პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისლამში ყოფილა დაშვებული, რომ ადამიანი თავად ატარებს რიტუალს და ქალს მეუღლედ აცხადებს. მას მერე, რაც ქორწინების უფლება არ მოგვცეს, ეს რიტუალი ჩაატარა თემურმა" - ვინ არის და რას ჰყვება "ბათუმელი მედროშის" რჩეული?
"ისლამში ყოფილა დაშვებული, რომ ადამიანი თავად ატარებს რიტუალს და ქალს მეუღლედ აცხადებს. მას მერე, რაც ქორწინების უფლება არ მოგვცეს,  ეს რიტუალი ჩაატარა თემურმა" - ვინ არის და რას ჰყვება "ბათუმელი მედროშის" რჩეული?

56 წლის თე­მურ ქა­თა­მა­ძე, 16 იან­ვრის შემ­დეგ და­კა­ვე­ბუ­ლია. აქ­ტი­ვის­ტი პირ­ვე­ლად ბა­თუმ­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვეს, 16 იან­ვარს სამ­ტრე­დი­ის იზო­ლა­ტო­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ კი ისევ და­ა­კა­ვეს.

ქა­თა­მა­ძე მუ­ჰა­ჯი­რე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლია. ის სა­ქარ­თვე­ლო­ში 2012 წლი­დან ცხოვ­რობს და მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თი მცდე­ლო­ბი­სა, ჯე­რაც არ აქვს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა.

"ბა­თუ­მე­ლი მედ­რო­შის" სა­ხე­ლი და გვა­რი გა­ფ­ფარ ილ­მა­ზია, ქარ­თუ­ლად თე­მურ ქა­თა­მაძე. ის თურ­ქე­თის ქარ­თვე­ლე­ბი­დან არის და რო­გორც ამ­ბობს, მისი წი­ნაპ­რე­ბი მუ­ჰა­ჯი­რე­ბი იყ­ვნენ, 150 წლის წინ, ქო­ბუ­ლე­თის სო­ფელ ხი­ნო­დან წა­ვიდ­ნენ ორ­დუს პრო­ვინ­ცი­ა­ში, კერ­ძოდ, ფა­ცა­ში ჩა­სახლლ­დნენ

თე­მურ ქა­თა­მა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლად 1991 წელს ეს­ტუმ­რა და მას შემ­დეგ, არა­ერ­თხელ სცა­და ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბა. ის ქარ­თულ სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ხში­რად ეს­წრე­ბო­და აქ­ცი­ებს, აპ­რო­ტეს­ტებ­და "გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნონს“, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მას "ბა­თუ­მე­ლი მედ­რო­შე“ შე­არ­ქვეს.

სტამ­ბოლ­ში და­ბა­დე­ბულ ქა­თა­მა­ძეს ახლა ქარ­თუ­ლი ცი­ხი­დან თურ­ქეთ­ში გა­ძე­ვე­ბა ემუქ­რე­ბა. მედ­რო­შეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან 25 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. წლე­ბის შემ­დეგ, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულს სიყ­ვა­რუ­ლი კი­დევ ერთხელ ეწ­ვია. მისი რჩე­უ­ლი ნინო კა­კუ­ლია, გვიყ­ვე­ბა იმ რთულ გზა­ზე, რო­მელ­საც ბა­ტონ თე­მურ­თან ერ­თად წლე­ბია გა­დის:

- აფხა­ზეთ­ში და­ვი­ბა­დე, ოჩამ­ჩი­რე­ში. ომი რომ და­ი­წყო, 10 წლის ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მთე­ლი ეს პე­რი­ოდ­ში იქ ვცხოვ­რობ­დით, მამა იბ­რძო­და სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნო­ბის­თვის. ჩემი მშობ­ლე­ბი ერთ-ერთი ბო­ლო­ე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ აფხა­ზე­თი­დან. შემ­დეგ გა­და­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად ციმ­ბირ­ში, სა­დაც და­ვამ­თავ­რე სკო­ლა და პირ­ვე­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა იქ მი­ვი­ღე. 2002 წელს გა­მო­ვი­ქე­ცი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ძა­ლი­ან მინ­დო­და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა, ქარ­თუ­ლი ენა არ ვი­ცო­დი. ჩემი ნატ­ვრა იყო ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ოჯა­ხი შე­მექ­ნა და ჩემი შვი­ლე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ. მას შემ­დეგ ბა­თუმ­ში ვცხოვ­რობ და მარ­ტო ვზრდი ორ ბიჭს, რომ­ლე­ბიც ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან. შვი­დი წლის წინ დავ­ქვრივ­დი, პრო­ფე­სი­ით პე­და­გო­გი, ლო­გო­პე­დი ვარ, წარ­სულ­ში მთარ­გმნე­ლად ვმუ­შა­ობ­დი. თე­მურ­თან და­ახ­ლო­ე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზიც ეს იყო, რომ ჩვენ­თვის ორი­ვეს­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი თემა იყო ქარ­თვე­ლო­ბა და ამან დაგ­ვა­ახ­ლო­ვა.

- თე­მურ ქა­თა­მა­ძე რო­გორ გა­ი­ცა­ნით?

- თა­ვი­დან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით. თე­მუ­რი მარ­თავ­და თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის შექ­მნილ "ფე­ის­ბუქგ­ვერდს". იმ პე­რი­ოდ­ში მე თურ­ქულს ვსწავ­ლობ­დი და გავ­წევ­რდი მეც. ჩემი კო­მენ­ტა­რე­ბით და­ინ­ტე­რეს­და და და­ვი­წყეთ მი­მო­წე­რა. თით­ქმის ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, თქვე­ნო­ბით მივ­მარ­თავ­დით ერ­თმა­ნეთს, ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დით. ვეხ­მა­რე­ბო­დი სტა­ტი­ე­ბის თარ­გმნა­ში, რო­დე­საც თა­ვად დრო არ ჰქონ­და.

თე­მუ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სარ­ჩე­ნად 2013 წელს ჩა­მო­ვი­და და ჩვენ ერ­თმა­ნე­თი 2019 წელს გა­ვი­ცა­ნით. ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით პრო­ექ­ტებ­ზე, თუმ­ცა შემ­დეგ სხვა ეტაპ­ზე გა­და­ვი­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. თა­ვი­დან ვმე­გობ­რობ­დით, მეხ­მა­რე­ბო­და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში, იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხებ­ში. თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და­ი­წყო ჩვე­ნი ნაც­ნო­ბო­ბა, შემ­დგე მე­გობ­რულ, თბილ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და და მოგ­ვი­ა­ნე­ბით სხვა ეტაპ­ზე გა­და­ვი­და. შე­უღ­ლე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ, თუმ­ცა ამ პე­რი­ოდ­ში ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

- რა­ტომ არ მოგ­ცათ ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ქორ­წი­ნე­ბის უფ­ლე­ბა?

- რო­დე­საც თე­მურ­მა მიგ­რა­ცი­ის იზო­ლა­ტო­რის უფ­რო­სო­ბას მი­მარ­თა, ნება არ დარ­თეს კი არა, პა­სუ­ხიც არ აღირ­სეს. ვფიქ­რობ, რომ თე­მუ­რი ხში­რად აწუ­ხებთ და ითხოვს იმას, რაც მას კა­ნო­ნით ეკუთ­ვნის. მათ კი ეზა­რე­ბათ, ხში­რად არც უნ­დათ, მე მგო­ნი სა­მა­გი­ე­როს უხ­დი­ან, როცა არ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ მის გან­ცხა­დე­ბას. ასე­ვე პრობ­ლე­მებს ქმნი­ან პრო­დუქ­ტე­ბის, ნივ­თე­ბის შეგ­ზავ­ნა­ზე, ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, ოღონდ ნერ­ვე­ბი მო­უ­შა­ლონ თე­მურ­საც და მის ახ­ლობ­ლებ­საც.

- ცი­ხე­ში და­ქორ­წი­ნე­ბა მისი სურ­ვი­ლი იყო?

- რა თქმა უნდა, ად­რეც გვი­სა­უბ­რია ამ თე­მა­ზე, მაგ­რამ ვფიქ­რობ­დით, რაღა დროს ეგ არი­სო. ახლა როცა დად­გა მისი გა­ძე­ვე­ბის სა­კი­თხი და შე­იძ­ლე­ბა აქ ვე­ღარ დაბ­რუნ­დეს, მის­თვის სიმ­ბო­ლუ­რად ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ეს ქორ­წი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდა­რი­ყო. თა­ვის ცხოვ­რე­ბის ორ­მო­ცი წელი, ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბის გაღ­ვი­ძე­ბას მი­უ­ძღვნა თურ­ქეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებ­ში, ამ იდე­ით საზ­რდო­ობს.

როცა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან ქორ­წი­ნე­ბა­ზე პა­სუ­ხი არ მო­ვი­და, ის­ლამ­ში ყო­ფი­ლა დაშ­ვე­ბუ­ლი რომ ადა­მი­ა­ნი თა­ვად ატა­რებს რი­ტუ­ალს და ქალს მე­უღ­ლედ აცხა­დებს. სწო­რედ ეს რი­ტუ­ა­ლი ჩა­ა­ტა­რა თე­მურ­მა. ამ დროს სიმ­ბო­ლუ­რად დევს პური, დრო­შა და მა­მა­კა­ცის ულ­ვა­შის ორი ღერი, რო­გორც ფი­ცის ნა­წი­ლი. პურ­ზე და­ი­ფი­ცა, გად­მომ­ცა თა­ვი­სი ულ­ვა­შის ორი ღერი, ასე­ვე და­ი­ფი­ცა სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა­ზე, რო­მე­ლიც მე მი­ვე­ცი და ასე შევ­ფი­ცეთ ერ­თმა­ნეთს.

- და­კა­ვე­ბის შემ­დეგ მის ნახ­ვას თუ ახერ­ხებთ?

- ნახ­ვის დღე­ე­ბი სამ­შა­ბა­თი და შა­ბა­თია. სამ­შა­ბათს ვმუ­შა­ობ და პა­რას­კევს გვი­ან მოვ­დი­ვარ ბა­თუ­მი­დან თბი­ლის­ში, რომ შა­ბათს ვნა­ხო. ზო­გა­დად არ ქმნი­ან პრობ­ლე­მას, მაგ­რამ ერთ-ერთ შა­ბათს დიდ­ხანს მა­ლო­დი­ნეს, თან სა­ში­ნე­ლო ამინ­დი იყო, წვიმ­და, ქა­რი­ა­ნი ად­გი­ლია. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ თით­ქოს თა­ვად არ ეცა­ლა თე­მურს და ვერ მი­მი­ღებ­და. ამ დროს თე­მურ­მა ერთი კვი­რით ადრე იცო­და, რომ უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი. რომ შე­ვე­დი მი­თხრა, შენ გე­ლო­დე­ბო­დიო. ამით გა­სა­გე­ბია რომ, შიგ­ნით მყოფ და გა­რეთ მყო­ფებ­საც აწ­ვა­ლე­ბენ.

- რო­გო­რი იყო თქვე­ნი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­დე­საც ბა­ტო­ნი თე­მუ­რი შიმ­ში­ლობ­და?

- ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ რო­დე­საც მი­რე­კავ­და, ენერ­გი­ით სავ­სე ხმა ჰქონ­და, მე ძა­ლი­ან კარ­გად ვარ, არ ინერ­ვი­უ­ლოო, - მე­უბ­ნე­ბო­და. მიჩ­ვე­უ­ლი ვარ, რომ თე­მურს ვენ­დო­ბი და ნერ­ვებს ვთო­კავ­დი. მისი ხმა მარ­წმუ­ნებ­და იმა­ში რომ, ის ნამ­დვი­ლად კარ­გად იყო. 5 მარტს რო­დე­საც "ვი­ვა­მედ­ში" გა­და­იყ­ვა­ნეს, ორი დღით ადრე და­მი­რე­კა, უკვე არ მო­მე­წო­ნა მისი ხმა, ავ­ღელ­დი, ნუ გე­ში­ნია, დღეს გა­და­მიყ­ვა­ნე­ნო. მთე­ლი დღე ინ­ფორ­მა­ცია ვერ მი­ვი­ღე, სამ­შა­ბათს კი­დევ უფრო ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ად­ვო­კატ­საც არ უპა­სუ­ხეს. შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ ორ­შა­ბათს მო­ი­თხო­ვა გა­დაყ­ვა­ნა და არ და­უკ­მა­ყო­ფი­ლეს, სამ­შა­ბათს სა­ღა­მოს გო­ნე­ბა და­კარ­გა და თა­ვად გა­და­იყ­ვა­ნეს. რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ შიმ­ში­ლო­ბა შე­წყვი­ტა, შემ­დეგ მე გავ­ხდი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­საყ­ვა­ნი. თე­მუ­რი სულ ორი დღე დარ­ჩა "ვი­ვა­მედ­ში".

- სა­დაც ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და.

- თე­მურ­მა სი­ნამ­დვი­ლე­ში 49 დღე იშიმ­ში­ლა და ამის შემ­დეგ, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შეს­თა­ვა­ზეს პური და ბურ­ღუ­ლე­უ­ლი, რაც ამ დროს კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლუ­ლია. თე­მურს შე­ექ­მნა კუჭ-ნაწ­ლა­ვის პრობ­ლე­მა და ამის გამო, უთხრა იქ დამ­სწრე ხალ­ხს, - არ გცოდ­ნი­ათ, რო­გორ ხდე­ბა შიმ­ში­ლის შემ­დეგ კვე­ბა, თქვენ რა ექი­მე­ბი ხარ­თო. მა­შინ მოხ­და ეს ინ­ცი­დენ­ტი, ნინო ნა­დი­რა­ძემ რომ პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა. ექიმს არ უნდა გა­უკ­ვირ­დეს, რომ ხან­გრძლი­ვი შიმ­ში­ლის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტმა რა­ღაც თქვას, იყ­ვი­როს.

სა­სა­მარ­თლო­ზე ცრუ მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი გან­სხვავ­დე­ბო­და. არ არ­სე­ბობ­და ვი­დეო ან აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი. ამის მი­უ­ხე­და­ვად და­უკ­მა­ყო­ფი­ლეს ნა­დი­რა­ძეს სარ­ჩე­ლი და თე­მურს ჯა­რი­მა და­ა­კის­რეს, რომ­ლის გა­დახ­და­ზეც უარი აქვს ნათ­ქვა­მი, თუმ­ცა აქ­ტი­ვის­ტებ­მა შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს, რომ თან­ხას შე­აგ­რო­ვებ­დნენ.

- პირ­ვე­ლი ოჯა­ხი თუ ჰყავ­და ბა­ტონ თე­მურს?

- დიახ, ოფი­ცი­ა­ლუ­რად იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი. მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლია, სტამ­ბოლ­ში ცხოვ­რობ­დნენ, ჰყავს 25 წლის გო­გო­ნა. მე­უღ­ლეს და­ახ­ლო­ე­ბით 15 წე­ლია და­შო­რე­ბუ­ლია. თე­მუ­რის შვი­ლი აპი­რებ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას, მაგ­რამ ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, ემო­ცი­ურ ფონ­ზე გამ­ხდა­რა ცუ­დად და სა­ო­პე­რა­ცი­ოდ ემ­ზა­დე­ბა. მე კავ­შირ­ზე ვარ და ვაწ­ვდი ინ­ფორ­მა­ცი­ას. თე­მურს ნა­თე­სა­ვე­ბი აქაც ჰყავს, პირ­ველ ხა­ნებ­ში მათ­თან ჩა­მო­დი­ო­და სტუმ­რად.

- რისი მო­ლო­დი­ნი გაქვთ, რა სას­ჯე­ლი ემუქ­რე­ბა?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში მას, წე­სით, არა­ფე­რი უნდა ემუქ­რე­ბო­დეს ზო­გა­დად კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ადა­მი­ა­ნია და კა­ნო­ნი არ აქვს დარ­ღვე­უ­ლი არც აქ და არც თურ­ქეთ­ში. ბე­დის უკუღ­მარ­თო­ბა იმა­შია რომ ამის მი­უ­ხე­და­ვად აქაც ის­ჯე­ბა და იქაც. აქ არა­ვის სჭირ­დე­ბა ჩვე­ნე­ბუ­რე­ბი და მათი ბედი არა­ვის აღელ­ვებს, არ აძ­ლე­ვენ ორ­მაგ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას, რო­მე­ლიც ეკუთ­ვნის. ის ხომ ერ­თა­დერ­თი არაა, არც სხვებს აძ­ლე­ვენ, არც ფე­რე­იდ­ნე­ლებს, არც ჩვე­ნე­ბუ­რებს და არც აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლებს, რომ­ლე­ბიც ომის შემ­დეგ წა­ვიდ­ნენ სხვა ქვეყ­ნებ­ში და ახლა მო­ინ­დო­მეს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა.

ამის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და თე­მუ­რი. 5 წე­ლია, რაც მისი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არ მი­ნი­ჭე­ბის გამო მიმ­დი­ნა­რე­ობს დავა სა­სა­მარ­თლო­ში. ამით ძა­ლი­ან შე­ა­წუ­ხა ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და სა­მარ­თლებ­რი­ვად რომ ვერ მი­უდ­გნენ, ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში გა­მო­ი­ჭი­რეს და კლან­ჭე­ბი­დან არ უშ­ვე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუს­საც არ ანი­ჭებს, რო­მე­ლიც ეკუთ­ვნის.

2023 წელს თურ­ქე­თის სა­ელ­ჩო­დან მი­უ­ვი­დათ შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ თე­მურ­ზე გა­ცე­მუ­ლია და­კა­ვე­ბის ბრძა­ნე­ბა. თურ­ქე­თი არ ეძებს მას, რო­გორც ტე­რო­რისტს, მაგ­რამ ფაქ­ტია გა­ცე­მუ­ლია ეს ბრძა­ნე­ბა. ისეთ­მა უწყე­ბამ მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ არ ასა­ჯა­რო­ე­ბენ. დღემ­დე არ ვი­ცით, რის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღეს, ეს ინ­ფორ­მა­ცია რომ გვქო­ნო­და, უფრო ად­ვი­ლად და­ვამ­ტკი­ცებ­დით სა­სა­მარ­თლო­ში, რომ ექ­სტრა­დი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში საფრ­თხე ემუქ­რე­ბა. თა­ვად ფიქ­რობს, რომ ეს უკავ­შირ­დე­ბა მის საქ­მი­ა­ნო­ბას. თურ­ქე­თი ასეთ ადა­მი­ა­ნებს უმ­ცი­რე­სო­ბა­თა ლი­დე­რე­ბად აღიქ­ვამს და მი­იჩ­ნევს სე­პა­რა­ტის­ტე­ბად. მისი ფი­ზი­კუ­რი გა­ნად­გუ­რე­ბის საფრ­თხეც კი არ­სე­ბობს.

ადა­მი­ა­ნი 10 წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­დან არ გა­სუ­ლა და თურ­ქეთ­ში კა­ნონს ვერ და­არ­ღვევ­და, ამი­ტომ უფრო ლო­გი­კუ­რად ფიქ­რობს, რომ მის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან არის ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და შე­იძ­ლე­ბა იქ უკვე სა­ერ­თოდ ვერ გა­მო­ვი­დეს ცი­ხი­დან. ქარ­თვე­ლო­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­შიც ის­ჯე­ბა და თურ­ქეთ­შიც და­ის­ჯე­ბა თუ მოხ­დე­ბა მისი ქვეყ­ნი­დან გა­ძე­ვე­ბა.

უკვე მივ­მარ­თეთ გერ­მა­ნი­ის, საფ­რან­გე­თის სა­ელ­ჩოს, ბა­თუ­მი­სა და ლა­ზე­თის ეპარ­ქი­ას, სა­პატ­რი­არ­ქოს, არა­ვი­თა­რი რე­ა­გი­რე­ბა არ არის. ფიქ­რობს, რომ მაქ­სი­მუმ 20 დღე­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან თურ­ქეთ­ში გა­ა­ძე­ვე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჰქო­ნო­და თუნ­დაც ცი­ხე­ში დარ­ჩე­ნის შან­სი, ეს ჯობ­და თურ­ქეთ­ში გა­ძე­ვე­ბას.

ღვთის წყა­ლო­ბა გვაქვს ბოლო იმე­დად, რომ იქ­ნე­ბა იქ არც იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლად არის სი­ტუ­ა­ცია, სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე არაფ­რის იმე­დი აღარ არის, გა­ყი­დუ­ლია ყვე­ლა ინ­სტან­ცია. ადრე უფრო ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ახლა უკვე დავ­მშვიდ­დი და საღი გო­ნე­ბით ვხელ­მძღვა­ნე­ლობ, თე­მურს ბო­ლომ­დე ვენ­დო­ბი და ის რა­საც მე­ტყვის, იმას გა­ვა­კე­თებ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ისლამში ყოფილა დაშვებული, რომ ადამიანი თავად ატარებს რიტუალს და ქალს მეუღლედ აცხადებს. მას მერე, რაც ქორწინების უფლება არ მოგვცეს, ეს რიტუალი ჩაატარა თემურმა" - ვინ არის და რას ჰყვება "ბათუმელი მედროშის" რჩეული?

"ისლამში ყოფილა დაშვებული, რომ ადამიანი თავად ატარებს რიტუალს და ქალს მეუღლედ აცხადებს. მას მერე, რაც ქორწინების უფლება არ მოგვცეს,  ეს რიტუალი ჩაატარა თემურმა" - ვინ არის და რას ჰყვება "ბათუმელი მედროშის" რჩეული?

56 წლის თემურ ქათამაძე, 16 იანვრის შემდეგ დაკავებულია. აქტივისტი პირველად ბათუმში ადმინისტრაციული წესით დააკავეს, 16 იანვარს სამტრედიის იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ კი ისევ დააკავეს.

ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია. ის საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობს და მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ჯერაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა.

"ბათუმელი მედროშის" სახელი და გვარი გაფფარ ილმაზია, ქართულად თემურ ქათამაძე. ის თურქეთის ქართველებიდან არის და როგორც ამბობს, მისი წინაპრები მუჰაჯირები იყვნენ, 150 წლის წინ, ქობულეთის სოფელ ხინოდან წავიდნენ ორდუს პროვინციაში, კერძოდ, ფაცაში ჩასახლლდნენ

თემურ ქათამაძე საქართველოს პირველად 1991 წელს ესტუმრა და მას შემდეგ, არაერთხელ სცადა ორმაგი მოქალაქეობის მიღება. ის ქართულ სამოსში გამოწყობილი ხშირად ესწრებოდა აქციებს, აპროტესტებდა "გამჭვირვალობის კანონს“, აქციის მონაწილეებმა მას "ბათუმელი მედროშე“ შეარქვეს.

სტამბოლში დაბადებულ ქათამაძეს ახლა ქართული ციხიდან თურქეთში გაძევება ემუქრება. მედროშეს პირველი ქორწინებიდან 25 წლის ქალიშვილი ჰყავს. წლების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებულს სიყვარული კიდევ ერთხელ ეწვია. მისი რჩეული ნინო კაკულია, გვიყვება იმ რთულ გზაზე, რომელსაც ბატონ თემურთან ერთად წლებია გადის:

- აფხაზეთში დავიბადე, ოჩამჩირეში. ომი რომ დაიწყო, 10 წლის ვიყავი, მაგრამ მთელი ეს პერიოდში იქ ვცხოვრობდით, მამა იბრძოდა საქართველოს მთლიანობისთვის. ჩემი მშობლები ერთ-ერთი ბოლოები გამოვიდნენ აფხაზეთიდან. შემდეგ გადავედით საცხოვრებლად ციმბირში, სადაც დავამთავრე სკოლა და პირველი უმაღლესი განათლება იქ მივიღე. 2002 წელს გამოვიქეცი საქართველოში.

ძალიან მინდოდა სამშობლოში დაბრუნება, ქართული ენა არ ვიცოდი. ჩემი ნატვრა იყო ჩამოვსულიყავი საქართველოში, ოჯახი შემექნა და ჩემი შვილები ქართველები ყოფილიყვნენ. მას შემდეგ ბათუმში ვცხოვრობ და მარტო ვზრდი ორ ბიჭს, რომლებიც ნამდვილი ქართველები არიან. შვიდი წლის წინ დავქვრივდი, პროფესიით პედაგოგი, ლოგოპედი ვარ, წარსულში მთარგმნელად ვმუშაობდი. თემურთან დაახლოების ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო, რომ ჩვენთვის ორივესთვის ძალიან მტკივნეული თემა იყო ქართველობა და ამან დაგვაახლოვა.

- თემურ ქათამაძე როგორ გაიცანით?

- თავიდან სოციალური ქსელით. თემური მართავდა თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის შექმნილ "ფეისბუქგვერდს". იმ პერიოდში მე თურქულს ვსწავლობდი და გავწევრდი მეც. ჩემი კომენტარებით დაინტერესდა და დავიწყეთ მიმოწერა. თითქმის ორი წლის განმავლობაში ოფიციალური ურთიერთობა გვქონდა, თქვენობით მივმართავდით ერთმანეთს, ვთანამშრომლობდით. ვეხმარებოდი სტატიების თარგმნაში, როდესაც თავად დრო არ ჰქონდა.

თემური საქართველოში დასარჩენად 2013 წელს ჩამოვიდა და ჩვენ ერთმანეთი 2019 წელს გავიცანით. ერთად ვმუშაობდით პროექტებზე, თუმცა შემდეგ სხვა ეტაპზე გადავიდა ჩვენი ურთიერთობა. თავიდან ვმეგობრობდით, მეხმარებოდა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში, იურიდიულ საკითხებში. თანამშრომლობით დაიწყო ჩვენი ნაცნობობა, შემდგე მეგობრულ, თბილ ურთიერთობაში გადაიზარდა და მოგვიანებით სხვა ეტაპზე გადავიდა. შეუღლება გადავწყვიტეთ, თუმცა ამ პერიოდში ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

- რატომ არ მოგცათ ციხის ადმინისტრაციამ ქორწინების უფლება?

- როდესაც თემურმა მიგრაციის იზოლატორის უფროსობას მიმართა, ნება არ დართეს კი არა, პასუხიც არ აღირსეს. ვფიქრობ, რომ თემური ხშირად აწუხებთ და ითხოვს იმას, რაც მას კანონით ეკუთვნის. მათ კი ეზარებათ, ხშირად არც უნდათ, მე მგონი სამაგიეროს უხდიან, როცა არ აკმაყოფილებენ მის განცხადებას. ასევე პრობლემებს ქმნიან პროდუქტების, ნივთების შეგზავნაზე, ყველაფერს აკეთებენ, ოღონდ ნერვები მოუშალონ თემურსაც და მის ახლობლებსაც.

- ციხეში დაქორწინება მისი სურვილი იყო?

- რა თქმა უნდა, ადრეც გვისაუბრია ამ თემაზე, მაგრამ ვფიქრობდით, რაღა დროს ეგ არისო. ახლა როცა დადგა მისი გაძევების საკითხი და შეიძლება აქ ვეღარ დაბრუნდეს, მისთვის სიმბოლურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ქორწინება საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარიყო. თავის ცხოვრების ორმოცი წელი, ქართული ეროვნული სულისკვეთების გაღვიძებას მიუძღვნა თურქეთში მცხოვრებ ქართველებში, ამ იდეით საზრდოობს.

როცა ადმინისტრაციიდან ქორწინებაზე პასუხი არ მოვიდა, ისლამში ყოფილა დაშვებული რომ ადამიანი თავად ატარებს რიტუალს და ქალს მეუღლედ აცხადებს. სწორედ ეს რიტუალი ჩაატარა თემურმა. ამ დროს სიმბოლურად დევს პური, დროშა და მამაკაცის ულვაშის ორი ღერი, როგორც ფიცის ნაწილი. პურზე დაიფიცა, გადმომცა თავისი ულვაშის ორი ღერი, ასევე დაიფიცა საქართველოს დროშაზე, რომელიც მე მივეცი და ასე შევფიცეთ ერთმანეთს.

- დაკავების შემდეგ მის ნახვას თუ ახერხებთ?

- ნახვის დღეები სამშაბათი და შაბათია. სამშაბათს ვმუშაობ და პარასკევს გვიან მოვდივარ ბათუმიდან თბილისში, რომ შაბათს ვნახო. ზოგადად არ ქმნიან პრობლემას, მაგრამ ერთ-ერთ შაბათს დიდხანს მალოდინეს, თან საშინელო ამინდი იყო, წვიმდა, ქარიანი ადგილია. მეუბნებოდნენ, რომ თითქოს თავად არ ეცალა თემურს და ვერ მიმიღებდა. ამ დროს თემურმა ერთი კვირით ადრე იცოდა, რომ უნდა მივსულიყავი. რომ შევედი მითხრა, შენ გელოდებოდიო. ამით გასაგებია რომ, შიგნით მყოფ და გარეთ მყოფებსაც აწვალებენ.

- როგორი იყო თქვენი ემოციური მდგომარეობა, როდესაც ბატონი თემური შიმშილობდა?

- ძალიან დაძაბული ვიყავი, მაგრამ როდესაც მირეკავდა, ენერგიით სავსე ხმა ჰქონდა, მე ძალიან კარგად ვარ, არ ინერვიულოო, - მეუბნებოდა. მიჩვეული ვარ, რომ თემურს ვენდობი და ნერვებს ვთოკავდი. მისი ხმა მარწმუნებდა იმაში რომ, ის ნამდვილად კარგად იყო. 5 მარტს როდესაც "ვივამედში" გადაიყვანეს, ორი დღით ადრე დამირეკა, უკვე არ მომეწონა მისი ხმა, ავღელდი, ნუ გეშინია, დღეს გადამიყვანენო. მთელი დღე ინფორმაცია ვერ მივიღე, სამშაბათს კიდევ უფრო ვნერვიულობდი, ადვოკატსაც არ უპასუხეს. შემდეგ გავიგე, რომ ორშაბათს მოითხოვა გადაყვანა და არ დაუკმაყოფილეს, სამშაბათს საღამოს გონება დაკარგა და თავად გადაიყვანეს. როდესაც გავიგე, რომ შიმშილობა შეწყვიტა, შემდეგ მე გავხდი საავადმყოფოში გადასაყვანი. თემური სულ ორი დღე დარჩა "ვივამედში".

- სადაც ინციდენტი მოხდა.

- თემურმა სინამდვილეში 49 დღე იშიმშილა და ამის შემდეგ, საავადმყოფოში შესთავაზეს პური და ბურღულეული, რაც ამ დროს კატეგორიულად აკრძალულია. თემურს შეექმნა კუჭ-ნაწლავის პრობლემა და ამის გამო, უთხრა იქ დამსწრე ხალხს, - არ გცოდნიათ, როგორ ხდება შიმშილის შემდეგ კვება, თქვენ რა ექიმები ხართო. მაშინ მოხდა ეს ინციდენტი, ნინო ნადირაძემ რომ პოლიცია გამოიძახა. ექიმს არ უნდა გაუკვირდეს, რომ ხანგრძლივი შიმშილის შემდეგ პაციენტმა რაღაც თქვას, იყვიროს.

სასამართლოზე ცრუ მოწმეების ჩვენებები განსხვავდებოდა. არ არსებობდა ვიდეო ან აუდიო ჩანაწერი. ამის მიუხედავად დაუკმაყოფილეს ნადირაძეს სარჩელი და თემურს ჯარიმა დააკისრეს, რომლის გადახდაზეც უარი აქვს ნათქვამი, თუმცა აქტივისტებმა შემოგვთავაზეს, რომ თანხას შეაგროვებდნენ.

- პირველი ოჯახი თუ ჰყავდა ბატონ თემურს?

- დიახ, ოფიციალურად იყო დაოჯახებული. მისი ყოფილი მეუღლე თურქეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველია, სტამბოლში ცხოვრობდნენ, ჰყავს 25 წლის გოგონა. მეუღლეს დაახლოებით 15 წელია დაშორებულია. თემურის შვილი აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას, მაგრამ ფარისებრი ჯირკვლის სერიოზული პრობლემები აქვს, ემოციურ ფონზე გამხდარა ცუდად და საოპერაციოდ ემზადება. მე კავშირზე ვარ და ვაწვდი ინფორმაციას. თემურს ნათესავები აქაც ჰყავს, პირველ ხანებში მათთან ჩამოდიოდა სტუმრად.

- რისი მოლოდინი გაქვთ, რა სასჯელი ემუქრება?

- საქართველოში მას, წესით, არაფერი უნდა ემუქრებოდეს ზოგადად კანონმორჩილი ადამიანია და კანონი არ აქვს დარღვეული არც აქ და არც თურქეთში. ბედის უკუღმართობა იმაშია რომ ამის მიუხედავად აქაც ისჯება და იქაც. აქ არავის სჭირდება ჩვენებურები და მათი ბედი არავის აღელვებს, არ აძლევენ ორმაგ მოქალაქეობას, რომელიც ეკუთვნის. ის ხომ ერთადერთი არაა, არც სხვებს აძლევენ, არც ფერეიდნელებს, არც ჩვენებურებს და არც აფხაზეთიდან დევნილებს, რომლებიც ომის შემდეგ წავიდნენ სხვა ქვეყნებში და ახლა მოინდომეს საქართველოში დაბრუნება.

ამის წინააღმდეგ იბრძოდა თემური. 5 წელია, რაც მისი მოქალაქეობის არ მინიჭების გამო მიმდინარეობს დავა სასამართლოში. ამით ძალიან შეაწუხა ეს ადამიანები და სამართლებრივად რომ ვერ მიუდგნენ, ასეთ ვითარებაში გამოიჭირეს და კლანჭებიდან არ უშვებენ. საქართველო ლტოლვილის სტატუსსაც არ ანიჭებს, რომელიც ეკუთვნის.

2023 წელს თურქეთის საელჩოდან მიუვიდათ შეტყობინება, რომ თემურზე გაცემულია დაკავების ბრძანება. თურქეთი არ ეძებს მას, როგორც ტერორისტს, მაგრამ ფაქტია გაცემულია ეს ბრძანება. ისეთმა უწყებამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ არ ასაჯაროებენ. დღემდე არ ვიცით, რის საფუძველზე მიიღეს, ეს ინფორმაცია რომ გვქონოდა, უფრო ადვილად დავამტკიცებდით სასამართლოში, რომ ექსტრადირების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება. თავად ფიქრობს, რომ ეს უკავშირდება მის საქმიანობას. თურქეთი ასეთ ადამიანებს უმცირესობათა ლიდერებად აღიქვამს და მიიჩნევს სეპარატისტებად. მისი ფიზიკური განადგურების საფრთხეც კი არსებობს.

ადამიანი 10 წელია საქართველოდან არ გასულა და თურქეთში კანონს ვერ დაარღვევდა, ამიტომ უფრო ლოგიკურად ფიქრობს, რომ მის საქმიანობასთან არის ეს დაკავშირებული და შეიძლება იქ უკვე საერთოდ ვერ გამოვიდეს ციხიდან. ქართველობისთვის საქართველოშიც ისჯება და თურქეთშიც დაისჯება თუ მოხდება მისი ქვეყნიდან გაძევება.

უკვე მივმართეთ გერმანიის, საფრანგეთის საელჩოს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას, საპატრიარქოს, არავითარი რეაგირება არ არის. ფიქრობს, რომ მაქსიმუმ 20 დღეში საქართველოდან თურქეთში გააძევებენ. საქართველოში რომ ჰქონოდა თუნდაც ციხეში დარჩენის შანსი, ეს ჯობდა თურქეთში გაძევებას.

ღვთის წყალობა გვაქვს ბოლო იმედად, რომ იქნება იქ არც იმდენად სერიოზულად არის სიტუაცია, საქართველოში უკვე არაფრის იმედი აღარ არის, გაყიდულია ყველა ინსტანცია. ადრე უფრო ძალიან ვნერვიულობდი, ახლა უკვე დავმშვიდდი და საღი გონებით ვხელმძღვანელობ, თემურს ბოლომდე ვენდობი და ის რასაც მეტყვის, იმას გავაკეთებ...