პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოხუმში ბადრა გუნბას "ინაუგურაცია" გაიმართა - ის ოკუპირებული რეგიონის ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი გახდა
სოხუმში ბადრა გუნბას "ინაუგურაცია" გაიმართა - ის ოკუპირებული რეგიონის ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი გახდა

ბად­რა გუნ­ბამ აფხა­ზე­თის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა. "ინა­უ­გუ­რა­ცია" სო­ხუ­მის სამ­თავ­რო­ბო კომ­პლექ­სის დიდ დარ­ბაზ­ში გა­ი­მარ­თა.

  • ცე­რე­მო­ნი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ ე.წ. სა­კა­ნონ­მდებ­ლო, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი და სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, "ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის" წევ­რე­ბი, ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო ლი­დე­რი, ალან გაგ­ლო­ე­ვი, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე სერ­გეი კი­რი­ენ­კო, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს დე­პუ­ტა­ტე­ბი.

სტუმ­რებს შო­რის იყ­ვნენ ასე­ვე ყო­ფი­ლი ე.წ. პრე­ზი­დენ­ტი ას­ლან ბჟა­ნია და "ოპო­ზი­ცი­ის" ლი­დე­რი ად­გურ არ­ძინ­ბა.

"ინა­უ­გუ­რა­ცი­ის" გახ­სნის სი­ტყვა წარ­მოთ­ქვა ე.წ. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ლაშა აშუ­ბამ.

ბად­რა გუნ­ბამ აფხა­ზურ ენა­ზე და­ი­ფი­ცა ხალ­ხის ერ­თგუ­ლე­ბა. რო­გორც "აფ­სნიპ­რე­სი" წერს, ფი­ცის და­დე­ბის შემ­დეგ ახალ­მა ე.წ. პრე­ზი­დენ­ტმა სი­ტყვით მი­მარ­თა შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

მან მი­სა­ლო­ცი წე­რი­ლი მი­ი­ღო რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის­გან. პუ­ტინ­მა გუნ­მა 9 მა­ისს მოს­კოვ­ში მი­იწ­ვია.

ავტორი:

სოხუმში ბადრა გუნბას "ინაუგურაცია" გაიმართა - ის ოკუპირებული რეგიონის ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი გახდა

სოხუმში ბადრა გუნბას "ინაუგურაცია" გაიმართა - ის ოკუპირებული რეგიონის ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი გახდა

ბადრა გუნბამ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. "ინაუგურაცია" სოხუმის სამთავრობო კომპლექსის დიდ დარბაზში გაიმართა.

  • ცერემონიას ესწრებოდნენ ე.წ. საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, "ცენტრალური საარჩევნო კომისიის" წევრები, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი, ალან გაგლოევი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები.

სტუმრებს შორის იყვნენ ასევე ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია და "ოპოზიციის" ლიდერი ადგურ არძინბა.

"ინაუგურაციის" გახსნის სიტყვა წარმოთქვა ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარემ ლაშა აშუბამ.

ბადრა გუნბამ აფხაზურ ენაზე დაიფიცა ხალხის ერთგულება. როგორც "აფსნიპრესი" წერს, ფიცის დადების შემდეგ ახალმა ე.წ. პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას.

მან მისალოცი წერილი მიიღო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისგან. პუტინმა გუნმა 9 მაისს მოსკოვში მიიწვია.