სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩათში მიწვევენ და ახლა თავს მესხმიან, "საზიზღარს" მეძახიან..." - რას ამბობს The Atlantic-ის რედაქტორი Signalgate-ის სკანდალზე?
"ჩათში მიწვევენ და ახლა თავს მესხმიან, "საზიზღარს" მეძახიან..." - რას ამბობს The Atlantic-ის რედაქტორი Signalgate-ის სკანდალზე?

Signalgate-ის სკან­და­ლი გრძელ­დე­ბა. გა­მო­ცე­მა The Atlantic-ის რე­დაქ­ტორ­მა, ჯეფ­რი გოლდბერ­გმა ამ­ჯე­რად BBC-სთან ისა­უბ­რა იმის შე­სა­ხებ თუ რო­გორ აღმ,ოჩ­ნდა ამე­რი­კე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ჩათ­ში, სა­დაც ისი­ნი "ჰუ­სი­ტებ­ზე" თავ­დას­ხმის გეგ­მებს გა­ნი­ხი­ლავ­დნენ.

მას შემ­დეგ რაც გოლდბერ­გმა ამ თე­მა­ზე სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ის კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი გახ­და რო­გორც სკან­და­ლურ ჩათ­ში მყო­ფი პი­რე­ბის, ასე­ვე პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის მხრი­დან. ტრამპმა მას "ლუ­ზე­რი" და "სა­ზი­ზღა­რი" უწო­და, ხოლო აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მრჩე­ველ­მა, მაიკ უოლცმა - "მა­ტყუ­ა­რა" და "ბინ­ძუ­რი".

BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას იხ­სე­ნებს. მისი თქმით, ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც ტე­ლე­ფონ­ზე, Signal-ის აპ­ლი­კა­ცი­ა­ში ჩათ­ში და­მა­ტე­ბის მიწ­ვე­ვა მი­უ­ვი­და მაიკ უოლ­ცის სა­ხე­ლით, რაც მას და­უ­ჯე­რებ­ლად ეჩ­ვე­ნა.

  • "მიწ­ვე­ვას დავ­თან­ხმდი. უეც­რად კი ძა­ლი­ან უც­ნა­ურ ჯგუ­ფურ ჩათ­ში აღ­მოვ­ჩნდი აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან ერ­თად", - იხ­სე­ნებს გოლდბერ­გი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მაიკ უოლ­ცის თქმით, გოლდბერგს არ იც­ნობს, ეს უკა­ნას­კნე­ლი კი ამ­ბობს, რომ ერ­თმა­ნეთს რამ­დენ­ჯერ­მე შეხ­ვედ­რი­ან, თუმ­ცა ჟურ­ნა­ლის­ტმა მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე დაწ­ვრი­ლე­ბით სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვა.

"მას შე­უძ­ლია, ნე­ბის­მი­ე­რი რამ თქვას, მაგ­რამ მე არ გა­ვა­კე­თებ კო­მენ­ტარს ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ან - ურ­თი­ერ­თო­ბის არ­ქო­ნა­ზე. რო­გორც რე­პორ­ტი­ო­რი, თავს უხერ­ხუ­ლად ვგრძნობ, სა­ჯა­როდ ვი­სა­უბ­რო იმ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, რაც შე­იძ­ლე­ბა, სი­ახ­ლე­ე­ბის შემ­ქმნე­ლებ­თან მქონ­დეს ან - არ მქონ­დეს", - ამ­ბობს გოლდბერ­გი.

  • ერთი რამ ცხა­დია: Signal-ზე ვინ­მეს­თან და­სა­კავ­ში­რებ­ლად უკვე უნდა გქონ­დეს მისი სა­კონ­ტაქ­ტო მპ,ერი, ამი­ტომ, დიდი ალ­ბა­თო­ბით, უოლცს გოლდბერ­გის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი ჰქონ­და. უმაღ­ლეს­მა უსაფრ­თხო­ე­ბის მრჩე­ველ­მა თქვა, რომ ილონ მასკს სთხო­ვა, გა­მო­ი­ძი­ოს, თუ რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად. გოლდბერგს ეს იდეა არ მოს­წონს.

"მარ­თლა, ილონ მასკს უნდა გა­მო­ა­ძი­ე­ბი­ნოთ, რო­გორ მოხ­ვდა ვი­ღა­ცის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი სხვის ტე­ლე­ფონ­ში? მე მგო­ნი, ნე­ბის­მი­ერ 8 წლის ასა­კის ბავ­შვსაც შე­უძ­ლია ამის მიხ­ვედ­რა. რო­გორც ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, ამ ყვე­ლა­ფერს თქვენს ტე­ლე­ფო­ნებ­ში, Signal-ზე უნდა აკე­თებ­დეთ?" - ამ­ბობს რე­პორ­ტი­ო­რი.

კი­თხვა­ზე, თუ რო­გორ გრძნობ­და თავს ისე­თი მწვა­ვე პი­რა­დი თავ­დას­ხმე­ბი­სას, რომ­ლე­ბიც მთავ­რო­ბის უმაღ­ლე­სი დო­ნი­დან მო­დი­ო­და, გოლდბერ­გი პა­სუ­ხობს:

"ეს მათი მე­თო­დია. არას­დროს და­იც­ვა თავი, მხო­ლოდ შე­უ­ტიე. ამი­ტომ, ვზი­ვარ ჩემ­თვის, ჩემს საქ­მეს ვა­კე­თებ. ისი­ნი ამ Signal-ის ჩათ­ში მიწ­ვე­ვენ და ახლა თავს მეს­ხმი­ან, "სა­ზი­ზღარს" მე­ძა­ხი­ან. ეს არ მეს­მის".

წყა­რო

ავტორი:

"ჩათში მიწვევენ და ახლა თავს მესხმიან, "საზიზღარს" მეძახიან..." - რას ამბობს The Atlantic-ის რედაქტორი Signalgate-ის სკანდალზე?

"ჩათში მიწვევენ და ახლა თავს მესხმიან, "საზიზღარს" მეძახიან..." - რას ამბობს The Atlantic-ის რედაქტორი Signalgate-ის სკანდალზე?

Signalgate-ის სკანდალი გრძელდება. გამოცემა The Atlantic-ის რედაქტორმა, ჯეფრი გოლდბერგმა ამჯერად BBC-სთან ისაუბრა იმის შესახებ თუ როგორ აღმ,ოჩნდა ამერიკელი მაღალჩინოსნების ჩათში, სადაც ისინი "ჰუსიტებზე" თავდასხმის გეგმებს განიხილავდნენ.

მას შემდეგ რაც გოლდბერგმა ამ თემაზე სტატია გამოაქვეყნა, ის კრიტიკის ობიექტი გახდა როგორც სკანდალურ ჩათში მყოფი პირების, ასევე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან. ტრამპმა მას "ლუზერი" და "საზიზღარი" უწოდა, ხოლო აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, მაიკ უოლცმა - "მატყუარა" და "ბინძური".

BBC-სთან ინტერვიუში ჟურნალისტი მოვლენების განვითარებას იხსენებს. მისი თქმით, ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ტელეფონზე, Signal-ის აპლიკაციაში ჩათში დამატების მიწვევა მიუვიდა მაიკ უოლცის სახელით, რაც მას დაუჯერებლად ეჩვენა.

  • "მიწვევას დავთანხმდი. უეცრად კი ძალიან უცნაურ ჯგუფურ ჩათში აღმოვჩნდი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელობასთან ერთად", - იხსენებს გოლდბერგი.

საინტერესოა, რომ მაიკ უოლცის თქმით, გოლდბერგს არ იცნობს, ეს უკანასკნელი კი ამბობს, რომ ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვედრიან, თუმცა ჟურნალისტმა მათ ურთიერთობაზე დაწვრილებით საუბარი არ ისურვა.

"მას შეუძლია, ნებისმიერი რამ თქვას, მაგრამ მე არ გავაკეთებ კომენტარს ჩვენს ურთიერთობაზე ან - ურთიერთობის არქონაზე. როგორც რეპორტიორი, თავს უხერხულად ვგრძნობ, საჯაროდ ვისაუბრო იმ ურთიერთობებზე, რაც შეიძლება, სიახლეების შემქმნელებთან მქონდეს ან - არ მქონდეს", - ამბობს გოლდბერგი.

  • ერთი რამ ცხადია: Signal-ზე ვინმესთან დასაკავშირებლად უკვე უნდა გქონდეს მისი საკონტაქტო მპ,ერი, ამიტომ, დიდი ალბათობით, უოლცს გოლდბერგის ტელეფონის ნომერი ჰქონდა. უმაღლესმა უსაფრთხოების მრჩეველმა თქვა, რომ ილონ მასკს სთხოვა, გამოიძიოს, თუ რა მოხდა რეალურად. გოლდბერგს ეს იდეა არ მოსწონს.

"მართლა, ილონ მასკს უნდა გამოაძიებინოთ, როგორ მოხვდა ვიღაცის ტელეფონის ნომერი სხვის ტელეფონში? მე მგონი, ნებისმიერ 8 წლის ასაკის ბავშვსაც შეუძლია ამის მიხვედრა. როგორც ეროვნული უსაფრთხოების თანამდებობის პირები, ამ ყველაფერს თქვენს ტელეფონებში, Signal-ზე უნდა აკეთებდეთ?" - ამბობს რეპორტიორი.

კითხვაზე, თუ როგორ გრძნობდა თავს ისეთი მწვავე პირადი თავდასხმებისას, რომლებიც მთავრობის უმაღლესი დონიდან მოდიოდა, გოლდბერგი პასუხობს:

"ეს მათი მეთოდია. არასდროს დაიცვა თავი, მხოლოდ შეუტიე. ამიტომ, ვზივარ ჩემთვის, ჩემს საქმეს ვაკეთებ. ისინი ამ Signal-ის ჩათში მიწვევენ და ახლა თავს მესხმიან, "საზიზღარს" მეძახიან. ეს არ მესმის".

წყარო