სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძის თქმით, მეტროსადგურ “ვარკეთილის“ რეაბილიტაციის დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი
კახა კალაძის თქმით, მეტროსადგურ “ვარკეთილის“ რეაბილიტაციის დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი

“მეტ­რო­სად­გურ “ვარ­კე­თი­ლის“ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის მოკ­ლე ვა­და­ში და­სას­რუ­ლებ­ლად უკვე გა­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ბე­ლა­რუ­სულ კომ­პა­ნი­ას­თან, შპს “პრო­ბილდ ექ­სპერტთან“ და მიმ­დი­ნა­რე­ობს რკი­ნა­ბე­ტო­ნის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის სრუ­ლი კვლე­ვა, ასე­ვე, აღ­დგე­ნის პრო­ექ­ტის მომ­ზა­დე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ დე­და­ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • კახა კა­ლა­ძის თქმით, მეტ­რო­სად­გურ “ვარ­კე­თი­ლის“ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის სექ­ტემ­ბერ­შია და­გეგ­მი­ლი.

“ჩვენ არას­დროს ვე­რი­დე­ბით პრობ­ლე­მებ­ზე სა­უ­ბარს, არას­დროს გა­ვურ­ბი­ვართ გა­მოწ­ვე­ვებს და არ გვი­ჭირს, ვუ­თხრათ სი­მარ­თლე სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ჩვენ ბევ­რჯერ ვსა­უბ­რობთ წარ­მა­ტე­ბულ პრო­ექ­ტებ­ზე, გა­კე­თე­ბულ საქ­მე­ებ­ზე, რაც 2017 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ნათ­ლად ჩანს დე­და­ქა­ლაქ­ში, მაგ­რამ არ­სე­ბობს გა­მოწ­ვე­ვე­ბი და პრობ­ლე­მე­ბიც. დღეს მინ­და, ერთ პრობ­ლე­მურ სა­კი­თხზე მო­გა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია, თუ რა ეტაპ­ზე ვართ. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს მეტ­რო­სად­გურ “ვარ­კე­თი­ლის“ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რომ­ლის მო­საც­დელ ბა­ქან­ზე ჭერი ჯერ კი­დევ 2018 წელს ჩა­მო­ი­შა­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა სად­გუ­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­გეგ­მვა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ი­წყო, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი ჯერ კი­დევ მო­უგ­ვა­რე­ბე­ლია. პრო­ცე­სის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბის მთა­ვარ მი­ზეზს წარ­მო­ად­გენს მი­წის­ქვე­შა ტრან­სპორ­ტის სფე­რო­ში, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი საპ­რო­ექ­ტო და სამ­შე­ნებ­ლო, ისე სა­ექ­სპერ­ტო კომ­პა­ნი­ე­ბის არა­საკ­მა­რი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა და კვა­ლი­ფი­კა­ცია. აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ად­გი­ლობ­რი­ვი კომ­პა­ნი­ე­ბი ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას თავს არი­დებ­დნენ. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც გა­მოგ­ვი­ცხა­დე­ბია ტენ­დე­რი და კომ­პა­ნი­ე­ბი არ იღებ­დნენ მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, პირ­ვე­ლად შერ­ჩე­ულ­მა სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია “მა­მი­სონ­მა“ ვერ შე­ას­რუ­ლა და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რის გა­მოც მას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­წყდა.

“არა­ერ­თი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 2021 წელს შე­ირ­ჩა საპ­რო­ექ­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცია, შპს “თი დი ეს“, რო­მელ­მაც დას­რუ­ლე­ბუ­ლი, ექ­სპერ­ტი­ზა გავ­ლი­ლი პრო­ექ­ტი წარ­მო­ად­გი­ნა 2022 წლის იან­ვარ­ში. პრო­ექ­ტის მსვლე­ლო­ბი­სას გა­მო­იკ­ვე­თა მთე­ლი რიგი შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რო­მელ­მაც 2022 წლი­დან დღემ­დე, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ა­ჭი­ა­ნუ­რა პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, პრო­ექ­ტის ძი­რი­თად სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ად­გენს მგზავ­რთა მო­საც­დე­ლი დარ­ბა­ზის ჭე­რის და კედ­ლე­ბის, ასე­ვე, სა­ეს­კა­ლა­ტო­რო დახ­რილ გვი­რაბ­ში აზ­ბესტ-ცე­მენ­ტის ფი­ლე­ბის დე­მონ­ტა­ჟი და მათ ნაც­ვლად, თა­ნა­მედ­რო­ვე, უსაფრ­თხო მა­სა­ლე­ბით ჭე­რის მო­წყო­ბა.

