"ახალი სურათები აღმოვაჩინე ბებიას ალბომში, ჩვენი ქართველი ვარსკვლავის, ულამაზესი, სათნო, მედეა ჯაფარიძის. მინდა რომ ყველა ჩემმა მეგობარმა ნახოს და დატკბეს მისი სულისა და ხორცის სილამაზით. ნამდვილი, სპეტაკი, ქალის სილამაზით. როგორც მსოფლიო ტენორმა პლასიდო დომინგომ აღნიშნა: “ყველაზე ლამაზი ქალები მსოფლიოში ქართველი ქალებიაო" - ამ წარწერას საზოგადოებისთვის უცნობ ფოტოსთან ერთად მსოფლიო ბარიტონის ლადო ათანელის მეუღლე, პიანისტი - მანანა ჩიქოვანი აქვეყნებს...
მანანა ჩიქოვანი უნიკალური ფოტოს შესახებ გვესაუბრა...
- ლეგენდარული ქართველი მსახიობი - მედეა ჯაფარიძე ბებიას ახლო ნათესავი იყო. ჩემს მამიკოზე სამი-ოთხი წლით უფროსი. ერთად იზრდებოდნენ, ჩემი მამა გამოვიდა საქართველოს დამსახურებული მხატვარი და მედეა ჯაფარიძეზე კი ყველამ იცით.
- თქვენთან ხშირად იკრიბებოდნენ გამოჩენილი ხელოვანები, მედეა ჯაფარიძე ხშირად მოდიოდა სტუმრად?
- მედეა როცა პატარა ვიყავი მოდიოდა ჩვენთან თავის შვილთან ერთად, ერთად ვთამაშობდით. ბოლოს ბებიას გასვენებაში მოვიდა თეთრი ვარდებით, ულამაზესი იყო.
წაიკითხეთ ასევე: