სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“დღეს, მე დიდი ბრიტანეთის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებ“ - კირ სტარმერი ტრამპის მიერ გამოცხადებულ ტარიფებს ეხმაურება
“დღეს, მე დიდი ბრიტანეთის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებ“ - კირ სტარმერი ტრამპის მიერ გამოცხადებულ ტარიფებს ეხმაურება

“დიდი ბრი­ტა­ნე­თის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვი­მოქ­მე­დებ“, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, კირ სტარ­მე­რი აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ ტა­რი­ფებს.

„რა თქმა უნდა, აშშ-ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს გლო­ბა­ლუ­რი გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა, რო­გორც აქ, ისე გლო­ბა­ლუ­რად. ჩვენ მზად ვართ, რად­გან ამ ქვეყ­ნის ერთ-ერთ სიძ­ლი­ე­რეს სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის უნა­რი წარ­მო­ად­გენს. გა­სულ ღა­მეს, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა თა­ვი­სი ქვეყ­ნის­თვის იმოქ­მე­და და ეს მის მან­დატს წარ­მო­ად­გენს. დღეს, მე ბრი­ტა­ნე­თის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვი­მოქ­მე­დებ“, - გა­ნა­ცხა­და კირ სტარ­მერ­მა.

  • მისი თქმით, დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ პა­სუ­ხის თვალ­საზ­რი­სით „არა­ფე­რია გა­მო­რი­ცხუ­ლი, მაგ­რამ მი­ზანს შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა წარ­მო­ად­გენს“.

„ცვა­ლე­ბად სამ­ყა­რო­ში ვცხოვ­რობთ და ახალ ეპო­ქა­ში შევ­დი­ვართ. ამ გა­მოწ­ვე­ვას უნდა გა­ვუმკლავ­დეთ და სწო­რედ ამი­ტომ ჩემს გუნდს ცვლი­ლე­ბე­ბის სწრა­ფად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ვა­ვა­ლე, რაც ჩვენს ეკო­ნო­მი­კას უფრო ძლი­ერ­სა და მდგრადს გახ­დის. ეს მთავ­რო­ბა დიდი ბრი­ტა­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს“, - აღ­ნიშ­ნა დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

შე­გახ­სე­ნებთ, დო­ნალდ ტრამპმა აშშ-ში იმ­პორ­ტი­რე­ბულ თით­ქმის ყვე­ლა სა­ქო­ნელ­ზე მი­ნი­მუმ, სა­ბა­ზი­სო 10%-იან ტა­რი­ფი გა­მო­ა­ცხა­და. ტრამ­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 34%-იანი ტა­რი­ფი და­უ­წეს­დე­ბა ჩი­ნეთს, ევ­რო­კავ­შირს - 20%-იანი, ვი­ეტ­ნამს - 46%-იანი, ტა­ი­ვანს - 32%-იანი, ია­პო­ნი­ას - 24%-იანი, ინ­დო­ეთს - 26%-იანი, სამ­ხრეთ კო­რე­ას - 25%-იანი, ტა­ი­ლან­დს - 36%-იანი, შვე­ი­ცა­რი­ას - 31%-იანი, ინ­დო­ნე­ზი­ას - 32%-იანი, მა­ლა­ი­ზი­ას - 24%-იანი, დიდ ბრი­ტა­ნეთს - 10%-იანი, ის­რა­ელს - 17%-იანი, სამ­ხრეთ აფ­რი­კას - 30%-იანი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

“დღეს, მე დიდი ბრიტანეთის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებ“ - კირ სტარმერი ტრამპის მიერ გამოცხადებულ ტარიფებს ეხმაურება

“დღეს, მე დიდი ბრიტანეთის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებ“ - კირ სტარმერი ტრამპის მიერ გამოცხადებულ ტარიფებს ეხმაურება

“დიდი ბრიტანეთის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებ“, - ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ტარიფებს.

„რა თქმა უნდა, აშშ-ის გადაწყვეტილებებს გლობალური გავლენა ექნება, როგორც აქ, ისე გლობალურად. ჩვენ მზად ვართ, რადგან ამ ქვეყნის ერთ-ერთ სიძლიერეს სიმშვიდის შენარჩუნების უნარი წარმოადგენს. გასულ ღამეს, აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი ქვეყნისთვის იმოქმედა და ეს მის მანდატს წარმოადგენს. დღეს, მე ბრიტანეთის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებ“, - განაცხადა კირ სტარმერმა.

  • მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის მიერ პასუხის თვალსაზრისით „არაფერია გამორიცხული, მაგრამ მიზანს შეთანხმების მიღწევა წარმოადგენს“.

„ცვალებად სამყაროში ვცხოვრობთ და ახალ ეპოქაში შევდივართ. ამ გამოწვევას უნდა გავუმკლავდეთ და სწორედ ამიტომ ჩემს გუნდს ცვლილებების სწრაფად განხორციელება დავავალე, რაც ჩვენს ეკონომიკას უფრო ძლიერსა და მდგრადს გახდის. ეს მთავრობა დიდი ბრიტანეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ, საბაზისო 10%-იან ტარიფი გამოაცხადა. ტრამპის გადაწყვეტილებით, 34%-იანი ტარიფი დაუწესდება ჩინეთს, ევროკავშირს - 20%-იანი, ვიეტნამს - 46%-იანი, ტაივანს - 32%-იანი, იაპონიას - 24%-იანი, ინდოეთს - 26%-იანი, სამხრეთ კორეას - 25%-იანი, ტაილანდს - 36%-იანი, შვეიცარიას - 31%-იანი, ინდონეზიას - 32%-იანი, მალაიზიას - 24%-იანი, დიდ ბრიტანეთს - 10%-იანი, ისრაელს - 17%-იანი, სამხრეთ აფრიკას - 30%-იანი.