სამუშაოებს ასრულებს ფასადების ინჟინერიის, არქიტექტურული დიზაინის, სტრუქტურული ინჟინერიის, ეფექტური სატრანსპორტო სქემების შემუშავებისა და გამორჩეული მნიშვნელობის ობიექტების მდგრადი ურბანული დიზაინის განვითარებაში.

Arup-ის მრავალფეროვანი პორტფოლიო მოიცავს ისეთ პროექტებს, როგორებიცაა:

სიდნეის ოპერის სახლი (ავსტრალია) - სიდნეის საკულტო კულტურული ღირსშესანიშნაობა;

მარინა ბეი სენდსი (სინგაპური) - გამორჩეული და ინოვაციური 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც სინგაპურის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად იქცა;

პეკინის ეროვნული სტადიონი (ჩინეთი) - თანამედროვე ინჟინერიის ერთ-ერთი სამაგალითო ღირსშესანიშნაობა;

ვერტიკალური ტყე (იტალია) - მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი მდგრადი შენობის კონცეფცია, რომელიც ურბანული დაგეგმარების თვალსაზრისით ახალ სიტყვად შეიძლება იქნეს აღქმული.

სამარყანდის აბრეშუმის გზის ტურისტული ცენტრი (უზბეკეთი) - სამარყანდის მოგზაურთა კურორტი, რომლის დიზაინშიც მდგრადობა და ინკლუზია მთავარი წარმმართველი ძალაა.

კონიას ტროპიკული პეპლების ბაღი (თურქეთი) - პეპლების მდგრადი ორანჟერეა თურქეთში და კონიას საკულტო სანახაობა.

ტაშკენტისსასტუმრო "ჰილტონი" (უზბეკეთი) - პრესტიჟული 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ტაშკენტში.

"პროექტისთვის, რომელიც ისტორიულად მნიშვნელოვანი ინიციატივაა, უაღრესად მნიშვნელოვანია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გლობალურ კომპანიებთან თანამშრომლობა, რომლებსაც, გარდა ხარისხიანი სერვისების მიწოდებისა, შეუძლიათ საკუთარი გამოცდილების გაზიარებაც. Arup-თან ამ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ჩვენი პროექტისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის. მსგავსი პროგრესული ნაბიჯები დროთა განმავლობაში ხელს შეუწყობს საქართველოში მაღალი მხატვრული ღირებულების დამატებითი შენობების შექმნას. ეს შენობები საბოლოოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და მშენებლობისა და განვითარების სექტორის სტანდარტების ახალ, უფრო მაღალ დონეზე გადასვლას" - განაცხადა ამბასადორი აილენდ ბათუმის დირექტორმა გოჩა კამკიამ.

“ამბასადორი აილენდ ბათუმი - ეს ის ადგილია, სადაც იქმნება თვითმყოფადი და მიმზიდველი საზოგადოებრივი სივრცეები, მოხერხებული საცხოვრებელი და ურბანული ადგილები, მდგრადი და გამძლე ეკოსისტემა. ის გვთავაზობს ქალაქის გაშენებისთვის მაღალი ხარისხის გარემოს დიდი პოტენციალით, როგორც ტურისტული ცენტრების, ისე ინვესტორებისთვის, რადგან ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი ხელოვნური კუნძულის პროექტი შავი ზღვის რეგიონში” - ალევ ჩაკმაკი, Arup Türkiye-ს ასოცირებული დირექტორი.

ინოვაციური პროექტი, რომელიც გრძელვადიანი განვითარების პრინციპების სრული დაცვით, ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის, ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, რეგიონის სანაპირო ზოლის ურბანული განვითარების ახლებურ სტანდარტს დაადგენს, რომელიც ტერიტორიის ფიზიკური გაფართოების კვალდაკვალ, მომავლის ქალაქებზე, ჩვენი წარმოდგენების ჰორიზონტსაც შეცვლის.

მიმდინარე პერიოდში, ამბასადორი აილენდ ბათუმის საპროექტო ტერიტორიაზე აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს და პროექტით გათვალისწინებული, მარცხენა ნახევარკუნძულის ტერიტორიის 25 ჰექტარი, ხოლო მარჯვენა ნახევარკუნძულის 3 ჰექტარი უკვე ფორმირებულია, რაც სრული საპროექტო არეალის მეოთხედს აღემატება და ნაკისრ საინვესტიციო ვალდებულებებს, 5 წლით უსწრებს წინ.

(R)