პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხმაური სხდომაზე - ბრალდებულმა რევაზ კიკნაძემ მოსამართლეს “მონა“ უწოდა, რის გამოც, ის ირაკლი შვანგირაძემ დარბაზიდან გააძევა
ხმაური სხდომაზე - ბრალდებულმა რევაზ კიკნაძემ მოსამართლეს “მონა“ უწოდა, რის გამოც, ის ირაკლი შვანგირაძემ დარბაზიდან გააძევა

მო­სა­მარ­თლე ირაკ­ლი შვან­გი­რა­ძემ ბრალ­დე­ბუ­ლი რე­ვაზ კიკ­ნა­ძე სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­ძე­ვა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მას მა­შინ მოხ­და, რაც ად­ვო­კა­ტებ­მა მო­სა­მარ­თლეს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თეს, რომ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­სა­მარ­თლო სხდო­მის მო­ნი­ტო­რინ­გის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად და­ეშ­ვა.

შუ­ამ­დგომ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბრალ­დე­ბულ­მა რე­ვაზ კიკ­ნა­ძემ სი­ტყვა ითხო­ვა, მო­სა­მარ­თლეს მი­მარ­თა და მას “მონა“ უწო­და.

  • “ჩვენ ისიც გვე­ყო­ფა, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო­ე­ბი ვართ და­ტყვე­ვე­ბუ­ლე­ბი. რო­გო­რი შე­უგ­ნე­ბე­ლი უნდა იყოს ადა­მი­ა­ნი... რა და­ა­შა­ვა ჩემ­მა და ამათ­მა მშობ­ლებ­მა? ეგე­თი შე­უგ­ნე­ბე­ლი მონა რო­გორ უნდა იყო?“ - მი­მარ­თა რე­ვაზ კიკ­ნა­ძემ მო­სა­მარ­თლეს.

ამის შემ­დეგ კი, მო­სა­მარ­თლე ირაკ­ლი შვან­გი­რა­ძემ რე­ვაზ კიკ­ნა­ძე სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­ძე­ვა, რე­ვაზ კიკ­ნა­ძემ კი სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზის და­ტო­ვე­ბის დროს სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნის შეს­რუ­ლე­ბა და­ი­წყო.

ასე­ვე სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით დარ­ბა­ზი და­ტო­ვა ბრალ­დე­ბულ­მა რუს­ლან სი­ვა­კოვ­მა.

ად­ვო­კა­ტებ­მა, ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, მო­სა­მარ­თლის აცი­ლე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბაც და­ა­ყე­ნეს.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს, ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბის, ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძის, იუ­მო­რისტ ონი­სე ცხა­და­ძი­სა და კი­დევ 9 პი­რის საქ­მე ერთ წარ­მო­ე­ბად გა­ერ­თი­ან­და.

და­კა­ვე­ბუ­ლებს - ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძეს, ონი­სე ცხა­და­ძეს, ჯანო არ­ჩა­ი­ას, რუს­ლან სი­ვა­კოვს, ლუკა ჯა­ბუ­ას, გუ­რამ მირ­ცხუ­ლა­ვას, ვა­ლე­რი თეთ­რაშ­ვილს, გი­ორ­გი ტე­რიშ­ვილს, ირაკ­ლი ქე­რაშ­ვილს, რე­ვაზ კიკ­ნა­ძე­სა და სერ­გეი კუ­ხარ­ჩუკს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნათ, რაც ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გუ­ლის­ხმობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 4-დან 6 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ხმაური სხდომაზე - ბრალდებულმა რევაზ კიკნაძემ მოსამართლეს “მონა“ უწოდა, რის გამოც, ის ირაკლი შვანგირაძემ დარბაზიდან გააძევა

ხმაური სხდომაზე - ბრალდებულმა რევაზ კიკნაძემ მოსამართლეს “მონა“ უწოდა, რის გამოც, ის ირაკლი შვანგირაძემ დარბაზიდან გააძევა

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ბრალდებული რევაზ კიკნაძე სასამართლო დარბაზიდან გააძევა.

აღნიშნული მას მაშინ მოხდა, რაც ადვოკატებმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართეს, რომ სასამართლო სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები სასამართლო სხდომის მონიტორინგის განსახორციელებლად დაეშვა.

შუამდგომლობასთან დაკავშირებით ბრალდებულმა რევაზ კიკნაძემ სიტყვა ითხოვა, მოსამართლეს მიმართა და მას “მონა“ უწოდა.

  • “ჩვენ ისიც გვეყოფა, რომ უდანაშაულოები ვართ დატყვევებულები. როგორი შეუგნებელი უნდა იყოს ადამიანი... რა დააშავა ჩემმა და ამათმა მშობლებმა? ეგეთი შეუგნებელი მონა როგორ უნდა იყო?“ - მიმართა რევაზ კიკნაძემ მოსამართლეს.

ამის შემდეგ კი, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ რევაზ კიკნაძე სასამართლო დარბაზიდან გააძევა, რევაზ კიკნაძემ კი სასამართლო დარბაზის დატოვების დროს საქართველოს ჰიმნის შესრულება დაიწყო.

ასევე საკუთარი გადაწყვეტილებით დარბაზი დატოვა ბრალდებულმა რუსლან სივაკოვმა.

ადვოკატებმა, ინციდენტის შემდეგ, მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენეს.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.