თბი­ლი­სის მე­რის თქმით, ძვე­ლი ჭე­რის დე­მონ­ტა­ჟის შე­დე­გად გა­მო­იკ­ვე­თა უშუ­ა­ლოდ რკი­ნა­ბე­ტო­ნის თა­ღის, მათ შო­რის, გე­ო­მეტ­რი­უ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბის კვლე­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა და სხვა კვლე­ვებ­თან ერ­თად, ორ­ჯერ ჩა­ტარ­და ზე­და­პი­რის სრუ­ლი სკა­ნი­რე­ბა.

“ასე­ვე, გა­ნახ­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ექ­სპერ­ტი­ზის ეტაპ­ზე, ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ­მა ბი­უ­რომ მო­ი­თხო­ვა რკი­ნა­ბე­ტო­ნის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის სიღ­რმი­სე­უ­ლი შეს­წავ­ლა, რაც ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ექ­სპერ­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის რე­სურ­სე­ბით საკ­მა­ოდ რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ამი­ტომ, მოგ­ვი­წია უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა, ვი­საც ასე­თი ტი­პის მეტ­რო­სად­გუ­რებ­ზე უმუ­შა­ვია. რო­გორც იცით, თბი­ლი­სის მეტ­რო საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­შია აშე­ნე­ბუ­ლი. ამი­ტომ, მეტ­რო­სად­გურ “ვარ­კე­თი­ლის“ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის მოკ­ლე ვა­და­ში და­სას­რუ­ლებ­ლად უკვე გა­ფორმ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ბე­ლა­რუ­სულ კომ­პა­ნი­ას­თან, შპს “პრო­ბილდ ექ­სპერტთან“ და მიმ­დი­ნა­რე­ობს რკი­ნა­ბე­ტო­ნის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის სრუ­ლი კვლე­ვა, ასე­ვე, აღ­დგე­ნის პრო­ექ­ტის მომ­ზა­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

გარ­და ამი­სა, მე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია “ბა­და­ქონსთრაქ­შენ­მა“ უკვე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ძვე­ლი ჭე­რის სრუ­ლი დე­მონ­ტა­ჟი, ბაქ­ნის ქვეშ შიდა სა­მე­ურ­ნეო სივ­რცე­ე­ბის სა­დე­მონ­ტა­ჟო და სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, შეკ­ვე­თი­ლია ახა­ლი ჭე­რის კონ­სტრუქ­ცი­ის მო­სა­წყო­ბად სა­ჭი­რო მა­სა­ლა და სხვა.

კახა კა­ლა­ძის თქმით, ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მეტ­რო­სად­გურ “ვარ­კე­თი­ლის“ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის სექ­ტემ­ბერ­შია და­გეგ­მი­ლი.

00:00 / 00:00
ავტორი:

კახა კალაძის თქმით, მეტროსადგურ “ვარკეთილის“ რეაბილიტაციის დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი

კახა კალაძის თქმით, მეტროსადგურ “ვარკეთილის“ რეაბილიტაციის დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი

“მეტროსადგურ “ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების მოკლე ვადაში დასასრულებლად უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ბელარუსულ კომპანიასთან, შპს “პრობილდ ექსპერტთან“ და მიმდინარეობს რკინაბეტონის კონსტრუქციების სრული კვლევა, ასევე, აღდგენის პროექტის მომზადება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

  • კახა კალაძის თქმით, მეტროსადგურ “ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროექტის დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი.

“ჩვენ არასდროს ვერიდებით პრობლემებზე საუბარს, არასდროს გავურბივართ გამოწვევებს და არ გვიჭირს, ვუთხრათ სიმართლე საზოგადოებას. ჩვენ ბევრჯერ ვსაუბრობთ წარმატებულ პროექტებზე, გაკეთებულ საქმეებზე, რაც 2017 წლიდან მოყოლებული ნათლად ჩანს დედაქალაქში, მაგრამ არსებობს გამოწვევები და პრობლემებიც. დღეს მინდა, ერთ პრობლემურ საკითხზე მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა ეტაპზე ვართ. მხედველობაში მაქვს მეტროსადგურ “ვარკეთილის“ რეაბილიტაცია, რომლის მოსაცდელ ბაქანზე ჭერი ჯერ კიდევ 2018 წელს ჩამოიშალა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა სადგურის რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა დაუყოვნებლივ დაიწყო, აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელია. პროცესის გაჭიანურების მთავარ მიზეზს წარმოადგენს მიწისქვეშა ტრანსპორტის სფეროში, როგორც ადგილობრივი საპროექტო და სამშენებლო, ისე საექსპერტო კომპანიების არასაკმარისი გამოცდილება და კვალიფიკაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით ადგილობრივი კომპანიები ამ პროექტში მონაწილეობას თავს არიდებდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც გამოგვიცხადებია ტენდერი და კომპანიები არ იღებდნენ მასში მონაწილეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველად შერჩეულმა სამშენებლო კომპანია “მამისონმა“ ვერ შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები, რის გამოც მასთან ხელშეკრულება შეწყდა.

“არაერთი მცდელობის შემდეგ, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, 2021 წელს შეირჩა საპროექტო ორგანიზაცია, შპს “თი დი ეს“, რომელმაც დასრულებული, ექსპერტიზა გავლილი პროექტი წარმოადგინა 2022 წლის იანვარში. პროექტის მსვლელობისას გამოიკვეთა მთელი რიგი შემაფერხებელი გარემოებები, რომელმაც 2022 წლიდან დღემდე, მნიშვნელოვნად გააჭიანურა პროექტის დასრულება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე განმარტებით, პროექტის ძირითად სამუშაოს წარმოადგენს მგზავრთა მოსაცდელი დარბაზის ჭერის და კედლების, ასევე, საესკალატორო დახრილ გვირაბში აზბესტ-ცემენტის ფილების დემონტაჟი და მათ ნაცვლად, თანამედროვე, უსაფრთხო მასალებით ჭერის მოწყობა.

თბილისის მერის თქმით, ძველი ჭერის დემონტაჟის შედეგად გამოიკვეთა უშუალოდ რკინაბეტონის თაღის, მათ შორის, გეომეტრიული პარამეტრების კვლევის აუცილებლობა და სხვა კვლევებთან ერთად, ორჯერ ჩატარდა ზედაპირის სრული სკანირება.

“ასევე, განახლებული პროექტის ექსპერტიზის ეტაპზე, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მოითხოვა რკინაბეტონის კონსტრუქციების სიღრმისეული შესწავლა, რაც ადგილობრივი საექსპერტო ორგანიზაციების რესურსებით საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ამიტომ, მოგვიწია უცხოელი ექსპერტების ჩართულობა, ვისაც ასეთი ტიპის მეტროსადგურებზე უმუშავია. როგორც იცით, თბილისის მეტრო საბჭოთა პერიოდშია აშენებული. ამიტომ, მეტროსადგურ “ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების მოკლე ვადაში დასასრულებლად უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ბელარუსულ კომპანიასთან, შპს “პრობილდ ექსპერტთან“ და მიმდინარეობს რკინაბეტონის კონსტრუქციების სრული კვლევა, ასევე, აღდგენის პროექტის მომზადება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მერის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სამშენებლო კომპანია “ბადაქონსთრაქშენმა“ უკვე განახორციელა ძველი ჭერის სრული დემონტაჟი, ბაქნის ქვეშ შიდა სამეურნეო სივრცეების სადემონტაჟო და სარემონტო სამუშაოები, შეკვეთილია ახალი ჭერის კონსტრუქციის მოსაწყობად საჭირო მასალა და სხვა.

კახა კალაძის თქმით, ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მეტროსადგურ “ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროექტის დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი.