სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ; დიდი სურათის გარდა, რეჟიმის ამ ნაბიჯს ჟურნალისტურ საქმიანობაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობად მივიჩნევ“ - გიორგი თარგამაძე საგამოძიებო კომისიაზე დაბარებაზე
“მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ; დიდი სურათის გარდა, რეჟიმის ამ ნაბიჯს ჟურნალისტურ საქმიანობაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობად მივიჩნევ“ - გიორგი თარგამაძე საგამოძიებო კომისიაზე დაბარებაზე

„ფორ­მუ­ლას“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე აცხა­დებს, რომ პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე მის­ვლას არ აპი­რებს.

მისი თქმით, სხდო­მა­ზე და­ბა­რე­ბის შე­სა­ხებ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ი­ტყო და არ სურს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბი­სა და მისი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის „ძირ­გა­მომ­თხრელ სპექ­ტაკლში“ აღ­მოჩ­ნდეს ჩარ­თუ­ლი.

  • გარ­და ამი­სა, თარ­გა­მა­ძე კო­მი­სი­ა­ზე და­ბა­რე­ბის ნა­ბიჯს პერ­სო­ნა­ლურ დო­ნე­ზე ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ზე­წო­ლის მოხ­დე­ნის მცდე­ლო­ბად აფა­სებს.

„2008 წლის ომის, ეროვ­ნულ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო - სა­მარ­თლებ­რივ და პო­ლი­ტი­კურ დო­ნე­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის, რე­ვი­ზი­ის მიზ­ნით შექ­მნილ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას არ ვა­პი­რებ. არ მინ­და მოს­კო­ვის და ცხინ­ვა­ლე­ლი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო და ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბი­სა და მისი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის ძირ­გა­მომ­თხრელ სპექ­ტაკლში აღ­მოვ­ჩნდე ჩარ­თუ­ლი.

დიდი სუ­რა­თის გარ­და, რე­ჟი­მის ამ ნა­ბიჯს პერ­სო­ნა­ლურ დო­ნე­ზე ჩემს ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ზე­წო­ლის მოხ­დე­ნის მცდე­ლო­ბად მი­ვიჩ­ნევ. წი­ნას­წარ ცნო­ბი­ლია, რომ რე­ჟი­მი ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ დევ­ნას იწყებს. გა­ე­როს მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ზღვრე­ბის ფარ­გლებ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი არა­თუ თავ­დაც­ვი­თი მოქ­მე­დე­ბე­ბი, ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­დლის და თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის არა­მარ­ტო უფ­ლე­ბა - კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა.

სა­ერ­თოდ გა­უ­გე­ბა­რია, რისი გა­გე­ბა სურთ ჩემ­გან, რა­საც ლა­მის ყო­ველ­დღე სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში არ ვამ­ბობ, თუმ­ცა თუ რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი გაქვთ და ჩემი მო­საზ­რე­ბა აინ­ტე­რე­სებთ, მათ კი­დევ ერთხელ მივ­მარ­თავ - მობ­რძან­დნენ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში, ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან, ტე­ლე­წამ­ყვა­ნებ­თან და ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე ვი­სა­უბ­როთ. ოღონდ რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი აუ­ცი­ლებ­ლად და­ვუს­ვამ კი­თხვას, რა­ტომ არ­ღვე­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას და ქვე­ყა­ნას უც­ვლი­ან გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ორი­ენ­ტა­ცი­ას, რა­ტომ არ­ღვე­ვენ ყო­ველ დღე ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს, რა­ტომ აღა­ტა­კე­ბენ ქვე­ყა­ნას და ხალ­ხს აი­ძუ­ლე­ბენ უცხო­ეთ­ში გა­და­იხ­ვე­წონ ოჯა­ხე­ბით, რა­ტომ აუქ­მე­ბენ მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლო­ბას და რა­ტომ ამ­სგავ­სე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ვინ­ცი­ულ რუ­სეთს. გუ­ბერ­ნი­ას, რო­მელ­ზეც უა­რიც ზუს­ტად 34 წლის წინ მთელ­მა ერმა თქვა და რომ­ლის ის­ტო­რი­ის გა­და­წე­რას და მისი მო­მავ­ლის გამ­რუ­დე­ბა­საც სა­ხელ­მწი­ფოს მიმ­ტა­ცე­ბე­ლი რე­ჟი­მი ახლა ცდი­ლობს",- აცხა­დებს თარ­გა­მა­ძე.

"2003-2012 წლებ­ში მოქ­მე­დი რე­ჟი­მი­სა და რე­ჟი­მის პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლე­ლი" პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის 31 მარ­ტის სხდო­მა­ზე მიწ­ვე­უ­ლი არი­ან: ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნი, გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე, მა­რი­ამ რა­ტი­ა­ნი, გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე და გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი.

ავტორი:

“მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ; დიდი სურათის გარდა, რეჟიმის ამ ნაბიჯს ჟურნალისტურ საქმიანობაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობად მივიჩნევ“ - გიორგი თარგამაძე საგამოძიებო კომისიაზე დაბარებაზე

“მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ; დიდი სურათის გარდა, რეჟიმის ამ ნაბიჯს ჟურნალისტურ საქმიანობაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობად მივიჩნევ“ - გიორგი თარგამაძე საგამოძიებო კომისიაზე დაბარებაზე

„ფორმულას“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ტელეწამყვანი გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას არ აპირებს.

მისი თქმით, სხდომაზე დაბარების შესახებ საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით შეიტყო და არ სურს ქართული სახელმწიფოებრიობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის „ძირგამომთხრელ სპექტაკლში“ აღმოჩნდეს ჩართული.

  • გარდა ამისა, თარგამაძე კომისიაზე დაბარების ნაბიჯს პერსონალურ დონეზე ჟურნალისტურ საქმიანობაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობად აფასებს.

„2008 წლის ომის, ეროვნულ თუ საერთაშორისო - სამართლებრივ და პოლიტიკურ დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების, რევიზიის მიზნით შექმნილ პროცესში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. არ მინდა მოსკოვის და ცხინვალელი სეპარატისტებისთვის სასიამოვნო და ქართული სახელმწიფოებრიობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირგამომთხრელ სპექტაკლში აღმოვჩნდე ჩართული.

დიდი სურათის გარდა, რეჟიმის ამ ნაბიჯს პერსონალურ დონეზე ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობად მივიჩნევ. წინასწარ ცნობილია, რომ რეჟიმი ასეთ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ დევნას იწყებს. გაეროს მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში წარმოებული არათუ თავდაცვითი მოქმედებები, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის და თავდაცვის ძალების არამარტო უფლება - კონსტიტუციური ვალდებულებაა.

საერთოდ გაუგებარია, რისი გაგება სურთ ჩემგან, რასაც ლამის ყოველდღე სატელევიზიო ეთერში არ ვამბობ, თუმცა თუ რამ განსაკუთრებული ინტერესი გაქვთ და ჩემი მოსაზრება აინტერესებთ, მათ კიდევ ერთხელ მივმართავ - მობრძანდნენ სატელევიზიო ეთერში, ჟურნალისტებთან, ტელეწამყვანებთან და ნებისმიერ თემაზე ვისაუბროთ. ოღონდ როგორც ჟურნალისტი აუცილებლად დავუსვამ კითხვას, რატომ არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყანას უცვლიან გეოპოლიტიკურ ორიენტაციას, რატომ არღვევენ ყოველ დღე ადამიანის უფლებებს, რატომ აღატაკებენ ქვეყანას და ხალხს აიძულებენ უცხოეთში გადაიხვეწონ ოჯახებით, რატომ აუქმებენ მრავალპარტიულობას და რატომ ამსგავსებენ საქართველოს პროვინციულ რუსეთს. გუბერნიას, რომელზეც უარიც ზუსტად 34 წლის წინ მთელმა ერმა თქვა და რომლის ისტორიის გადაწერას და მისი მომავლის გამრუდებასაც სახელმწიფოს მიმტაცებელი რეჟიმი ახლა ცდილობს",- აცხადებს თარგამაძე.

"2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი" პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის 31 მარტის სხდომაზე მიწვეული არიან: ემზარ კვიციანი, გიორგი კაპანაძე, მარიამ რატიანი, გიორგი თარგამაძე და გიორგი კანდელაკი.