სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქონება იპოთეკით მაქვს დატვირთული, 100 000 ლარი მაქვს სესხი... სპორტული ინტერესი მკლავს, რომ ეს გირაო არ გადავიხადო და ის ერთი წელი ციხეში წავიდე" - ოქრუაშვილი
"ქონება იპოთეკით მაქვს დატვირთული, 100 000 ლარი მაქვს სესხი... სპორტული ინტერესი მკლავს, რომ ეს გირაო არ გადავიხადო და ის ერთი წელი ციხეში წავიდე" - ოქრუაშვილი

8-წლი­ან მუხ­ლზე არ დავ­მა­ლულ­ვარ და ერ­თწ­ლი­ან მუხ­ლზე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­ვი­მა­ლო, - ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც ოქ­რუ­აშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, მის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მის წარ­მო­ე­ბა 6 წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ გას­ვლის მი­უ­ხე­და­ვად, ის ყო­ველ ჯერ­ზე უკან დაბ­რუნ­და და არ­სად მი­მა­ლუ­ლა.

ამას­თან, მან პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას უპა­სუ­ხა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც უწყე­ბა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 20 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბას და სა­ზღვრის კვე­თის აკ­რძალ­ვას ითხოვს.

"ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც ჩემს სა­კუთ­რე­ბა­შია, იპო­თე­კით მაქვს დატ­ვირ­თუ­ლი და 100 000 ლარი მაქვს სეს­ხი, 10 000 ევრო კი ბავ­შვე­ბის სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი და­სა­ფა­რი.

წი­ნა­აღ­მდე­გი ვართ ორი­ვე ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს ჩემს მი­მართ. სპორ­ტუ­ლი ინ­ტე­რე­სი მკლავს, რომ ეს გი­რაო არ გა­და­ვი­ხა­დო და ის ერთი წელი ცი­ხე­ში წა­ვი­დე, ვიდ­რე ქვე­ყა­ნა­ში გი­სო­სებ­ში ვიჯ­დე“, - გა­ნა­ცხა­და ოქ­რუ­აშ­ვილ­მა.

  • ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 20 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­და და საქ­მის წარ­მო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე აეკ­რძა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის კვე­თა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ლელა მა­რი­დაშ­ვილ­მა მი­ი­ღო. მი­სი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ოქ­რუ­აშ­ვილს გი­რა­ოს გა­დახ­დის ვა­დად 30 დღე გა­ნე­სა­ზღვრა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის 20 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის კვე­თის აკ­რძალ­ვას მო­ი­თხოვ­და, დაც­ვის მხა­რე კი მისი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას ითხოვ­და.

"შე­იძ­ლე­ბა ასეც მო­ვიქ­ცე და არ გა­და­ვი­ხა­დო.... ძვე­ლი, ცუდი დრო რომ იყო, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ბნე­ლი და უკუ­ნი რომ იყო, მა­შინ ივა­ნიშ­ვილ­მა შე­მოგ­ვით­ვა­ლა, ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვილს ფული წა­არ­თვით, ეგე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლად ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბე­ნო, ეგეთ­ში ალ­ბათ, მდი­დარ ადა­მი­ა­ნებს გუ­ლის­ხმობ­და. ზუს­ტად, ამ ფი­ლო­სო­ფი­ით ცხოვ­რობს დღე­საც, თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ იზო­მე­ბა არც 20 000 ლა­რად, არც 50 000 ლა­რად და არც სა­ზღვრის კვე­თის აკ­რძალ­ვად. თა­ვი­სუფ­ლე­ბას აქვს სხვა ფასი, მაგ­რამ ის ამას ვე­ღარ გა­ი­გებს ვე­ღა­რას­დროს, მაგ ასაკ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი აღარ იც­ვლე­ბი­ან",- გა­ნა­ცხა­და ოქ­რუ­აშ­ვილ­მა პრო­ცე­სის შემ­დეგ.

ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის მი­სა­ცე­მად 26 მარტს და­ი­ბა­რეს, სა­დაც მან მის­ვლა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, რის შემ­დე­გაც, თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში და­ი­ბა­რეს ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად, მან სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის კი­თხვებს მა­გის­ტრა­ტი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე უპა­სუ­ხა.

ცნო­ბის­თვის, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 349-ე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც "სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას" გუ­ლის­ხმობს. ეს ქმე­დე­ბა ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით, ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ერთ წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის, ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით სამ წლამ­დე.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ქონება იპოთეკით მაქვს დატვირთული, 100 000 ლარი მაქვს სესხი... სპორტული ინტერესი მკლავს, რომ ეს გირაო არ გადავიხადო და ის ერთი წელი ციხეში წავიდე" - ოქრუაშვილი

"ქონება იპოთეკით მაქვს დატვირთული, 100 000 ლარი მაქვს სესხი... სპორტული ინტერესი მკლავს, რომ ეს გირაო არ გადავიხადო და ის ერთი წელი ციხეში წავიდე" - ოქრუაშვილი

8-წლიან მუხლზე არ დავმალულვარ და ერთწლიან მუხლზე როგორ შეიძლება დავიმალო, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

  • როგორც ოქრუაშვილმა განმარტა, მის წინააღმდეგ საქმის წარმოება 6 წელია მიმდინარეობს, თუმცა, საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლის მიუხედავად, ის ყოველ ჯერზე უკან დაბრუნდა და არსად მიმალულა.

ამასთან, მან პროკურატურის შუამდგომლობას უპასუხა, რომლის მიხედვითაც უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას და საზღვრის კვეთის აკრძალვას ითხოვს.

"ქონება, რომელიც ჩემს საკუთრებაშია, იპოთეკით მაქვს დატვირთული და 100 000 ლარი მაქვს სესხი, 10 000 ევრო კი ბავშვების სწავლის საფასური დასაფარი.

წინააღმდეგი ვართ ორივე ღონისძიება გამოყენებული იყოს ჩემს მიმართ. სპორტული ინტერესი მკლავს, რომ ეს გირაო არ გადავიხადო და ის ერთი წელი ციხეში წავიდე, ვიდრე ქვეყანაში გისოსებში ვიჯდე“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

  • ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საქმის წარმოების დასრულებამდე აეკრძალა საქართველოს საზღვრის კვეთა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა მიიღო. მისივე გადაწყვეტილებით, ოქრუაშვილს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრა.

პროკურატურა ბრალდებულის 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის აკრძალვას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

"შეიძლება ასეც მოვიქცე და არ გადავიხადო.... ძველი, ცუდი დრო რომ იყო, წინა ხელისუფლების, ბნელი და უკუნი რომ იყო, მაშინ ივანიშვილმა შემოგვითვალა, ბადრი პატარკაციშვილს ფული წაართვით, ეგეთი ადამიანები ყველაზე მტკივნეულად ამაზე რეაგირებენო, ეგეთში ალბათ, მდიდარ ადამიანებს გულისხმობდა. ზუსტად, ამ ფილოსოფიით ცხოვრობს დღესაც, თავისუფლება არ იზომება არც 20 000 ლარად, არც 50 000 ლარად და არც საზღვრის კვეთის აკრძალვად. თავისუფლებას აქვს სხვა ფასი, მაგრამ ის ამას ვეღარ გაიგებს ვეღარასდროს, მაგ ასაკში ადამიანები აღარ იცვლებიან",- განაცხადა ოქრუაშვილმა პროცესის შემდეგ.

ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 26 მარტს დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიბარეს ჩვენების მისაცემად, მან საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

წაიკითხეთ ასევე: