პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ნადირაძე თემურ ქათამაძეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს - რას წერს ქათამაძე?
ნინო ნადირაძე თემურ ქათამაძეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს - რას წერს ქათამაძე?

ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს მკვლე­ვა­რი, გოჩა მჟა­ვა­ნა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც წერს, რომ "ვი­ვა­მე­დის“ დი­რექ­ტო­რი ნინო ნა­დი­რა­ძე, აქ­ცი­ე­ბის დროს და­კა­ვე­ბულ ბა­თუ­მელ მედ­რო­შეს, თე­მურ ქა­თა­მა­ძეს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე ედა­ვე­ბა.

მჟა­ვა­ნა­ძე წერს, რომ 24 მარტს, 14:00 სა­ათ­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სია ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

"რო­გორც ჩვე­ნი მედ­რო­შის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი­დან და მისი მე­გობ­რის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, თე­მურ ქა­თა­მა­ძეს, კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის" დი­რექ­ტო­რი ნინო ნა­დი­რა­ძე ედა­ვე­ბა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბას, რა­ზეც დღეს, 14:00 სა­ათ­ზე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი საქ­მის­წარ­მო­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თე­ბა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი.

ასე­ვე, თე­მურ ქა­თა­მა­ძე გა­მოთ­ქვამს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას არა­სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბის და უყუ­რა­დღე­ბო­ბის გამო.

თა­ვი­სუფ­ლე­ბა ბა­თუ­მელ მედ­რო­შეს!

თა­ვი­სუფ­ლე­ბა სინ­დი­სის პა­ტიმ­რებს!

ცე­ცხლი ოლი­გარ­ქი­ას!" - წერს მჟა­ვა­ნა­ძე.

მჟა­ვა­ნა­ძე ასე­ვე აქ­ვეყ­ნებს თე­მურ ქა­თა­მა­ძის წე­რილს, რო­მე­ლიც ცი­ხი­დან მო­ა­წო­დეს. წე­რილ­ში პა­ტი­მა­რი "ვი­ვა­მედ­ში" გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი­დან იმ ფაქტს იხ­სე­ნებს რო­დე­საც მისი აზ­რით, კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ პრო­ვო­კა­ცია მო­უ­წყო:

"იმ დღეს ინ­ცი­დენტს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და მიგ­რა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის 3 პო­ლი­ცი­ე­ლი, გა­მო­ი­ძა­ხეს პო­ლი­ცია. სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს არის "ვი­ვა­მე­დის" ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­გეგ­მი­ლი და კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მხრი­დან პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი. ეს არის მათ მიერ და­გეგ­მი­ლი ტყუ­ი­ლი და ასა­ჩივ­რე­ბენ ცრუ ბრალ­დე­ბით. მე პო­ლი­ცი­ე­ლებს მო­ვუ­ყე­ვი, რა რო­გორ მოხ­და.

მიგ­რა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც მიერ ბა­თუ­მე­ლი მედ­რო­შის მი­მართ, ვივა მე­დის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი 48-სა­ა­თი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცია სამ­წუ­ხა­როდ, წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და და დას­რულ­და. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის მი­ზე­ზი და მი­ზა­ნი, ქა­თა­მა­ძის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა“, - წე­რია ქა­თა­მა­ძის შვიდ­გვერ­დი­ან წე­რილ­ში, რომ­ლის სრულ ვერ­სი­ა­საც მჟა­ვა­ნა­ძე აქ­ვეყ­ნებს.

ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ კი ნინო ნა­დი­რა­ძემ კლი­ნი­კა­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა, ჩვე­ნე­ბა მის­ცა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც, დღეს სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ქა­თა­მა­ძის პრო­ცე­სი ჩა­ი­ნიშ­ნა.

მომ­ხდარ­ზე ნინო ნა­დი­რა­ძე კო­მენ­ტარს არ აკე­თებს, მისი თქმით, დღეს იუ­ბი­ლა­რია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თე­მურ ქა­თა­მა­ძე ბა­თუ­მის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს ორ­ჯერ და­ა­კა­ვეს. პირ­ვე­ლად 11 იან­ვარს, ხოლო მე­ო­რედ 17 იან­ვარს, იზო­ლა­ტო­რი­დან გა­მოს­ვლის დღეს, რის შემ­დე­გაც ქა­თა­მა­ძემ შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყო.

თე­მურ ქა­თა­მა­ძე კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში" 5 მარტს, შიმ­ში­ლო­ბის 48-ე დღეს გა­და­იყ­ვა­ნეს. იმა­ვე დღეს ზუ­რაბ ჩხა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ ექი­მებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის დღეს ქა­თა­მა­ძემ შიმ­ში­ლო­ბა შე­წყვი­ტა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ნინო ნადირაძე თემურ ქათამაძეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს - რას წერს ქათამაძე?

ნინო ნადირაძე თემურ ქათამაძეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს - რას წერს ქათამაძე?

ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მკვლევარი, გოჩა მჟავანაძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ "ვივამედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე, აქციების დროს დაკავებულ ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ედავება.

მჟავანაძე წერს, რომ 24 მარტს, 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესია ჩანიშნული.

"როგორც ჩვენი მედროშის მიერ გამოგზავნილი წერილიდან და მისი მეგობრის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, თემურ ქათამაძეს, კლინიკა "ვივამედის" დირექტორი ნინო ნადირაძე ედავება ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, რაზეც დღეს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული საქმისწარმოების ფარგლებში გაიმართება სასამართლო პროცესი.

ასევე, თემურ ქათამაძე გამოთქვამს უკმაყოფილებას არასათანადო მკურნალობის და უყურადღებობის გამო.

თავისუფლება ბათუმელ მედროშეს!

თავისუფლება სინდისის პატიმრებს!

ცეცხლი ოლიგარქიას!" - წერს მჟავანაძე.

მჟავანაძე ასევე აქვეყნებს თემურ ქათამაძის წერილს, რომელიც ციხიდან მოაწოდეს. წერილში პატიმარი "ვივამედში" გატარებული დღეებიდან იმ ფაქტს იხსენებს როდესაც მისი აზრით, კლინიკის ხელმძღვანელობამ პროვოკაცია მოუწყო:

"იმ დღეს ინციდენტს თავიდან ბოლომდე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი და მიგრაციის დეპარტამენტის 3 პოლიციელი, გამოიძახეს პოლიცია. სინამდვილეში ეს არის "ვივამედის" ადმინისტრაციის მიერ, მიზანმიმართულად დაგეგმილი და კლინიკის ხელმძღვანელობის მხრიდან პროვოცირებული ინციდენტი. ეს არის მათ მიერ დაგეგმილი ტყუილი და ასაჩივრებენ ცრუ ბრალდებით. მე პოლიციელებს მოვუყევი, რა როგორ მოხდა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებიც მიერ ბათუმელი მედროშის მიმართ, ვივა მედის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული 48-საათიანი სპეცოპერაცია სამწუხაროდ, წარმატებით განხორციელდა და დასრულდა. სპეცოპერაციის მიზეზი და მიზანი, ქათამაძის განეიტრალებას ემსახურება“, - წერია ქათამაძის შვიდგვერდიან წერილში, რომლის სრულ ვერსიასაც მჟავანაძე აქვეყნებს.

ინციდენტის შემდეგ კი ნინო ნადირაძემ კლინიკაში საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ჩვენება მისცა, რის საფუძველზეც, დღეს საქალაქო სასამართლოში ქათამაძის პროცესი ჩაინიშნა.

მომხდარზე ნინო ნადირაძე კომენტარს არ აკეთებს, მისი თქმით, დღეს იუბილარია.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქათამაძე ბათუმის საპროტესტო აქციების დროს ორჯერ დააკავეს. პირველად 11 იანვარს, ხოლო მეორედ 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლის დღეს, რის შემდეგაც ქათამაძემ შიმშილობა დაიწყო.

თემურ ქათამაძე კლინიკა "ვივამედში" 5 მარტს, შიმშილობის 48-ე დღეს გადაიყვანეს. იმავე დღეს ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ ექიმებთან კონსულტაციის დღეს ქათამაძემ შიმშილობა შეწყვიტა.

იხილეთ ასევე: