სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავაინიცირეთ პარლამენტის ახალი რეგლამენტი - თავის დანიშნულებას კარგავს "მინისტრის საათი" - შალვა პაპუაშვილი
"დავაინიცირეთ პარლამენტის ახალი რეგლამენტი - თავის დანიშნულებას კარგავს "მინისტრის საათი" - შალვა პაპუაშვილი

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ახა­ლი რეგ­ლა­მენ­ტი და­ვა­ი­ნი­ცი­რეთ - ახა­ლი პრო­ექ­ტით, სხვა­დას­ხვა ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბის ინ­ტერ­პე­ლა­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ორ­მაგ­დე­ბა - აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი, თა­ვის და­ნიშ­ნუ­ლე­ბას კარ­გავს „მი­ნის­ტრის სა­ა­თი“,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პა­პუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, პრო­ექ­ტი გან­სა­ხილ­ვე­ლად ბი­უ­რო­ზე ორ­შა­ბათს გავა. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ახა­ლი რეგ­ლა­მენ­ტის პრო­ექ­ტით „აღ­მო­ი­ფხვრე­ბა ყვე­ლა ორაზ­როვ­ნე­ბა, რაც პრო­ცე­დუ­რებ­შია და ა.შ“.

"სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ და­ვა­ი­ნი­ცი­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ახა­ლი რეგ­ლა­მენ­ტი. უკვე ორი წე­ლია პარ­ლა­მენ­ტში საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­თან და პარ­ლა­მენ­ტის აპა­რა­ტის შე­სა­ბა­მის დე­პარ­ტა­მენ­ტებ­თან ერ­თად, ვა­მუ­შა­ვებთ ახალ რეგ­ლა­მენტს. 2 წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა. რო­გორც იცით, მოქ­მე­დი რეგ­ლა­მენ­ტი მი­ღე­ბუ­ლია 2018 წელს. ის უკვე თით­ქმის, 7 წე­ლია, რაც ძა­ლა­შია. ამი­ტომ, მოხ­და შეს­წავ­ლა იმის თუ, რა ხარ­ვე­ზე­ბია, რა გვაჩ­ვე­ნა პრაქ­ტი­კამ. მოქ­მედ რეგ­ლა­მენ­ტში 65 სხვა­დას­ხვა ცვლი­ლე­ბა შე­ტა­ნი­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ჭი­რო იყო თა­ვად რეგ­ლა­მენ­ტის, რო­გორც ახა­ლი სტრუქ­ტუ­რის შექ­მნა, რათა დუბ­ლი­რე­ბე­ბი იყოს გა­მო­რი­ცხუ­ლი. ასე­ვე, მოხ­დეს მისი სტრუქ­ტუ­რი­ზე­ბა ლო­გი­კუ­რი თან­მიმ­დევ­რო­ბით“, - აღ­ნიშ­ნა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

პა­პუ­აშ­ვი­ლის თქმით, ახა­ლი რეგ­ლა­მენ­ტის მი­ღე­ბა მა­ი­სის ბო­ლოს­თვი­საა და­გეგ­მი­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლა­ში 1-ელი ივ­ლი­სი­დან შევა.

„ძი­რი­თა­დი ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც სა­ინ­ტე­რე­სო შე­იძ­ლე­ბა იყოს ისაა, რომ ინ­ტერ­პე­ლა­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ორ­მაგ­დე­ბა. რო­გორც იცით, ინ­ტერ­პე­ლა­ცია გახ­ლავთ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტი, რათა კი­თხვე­ბით მი­მარ­თონ მი­ნის­ტრებს, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს და სხვა ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბულ პი­რებს. შემ­დეგ, ამ კი­თხვე­ბის შე­სა­ბა­მის პა­სუ­ხად შე­სა­ბა­მი­სი სუ­ბი­ექ­ტე­ბი უნდა მო­ვიდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტში და პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის ფორ­მატ­ში უპა­სუ­ხონ კი­თხვებს. შემ­დეგ კი დე­ბა­ტე­ბი იმარ­თე­ბა.

გა­ორ­მა­გე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის ყო­ველ კვი­რას იქ­ნე­ბა ინ­ტერ­პე­ლა­ცი­ის დღე. ასე­ვე, ხდე­ბა ხე­ლა­ხა­ლი მო­წეს­რი­გე­ბა ინ­ტერ­პე­ლა­ცი­ის დროს კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის ეტა­პი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, დე­ბა­ტე­ბის წე­სის. აქამ­დე უფრო მო­ნო­ლო­გუ­რი ხა­სი­ა­თი იყო. ახა­ლი მო­წეს­რი­გე­ბით იქ­ნე­ბა მო­ნაც­ვლე­ო­ბი­თო გა­მოს­ვლა, რაც დე­ბა­ტის და უფრო დი­ნა­მი­კურ ხა­სი­ათს მის­ცემს“,- გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ამას­თან, რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ აღ­ნიშ­ნა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, „მი­ნის­ტრის სა­ა­თი“ თა­ვის და­ნიშ­ნუ­ლე­ბას კარ­გავს“.

„აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ვის და­ნიშ­ნუ­ლე­ბას კარ­გავს „მი­ნის­ტრის სა­ა­თი“, რო­მე­ლიც 2018 წელს სა­კომ­პენ­სა­ცი­ოდ იქნა შე­მო­ღე­ბუ­ლი. ზოგ ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბობს კი­თხვე­ბის დრო, რო­დე­საც ყო­ველ კვი­რას, გა­მო­ყო­ფი­ლია ერთი დღე, რათა ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბულ­მა პირ­მა კი­თხვებს უპა­სუ­ხოს. ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვენ ეს სის­ტე­მა შე­მოგ­ვაქვს და ყო­ველ კვი­რას იქ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში გვყავ­დეს სხვა­დას­ხვა ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი პირი“, - აღ­ნიშ­ნა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ავტორი:

"დავაინიცირეთ პარლამენტის ახალი რეგლამენტი - თავის დანიშნულებას კარგავს "მინისტრის საათი" - შალვა პაპუაშვილი

"დავაინიცირეთ პარლამენტის ახალი რეგლამენტი - თავის დანიშნულებას კარგავს "მინისტრის საათი" - შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი დავაინიცირეთ - ახალი პროექტით, სხვადასხვა ანგარიშვალდებული პირების ინტერპელაციების რაოდენობა ორმაგდება - აქედან გამომდინარე კი, თავის დანიშნულებას კარგავს „მინისტრის საათი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პროექტი განსახილველად ბიუროზე ორშაბათს გავა. მისივე განცხადებით, ახალი რეგლამენტის პროექტით „აღმოიფხვრება ყველა ორაზროვნება, რაც პროცედურებშია და ა.შ“.

"საპარლამენტო უმრავლესობამ დავაინიცირეთ საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტი. უკვე ორი წელია პარლამენტში საპროცედურო საკითხთა კომიტეტთან და პარლამენტის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად, ვამუშავებთ ახალ რეგლამენტს. 2 წელია მიმდინარეობს მუშაობა. როგორც იცით, მოქმედი რეგლამენტი მიღებულია 2018 წელს. ის უკვე თითქმის, 7 წელია, რაც ძალაშია. ამიტომ, მოხდა შესწავლა იმის თუ, რა ხარვეზებია, რა გვაჩვენა პრაქტიკამ. მოქმედ რეგლამენტში 65 სხვადასხვა ცვლილება შეტანილი. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო თავად რეგლამენტის, როგორც ახალი სტრუქტურის შექმნა, რათა დუბლირებები იყოს გამორიცხული. ასევე, მოხდეს მისი სტრუქტურიზება ლოგიკური თანმიმდევრობით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ახალი რეგლამენტის მიღება მაისის ბოლოსთვისაა დაგეგმილი, რომელიც ძალაში 1-ელი ივლისიდან შევა.

„ძირითადი ცვლილებები, რაც საინტერესო შეიძლება იყოს ისაა, რომ ინტერპელაციების რაოდენობა ორმაგდება. როგორც იცით, ინტერპელაცია გახლავთ პარლამენტის წევრების ინსტრუმენტი, რათა კითხვებით მიმართონ მინისტრებს, პრემიერ-მინისტრს და სხვა ანგარიშვალდებულ პირებს. შემდეგ, ამ კითხვების შესაბამის პასუხად შესაბამისი სუბიექტები უნდა მოვიდნენ პარლამენტში და პლენარული სხდომის ფორმატში უპასუხონ კითხვებს. შემდეგ კი დებატები იმართება.

გაორმაგება ნიშნავს იმას, რომ პლენარული სხდომის ყოველ კვირას იქნება ინტერპელაციის დღე. ასევე, ხდება ხელახალი მოწესრიგება ინტერპელაციის დროს კითხვაზე პასუხის ეტაპი დასრულების შემდეგ, დებატების წესის. აქამდე უფრო მონოლოგური ხასიათი იყო. ახალი მოწესრიგებით იქნება მონაცვლეობითო გამოსვლა, რაც დებატის და უფრო დინამიკურ ხასიათს მისცემს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, „მინისტრის საათი“ თავის დანიშნულებას კარგავს“.

„აქედან გამომდინარე, თავის დანიშნულებას კარგავს „მინისტრის საათი“, რომელიც 2018 წელს საკომპენსაციოდ იქნა შემოღებული. ზოგ ქვეყნებში არსებობს კითხვების დრო, როდესაც ყოველ კვირას, გამოყოფილია ერთი დღე, რათა ანგარიშვალდებულმა პირმა კითხვებს უპასუხოს. ფაქტობრივად, ჩვენ ეს სისტემა შემოგვაქვს და ყოველ კვირას იქნება შესაძლებლობა კითხვა-პასუხის რეჟიმში გვყავდეს სხვადასხვა ანგარიშვალდებული პირი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"