პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიანმარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 700-მდე გაიზარდა - ნანგრევებში მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ (ფოტო/ვიდეო)
მიანმარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 700-მდე გაიზარდა - ნანგრევებში მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ (ფოტო/ვიდეო)

მი­ან­მა­რი და­მან­გრე­ველ და სა­სიკ­ვდი­ლო მი­წისძვრის შე­დე­გებს ამ დრომ­დე ებ­რძვის. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 1 700-მდე გა­ი­ზარ­და.

სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რებს ნან­გრე­ვე­ბი­დან ხალ­ხი ახ­ლაც ამოჰ­ყავს. ნა­წილ­მა ცო­ცხლად გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლო.

ასო­ბით ად­გი­ლობ­რი­ვი უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა. სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, სას­წრა­ფოდ ესა­ჭი­რო­ე­ბა 8 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი მი­ან­მარ­ში მი­წისძვრის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის და­სახ­მა­რებ­ლად.

გა­ე­რო-ს სა­ა­გენ­ტოს გან­მარ­ტე­ბით, ის რე­ა­გი­რებს გა­და­უ­დე­ბე­ლი აქ­ტი­ვა­ცი­ის უმაღ­ლეს დო­ნე­ზე და სა­ჭი­როა შე­მო­წი­რუ­ლე­ბე­ბი და­შა­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ, და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად და არ­სე­ბი­თი ჯან­მრთე­ლო­ბის სერ­ვი­სე­ბის აღ­დგე­ნის­თვის.

  • ერთ-ერთ ქალს მშო­ბი­ა­რო­ბა სწო­რედ მი­წისძვრის დროს და­ე­წყო - რას ჰყვე­ბა ის

“ვიგ­რძე­ნი, რო­გორ მარ­ყევ­და დიდი ბიძ­გე­ბი, სწო­რედ მა­შინ და­მე­წყო მშო­ბი­ა­რო­ბა,“ - ჰყვე­ბა კან­ტონგ სენ­მუ­ან­სი­ნი.

ქალი მი­წისძვრის დროს შე­ნო­ბის მე­ხუ­თე სარ­თულ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

“სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა კი­ბე­ზე ჩას­ვლი­სას ორი­ვე ხელი მო­მი­ჭი­რა. ვთხოვ­დი ჩემს პა­ტა­რას - ახლა ამის დრო არ არის, თუმ­ცა კი­ბე­ებ­ზე ტკი­ვი­ლი ძლი­ერ­დე­ბო­და,“ - ჰყვე­ბა ახალ­ბე­და დედა Reuters-თან. პირ­ველ სარ­თულ­ზე მას გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა.

"რო­გორც კი ჩემი ბავ­შვი და­ი­ბა­და, მი­წამ შე­წყვი­ტა რხე­ვა. თავს მშვე­ნივ­რად ვგრძნობ­დი, და­ვი­ნა­ხე ჩემი ბავ­შვი და მი­წისძვრა შე­ჩერ­და. ძა­ლი­ან აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი ვარ იმით, თუ რო­გორ იზ­რუ­ნა ჩემ­ზე სა­ა­ვად­მყო­ფომ", - ამ­ბობს ის.

შე­გახ­სე­ნებთ, მი­ან­მარ­ში 7.7 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრა პა­რას­კევს მოხ­და. მი­წისძვრამ გა­ა­ნად­გუ­რა ცა­თამბჯე­ნე­ბი და სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ტაძ­რე­ბი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

მიანმარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 700-მდე გაიზარდა - ნანგრევებში მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ (ფოტო/ვიდეო)

მიანმარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 700-მდე გაიზარდა - ნანგრევებში მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ (ფოტო/ვიდეო)

მიანმარი დამანგრეველ და სასიკვდილო მიწისძვრის შედეგებს ამ დრომდე ებრძვის. განახლებული მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 1 700-მდე გაიზარდა.

სამაშველო სამსახურებს ნანგრევებიდან ხალხი ახლაც ამოჰყავს. ნაწილმა ცოცხლად გადარჩენა შეძლო.

ასობით ადგილობრივი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, სასწრაფოდ ესაჭიროება 8 მილიონი აშშ დოლარი მიანმარში მიწისძვრის დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.

გაერო-ს სააგენტოს განმარტებით, ის რეაგირებს გადაუდებელი აქტივაციის უმაღლეს დონეზე და საჭიროა შემოწირულებები დაშავებული მოქალაქეების სამკურნალოდ, დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად და არსებითი ჯანმრთელობის სერვისების აღდგენისთვის.

  • ერთ-ერთ ქალს მშობიარობა სწორედ მიწისძვრის დროს დაეწყო - რას ჰყვება ის

“ვიგრძენი, როგორ მარყევდა დიდი ბიძგები, სწორედ მაშინ დამეწყო მშობიარობა,“ - ჰყვება კანტონგ სენმუანსინი.

ქალი მიწისძვრის დროს შენობის მეხუთე სართულზე იმყოფებოდა.

“სამედიცინო პერსონალმა კიბეზე ჩასვლისას ორივე ხელი მომიჭირა. ვთხოვდი ჩემს პატარას - ახლა ამის დრო არ არის, თუმცა კიბეებზე ტკივილი ძლიერდებოდა,“ - ჰყვება ახალბედა დედა Reuters-თან. პირველ სართულზე მას გოგონა შეეძინა.

"როგორც კი ჩემი ბავშვი დაიბადა, მიწამ შეწყვიტა რხევა. თავს მშვენივრად ვგრძნობდი, დავინახე ჩემი ბავშვი და მიწისძვრა შეჩერდა. ძალიან აღფრთოვანებული და ბედნიერი ვარ იმით, თუ როგორ იზრუნა ჩემზე საავადმყოფომ", - ამბობს ის.

შეგახსენებთ, მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა პარასკევს მოხდა. მიწისძვრამ გაანადგურა ცათამბჯენები და საუკუნოვანი ტაძრები.

იხილეთ ასევე: