სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კიდევ ერთხელ დასტურდება რამხელა დარტყმას აყენებს “ოცნება” საქართველოს ეროვნულ ინტერესებს" - "გახარია საქართველოსთვის“
"კიდევ ერთხელ დასტურდება რამხელა დარტყმას აყენებს “ოცნება” საქართველოს ეროვნულ ინტერესებს" - "გახარია საქართველოსთვის“

კი­დევ ერთხელ დას­ტურ­დე­ბა რამ­ხე­ლა დარ­ტყმას აყე­ნებს “ოც­ნე­ბა” სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა - ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბა­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტი­ის "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ გა­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

გან­ცხა­დე­ბა­ში პარ­ტია ხაზს უს­ვამს, რომ "სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს­თვის ომის და­წყე­ბის გა­დაბ­რა­ლე­ბა მა­შინ, როცა სა­ქარ­თვე­ლოს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი დავა მო­გე­ბუ­ლი აქვს, უმ­ძი­მეს დარ­ტყმას აყე­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბა­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს“.

"კერ­ძოდ:

- ⁠ამარ­თლებს რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას, ოკუ­პა­ცი­ას და ეთ­ნი­კურ წმენ­დას, ხოლო ოკუ­პანტ სა­ხელ­მწი­ფოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას უხ­სნის;

- აზი­ა­ნებს მშვი­დო­ბი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პერ­სპექ­ტი­ვას;

- კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს დევ­ნი­ლე­ბის სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას;

- აზი­ა­ნებს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კას;

- წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­შია 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სა­სარ­გებ­ლოდ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­თან;

ახა­ლი­სებს რუ­სე­თის აგ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის გაგ­რძე­ლე­ბას და ზრდის გან­მე­ო­რე­ბი­თი აგ­რე­სი­ის საფრ­თხეს;

- შე­უ­რა­ცხყოფს რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას­თან ბრძო­ლი­სას და­ღუ­პუ­ლი გმი­რე­ბის ხსოვ­ნას და მათ თავ­და­დე­ბას სამ­შობ­ლოს დაც­ვის­თვის წარ­მო­ე­ბულ ბრძო­ლა­ში;

- ლა­ხავს ქარ­თუ­ლი ჯა­რის ღირ­სე­ბას და ხელს უწყობს თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში მო­რა­ლი­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის შე­სუს­ტე­ბას, რაც ჯა­რის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტია.

ოც­ნე­ბის ე.წ. დე­პუ­ტა­ტე­ბის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის დას­კვნამ­დე გა­კე­თე­ბულ სა­მარ­ცხვი­ნო გან­ცხა­დე­ბებს უკვე მოჰ­ყვა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის ე.წ. სა­გა­რეო უწყე­ბის­გან, რო­მე­ლიც მო­ი­თხოვს “სამ­ხედ­რო აგ­რე­სი­ის" გა­ჩა­ღე­ბა­ში "დამ­ნა­შა­ვე" პი­რე­ბის დას­ჯას. იმ პი­რე­ბის, რომ­ლებ­მაც მათი თქმით "სამ­ხრეთ ოსეთ­ში" შეჭ­რის ბრძა­ნე­ბა გას­ცეს. ამას ემა­ტე­ბა ჟე­ნე­ვის დის­კუ­სი­ე­ბის ფორ­მატ­ში რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის მი­სალ­მე­ბა “ოც­ნე­ბის” სა­მარ­ცხვი­ნო ბო­დი­ში­სად­მი.

კი­დევ ერთხელ დას­ტურ­დე­ბა რამ­ხე­ლა დარ­ტყმას აყე­ნებს “ოც­ნე­ბა” სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა - ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბა­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

"კიდევ ერთხელ დასტურდება რამხელა დარტყმას აყენებს “ოცნება” საქართველოს ეროვნულ ინტერესებს" - "გახარია საქართველოსთვის“

"კიდევ ერთხელ დასტურდება რამხელა დარტყმას აყენებს “ოცნება” საქართველოს ეროვნულ ინტერესებს" - "გახარია საქართველოსთვის“

კიდევ ერთხელ დასტურდება რამხელა დარტყმას აყენებს “ოცნება” საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, უპირველეს ყოვლისა - ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, - ამის შესახებ პარტიის "გახარია საქართველოსთვის“ გაცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში პარტია ხაზს უსვამს, რომ "საკუთარი სამშობლოსთვის ომის დაწყების გადაბრალება მაშინ, როცა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ყველა საერთაშორისო სამართლებრივი დავა მოგებული აქვს, უმძიმეს დარტყმას აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“.

"კერძოდ:

- ⁠ამართლებს რუსეთის აგრესიას, ოკუპაციას და ეთნიკურ წმენდას, ხოლო ოკუპანტ სახელმწიფოს პასუხისმგებლობას უხსნის;

- აზიანებს მშვიდობიანად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას;

- კიდევ უფრო ართულებს დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას;

- აზიანებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას;

- წინააღმდეგობაშია 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებებთან;

ახალისებს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას და ზრდის განმეორებითი აგრესიის საფრთხეს;

- შეურაცხყოფს რუსეთის აგრესიასთან ბრძოლისას დაღუპული გმირების ხსოვნას და მათ თავდადებას სამშობლოს დაცვისთვის წარმოებულ ბრძოლაში;

- ლახავს ქართული ჯარის ღირსებას და ხელს უწყობს თავდაცვის ძალებში მორალისა და მოტივაციის შესუსტებას, რაც ჯარის თავდაცვისუნარიანობის აუცილებელი კომპონენტია.

ოცნების ე.წ. დეპუტატების საგამოძიებო კომისიის დასკვნამდე გაკეთებულ სამარცხვინო განცხადებებს უკვე მოჰყვა გამოხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყებისგან, რომელიც მოითხოვს “სამხედრო აგრესიის" გაჩაღებაში "დამნაშავე" პირების დასჯას. იმ პირების, რომლებმაც მათი თქმით "სამხრეთ ოსეთში" შეჭრის ბრძანება გასცეს. ამას ემატება ჟენევის დისკუსიების ფორმატში რუსეთის საგარეო უწყების მისალმება “ოცნების” სამარცხვინო ბოდიშისადმი.

კიდევ ერთხელ დასტურდება რამხელა დარტყმას აყენებს “ოცნება” საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, უპირველეს ყოვლისა - ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს”, - აღნიშნულია განცხადებაში.