სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამხრეებითაც ამიტომ მოვედი აქ, რომ თავისუფლად ვისაუბრო იმ თემებზე, რაც ეხება სამხედროებს, იმ ღირსებას, რაც საჭიროა და რასაც ვალდებულებად ვთვლი, სანამ ცოცხალი ვიქნები" - გენერალი გოგავა
"სამხრეებითაც ამიტომ მოვედი აქ, რომ თავისუფლად ვისაუბრო იმ თემებზე, რაც ეხება სამხედროებს, იმ ღირსებას, რაც საჭიროა და რასაც ვალდებულებად ვთვლი, სანამ ცოცხალი ვიქნები" - გენერალი გოგავა

“სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი არ იწ­ვრთნე­ბო­და იმი­სათ­ვის, რომ ისი­ნი “სამ­ხრეთ ოსე­თის“ თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის, სა­მა­ჩაბ­ლო­სა და აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­სუ­ლიყ­ვნენ“,- ამის შე­სა­ხებ გე­ნე­რალ­მა ზაზა გო­გა­ვამ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლელ დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც გან­სა­ხილ­ვე­ლი სა­კი­თხი 2004-2008 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა და 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომია.

რო­გორც გო­გა­ვამ სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა “საფრ­თხე­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­და“.

“ის სა­კი­თხი, რაც აქ იხი­ლე­ბა, მათ შო­რის 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის სა­კი­თხია. ის, რომ რა­ი­მე, ასპრო­ცენ­ტი­ა­ნი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი მო­ას­წა­ვებ­და ამ ყვე­ლა­ფერს, არა, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბევ­რი პრო­ვო­კა­ცია [იყო] რუ­სე­თის ე.წ სამ­შვი­დო­ბო­ე­ბი­დან უფრო სა­მა­ჩაბ­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით, ვიდ­რე აფხა­ზე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით. 2008 წლის კო­მი­სი­ა­ზეც იმა­ვე მაქვს ნათ­ქვა­მი, სტე­ნოგ­რა­მა გექ­ნე­ბათ და შე­გიძ­ლი­ათ გა­და­ა­მოწ­მოთ. თუ რამე აც­დე­ნა იქ­ნე­ბა, იქ რა­საც ვამ­ბობ, ნე­ბის­მი­ერ რა­მე­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვარ. ის, რომ რა­ი­მე მო­ას­წა­ვებ­და, რომ ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ემ­ზა­დე­ბო­და ან ერთ ან მე­ო­რე სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნის მი­მართ, არ ვიცი.. თუ გა­მოჩ­ნდე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ზაზა გო­გა­ვას წინ და­უჯ­დე­ბა და ეტყვის რომ ასე იყოო, ყველ­გან პა­სუხს გავ­ცემ. სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი არას­დროს არ ემ­ზა­დე­ბო­და მისი ნა­წი­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი არ იწ­ვრთნე­ბო­და იმი­სათ­ვის, რომ ისი­ნი “სამ­ხრეთ ოსე­თის“ თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის, სა­მა­ჩაბ­ლო­სა და აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­სუ­ლიყ­ვნენ. თუმ­ცა ის, რომ მისი საფრ­თხე­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა, ამას ვა­დას­ტუ­რებ. ეს ასეც უნდა იყოს და დღე­საც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ასეა“,- გა­ნა­ცხა­და გო­გა­ვამ.

  • ამას­თან, მან დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გან­მარ­ტა მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც მან “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და­ტო­ვა. მისი თქმით, ის ვერ მის­ცემ­და სა­კუ­თარ თავს იმის უფ­ლე­ბას, რომ ესა­უბ­რა 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომზე, რო­გორც “პო­ლი­ტი­კურ კა­ლა­პოტ­ში მოქ­ცე­ულ“ ადა­მი­ანს.

“არა­ერ­თხელ პი­რად სა­უბ­რებ­შიც გა­მიჟ­ღე­რე­ბია მეც და ყველ­გან ვამ­ბობ - ერ­თა­დერთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რაც დამ­რჩა, იმ საფ­ლა­ვებ­თან ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა. აქ ვერ მივ­ცემ­დი ჩემს თავს უფ­ლე­ბას, რომ მჯდა­რი­ყო ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სუ­ბი­ექ­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და, ანუ პო­ლი­ტი­კურ კა­ლა­პოტ­ში მოქ­ცე­უ­ლი. ამი­ტომ, მი­ვი­ღე მე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა [“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ და­ტო­ვე­ბის], სრუ­ლად თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ ამ კუ­თხით. სამ­ხრე­ე­ბი­თაც ამი­ტომ მო­ვე­დი აქ, რომ თა­ვი­სუფ­ლად, ღიად ვი­სა­უბ­რო იმ თე­მებ­ზე, რაც ეხე­ბა სამ­ხედ­რო­ებს, იმ ღირ­სე­ბას, რაც სა­ჭი­როა და რა­საც ვალ­დე­ბუ­ლე­ბად ვთვლი, სა­ნამ ცო­ცხა­ლი ვიქ­ნე­ბი, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს ამას. ალ­ბათ, თქვენ იცით, რომ არ არ­სე­ბობს ფორ­მა­ტი, რო­მელ­შიც ეს სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბა და გე­ნე­რა­ლი გო­გა­ვა ამას თავს აა­რი­დებს. გა­მო­რი­ცხუ­ლია, ეს ასე არ მოხ­დე­ბა. ამის შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი იქ­ნე­ბო­და ის, რომ დღეს, თქვენ აქ პო­ლი­ტი­კო­სი გო­გა­ვა გე­ხი­ლათ“,- გა­ნა­ცხა­და გო­გა­ვამ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00

"სამხრეებითაც ამიტომ მოვედი აქ, რომ თავისუფლად ვისაუბრო იმ თემებზე, რაც ეხება სამხედროებს, იმ ღირსებას, რაც საჭიროა და რასაც ვალდებულებად ვთვლი, სანამ ცოცხალი ვიქნები" - გენერალი გოგავა

"სამხრეებითაც ამიტომ მოვედი აქ, რომ თავისუფლად ვისაუბრო იმ თემებზე, რაც ეხება სამხედროებს, იმ ღირსებას, რაც საჭიროა და რასაც ვალდებულებად ვთვლი, სანამ ცოცხალი ვიქნები" - გენერალი გოგავა

“საქართველოს შეიარაღებული ძალები არ იწვრთნებოდა იმისათვის, რომ ისინი “სამხრეთ ოსეთის“ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულიყვნენ“,- ამის შესახებ გენერალმა ზაზა გოგავამ “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა, სადაც განსახილველი საკითხი 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომია.

როგორც გოგავამ საუბრისას განმარტა, შეიარაღებული ძალების მომზადება “საფრთხეებიდან გამომდინარე გამომდინარეობდა“.

“ის საკითხი, რაც აქ იხილება, მათ შორის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საკითხია. ის, რომ რაიმე, ასპროცენტიანი მაჩვენებლები მოასწავებდა ამ ყველაფერს, არა, მაგრამ ძალიან ბევრი პროვოკაცია [იყო] რუსეთის ე.წ სამშვიდობოებიდან უფრო სამაჩაბლოს მიმართულებით, ვიდრე აფხაზეთის მიმართულებით. 2008 წლის კომისიაზეც იმავე მაქვს ნათქვამი, სტენოგრამა გექნებათ და შეგიძლიათ გადაამოწმოთ. თუ რამე აცდენა იქნება, იქ რასაც ვამბობ, ნებისმიერ რამეზე პასუხისმგებელი ვარ. ის, რომ რაიმე მოასწავებდა, რომ ჩემი ხელმძღვანელობის მხრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალები ემზადებოდა ან ერთ ან მეორე სეპარატისტული რეგიონის მიმართ, არ ვიცი.. თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ზაზა გოგავას წინ დაუჯდება და ეტყვის რომ ასე იყოო, ყველგან პასუხს გავცემ. საქართველოს შეიარაღებული ძალები არასდროს არ ემზადებოდა მისი ნაწილების წინააღმდეგ. საქართველოს შეიარაღებული ძალები არ იწვრთნებოდა იმისათვის, რომ ისინი “სამხრეთ ოსეთის“ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულიყვნენ. თუმცა ის, რომ მისი საფრთხეებიდან გამომდინარეობდა შეიარაღებული ძალების მომზადება, ამას ვადასტურებ. ეს ასეც უნდა იყოს და დღესაც დარწმუნებული ვარ, ასეა“,- განაცხადა გოგავამ.

  • ამასთან, მან დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვის საპასუხოდ განმარტა მიზეზი, რატომაც მან “ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. მისი თქმით, ის ვერ მისცემდა საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ ესაუბრა 2008 წლის აგვისტოს ომზე, როგორც “პოლიტიკურ კალაპოტში მოქცეულ“ ადამიანს.

“არაერთხელ პირად საუბრებშიც გამიჟღერებია მეც და ყველგან ვამბობ - ერთადერთ ვალდებულება, რაც დამრჩა, იმ საფლავებთან ვალდებულებაა. აქ ვერ მივცემდი ჩემს თავს უფლებას, რომ მჯდარიყო ადამიანი, რომელიც სუბიექტური იქნებოდა, ანუ პოლიტიკურ კალაპოტში მოქცეული. ამიტომ, მივიღე მე ეს გადაწყვეტილება [“ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების], სრულად თავისუფალი ვარ ამ კუთხით. სამხრეებითაც ამიტომ მოვედი აქ, რომ თავისუფლად, ღიად ვისაუბრო იმ თემებზე, რაც ეხება სამხედროებს, იმ ღირსებას, რაც საჭიროა და რასაც ვალდებულებად ვთვლი, სანამ ცოცხალი ვიქნები, მნიშვნელობა არ აქვს ამას. ალბათ, თქვენ იცით, რომ არ არსებობს ფორმატი, რომელშიც ეს საკითხი განიხილება და გენერალი გოგავა ამას თავს აარიდებს. გამორიცხულია, ეს ასე არ მოხდება. ამის შემაფერხებელი ფაქტორი იქნებოდა ის, რომ დღეს, თქვენ აქ პოლიტიკოსი გოგავა გეხილათ“,- განაცხადა გოგავამ.

იხილეთ ასევე: