სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იქნება ისეთი დაბომბვა, როგორიც მათ აქამდე არასდროს უნახავთ” - დონალდ ტრამპი ირანს ემუქრება: რას აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი?
"ეს იქნება ისეთი დაბომბვა, როგორიც მათ აქამდე არასდროს უნახავთ” - დონალდ ტრამპი ირანს ემუქრება: რას აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი?

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი ირანს და­ბომბვი­თა და მე­ო­რა­დი ტა­რი­ფე­ბით და­ე­მუქ­რა, თუ თე­ი­რა­ნი ვა­შინგტონ­თან ბირ­თვულ პროგ­რა­მა­ზე შე­თან­ხმე­ბას არ მი­აღ­წევს.

  • “თუ ისი­ნი გა­რი­გე­ბას არ და­დე­ბენ, იქ­ნე­ბა და­ბომბვა. ეს იქ­ნე­ბა ისე­თი და­ბომბვა, რო­გო­რიც მათ აქამ­დე არას­დროს უნა­ხავთ”, - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა NBC News-თან სა­ტე­ლე­ფო­ნო ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ამას­თან, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის თქმით, არ­სე­ბობს შან­სი, რომ თუ ირა­ნი შე­თან­ხმე­ბას არ და­დებს, მის წი­ნა­აღ­მდეგ მე­ო­რად ტა­რი­ფებს და­ა­წე­სებს, რო­გორც ეს ოთხი წლის წინ გა­ა­კე­თა.

ცნო­ბის­თვის, ირან­მა შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს ომა­ნის მეშ­ვე­ო­ბით გა­უგ­ზავ­ნა პა­სუ­ხი დო­ნალდ ტრამ­პის წე­რილ­ზე, რო­მელ­შიც აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი თე­ი­რანს მო­უ­წო­დებს, ახალ ბირ­თვულ შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ოს. ირან­მა აშშ-ს უპა­სუ­ხა, რომ მისი პო­ლი­ტი­კაა, არ ჩა­ერ­თოს პირ­და­პირ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან "მაქ­სი­მა­ლუ­რი ზე­წო­ლის კამ­პა­ნი­ი­სა და სამ­ხედ­რო მუ­ქა­რის პი­რო­ბებ­ში“.

ამას­თან, ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, მა­სუდ პე­ზეშ­კი­ან­მა გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ თე­ი­რა­ნი ვა­შინგტონ­თან პირ­და­პირ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე უარს აცხა­დებს.

„პირ­და­პი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი (აშშ-თან) უარ­ყო­ფი­ლია, მაგ­რამ ირა­ნი ყო­ველ­თვის იყო ჩარ­თუ­ლი არა­პირ­და­პირ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში და ახ­ლაც, უზე­ნა­ეს­მა ლი­დერ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ არა­პირ­და­პი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი კვლავ შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს“, - აღ­ნიშ­ნა ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა.

ავტორი:

"ეს იქნება ისეთი დაბომბვა, როგორიც მათ აქამდე არასდროს უნახავთ” - დონალდ ტრამპი ირანს ემუქრება: რას აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი?

"ეს იქნება ისეთი დაბომბვა, როგორიც მათ აქამდე არასდროს უნახავთ” - დონალდ ტრამპი ირანს ემუქრება: რას აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი?

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს დაბომბვითა და მეორადი ტარიფებით დაემუქრა, თუ თეირანი ვაშინგტონთან ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას არ მიაღწევს.

  • “თუ ისინი გარიგებას არ დადებენ, იქნება დაბომბვა. ეს იქნება ისეთი დაბომბვა, როგორიც მათ აქამდე არასდროს უნახავთ”, - აღნიშნა ტრამპმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, არსებობს შანსი, რომ თუ ირანი შეთანხმებას არ დადებს, მის წინააღმდეგ მეორად ტარიფებს დააწესებს, როგორც ეს ოთხი წლის წინ გააკეთა.

ცნობისთვის, ირანმა შეერთებულ შტატებს ომანის მეშვეობით გაუგზავნა პასუხი დონალდ ტრამპის წერილზე, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი თეირანს მოუწოდებს, ახალ ბირთვულ შეთანხმებას მიაღწიოს. ირანმა აშშ-ს უპასუხა, რომ მისი პოლიტიკაა, არ ჩაერთოს პირდაპირ მოლაპარაკებებში შეერთებულ შტატებთან "მაქსიმალური ზეწოლის კამპანიისა და სამხედრო მუქარის პირობებში“.

ამასთან, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა გუშინ განაცხადა, რომ თეირანი ვაშინგტონთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს.

„პირდაპირი მოლაპარაკებები (აშშ-თან) უარყოფილია, მაგრამ ირანი ყოველთვის იყო ჩართული არაპირდაპირ მოლაპარაკებებში და ახლაც, უზენაესმა ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არაპირდაპირი მოლაპარაკებები კვლავ შეიძლება გაგრძელდეს“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.