სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრამპის გამოცხადებულმა "ტარიფების ომმა" ამერიკულთან ერთად, აზიური და ევროპული ბაზრებიც ჩამოაქცია - კოლაფსი, სავარაუდოდ, გაგრძელდება
ტრამპის გამოცხადებულმა "ტარიფების ომმა" ამერიკულთან ერთად, აზიური და ევროპული ბაზრებიც ჩამოაქცია - კოლაფსი, სავარაუდოდ, გაგრძელდება

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის მიერ, გა­სულ კვი­რა­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სა­ტა­რი­ფო პო­ლი­ტი­კის შე­დე­გად, აზია-წყნა­რი ოკე­ა­ნის რე­გი­ო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟე­ბი ორ­შა­ბათს დი­ლით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ე­ცა. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ იგი­ვე ტენ­დენ­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და ევ­რო­პულ ინ­დექ­სებ­ზეც. დო­ნალდ ტრამპმა ნათ­ლად გა­მო­ხა­ტა, რომ ბაზ­რე­ბის ვარ­დნის გამო შეშ­ფო­თე­ბუ­ლი არ იყო და პრო­ცესს "სა­ჭი­რო წამ­ლის მი­ღე­ბა“ უწო­და.

  • პირ­ვე­ლი, რა­ზეც მო­ახ­დი­ნა გავ­ლე­ნა აშშ-ის მიერ ახა­ლი ტა­რი­ფე­ბის შე­მო­ღე­ბამ აზი­ის ძი­რი­თა­დი სა­ფონ­დო ბირ­ჟის ინ­დექ­სე­ბია.

შან­ხა­ი­დან - ტო­კი­ომ­დე და სიდ­ნე­ი­დან - ჰონგ კონ­გამ­დე, ვაჭ­რო­ბის გახ­სნის­თა­ნა­ვე ყვე­ლა მათ­გა­ნი ჩა­მო­იქ­ცა. ორ­შა­ბათს, შუა დღის­თვის ია­პო­ნუ­რი Nikkei 225-ის ინ­დექ­სი 6%-ით და­ე­ცა, ავ­სტრა­ლი­ის ASX 200 4%-ით, ხოლო სამ­ხრეთ კო­რე­ის Kospi 4,7%-ით და­ე­ცა.

Shanghai Composite-ის ინ­დექ­სი 6%-ზე მე­ტით შემ­ცირ­და, ხოლო ჰონგ კონ­გის Hang Seng და ტა­ი­ვა­ნის TAIEX-ი და­ახ­ლო­ე­ბით 10%-ით.

Bloomberg-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, MSCI Asia Pacific-ის ინ­დექსმა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს აზია-წყნა­რი ოკე­ა­ნის რე­გი­ო­ნის 13 ქვეყ­ნის მსხვილ და სა­შუ­ა­ლო კა­პი­ტა­ლურ კომ­პა­ნი­ებს, აჩ­ვე­ნა ყვე­ლა­ზე მკვეთ­რი ვარ­დნა 2008 წლის შემ­დეგ (მი­ნუს 7,1%). ხოლო ია­პო­ნუ­რი Nikkei 225-ს წინა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­და და 20%-ით ან მე­ტით და­ე­ცა.

"ეს არის სის­ხლი­ა­ნი შერ­კი­ნე­ბა",- გა­ნუ­ცხა­და BBC-ს ერთ-ერ­თმა სა­ფონ­დო ანა­ლი­ტი­კოს­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ფონ­დო ბირ­ჟე­ბი ჩი­ნეთ­ში, ჰონგ კონგსა და ტა­ი­ვან­ში პა­რას­კევს გამო და­ი­ხუ­რა.

  • ანა­ლო­გი­უ­რი რე­აქ­ცია ჰქონ­დათ ევ­რო­პულ ბირ­ჟებ­საც.

ევ­რო­პუ­ლი ინ­დექ­სე­ბის ვარ­დნა პა­რას­კე­ვის შემ­დეგ, რო­დე­საც სა­ტა­რი­ფო პო­ლი­ტი­კა გა­მო­ცხად­და, ორ­შა­ბა­თამ­დე არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში FTSE 100-ის ინ­დექ­სი და­ახ­ლო­ე­ბით 6%-ით და­ე­ცა, გერ­მა­ნუ­ლი Dax თით­ქმის 10%-ით. რო­გორც FTSE Russell-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ჯუ­ლია ლი აღ­ნიშ­ნავს, გლო­ბა­ლურ ბაზ­რებ­ზე კო­ლაფ­სი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გაგ­რძელ­დე­ბა:

"აშშ-ის ინ­დექ­სის ფი­უ­ჩერ­სე­ბი მი­ნუ­სებ­ში ვაჭ­რო­ბენ, რაც იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ უოლ სტრიტს კი­დევ ერთი რთუ­ლი სა­ღა­მო ელის“, - გა­ნა­ცხა­და მან.

