პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოთხი წლის შემდეგ სიმართლე გაირკვა" - ბოლივუდის მსახიობი, რომელსაც შეყვარებულის სიკვდილში სდებდნენ ბრალს, სასამართლომ გაამართლა
"ოთხი წლის შემდეგ სიმართლე გაირკვა" - ბოლივუდის მსახიობი, რომელსაც შეყვარებულის სიკვდილში სდებდნენ ბრალს, სასამართლომ გაამართლა

ბო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბი რეა ჩაკ­რა­ბორ­ტი, რო­მელ­საც სა­სა­მარ­თლო 34 წლის სუ­შანტ სინგ რა­ჯპუ­ტის სიკ­ვდილ­ში სდებ­და ბრალს, გა­ა­მარ­თლეს. მსა­ხი­ობს გი­სო­სებს მიღ­მა 27 დღის გა­ტა­რე­ბა მო­უ­წია.

სუ­შანტ სინგ რა­ჯპუ­ტი 2020 წლის 14 ივ­ნისს, სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. პირ­ვე­ლა­დი ცნო­ბე­ბი თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებ­და, იმა­საც ამ­ბობ­დნენ, რომ მსა­ხი­ო­ბი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს ებ­რძო­და. თუმ­ცა მა­ლე­ვე, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა და ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რეა ჩაკ­რა­ბორ­ტი და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

  • ჩაკ­რა­ბორ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო - და­აბ­რა­ლეს, რომ გარ­დაც­ვლილ მსა­ხი­ობს ნარ­კო­ტი­კებ­სა აწ­ვდი­და და 2020 წლის 8 სექ­ტემ­ბერს და­ა­პა­ტიმ­რეს. ჩაკ­რა­ბორ­ტის დევ­ნიდ­ნენ, ავიწ­რო­ებ­დნენ და უმო­წყა­ლოდ აბუ­ლინ­გებ­დნენ. მე­დი­ამ მას "ბე­დის მო­ნა­დი­რე", "მა­ფი­ის თო­ჯი­ნა" და "მა­მა­კა­ცე­ბის სა­ტყუ­ა­რა" შე­არ­ქვა.

ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ მსა­ხი­ობ­მა სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი წა­მო­ი­წყო და თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ პოდ­კას­ტში ისა­უბ­რა.

"ბო­ლი­ვუდ­ში გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებს და­ვუ­კავ­შირ­დი. კვლავ ფილმში გა­მო­ჩე­ნა მინ­დო­და, თუმ­ცა მალე გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ეკ­რან­ზე ჩემი და­ნახ­ვა არა­ვის გა­უ­ხარ­დე­ბო­და. სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ყალ­ბი ნა­რა­ტი­ვი სრუ­ლი­ად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი იყო. დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ეს ფაქ­ტი ძა­ლი­ან მა­წუ­ხებ­და - ამი­ტომ პა­ტი­ე­ბა გა­დავ­წყვი­ტე" - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა.

ახლა, ოთხი წლის შემ­დეგ, სი­მარ­თლე გა­მოვ­ლინ­და. ინ­დო­ე­თის გა­მო­ძი­ე­ბის ცენ­ტრა­ლურ­მა ბი­უ­რომ (CBI) სა­სა­მარ­თლოს გა­ნუ­ცხა­და, რომ რა­ჯპუ­ტი თვით­მკვლე­ლო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა და რომ ჩაკ­რა­ბორ­ტის მის სიკ­ვდილ­ში არა­ნა­ი­რი როლი არ ჰქო­ნია.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ოთხი წლის შემდეგ სიმართლე გაირკვა" - ბოლივუდის მსახიობი, რომელსაც შეყვარებულის სიკვდილში სდებდნენ ბრალს, სასამართლომ გაამართლა

"ოთხი წლის შემდეგ სიმართლე გაირკვა" - ბოლივუდის მსახიობი, რომელსაც შეყვარებულის სიკვდილში სდებდნენ ბრალს, სასამართლომ გაამართლა

ბოლივუდის მსახიობი რეა ჩაკრაბორტი, რომელსაც სასამართლო 34 წლის სუშანტ სინგ რაჯპუტის სიკვდილში სდებდა ბრალს, გაამართლეს. მსახიობს გისოსებს მიღმა 27 დღის გატარება მოუწია.

სუშანტ სინგ რაჯპუტი 2020 წლის 14 ივნისს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ცნობები თვითმკვლელობაზე მიუთითებდა, იმასაც ამბობდნენ, რომ მსახიობი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძოდა. თუმცა მალევე, თაყვანისმცემლებმა და ჟურნალისტებმა გარდაცვალებაში მისი შეყვარებული რეა ჩაკრაბორტი დაადანაშაულეს.

  • ჩაკრაბორტის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო - დააბრალეს, რომ გარდაცვლილ მსახიობს ნარკოტიკებსა აწვდიდა და 2020 წლის 8 სექტემბერს დააპატიმრეს. ჩაკრაბორტის დევნიდნენ, ავიწროებდნენ და უმოწყალოდ აბულინგებდნენ. მედიამ მას "ბედის მონადირე", "მაფიის თოჯინა" და "მამაკაცების სატყუარა" შეარქვა.

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მსახიობმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო და თავისი გამოცდილების შესახებ პოდკასტში ისაუბრა.

"ბოლივუდში გავლენიან ადამიანებს დავუკავშირდი. კვლავ ფილმში გამოჩენა მინდოდა, თუმცა მალე გავაცნობიერე, რომ ეკრანზე ჩემი დანახვა არავის გაუხარდებოდა. სოციალური მედიის ყალბი ნარატივი სრულიად დაუსაბუთებელი იყო. დიდი ხნის განმავლობაში გაბრაზებული ვიყავი. ეს ფაქტი ძალიან მაწუხებდა - ამიტომ პატიება გადავწყვიტე" - განაცხადა მსახიობმა.

ახლა, ოთხი წლის შემდეგ, სიმართლე გამოვლინდა. ინდოეთის გამოძიების ცენტრალურმა ბიურომ (CBI) სასამართლოს განუცხადა, რომ რაჯპუტი თვითმკვლელობით გარდაიცვალა და რომ ჩაკრაბორტის მის სიკვდილში არანაირი როლი არ ჰქონია.

წყარო