სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია
თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია

2025 წელს სა­ქარ­თვე­ლო პირ­ვე­ლად წა­რად­გენს მოს­წავ­ლე­თა ეროვ­ნულ ნაკ­რებს ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მსოფ­ლიო ოლიმ­პი­ა­და­ზე (IOAI). სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ასო­ცი­ა­ცი­ამ GAIA, IOAI-ის­გან ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის შერ­ჩე­ვის ექ­სკლუ­ზი­უ­რი ავ­ტო­რი­ზა­ცია მო­ი­პო­ვა.

თი­ბი­სი, რო­გორც ახა­ლი თა­ო­ბის გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბის წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნია, სა­ო­ლიმ­პი­ა­დო კურ­სის, ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­ა­დი­სა და IOAI-ზე სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მხარ­დამ­ჭე­რია. GAIA-სთან პარტნი­ო­რო­ბის ფარ­გლებ­ში, თი­ბი­სის მო­ნა­ცემ­თა მეც­ნი­ე­რე­ბის გუნ­დის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი კურ­სის მენ­ტო­რე­ბი არი­ან და მოს­წავ­ლე­ებს აქ­ტი­უ­რად უჭე­რენ მხარს ოლიმ­პი­ა­დის­თვის მომ­ზა­დე­ბა­ში.

GAIA-მ ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის ახა­ლი თა­ო­ბის და ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის შე­სარ­ჩე­ვი შიდა ოლიმ­პი­ა­დის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სა­ო­ლიმ­პი­ა­დო კურ­სი შექ­მნა. კურ­სი კო­მა­რო­ვის სკო­ლას­თან პარტნი­ო­რო­ბით და ქვეყ­ნის წამ­ყვა­ნი AI ინ­ჟინ­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით შე­იქ­მნა და უკვე 3 თვე­ზე მე­ტია მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­ო­ლიმ­პი­ა­დო კურსს ლაივ ფორ­მატ­ში, ოლიმ­პი­ა­დის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად შერ­ჩე­უ­ლი 40-მდე მოს­წავ­ლე გა­დის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სას­წავ­ლო მა­სა­ლებ­ზე წვდო­მა - ლექ­ცი­ე­ბი, და­ვა­ლე­ბე­ბი, დის­ქორ­დის სივ­რცე ღიად ხელ­მი­საწ­ვდო­მია და კურ­სის გავ­ლა და­მო­უ­კი­დებ­ლად მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში AI-თი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ყვე­ლა ახალ­გაზ­რდას სრუ­ლი­ად უფა­სოდ შე­უძ­ლია GAIA-ს გვერ­დზე https://www.aiassociation.ge/ai-olympiad

ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და (IOAI) 2024 წლი­დან ტარ­დე­ბა და მოს­წავ­ლე­თა მსოფ­ლიო ოლიმ­პი­ა­დე­ბის სის­ტე­მის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და პრეს­ტი­ჟუ­ლი ნა­წი­ლია. ოლიმ­პი­ა­და ახალ­გაზ­რდებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, გა­მო­ავ­ლი­ნონ, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სონ ცოდ­ნა და უნა­რე­ბი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის უახ­ლე­სი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით და ახ­ლე­ბუ­რად გა­და­წყვი­ტონ პრობ­ლე­მე­ბი. 2025 წელს ოლიმ­პი­ა­და 2-9 აგ­ვის­ტოს პე­კინ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. წელს ოლიმ­პი­ა­და­ში მსოფ­ლი­ოს 60-ზე მეტი ქვეყ­ნის გუნ­დი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მათ შო­რის პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოც. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე გუნ­დი მა­ის­ში, შიდა ოლიმ­პი­ა­დის სა­ფუძ­ველ­ზე, IX-XII კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებს შო­რის შე­ირ­ჩე­ვა.

თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნის­თვის, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ოლიმ­პი­ა­და AI-ის მი­მარ­თუ­ლე­ბით ახა­ლი ტა­ლან­ტი­სა და ზო­გა­დად, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა. ქვეყ­ნის მსოფ­ლიო ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და შიდა სა­ო­ლიმ­პი­ა­დო კურ­სის შექ­მნაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია სა­ქარ­თვე­ლოს AI ეკო­სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს გლო­ბა­ლურ ტექ­ნო­ლო­გი­ურ რუ­კა­ზე პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბის­თვის.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია

თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია

2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩევის ექსკლუზიური ავტორიზაცია მოიპოვა.

თიბისი, როგორც ახალი თაობის განათლების ხელშეწყობის წამყვანი კომპანია, საოლიმპიადო კურსის, ეროვნული ოლიმპიადისა და IOAI-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები არიან და მოსწავლეებს აქტიურად უჭერენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.

GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიონალების ახალი თაობის და ეროვნული ნაკრების შესარჩევი შიდა ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსი შექმნა. კურსი კომაროვის სკოლასთან პარტნიორობით და ქვეყნის წამყვანი AI ინჟინრების ჩართულობით შეიქმნა და უკვე 3 თვეზე მეტია მიმდინარეობს. საოლიმპიადო კურსს ლაივ ფორმატში, ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად შერჩეული 40-მდე მოსწავლე გადის.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო მასალებზე წვდომა - ლექციები, დავალებები, დისქორდის სივრცე ღიად ხელმისაწვდომია და კურსის გავლა დამოუკიდებლად მთელ საქართველოში AI-თი დაინტერესებულ ყველა ახალგაზრდას სრულიად უფასოდ შეუძლია GAIA-ს გვერდზე https://www.aiassociation.ge/ai-olympiad

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) 2024 წლიდან ტარდება და მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პრესტიჟული ნაწილია. ოლიმპიადა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, გამოავლინონ, გაიუმჯობესონ ცოდნა და უნარები ხელოვნური ინტელექტის უახლესი მიმართულებებით და ახლებურად გადაწყვიტონ პრობლემები. 2025 წელს ოლიმპიადა 2-9 აგვისტოს პეკინში გაიმართება. წელს ოლიმპიადაში მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის პირველად საქართველოც. საქართველოს სახელით მოასპარეზე გუნდი მაისში, შიდა ოლიმპიადის საფუძველზე, IX-XII კლასების მოსწავლეებს შორის შეირჩევა.

თითოეული მონაწილე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ოლიმპიადა AI-ის მიმართულებით ახალი ტალანტისა და ზოგადად, ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების შესაძლებლობაა. ქვეყნის მსოფლიო ოლიმპიადაში მონაწილეობა და შიდა საოლიმპიადო კურსის შექმნაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს AI ეკოსისტემის განვითარებისა და საქართველოს გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე პოზიციონირებისთვის.

R