ფი­უ­ჩერ­სე­ბი - არის წარ­მო­ე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი კონ­ტრაქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ავალ­დე­ბუ­ლე­ბენ მხა­რე­ებს იყი­დონ ან გა­ყი­დონ აქ­ტი­ვი წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრულ თა­რიღ­სა და ფიქ­სი­რე­ბულ ფას­ში. მყიდ­ველ­მა უნდა შე­ი­ძი­ნოს ან გამ­ყიდ­ველ­მა უნდა გა­ყი­დოს ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვი დად­გე­ნილ ფა­სად, გა­ნურ­ჩევ­ლად მიმ­დი­ნა­რე სა­ბაზ­რო ფა­სი­სა, ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ.

  • დარ­ტყმა რო­გორც აზი­ის­თვის, ასე­ვე აშშ-თვის.

იმის გამო, რომ აზია აწარ­მო­ებს მთელ მსოფ­ლი­ო­ში გა­ყი­დუ­ლი სა­ქონ­ლის უდი­დეს ნა­წილს, აზი­ის ქვეყ­ნე­ბი და ტე­რი­ტო­რი­ე­ბი პირ­და­პირ ზა­რალ­დე­ბი­ან აშშ-ს ტა­რი­ფე­ბით. ისი­ნი ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ში­შო­ბენ, რომ გლო­ბა­ლურ­მა სა­ვაჭ­რო ომმა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს აშშ-ის მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი ეკო­ნო­მი­კის შე­ნე­ლე­ბა ან თუნ­დაც რე­ცე­სია.

"ტა­რი­ფე­ბი აძ­ლი­ე­რებს შეშ­ფო­თე­ბას ინფლა­ცი­ი­სა და რე­ცე­სი­ის შე­სა­ხებ“, - თქვა ლონ­დო­ნის სა­ფონ­დო ბირ­ჟის შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია FTSE რა­სე­ლის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ჯუ­ლია ლიმ.

კომ­პა­ნია Goldman Sachs-მა აშშ-ის ეკო­ნო­მი­კის რე­ცე­სი­ის ალ­ბა­თო­ბა მო­მა­ვა­ლი 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 10 პუნ­ქტით, 45%-მდე გა­ზარ­და.

  • თა­ვი­ანთ პროგ­ნო­ზებს გა­და­ხე­დეს უოლ სტრი­ტის სხვა სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფირ­მებ­მაც.

ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ტა­რი­ფის გა­მო­ცხა­დე­ბის ფონ­ზე, JPMorgan რე­ცე­სი­ის ალ­ბა­თო­ბას აშშ-სა და მსოფ­ლი­ო­ში 60%-ად აფა­სებს. “ამავდრო­უ­ლად, JPMorgan-ის ეკო­ნო­მის­ტებ­მა შეც­ვა­ლეს შე­ფა­სე­ბე­ბი ამე­რი­კის ეკო­ნო­მი­კის პერ­სპექ­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ: წინა პროგ­ნო­ზის - 1,3%-იანი ზრდის ნაც­ვლად, ახლა ვა­რა­უ­დო­ბენ 0,3%-იან კლე­ბას,“- იუ­წყე­ბა Reuters.

თუმ­ცა, კვი­რას ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას, ტრამპმა ნათ­ლად გა­მო­ხა­ტა, რომ მას არ აწუ­ხებს ბაზ­რე­ბის და­ცე­მა.

“მინ­და, რომ არა­ფე­რი და­ე­ცეს. მაგ­რამ ხან­და­ხან უნდა და­ლიო წა­მა­ლი რა­ღა­ცის გა­მო­სას­წო­რებ­ლად", - ცი­ტი­რებს მის სი­ტყვებს Reuters.

ტრამპმა თქვა, რომ შა­ბათ-კვი­რას ისა­უბ­რა ევ­რო­პი­სა და აზი­ის ლი­დე­რებ­თან, რომ­ლე­ბიც იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ და­არ­წმუ­ნე­ბენ მას ტა­რი­ფე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე.

"ისი­ნი აპი­რე­ბენ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­დას­თან მის­ვლას. მათ სურთ სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ სა­უ­ბა­რი არ შედ­გე­ბა, თუ ყო­ველ­წლი­უ­რად დიდ ფულს არ გა­დაგ­ვიხ­დი­ან", - თქვა ტრამპმა.

  • აშშ-ის ეკო­ნო­მი­კის სე­რი­ო­ზულ­მა შე­ნე­ლე­ბამ შე­იძ­ლე­ბა აზი­ის ექ­სპორ­ტს და­არ­ტყას, რად­გან ამე­რი­კა რე­გი­ონ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­ქონ­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ბა­ზა­რია.

“მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბის­თვის ად­გი­ლი რჩე­ბა, რო­გორც ჩანს, მა­ღა­ლი ტა­რი­ფე­ბის ახა­ლი ერა დარ­ჩე­ბა. ეს უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს გლო­ბა­ლურ და აზი­ურ ეკო­ნო­მი­კა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით მცი­რე ეკო­ნო­მი­კა­ზე, რო­გორც მოკ­ლე­ვა­დი­ან, ასე­ვე გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში”, - აცხა­დებს აზია-წყნა­რი ოკე­ა­ნის მთა­ვა­რი ეკო­ნო­მის­ტი, სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფირ­მა Vanguard-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ციან ვან­გი.

აშშ-ზე, რო­გორც სა­ექ­სპორ­ტო ბა­ზარ­ზე ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა, რო­გო­რი­ცაა ვი­ეტ­ნა­მი და ბან­გლა­დე­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით და­მო­კი­დე­ბუ­ლია. ტრამპმა გა­სულ კვი­რას გა­მო­ა­ცხა­და, რომ მისი ად­მი­ნის­ტრა­ცია და­ა­წე­სებს 46%-იან ტა­რიფს ვი­ეტ­ნამ­ზე და 37%-იან ტა­რიფს ბან­გლა­დე­შ­ზე.

ვი­ეტ­ნამ­ში პრო­დუქტს რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი ამე­რი­კუ­ლი ბრენ­დი აწარ­მო­ებს, მათ შო­რის Nike და Lululemon.

ბან­გლა­დე­შის ტან­საც­მლის მწარ­მო­ე­ბელ­თა და ექ­სპორ­ტი­ორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თა­ნახ­მად, ქვე­ყა­ნა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ყო­ველ­წლი­უ­რად 8,4 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ტან­საც­მლის ექ­სპორ­ტს ახორ­ცი­ე­ლებს.

  • პა­რას­კე­ვის ექო

მას შემ­დეგ, რაც ჩი­ნეთ­მა ამე­რი­კულ პრო­დუქ­ტებ­ზე 34%-იანი, სა­პა­სუ­ხო ტა­რი­ფე­ბი გა­მო­ა­ცხა­და, გლო­ბა­ლურ სა­ფონ­დო ბაზ­რებ­ზე მდგო­მა­რე­ო­ბა პა­რას­კე­ვი­დან გა­უ­ა­რეს­და.

აშშ-ის სა­მი­ვე ძი­რი­თა­დი სა­ფონ­დო ინ­დექ­სი 5%-ზე მე­ტით და­ე­ცა, S&P 500 თით­ქმის 6%-ით და­ე­ცა, რაც ყვე­ლა­ზე ცუდი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია 2020 წლის შემ­დეგ.

პა­რას­კევსვე, FTSE 100 ინ­დექ­სი თით­ქმის 5%-ით და­ე­ცა - ეს არის მისი ყვე­ლა­ზე მკვეთ­რი ვარ­დნა ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

მსგავ­სი ვარ­დნა და­ფიქ­სირ­და გერ­მა­ნი­ი­სა და საფ­რან­გე­თის სა­ფონ­დო ბირ­ჟებ­ზე.

გლო­ბა­ლურ­მა სა­ფონ­დო ბირ­ჟებ­მა და­კარ­გეს ტრი­ლი­ო­ნო­ბით კა­პი­ტა­ლი­ზა­ცია მას შემ­დეგ, რაც ტრამპმა იმ­პორტზე სა­ყო­ველ­თაო 10%-იანი გა­და­სა­ხა­დე­ბის შე­მო­ღე­ბა გა­მო­ა­ცხა­და ყვე­ლა ქვეყ­ნის­თვის, ხოლო გაზ­რდი­ლი ტა­რი­ფე­ბი ცალ­კე­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­თვის.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ტრამპის გამოცხადებულმა "ტარიფების ომმა" ამერიკულთან ერთად, აზიური და ევროპული ბაზრებიც ჩამოაქცია - კოლაფსი, სავარაუდოდ, გაგრძელდება

ტრამპის გამოცხადებულმა "ტარიფების ომმა" ამერიკულთან ერთად, აზიური და ევროპული ბაზრებიც ჩამოაქცია - კოლაფსი, სავარაუდოდ, გაგრძელდება

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ, გასულ კვირაში გამოცხადებული სატარიფო პოლიტიკის შედეგად, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის საფონდო ბირჟები ორშაბათს დილით მნიშვნელოვნად დაეცა. რამდენიმე საათის შემდეგ იგივე ტენდენცია შეინიშნებოდა ევროპულ ინდექსებზეც. დონალდ ტრამპმა ნათლად გამოხატა, რომ ბაზრების ვარდნის გამო შეშფოთებული არ იყო და პროცესს "საჭირო წამლის მიღება“ უწოდა.

  • პირველი, რაზეც მოახდინა გავლენა აშშ-ის მიერ ახალი ტარიფების შემოღებამ აზიის ძირითადი საფონდო ბირჟის ინდექსებია.

შანხაიდან - ტოკიომდე და სიდნეიდან - ჰონგ კონგამდე, ვაჭრობის გახსნისთანავე ყველა მათგანი ჩამოიქცა. ორშაბათს, შუა დღისთვის იაპონური Nikkei 225-ის ინდექსი 6%-ით დაეცა, ავსტრალიის ASX 200 4%-ით, ხოლო სამხრეთ კორეის Kospi 4,7%-ით დაეცა.

Shanghai Composite-ის ინდექსი 6%-ზე მეტით შემცირდა, ხოლო ჰონგ კონგის Hang Seng და ტაივანის TAIEX-ი დაახლოებით 10%-ით.

Bloomberg-ის ინფორმაციით, MSCI Asia Pacific-ის ინდექსმა, რომელიც მოიცავს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის 13 ქვეყნის მსხვილ და საშუალო კაპიტალურ კომპანიებს, აჩვენა ყველაზე მკვეთრი ვარდნა 2008 წლის შემდეგ (მინუს 7,1%). ხოლო იაპონური Nikkei 225-ს წინა მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდა და 20%-ით ან მეტით დაეცა.

"ეს არის სისხლიანი შერკინება",- განუცხადა BBC-ს ერთ-ერთმა საფონდო ანალიტიკოსმა.

აღსანიშნავია, რომ საფონდო ბირჟები ჩინეთში, ჰონგ კონგსა და ტაივანში პარასკევს გამო დაიხურა.

  • ანალოგიური რეაქცია ჰქონდათ ევროპულ ბირჟებსაც.

ევროპული ინდექსების ვარდნა პარასკევის შემდეგ, როდესაც სატარიფო პოლიტიკა გამოცხადდა, ორშაბათამდე არ შეჩერებულა.

დიდ ბრიტანეთში FTSE 100-ის ინდექსი დაახლოებით 6%-ით დაეცა, გერმანული Dax თითქმის 10%-ით. როგორც FTSE Russell-ის ხელმძღვანელი ჯულია ლი აღნიშნავს, გლობალურ ბაზრებზე კოლაფსი, სავარაუდოდ, გაგრძელდება:

"აშშ-ის ინდექსის ფიუჩერსები მინუსებში ვაჭრობენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ უოლ სტრიტს კიდევ ერთი რთული საღამო ელის“, - განაცხადა მან.

ფიუჩერსები - არის წარმოებული ფინანსური კონტრაქტები, რომლებიც ავალდებულებენ მხარეებს იყიდონ ან გაყიდონ აქტივი წინასწარ განსაზღვრულ თარიღსა და ფიქსირებულ ფასში. მყიდველმა უნდა შეიძინოს ან გამყიდველმა უნდა გაყიდოს ძირითადი აქტივი დადგენილ ფასად, განურჩევლად მიმდინარე საბაზრო ფასისა, ვადის გასვლის შემდეგ.

  • დარტყმა როგორც აზიისთვის, ასევე აშშ-თვის.

იმის გამო, რომ აზია აწარმოებს მთელ მსოფლიოში გაყიდული საქონლის უდიდეს ნაწილს, აზიის ქვეყნები და ტერიტორიები პირდაპირ ზარალდებიან აშშ-ს ტარიფებით. ისინი ასევე განსაკუთრებულად შიშობენ, რომ გლობალურმა სავაჭრო ომმა შეიძლება გამოიწვიოს აშშ-ის მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის შენელება ან თუნდაც რეცესია.

"ტარიფები აძლიერებს შეშფოთებას ინფლაციისა და რეცესიის შესახებ“, - თქვა ლონდონის საფონდო ბირჟის შვილობილი კომპანია FTSE რასელის ხელმძღვანელმა, ჯულია ლიმ.

კომპანია Goldman Sachs-მა აშშ-ის ეკონომიკის რეცესიის ალბათობა მომავალი 12 თვის განმავლობაში 10 პუნქტით, 45%-მდე გაზარდა.

  • თავიანთ პროგნოზებს გადახედეს უოლ სტრიტის სხვა საინვესტიციო ფირმებმაც.

ტრამპის ადმინისტრაციის ტარიფის გამოცხადების ფონზე, JPMorgan რეცესიის ალბათობას აშშ-სა და მსოფლიოში 60%-ად აფასებს. “ამავდროულად, JPMorgan-ის ეკონომისტებმა შეცვალეს შეფასებები ამერიკის ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ: წინა პროგნოზის - 1,3%-იანი ზრდის ნაცვლად, ახლა ვარაუდობენ 0,3%-იან კლებას,“- იუწყება Reuters.

თუმცა, კვირას ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა ნათლად გამოხატა, რომ მას არ აწუხებს ბაზრების დაცემა.

“მინდა, რომ არაფერი დაეცეს. მაგრამ ხანდახან უნდა დალიო წამალი რაღაცის გამოსასწორებლად", - ციტირებს მის სიტყვებს Reuters.

ტრამპმა თქვა, რომ შაბათ-კვირას ისაუბრა ევროპისა და აზიის ლიდერებთან, რომლებიც იმედოვნებენ, რომ დაარწმუნებენ მას ტარიფების შემცირებაზე.

"ისინი აპირებენ მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლას. მათ სურთ საუბარი, მაგრამ საუბარი არ შედგება, თუ ყოველწლიურად დიდ ფულს არ გადაგვიხდიან", - თქვა ტრამპმა.

  • აშშ-ის ეკონომიკის სერიოზულმა შენელებამ შეიძლება აზიის ექსპორტს დაარტყას, რადგან ამერიკა რეგიონში წარმოებული საქონლის ერთ-ერთი მთავარი ბაზარია.

“მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებისთვის ადგილი რჩება, როგორც ჩანს, მაღალი ტარიფების ახალი ერა დარჩება. ეს უარყოფით გავლენას მოახდენს გლობალურ და აზიურ ეკონომიკაზე, განსაკუთრებით მცირე ეკონომიკაზე, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში”, - აცხადებს აზია-წყნარი ოკეანის მთავარი ეკონომისტი, საინვესტიციო ფირმა Vanguard-ის წარმომადგენელი ციან ვანგი.

აშშ-ზე, როგორც საექსპორტო ბაზარზე ზოგიერთი ქვეყანა, როგორიცაა ვიეტნამი და ბანგლადეში, განსაკუთრებით დამოკიდებულია. ტრამპმა გასულ კვირას გამოაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია დააწესებს 46%-იან ტარიფს ვიეტნამზე და 37%-იან ტარიფს ბანგლადეშზე.

ვიეტნამში პროდუქტს რამდენიმე ძირითადი ამერიკული ბრენდი აწარმოებს, მათ შორის Nike და Lululemon.

ბანგლადეშის ტანსაცმლის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის თანახმად, ქვეყანა შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 8,4 მილიარდი დოლარის ღირებულების ტანსაცმლის ექსპორტს ახორციელებს.

  • პარასკევის ექო

მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ამერიკულ პროდუქტებზე 34%-იანი, საპასუხო ტარიფები გამოაცხადა, გლობალურ საფონდო ბაზრებზე მდგომარეობა პარასკევიდან გაუარესდა.

აშშ-ის სამივე ძირითადი საფონდო ინდექსი 5%-ზე მეტით დაეცა, S&P 500 თითქმის 6%-ით დაეცა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 2020 წლის შემდეგ.

პარასკევსვე, FTSE 100 ინდექსი თითქმის 5%-ით დაეცა - ეს არის მისი ყველაზე მკვეთრი ვარდნა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.

მსგავსი ვარდნა დაფიქსირდა გერმანიისა და საფრანგეთის საფონდო ბირჟებზე.

გლობალურმა საფონდო ბირჟებმა დაკარგეს ტრილიონობით კაპიტალიზაცია მას შემდეგ, რაც ტრამპმა იმპორტზე საყოველთაო 10%-იანი გადასახადების შემოღება გამოაცხადა ყველა ქვეყნისთვის, ხოლო გაზრდილი ტარიფები ცალკეული სახელმწიფოებისთვის.

წყარო

იხილეთ ასევე: