უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში ოკუპანტების თავმოყრის ადგილს დაარტყეს და 30-ზე მეტი ჯარისკაცი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი განმარტებით, რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის ამ ელემენტის განადგურება ამცირებს ოკუპანტების შესაძლებლობას განახორციელონ სამხედრო ოპერაციები უკრაინის სუმისა და კურსკის ოლქებში.
"საჰაერო ძალების პილოტები, ისევე როგორც თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტები, გააგრძელებენ მტრისთვის დარტყმების მიყენებას მისი სამხედრო პოტენციალის შესუსტების მიზნით“, - აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში.