კონფლიქტები
მსოფლიო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ამ ტერმინოლოგიით მიმართავს... ეს აჩვენებს, რომ მშობლიური ენა არ იცის“ - შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე
“საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ამ ტერმინოლოგიით მიმართავს... ეს აჩვენებს, რომ მშობლიური ენა არ იცის“ - შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი - ვისი და­ფი­ნან­სე­ბით მოგ­ზა­უ­რობს ბალ­ტი­ის ქვეყ­ნებ­ში ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე? ეს კი­თხვა უნდა და­ის­ვას, რად­გან პა­სუხ­ში და­ვი­ნა­ხავთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, ის ვისი მა­რი­ო­ნე­ტია

“იგი­ვე კი­თხვა მინ­და დავ­სვა, ვისი და­ფი­ნან­სე­ბით მოგ­ზა­უ­რობს ბალ­ტი­ის ქვეყ­ნებ­ში ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე? ვფიქ­რობ, რომ ეს კი­თხვა უნდა და­ის­ვას, პა­სუ­ხი გა­ე­ცეს და ამ პა­სუხ­ში ჩვენ და­ვი­ნა­ხავთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, ვისი მა­რი­ო­ნე­ტი არის ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი“, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ვი­ზიტს ბალ­ტი­ის რე­გი­ონ­ში.

შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბით, ბალ­ტი­ის სამი ქვე­ყა­ნა არის იმ ზრახ­ვე­ბის პირ­და­პი­რი გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ არ­სე­ბობს.

“რაც შე­ე­ხე­ბა ბალ­ტი­ის ქვეყ­ნებ­ში ასე გახ­ში­რე­ბულ ვი­ზი­ტებს, სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ სამ სა­ხელ­მწი­ფოს, ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ყო­ფილ საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კებს ასე­თი მტრუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა ეს ყვე­ლა­ფე­რი, თუმ­ცა ამის ახ­სნაც არ­სე­ბობს, მე ამა­ზე ვი­სა­უბ­რე კი­დე­ვაც, რომ ბალ­ტი­ის ამ სამ ქვე­ყა­ნას აქვს თა­ვი­სი ში­შე­ბი რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მით უმე­ტეს, ნატო-ს წევ­რი ქვეყ­ნე­ბი არი­ან და არ ვიცი, რისი ეში­ნი­ათ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ში­შებს თა­ვად გა­უმკლავ­დნენ და დად­გნენ ამ ში­შე­ბის პი­რის­პირ, ცდი­ლო­ბენ რა­ღაც რის­კე­ბი სხვა ქვეყ­ნე­ბის მეშ­ვე­ო­ბით აი­ცი­ლონ. ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლო ამ სამი ქვეყ­ნის მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის არის მხო­ლოდ ინ­სტრუ­მენ­ტი, რათა სა­ქარ­თვე­ლოს მეშ­ვე­ო­ბით მოხ­დეს რუ­სე­თის ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნა სხვა სა­კი­თხებ­ზე. სამ­წუ­ხა­როა, რომ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ, ამ სამი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ქარ­თვე­ლი ხალ­ხი არის მხო­ლოდ ინ­სტრუ­მენ­ტი სა­კუ­თა­რი რის­კე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის­თვის. ამის ნა­წი­ლია ის, რომ ექ­სტრე­მის­ტი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არი­ან გან­სა­კუთ­რე­ბით ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ ამ სამი ქვეყ­ნი­დან. ასე­ვე, ვი­ცით, რომ რა­დი­კა­ლუ­რი NGO-ები რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან ერთ-ერთ ქვე­ყა­ნა­ში. აი, ეს არის, რა­საც ჩვენ უკვე რამ­დე­ნი­მე ხა­ნია ვაკ­ვირ­დე­ბით. ეს სამი ქვე­ყა­ნა არის იმ ზრახ­ვე­ბის პირ­და­პი­რი გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ არ­სე­ბობს“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

  • გარ­და ამი­სა, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის “ფე­ის­ბუქ“ პოსტს, რო­მე­ლიც მან სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხე­თის მატ­ჩის შემ­დგომ ორი ქვეყ­ნის გულ­შე­მატ­კივ­რებს შო­რის მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე და­წე­რა. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი წერს, რომ რო­გორც ლე­გი­ტი­მუ­რი პრე­ზი­დენ­ტი ბო­დიშს უხ­დის სომ­ხეთს, “მე­ზო­ბელ ხალ­ხს,ზოგი ჩვე­ნი უჯი­შო მო­ქა­ლა­ქის უმ­სგავ­სო საქ­ცი­ე­ლის­თვის“.

“ვფიქ­რობ, ეს კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნებს იმას, რომ უბ­რა­ლოდ, ქარ­თუ­ლი ენა არ არის მის­თვის მშობ­ლი­უ­რი ენა. ზო­გა­დად, ახა­სი­ა­თებთ ხოლ­მე ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც უცხო ენა­ზე სა­უბ­რო­ბენ - იმ ენა­ში დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ტერ­მი­ნე­ბის სიმ­ძაფ­რე­ში ვერ ერ­კვე­ვი­ან. ამი­ტომ, სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს ამ ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით მი­მარ­თავს, [ეს] აჩ­ვე­ნებს, რომ ქარ­თუ­ლი ენა, მშობ­ლი­უ­რი ენა არ იცის და არ იცის, სად, რა ტერ­მი­ნი და სი­ტყვა უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს. სხვა მხრივ, მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ რო­გო­რია, ეს არა­ერ­თხელ ვნა­ხეთ სხვა­დას­ხვა მო­მენ­ტში და ესეც ამის დას­ტუ­რია“, - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ავტორი:

“საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ამ ტერმინოლოგიით მიმართავს... ეს აჩვენებს, რომ მშობლიური ენა არ იცის“ - შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

“საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ამ ტერმინოლოგიით მიმართავს... ეს აჩვენებს, რომ მშობლიური ენა არ იცის“ - შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

შალვა პაპუაშვილი - ვისი დაფინანსებით მოგზაურობს ბალტიის ქვეყნებში ქალბატონი სალომე? ეს კითხვა უნდა დაისვას, რადგან პასუხში დავინახავთ მტკიცებულებას, ის ვისი მარიონეტია

“იგივე კითხვა მინდა დავსვა, ვისი დაფინანსებით მოგზაურობს ბალტიის ქვეყნებში ქალბატონი სალომე? ვფიქრობ, რომ ეს კითხვა უნდა დაისვას, პასუხი გაეცეს და ამ პასუხში ჩვენ დავინახავთ მტკიცებულებას, ვისი მარიონეტი არის ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს ბალტიის რეგიონში.

შალვა პაპუაშვილის მოსაზრებით, ბალტიის სამი ქვეყანა არის იმ ზრახვების პირდაპირი განმახორციელებელი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არსებობს.

“რაც შეეხება ბალტიის ქვეყნებში ასე გახშირებულ ვიზიტებს, სამწუხაროა, რომ ამ სამ სახელმწიფოს, ევროკავშირის წევრ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ასეთი მტრული დამოკიდებულება აქვთ ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების მიმართ. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, თუმცა ამის ახსნაც არსებობს, მე ამაზე ვისაუბრე კიდევაც, რომ ბალტიის ამ სამ ქვეყანას აქვს თავისი შიშები რუსეთთან დაკავშირებით, მით უმეტეს, ნატო-ს წევრი ქვეყნები არიან და არ ვიცი, რისი ეშინიათ, მიუხედავად იმისა, რომ ამ შიშებს თავად გაუმკლავდნენ და დადგნენ ამ შიშების პირისპირ, ცდილობენ რაღაც რისკები სხვა ქვეყნების მეშვეობით აიცილონ. ამ შემთხვევაში, საქართველო ამ სამი ქვეყნის მოქმედი ხელისუფლებისთვის არის მხოლოდ ინსტრუმენტი, რათა საქართველოს მეშვეობით მოხდეს რუსეთის ყურადღების გადატანა სხვა საკითხებზე. სამწუხაროა, რომ ასეთი დამოკიდებულება აქვთ ქართველი ხალხის მიმართ, ამ სამი ხელისუფლებისთვის ქართველი ხალხი არის მხოლოდ ინსტრუმენტი საკუთარი რისკების თავიდან აცილებისთვის. ამის ნაწილია ის, რომ ექსტრემისტი პოლიტიკოსები არიან განსაკუთრებით ყურადღების ქვეშ ამ სამი ქვეყნიდან. ასევე, ვიცით, რომ რადიკალური NGO-ები რეგისტრირდებიან ერთ-ერთ ქვეყანაში. აი, ეს არის, რასაც ჩვენ უკვე რამდენიმე ხანია ვაკვირდებით. ეს სამი ქვეყანა არის იმ ზრახვების პირდაპირი განმახორციელებელი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არსებობს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

  • გარდა ამისა, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის “ფეისბუქ“ პოსტს, რომელიც მან საქართველო-სომხეთის მატჩის შემდგომ ორი ქვეყნის გულშემატკივრებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე დაწერა. სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი ბოდიშს უხდის სომხეთს, “მეზობელ ხალხს,ზოგი ჩვენი უჯიშო მოქალაქის უმსგავსო საქციელისთვის“.

“ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ უბრალოდ, ქართული ენა არ არის მისთვის მშობლიური ენა. ზოგადად, ახასიათებთ ხოლმე ადამიანებს, რომლებიც უცხო ენაზე საუბრობენ - იმ ენაში დამკვიდრებული ტერმინების სიმძაფრეში ვერ ერკვევიან. ამიტომ, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ამ ტერმინოლოგიით მიმართავს, [ეს] აჩვენებს, რომ ქართული ენა, მშობლიური ენა არ იცის და არ იცის, სად, რა ტერმინი და სიტყვა უნდა გამოიყენოს. სხვა მხრივ, მისი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ როგორია, ეს არაერთხელ ვნახეთ სხვადასხვა მომენტში და ესეც ამის დასტურია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.