სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ზოგიერთს დაავიწყდა, რომ საქმე გვაქვს ქართველ მოსამართლეებთან“ - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე სანქციებზე
“ზოგიერთს დაავიწყდა, რომ საქმე გვაქვს ქართველ მოსამართლეებთან“ - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე სანქციებზე

“ვერ ვხსნი იმას, რომ მო­სა­მარ­თლე შე­იძ­ლე­ბა და­სან­ქცირ­დეს მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს - ვერც ერთი არ­გუ­მენ­ტი ვერ იქნა და­დე­ბუ­ლი რო­მე­ლი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის უკა­ნო­ნო­ბის თა­ო­ბა­ზე

სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ებ­ში მო­სა­მარ­თლე­თა გვა­რე­ბის გა­მო­ჩე­ნა მი­უ­თი­თებს, რომ ზე­წო­ლა უკვე სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაა, სა­ვა­რა­უ­დოდ, გათ­ვლა კეთ­დე­ბა იმა­ზე, რომ თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტინ­ქტი გაძ­ლი­ერ­დეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მო­სა­მარ­თლე­ში და ამან უზ­რუნ­ველ­ყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი შტოს შიგ­ნი­დან ჩა­მოშ­ლა“, - ამის შე­სა­ხებ უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე ნინო ქა­და­გი­ძემ უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე მო­სა­მარ­თლე­ებ­სა და იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რებს შეხ­ვდა.

  • რო­გორც ნინო ქა­და­გი­ძემ აღ­ნიშ­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი და სა­წყე­ნია, რომ ზე­წო­ლაა ისე­თი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის, გარე აქ­ტო­რე­ბის მხრი­დან, რო­მელ­თა დე­მოკ­რა­ტი­აც დღემ­დე იდგა მო­სა­მარ­თლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დაც­ვის პრინ­ცი­პებ­ზე.

„ჩვენ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი მი­ვეჩ­ვი­ეთ, რომ ფაქ­ტებ­სა და რე­ა­ლო­ბას­თან შე­და­რე­ბით, უპი­რა­ტე­სო­ბა უნდა მი­ვა­ნი­ჭოთ აღ­ქმებს და გან­ცდებს, ვი­ცხოვ­როთ პა­რა­ლე­ლურ რე­ა­ლო­ბა­ში, თუმ­ცა ამ მო­ცე­მუ­ლო­ბა­შიც კი ვე­რაფ­რით ვერ ვე­გუ­ე­ბი და ვერ ვხსნი იმ მო­ცე­მუ­ლო­ბას, რომ მო­სა­მარ­თლე შე­იძ­ლე­ბა და­სან­ქცირ­დეს მხო­ლოდ იმის გამო, რომ ის თა­ვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს. გან­სა­კუთ­რე­ბით იმ პი­რო­ბებ­სა და ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც ვერც ერთი და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი არ­გუ­მენ­ტი ვერ იქნა და­დე­ბუ­ლი რო­მე­ლი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის უკა­ნო­ნო­ბის თა­ო­ბა­ზე. ჩვენ­თვის ეს ზე­წო­ლა არ არის ახა­ლი, ბუ­ნებ­რი­ვია, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ამას მი­ეჩ­ვია. აქამ­დე ყო­ველ­თვის მი­მაჩ­ნდა მეც, რომ ეს ზე­წო­ლა, გარე აქ­ტო­რე­ბის მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი და გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი სა­სა­მარ­თლო­სა და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის მი­მართ, ძი­რი­თა­დად მი­მარ­თუ­ლი იყო იქით­კენ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­სო­ლი­დი­რე­ბა მო­ეხ­დი­ნათ სა­სა­მარ­თლოს ნე­გა­ტი­უ­რი გან­წყო­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ამით მო­ეხ­დი­ნათ სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­ზე­ბა. თუმ­ცა ბოლო პე­რი­ოდ­ში, რო­გორც ჩანს, ეს სა­მიზ­ნე­ე­ბი შე­იც­ვა­ლა და უკვე წინა სი­ებ­ში პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად, სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ე­ბი მაქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში, მო­სა­მარ­თლე­თა გვა­რე­ბის გა­მო­ჩე­ნა უკვე მი­უ­თი­თებს, რომ ზე­წო­ლა უკვე მი­ე­მარ­თე­ბა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ვა­რა­უ­დოდ, აქ გათ­ვლა კეთ­დე­ბა იმა­ზე, რომ თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტინ­ქტი გაძ­ლი­ერ­დეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მო­სა­მარ­თლე­ში და ამან უზ­რუნ­ველ­ყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერთ-ერთი შტოს შიგ­ნი­დან ჩა­მოშ­ლა. მინ­და, ვთქვა, რომ სა­ბედ­ნი­ე­როდ ზოგ­ზო­გი­ერ­თებს და­ა­ვი­წყდათ, რომ ჩვენ ამ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე გვაქვს ქარ­თველ მო­სა­მარ­თლე­ებ­თან, რო­მელ­თათ­ვი­საც ღი­რე­ბუ­ლია პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი, გა­აჩ­ნი­ათ პრო­ფე­სი­უ­ლი თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა და მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ამ­დე­ნად ჩვენ ეჭვი არ გვე­პა­რე­ბა ჩვე­ნი სის­ტე­მის მდგრა­დო­ბა­ში, თი­თო­ე­უ­ლი ჩემი კო­ლე­გის სიმ­ყა­რე­ში.

მე კი­დევ ერთხელ მინ­და, თი­თო­ე­ულ მათ­განს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო იმ გამ­ძლე­ო­ბი­სათ­ვის, რო­მელ­საც თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი იჩენს და ღრმად მწამს, რომ თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი აქვს ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, რომ­ლის­თვი­საც ჩვენ, ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა იბ­რძვის. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ რთულ პი­რო­ბებ­ში, რო­მელ­შიც ძა­ლი­ან ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ძა­ლი­ან მალე დას­რულ­დე­ბა და ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ დას­რულ­დე­ბა, სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ პო­ზი­ცი­ე­ბი­სა და ხედ­ვე­ბის მოს­მე­ნა, რო­მე­ლიც აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­აჩ­ნია“, - გა­ნა­ცხა­და ნინო ქა­და­გი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

“ზოგიერთს დაავიწყდა, რომ საქმე გვაქვს ქართველ მოსამართლეებთან“ - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე სანქციებზე

“ზოგიერთს დაავიწყდა, რომ საქმე გვაქვს ქართველ მოსამართლეებთან“ - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე სანქციებზე

“ვერ ვხსნი იმას, რომ მოსამართლე შეიძლება დასანქცირდეს მხოლოდ იმიტომ, რომ პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს - ვერც ერთი არგუმენტი ვერ იქნა დადებული რომელიმე გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე

სანქცირებულთა სიებში მოსამართლეთა გვარების გამოჩენა მიუთითებს, რომ ზეწოლა უკვე სხვა მიმართულებითაა, სავარაუდოდ, გათვლა კეთდება იმაზე, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი გაძლიერდეს ინდივიდუალურ მოსამართლეში და ამან უზრუნველყოს ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს შიგნიდან ჩამოშლა“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ უზენაეს სასამართლოში განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდა.

  • როგორც ნინო ქადაგიძემ აღნიშნა, განსაკუთრებით შემაშფოთებელი და საწყენია, რომ ზეწოლაა ისეთი სახელმწიფოების, გარე აქტორების მხრიდან, რომელთა დემოკრატიაც დღემდე იდგა მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის დაცვის პრინციპებზე.

„ჩვენ მოსამართლეები მივეჩვიეთ, რომ ფაქტებსა და რეალობასთან შედარებით, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ აღქმებს და განცდებს, ვიცხოვროთ პარალელურ რეალობაში, თუმცა ამ მოცემულობაშიც კი ვერაფრით ვერ ვეგუები და ვერ ვხსნი იმ მოცემულობას, რომ მოსამართლე შეიძლება დასანქცირდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ის თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს. განსაკუთრებით იმ პირობებსა და ვითარებაში, როდესაც ვერც ერთი დასაბუთებული არგუმენტი ვერ იქნა დადებული რომელიმე გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე. ჩვენთვის ეს ზეწოლა არ არის ახალი, ბუნებრივია, წლების განმავლობაში თითოეული ჩვენგანი ამას მიეჩვია. აქამდე ყოველთვის მიმაჩნდა მეც, რომ ეს ზეწოლა, გარე აქტორების მოჭარბებული და გამძაფრებული ინტერესი სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემის მიმართ, ძირითადად მიმართული იყო იქითკენ, რომ საზოგადოების კონსოლიდირება მოეხდინათ სასამართლოს ნეგატიური განწყობების მიმართულებით და ამით მოეხდინათ სასამართლო ხელისუფლების პოლიტიზება. თუმცა ბოლო პერიოდში, როგორც ჩანს, ეს სამიზნეები შეიცვალა და უკვე წინა სიებში პრიორიტეტულად, სანქცირებულთა სიები მაქვს მხედველობაში, მოსამართლეთა გვარების გამოჩენა უკვე მიუთითებს, რომ ზეწოლა უკვე მიემართება სხვა მიმართულებით, სავარაუდოდ, აქ გათვლა კეთდება იმაზე, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი გაძლიერდეს ინდივიდუალურ მოსამართლეში და ამან უზრუნველყოს ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს შიგნიდან ჩამოშლა. მინდა, ვთქვა, რომ საბედნიეროდ ზოგზოგიერთებს დაავიწყდათ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ქართველ მოსამართლეებთან, რომელთათვისაც ღირებულია პრიორიტეტები, გააჩნიათ პროფესიული თავმოყვარეობა და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ამდენად ჩვენ ეჭვი არ გვეპარება ჩვენი სისტემის მდგრადობაში, თითოეული ჩემი კოლეგის სიმყარეში.

მე კიდევ ერთხელ მინდა, თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო იმ გამძლეობისათვის, რომელსაც თითოეული თქვენგანი იჩენს და ღრმად მწამს, რომ თითოეულ ჩვენგანს გაცნობიერებული აქვს ის მთავარი მიზანი, რომლისთვისაც ჩვენ, ქართული მართლმსაჯულება იბრძვის. ბუნებრივია, ამ რთულ პირობებში, რომელშიც ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან მალე დასრულდება და ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება, სასამართლო ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ პოზიციებისა და ხედვების მოსმენა, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას გააჩნია“, - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.