სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სჯობს პირდაპირ დაკითხოთ ეფ-ეს-ბეს თავმჯდომარე და მედვედევი" - მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიას
"სჯობს პირდაპირ დაკითხოთ ეფ-ეს-ბეს თავმჯდომარე და მედვედევი" - მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიას

მიკ­ვირს, რა­ტომ აც­დენთ დროს ასეთ უმ­ნიშ­ვნე­ლო პი­როვ­ნე­ბებ­ზე, სჯობს პირ­და­პირ და­კი­თხოთ ეფ-ეს-ბეს თავ­მჯდო­მა­რე და მედ­ვე­დე­ვი, რომ­ლებ­მაც ბევ­რად მეტი იცი­ან იმ­დრო­ინ­დელ ვი­თა­რე­ბა­ზე, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლელ დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ყო­ფილ დე­პუ­ტატ ემ­ზარ კვი­ცი­ან­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ის სის­ტე­მა­ტუ­რად აშან­ტა­ჟებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.

"ვი­საც აღარ ახ­სოვს, შე­გახ­სე­ნებთ რომ, ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნი არის ადა­მი­ა­ნი რო­მე­ლიც სის­ტე­მა­ტუ­რად აზი­ა­ნებ­და დე­ნის მა­ღა­ლი ძაბ­ვის გა­დამ­ცემ ხა­ზებს და აშან­ტა­ჟებ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.

შემ­დეგ მან მო­ა­წყო ამ­ბო­ხი და ერთხანს თავი შე­ა­ფა­რა სე­პა­რა­ტის­ტებს აფხა­ზეთ­ში, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­და რუ­სეთ­ში”, - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, პარ­ლა­მენ­ტში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლე­ლი დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მერ­ვე სხდო­მა­ზე ემ­ზარ კვი­ცი­ანს მო­უს­მი­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"სჯობს პირდაპირ დაკითხოთ ეფ-ეს-ბეს თავმჯდომარე და მედვედევი" - მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიას

"სჯობს პირდაპირ დაკითხოთ ეფ-ეს-ბეს თავმჯდომარე და მედვედევი" - მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიას

მიკვირს, რატომ აცდენთ დროს ასეთ უმნიშვნელო პიროვნებებზე, სჯობს პირდაპირ დაკითხოთ ეფ-ეს-ბეს თავმჯდომარე და მედვედევი, რომლებმაც ბევრად მეტი იციან იმდროინდელ ვითარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც "ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობას ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილმა ყოფილ დეპუტატ ემზარ კვიციანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სისტემატურად აშანტაჟებდა საქართველოს ხელისუფლებას.

"ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ რომ, ემზარ კვიციანი არის ადამიანი რომელიც სისტემატურად აზიანებდა დენის მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებს და აშანტაჟებდა ხელისუფლებას.

შემდეგ მან მოაწყო ამბოხი და ერთხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში, მოგვიანებით კი, საცხოვრებლად გადავიდა რუსეთში”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის, პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მერვე სხდომაზე ემზარ კვიციანს მოუსმინეს.