პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“უბრალოდ “ფეხი შევცვალე“, ავწიე, რაზეც ყვირილი დაიწყო ფეხი დამარტყაო, არა ქალბატონო, არ დამირტყამს-მეთქი“ - თემურ ქათამაძე ნინო ნადირაძის ბრალდებებს უარყოფს: სხდომის დეტალები
“უბრალოდ “ფეხი შევცვალე“, ავწიე, რაზეც ყვირილი დაიწყო ფეხი დამარტყაო, არა ქალბატონო, არ დამირტყამს-მეთქი“ - თემურ ქათამაძე ნინო ნადირაძის ბრალდებებს უარყოფს: სხდომის დეტალები

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლის გან­მარ­ტე­ბით, აქ­ტი­ვის­ტმა ჯა­ფარ ილ­მა­ზიმ, იგი­ვე თე­მურ ქა­თა­მა­ძემ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გილ­ზე, კლი­ნი­კა “ვი­ვა­მე­დის“ დი­რექ­ტორს, ნინო ნა­დი­რა­ძეს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. კერ­ძოდ, მისი მხრი­დან ნა­დი­რა­ძის ლან­ძღვა-გი­ნე­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი.

  • რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გან­მარ­ტა, ქა­თა­მა­ძე 6 მარტს კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც მას სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­უ­წი­ეს, მან კი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა ნინო ნა­დი­რა­ძეს. მი­სი­ვე თქმით, ად­გილ­ზე მიგ­რა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და კლი­ნი­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რო­მელ­თაც სხდო­მა­ზე და­კი­თხა­ვენ.

თა­ვის მხრივ, ქა­თა­მა­ძემ გან­მარ­ტა, რომ ის კლი­ნი­კა­ში არა­სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებ­ში გა­ნა­თავ­სეს, კერ­ძოდ “48-დღი­ა­ნი შიმ­ში­ლო­ბის შემ­დეგ ძვლე­ბი სტკი­ო­და და დიდი ხნით ჯდო­მა არ შე­ეძ­ლო, პა­ლა­ტა­ში კი ისე­თი მატ­რა­სი მი­უ­ტა­ნეს, სა­ი­და­ნაც ზურ­გში მავ­თუ­ლე­ბი ერ­ჭო­ბო­და“.

ქა­თა­მა­ძემ მომ­ხდარ ფაქ­ტზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა:

“არც სი­ტყვი­ე­რი, არც ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მი­მი­ყე­ნე­ბია, პი­რი­ქით, მათი მხრი­დან იყო შე­უ­რა­ცხყო­ფა. ფე­ხის მოქ­ნე­ვაო - მე, უბ­რა­ლოდ, “ფეხი შევ­ცვა­ლე“, ავ­წიე, რა­ზეც ყვი­რი­ლი და­ი­წყო [ნა­დი­რა­ძემ]. სამი ადა­მი­ა­ნია მოწ­მე... ფეხი და­მარ­ტყაო, არა ქალ­ბა­ტო­ნო, არ და­მირ­ტყამს-მეთ­ქი. სულ წყნა­რი ვი­ყა­ვი, ხმის­თვის არ ამი­წე­ვია, ჩემ მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლად იყ­ვნენ გან­წყო­ბი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ქა­თა­მა­ძემ.

სხდო­მის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე ქა­თა­მა­ძემ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა. მან სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლის მოწ­მის სა­ხით სა­სა­მარ­თლო­ში და­კი­თხვა მო­ი­თხო­ვა, რო­მე­ლიც ინ­ცი­დენ­ტის შემ­სწრეა. ასე­ვე, ქა­თა­მა­ძემ საქ­მე­ზე საკ­ვე­ბი რა­ცი­ო­ნის ნივთმტკი­ცე­ბად დარ­თვა და მის­თვის ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა მო­ი­თხო­ვა, ვი­ნა­ი­დან მის­თვის, “რო­გორც მო­შიმ­ში­ლე პი­რის­თვის საკ­ვე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და“. ქა­თა­მა­ძის თქმით, მას “მა­რი­ლი­ა­ნი, ძმ­რი­ა­ნი, კა­რა­ქი­ა­ნი საჭ­მე­ლი აჭა­მეს“. მი­სი­ვე თქმით, ეს ყვე­ლა­ფე­რი და­გეგ­მი­ლი იყო.

მო­სა­მარ­თლე ლელა ცა­გა­რე­იშ­ვილ­მა წე­რი­ლო­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი საქ­მეს და­ურ­თო, და­ნარ­ჩე­ნი შუ­ამ­დგომ­ლო­ბე­ბი კი არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, “რად­გან ან და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ან საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში არ იყო“.

თა­ვის მხრივ, ქა­თა­მა­ძის ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი მიგ­რა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მხრი­დან ზე­წო­ლის ქვეშ იყო. ასე­ვე, ად­ვო­კა­ტის თქმით, ის კლი­ნი­კა­ში მხო­ლოდ მას შემ­დეგ გა­და­იყ­ვა­ნეს, რაც გო­ნე­ბის კარ­გვის ეპი­ზო­დი ჰქონ­და. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის თქმით­ვე, შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტის მი­უ­ხე­და­ვად, მის­თვის კვე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ იყო და რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით მის­ცეს, თან მა­რი­ლი­ა­ნი, რა­მაც მისი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია. ად­ვო­კა­ტის თქმით, ის მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კლი­ნი­კა­ში უყუ­რა­დღე­ბოდ იმ­ყო­ფე­ბო­და.

გარ­და ამი­სა, ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, ნა­დი­რა­ძემ ფაქ­ტი­დან 2 სა­ა­თის შემ­დეგ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ზარი 112-ში და თან მის­თვის ფე­ხის მოქ­ნე­ვის ფაქ­ტზე ისა­უბ­რა, რა­საც მიგ­რა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი უარ­ყო­ფენ.

თე­მურ ქა­თა­მა­ძეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 166-ე მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბა, რაც წვრილ­მან ხუ­ლიგ­ნო­ბას გუ­ლის­ხმობს. კერ­ძოდ, მას ედა­ვე­ბი­ან, რომ კლი­ნი­კა “ვი­ვა­მე­დის“ დი­რექ­ტორს, ნინო ნა­დი­რა­ძეს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

ინ­ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვის, აქ­ტი­ვის­ტი თე­მურ ქა­თა­მა­ძე “ვი­ვა­მედ­ში“ შიმ­ში­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ამ დრო­ის­თვის მას შიმ­ში­ლო­ბა შე­წყვე­ტი­ლი აქვს და კლი­ნი­კი­დან კვლავ შსს-ს მიგ­რა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის ცენ­ტრში იმ­ყო­ფე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

“უბრალოდ “ფეხი შევცვალე“, ავწიე, რაზეც ყვირილი დაიწყო ფეხი დამარტყაო, არა ქალბატონო, არ დამირტყამს-მეთქი“ - თემურ ქათამაძე ნინო ნადირაძის ბრალდებებს უარყოფს: სხდომის დეტალები

“უბრალოდ “ფეხი შევცვალე“, ავწიე, რაზეც ყვირილი დაიწყო ფეხი დამარტყაო, არა ქალბატონო, არ დამირტყამს-მეთქი“ - თემურ ქათამაძე ნინო ნადირაძის ბრალდებებს უარყოფს: სხდომის დეტალები

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, აქტივისტმა ჯაფარ ილმაზიმ, იგივე თემურ ქათამაძემ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, კლინიკა “ვივამედის“ დირექტორს, ნინო ნადირაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, მისი მხრიდან ნადირაძის ლანძღვა-გინებას ჰქონდა ადგილი.

  • როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, ქათამაძე 6 მარტს კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც მას სამედიცინო მომსახურება გაუწიეს, მან კი შეურაცხყოფა მიაყენა ნინო ნადირაძეს. მისივე თქმით, ადგილზე მიგრაციის დეპარტამენტისა და კლინიკის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, რომელთაც სხდომაზე დაკითხავენ.

თავის მხრივ, ქათამაძემ განმარტა, რომ ის კლინიკაში არასათანადო პირობებში განათავსეს, კერძოდ “48-დღიანი შიმშილობის შემდეგ ძვლები სტკიოდა და დიდი ხნით ჯდომა არ შეეძლო, პალატაში კი ისეთი მატრასი მიუტანეს, საიდანაც ზურგში მავთულები ერჭობოდა“.

ქათამაძემ მომხდარ ფაქტზე სასამართლო პროცესზე ასეთი განცხადება გააკეთა:

“არც სიტყვიერი, არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, პირიქით, მათი მხრიდან იყო შეურაცხყოფა. ფეხის მოქნევაო - მე, უბრალოდ, “ფეხი შევცვალე“, ავწიე, რაზეც ყვირილი დაიწყო [ნადირაძემ]. სამი ადამიანია მოწმე... ფეხი დამარტყაო, არა ქალბატონო, არ დამირტყამს-მეთქი. სულ წყნარი ვიყავი, ხმისთვის არ ამიწევია, ჩემ მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილი“, - განაცხადა ქათამაძემ.

სხდომის დაწყებისთანავე ქათამაძემ შუამდგომლობა დააყენა. მან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის მოწმის სახით სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა, რომელიც ინციდენტის შემსწრეა. ასევე, ქათამაძემ საქმეზე საკვები რაციონის ნივთმტკიცებად დართვა და მისთვის ფოტოების გადაღება მოითხოვა, ვინაიდან მისთვის, “როგორც მოშიმშილე პირისთვის საკვების შემადგენლობას მნიშვნელობა ჰქონდა“. ქათამაძის თქმით, მას “მარილიანი, ძმრიანი, კარაქიანი საჭმელი აჭამეს“. მისივე თქმით, ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო.

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა წერილობითი მტკიცებულებები საქმეს დაურთო, დანარჩენი შუამდგომლობები კი არ დააკმაყოფილა, “რადგან ან დასაბუთებული ან საქმესთან შემხებლობაში არ იყო“.

თავის მხრივ, ქათამაძის ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან ზეწოლის ქვეშ იყო. ასევე, ადვოკატის თქმით, ის კლინიკაში მხოლოდ მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც გონების კარგვის ეპიზოდი ჰქონდა. უფლებადამცველის თქმითვე, შიმშილობის შეწყვეტის მიუხედავად, მისთვის კვება გათვალისწინებული არ იყო და რამდენიმე საათის დაგვიანებით მისცეს, თან მარილიანი, რამაც მისი ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია. ადვოკატის თქმით, ის მთელი დღის განმავლობაში კლინიკაში უყურადღებოდ იმყოფებოდა.

გარდა ამისა, ადვოკატის განმარტებით, ნადირაძემ ფაქტიდან 2 საათის შემდეგ განახორციელა ზარი 112-ში და თან მისთვის ფეხის მოქნევის ფაქტზე ისაუბრა, რასაც მიგრაციის თანამშრომლები უარყოფენ.

თემურ ქათამაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. კერძოდ, მას ედავებიან, რომ კლინიკა “ვივამედის“ დირექტორს, ნინო ნადირაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ინფორმაციისათვის, აქტივისტი თემურ ქათამაძე “ვივამედში“ შიმშილობის პერიოდში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მას შიმშილობა შეწყვეტილი აქვს და კლინიკიდან კვლავ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში იმყოფება.

იხილეთ ასევე: