მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია GM PHARMA-მ   საქართველოს უნივერსიტეტთან და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა
საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია GM PHARMA-მ   საქართველოს უნივერსიტეტთან და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა

ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი წარ­მო­ე­ბა მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი, უკი­დუ­რე­სად კომ­პლექ­სუ­რი და ინო­ვა­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი პრო­ცე­სია. ამა­ვე დროს ის აე­რო­კოს­მო­სუ­რი ინ­დუსტრი­ის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე რე­გუ­ლი­რე­ბა­დი და კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი დარ­გია, სა­დაც შეც­დო­მის დაშ­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს სწო­რედ ასე­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ეროვ­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბა, რაც ქვეყ­ნის პრეს­ტიჟს უს­ვამს ხაზს. GM PHARMA-ს სა­წარ­მო თბი­ლის­ში ყვე­ლა­ზე დიდი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი წარ­მო­ე­ბაა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში, სა­დაც უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მყა­რი ფორ­მე­ბის წარ­მო­ე­ბის სრუ­ლი ციკ­ლი – ნედ­ლე­უ­ლის მო­ძი­ე­ბი­დან სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტის გა­მოშ­ვე­ბამ­დე.

კომ­პა­ნია ფლობს ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი წარ­მო­ე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ ყვე­ლა ნა­ცი­ო­ნა­ლურ თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­კატ­სა და ნე­ბარ­თვას. მა­გა­ლი­თად, ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი GMP სერ­ტი­ფი­კა­ტი, სა­ერ­თა­შო­რი­სო PIC/S GMP სერ­ტი­ფი­კა­ტი, ISO 9001:2017, ISO 17025 და სხვა.

GM PHARMA-ს გუნ­დი შედ­გე­ბა 600-ზე მეტი მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტის­გან სა­ქარ­თვე­ლო­სა და კომ­პა­ნი­ის სა­ექ­სპორ­ტო ქვეყ­ნებ­ში. უნდა აღი­ნიშ­ნოს ის ფაქ­ტიც, რომ კომ­პა­ნია მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს რო­გორც თა­ვი­სი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ასე­ვე ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის­თვი­საც ქმნის ხელ­საყ­რელ გა­რე­მოს კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის­თვის.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ფარ­მა­ცევ­ტულ­მა კომ­პა­ნია GM PHARMA-მ ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მე­ბი გა­ა­ფორ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან და სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტეტ­თან. აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­მო­რან­დუ­მე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბა სტუ­დენ­ტთა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის, მათი პრო­ფე­სი­უ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის, ასე­ვე პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის გაც­ნო­ბას.

გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მე­ბი მიზ­ნად ისა­ხავს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­სა და GM PHARMA-ს შო­რის გრძელ­ვა­დი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. ამას­თან, მო­ი­ცავს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტთა კვლე­ვი­თი და პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ხელ­შე­წყო­ბას, ასე­ვე სტუ­დენ­ტთა სტა­ჟი­რე­ბა­სა და სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კას, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

მე­მო­რან­დუ­მის დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ლე­ვან ვარ­დუ­აშ­ვი­ლი სა­უბ­რობს:

კი­თხვა­ზე, რას სთა­ვა­ზობს GM PHARMA სტუ­დენ­ტებს, კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი პა­სუ­ხობს, რომ კომ­პა­ნია GM PHARMA-სთვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია თა­ნამ­შრო­მელ­თა მა­ღალპრო­ფე­სი­უ­ლი გუნ­დის შექ­მნა და ზო­გა­დად, მუდ­მი­ვად დიდ რე­სურსს დებს, რო­გორც უკვე არ­სე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ასე­ვე მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის, ახა­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მო­ზიდ­ვის, მათი და­ინ­ტე­რე­სე­ბის გაზ­რდი­სა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბის შექ­მნის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

„GM PHARMA-ს სჭირ­დე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ხა­რის­ხის მე­ნე­ჯმენ­ტში, სა­წარ­მოო პრო­ცე­სებ­ში, ფარ­მა­ცევ­ტულ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში და ინ­ჟი­ნე­რი­ა­ში, ქი­მი­ურ და მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ურ ანა­ლი­ზებ­ში და სხვა. კომ­პა­ნია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, რომ მო­მა­ვალ ფარ­მა­ცევ­ტებს, ქი­მი­კო­სებს, ბი­ო­ლო­გებს, მე­ქა­ნი­კო­სებს, ინ­ჟინ­რებს, ელექტრი­კო­სებ­სა და ელექტრო­ნი­კის სპე­ცი­ა­ლის­ტებს მის­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ისეთ სწავ­ლე­ბებ­სა და პრაქ­ტი­კულ სტა­ჟი­რე­ბებ­ში, რო­გო­რი­ცაა წამ­ლის შექ­მნის პრო­ცე­სი – ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან წარ­მო­ე­ბამ­დე, GMP სტან­დარ­ტე­ბი, სა­წარ­მოო პრო­ცე­სე­ბი, ხა­რის­ხის მარ­თვა, ტექ­ნი­კუ­რი და სა­ინ­ჟინ­რო მომ­სა­ხუ­რე­ბა, ანა­ლი­ზუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა და წამ­ლის ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი, კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი, ბი­ო­ეკ­ვი­ვა­ლენ­ტო­ბა და სხვა“, - გან­მარ­ტა მან.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში სტუ­დენ­ტე­ბი სტა­ჟი­რე­ბას გა­ივ­ლი­ან კომ­პა­ნი­ა­ში, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ყო­ველ­დღი­ურ სა­წარ­მოო პრო­ცე­სებ­ში, ჩარ­თუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან კომ­პა­ნი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­სა თუ ტრე­ნინ­გში, შეძ­ლე­ბენ პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის ათ­ვი­სე­ბას, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბი­სა და პრო­ფე­სი­ო­ნალ კად­რე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის.

„გარ­და ამი­სა, მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში, ჩვენ იმე­დი გვაქვს, რომ შევ­ძლებთ ისე­თი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რო­მე­ლიც ორ­მხრივ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი – ერთი მხრივ, სტუ­დენ­ტე­ბი შეძ­ლე­ბე ნპ­რაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბას, ხოლო მე­ო­რე მხრივ, კომ­პა­ნი­ის­თვის გა­იზ­რდე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, კვლე­ვა-გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კად­რე­ბის რე­სურ­სი. სწო­რედ მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი ქმნი­ან ხა­რის­ხი­ან პრო­დუქტს. ამი­ტომ, მსგავს ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბებს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს“, - გა­ნა­ცხა­და GM PHARMA-ს აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან ვარ­დუ­აშ­ვილ­მა.

მე­მო­რან­დუ­მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი, კონ­სტან­ტი­ნე თო­ფუ­რია და აღ­ნიშ­ნავს, რომ GM PHARMA არის უმ­სხვი­ლე­სი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი – ერთ-ერთი უდი­დე­სი კვლე­ვი­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კერა.

„ზო­გა­დად, კვლე­ვებ­ზე დაკ­ვე­თა უნდა ხდე­ბო­დეს ინ­დუსტრი­ე­ბი­დან და აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­მო­რან­დუ­მი ამის ერთ-ერთი კარ­გი მა­გა­ლი­თია. ძა­ლი­ან ბევრ სტუ­დენტს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მა, რომ გა­ი­ა­როს პრაქ­ტი­კე­ბი, არა მხო­ლოდ ფარ­მა­ცი­ის და ქი­მი­ის სტუ­დენ­ტებს, ასე­ვე ელექტრო­ნუ­ლი ინ­ჟი­ნე­რი­ის, ბი­ო­ლო­გი­ის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის იქ­ნე­ბა ღია GM PHARMA-ს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა.

მხა­რე­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მის უპი­რა­ტე­სო­ბებ­ზე ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვიცე-რექ­ტორ­მა თა­მარ წე­რე­თელ­მა:

„ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, ასე­ვე ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის­თვის. მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში სტუ­დენ­ტე­ბის­თვის თე­ო­რი­ულ ცოდ­ნას­თან ერ­თად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი კომ­პო­ნენ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც, რო­მელ­საც GM PHARMA გვთა­ვა­ზობთ თა­ვის დიდ სა­წარ­მო­ში და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, გა­ნათ­ლე­ბა, მეც­ნი­ე­რე­ბა და ინ­დუსტრია ერ­თად არის ის ინო­ვა­ცია და ის ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გან­ვი­თარ­დეს და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, თა­ვის მხრივ, მზად არის, ახა­ლი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს GM PHARMA-თან ერ­თად და მი­ვი­ღოთ ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­დუქ­ტი“, - აღ­ნიშ­ნა თა­მარ წე­რე­თელ­მა.

და­არ­სე­ბი­დან 25 წლის შემ­დეგ, GM PHARMA კვლავ ინარ­ჩუ­ნებს ამ­ბი­ცი­ურ მიზ­ნებს – ამ­ჯე­რად კომ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი ევ­რო­კავ­ში­რის კარ­გი სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კის EU GMP სერ­ტი­ფი­კა­ტის მი­ღე­ბაა, რაც გა­მოკ­ვეთს კომ­პა­ნი­ის ერ­თგუ­ლე­ბას ხა­რის­ხის უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბი­სად­მი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია ახა­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ათ­ვი­სე­ბის ხელ­შე­წყო­ბის­თვის – GM PHARMA ოპე­რი­რე­ბის და­წყე­ბას გეგ­მავს ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში, სამ­ხრეთ აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­ში, სამ­ხრეთ და ცენ­ტრა­ლურ ამე­რი­კა­ში, რაც კომ­პა­ნი­ის სტრა­ტე­გი­უ­ლი ზრდის მიღ­წე­ვა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფარ­მა­ცევ­ტულ ინ­დუსტრი­ა­ში პო­ზი­ცი­ე­ბის გამ­ყა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. EU GMP სერ­ტი­ფი­კა­ტის მი­ღე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი იქ­ნე­ბა არა მხო­ლოდ კომ­პა­ნი­ის ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ინ­დუსტრი­ის ევო­ლუ­ცი­ის­თვის.

უნდა აღი­ნიშ­ნოს ის ფაქ­ტიც, რომ 25-ე სა­ი­უ­ბი­ლეო წელი GM PHARMA-მ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლით და­ი­წყო – კომ­პა­ნი­ამ წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა სსიპ სა­მე­დი­ცი­ნო და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მო­რი­გი ინ­სპექ­ცია და უკვე მე­ო­რედ მი­ე­ნი­ჭა სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კარ­გი სა­წარ­მოო პრაქ­ტი­კის (GMP) სტან­დარტთან შე­სა­ბა­მი­სო­ბის სერ­ტი­ფი­კა­ტი.

და­ფუძ­ნე­ბის დღი­დან კომ­პა­ნი­ის მი­სია და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი უც­ვლე­ლია – მეც­ნი­ე­რულ მიდ­გო­მებ­ზე და ინ­დუსტრი­ის სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კა­ზე დაყ­რდნო­ბით ხა­რის­ხი­სა და პრო­დუქ­ტე­ბის მუდ­მი­ვი სრულ­ყო­ფა და ისე­თი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა-მი­წო­დე­ბა, რო­მე­ლიც პა­ცი­ენ­ტე­ბის ცხოვ­რე­ბის ხა­რისხს გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს და მათ სი­ცო­ცხლეს გა­ა­ხან­გრძლი­ვებს.

GM PHARMA – ემ­სა­ხუ­რე­ბა მათ, ვი­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა!

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია GM PHARMA-მ   საქართველოს უნივერსიტეტთან და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა

საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია GM PHARMA-მ   საქართველოს უნივერსიტეტთან და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა

ფარმაცევტული წარმოება მაღალტექნოლოგიური, უკიდურესად კომპლექსური და ინოვაციებით დატვირთული პროცესია. ამავე დროს ის აეროკოსმოსური ინდუსტრიის შემდეგ ყველაზე რეგულირებადი და კონტროლირებადი დარგია, სადაც შეცდომის დაშვება არ შეიძლება.

საქართველოში არსებობს სწორედ ასეთი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ეროვნული წარმოება, რაც ქვეყნის პრესტიჟს უსვამს ხაზს. GM PHARMA-ს საწარმო თბილისში ყველაზე დიდი ფარმაცევტული წარმოებაა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სადაც უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით ხორციელდება მედიკამენტების მყარი ფორმების წარმოების სრული ციკლი – ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტის გამოშვებამდე.

კომპანია ფლობს ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელ ყველა ნაციონალურ თუ საერთაშორისო სერტიფიკატსა და ნებართვას. მაგალითად, ქართული ნაციონალური GMP სერტიფიკატი, საერთაშორისო PIC/S GMP სერტიფიკატი, ISO 9001:2017, ISO 17025 და სხვა.

GM PHARMA-ს გუნდი შედგება 600-ზე მეტი მაღალკვალიფიციური სპეციალისტისგან საქართველოსა და კომპანიის საექსპორტო ქვეყნებში. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ კომპანია მუდმივად ზრუნავს როგორც თავისი თანამშრომლების პროფესიულ ზრდა-განვითარებაზე, ასევე ახალგაზრდა თაობისთვისაც ქმნის ხელსაყრელ გარემოს კარიერული წინსვლისთვის.

საერთაშორისო ფარმაცევტულმა კომპანია GM PHARMA-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და საქართველოს უნივერსიტეტთან. აღნიშნული მემორანდუმები ემსახურება სტუდენტთა კვალიფიციური განათლების მიღების, მათი პროფესიული ცნობიერების ამაღლების, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და ინოვაციების გაცნობას.

გაფორმებული მემორანდუმები მიზნად ისახავს უნივერსიტეტებსა და GM PHARMA-ს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას. ამასთან, მოიცავს უნივერსიტეტის სტუდენტთა კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობას, ასევე სტუდენტთა სტაჟირებასა და საწარმოო პრაქტიკას, რომელიც პროფესიული უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.

მემორანდუმის დეტალების შესახებ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვარდუაშვილი საუბრობს:

კითხვაზე, რას სთავაზობს GM PHARMA სტუდენტებს, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი პასუხობს, რომ კომპანია GM PHARMA-სთვის პრიორიტეტულია თანამშრომელთა მაღალპროფესიული გუნდის შექმნა და ზოგადად, მუდმივად დიდ რესურსს დებს, როგორც უკვე არსებული თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაში, ასევე მომავალი თაობის, ახალი თანამშრომლების მოზიდვის, მათი დაინტერესების გაზრდისა და პროფესიული განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიმართულებით.

„GM PHARMA-ს სჭირდება პროფესიონალი და მოტივირებული თანამშრომლები ხარისხის მენეჯმენტში, საწარმოო პროცესებში, ფარმაცევტულ ტექნოლოგიებში და ინჟინერიაში, ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ ანალიზებში და სხვა. კომპანია დაინტერესებულია, რომ მომავალ ფარმაცევტებს, ქიმიკოსებს, ბიოლოგებს, მექანიკოსებს, ინჟინრებს, ელექტრიკოსებსა და ელექტრონიკის სპეციალისტებს მისცეს საშუალება მონაწილეობა მიიღონ ისეთ სწავლებებსა და პრაქტიკულ სტაჟირებებში, როგორიცაა წამლის შექმნის პროცესი – ლაბორატორიიდან წარმოებამდე, GMP სტანდარტები, საწარმოო პროცესები, ხარისხის მართვა, ტექნიკური და საინჟინრო მომსახურება, ანალიზური განვითარება და წამლის ხარისხის კონტროლი, კლინიკური კვლევები, ბიოეკვივალენტობა და სხვა“, - განმარტა მან.

მისივე განმარტებით, მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან კომპანიაში, მონაწილეობას მიიღებენ ყოველდღიურ საწარმოო პროცესებში, ჩართულები იქნებიან კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა ღონისძიებასა თუ ტრენინგში, შეძლებენ პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისებას, რაც მნიშვნელოვანია მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიონალ კადრებად ჩამოყალიბებისთვის.

„გარდა ამისა, მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ისეთი ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რომელიც ორმხრივ საჭიროებებზე იქნება მორგებული – ერთი მხრივ, სტუდენტები შეძლებე ნპრაქტიკული გამოცდილების მიღებას, ხოლო მეორე მხრივ, კომპანიისთვის გაიზრდება პროფესიონალი, კვლევა-განვითარებაზე ორიენტირებული კადრების რესურსი. სწორედ მაღალკვალიფიციური კადრები ქმნიან ხარისხიან პროდუქტს. ამიტომ, მსგავს ურთიერთთანამშრომლობებს დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა GM PHARMA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვარდუაშვილმა.

მემორანდუმის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, კონსტანტინე თოფურია და აღნიშნავს, რომ GM PHARMA არის უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია საქართველოში, ხოლო საქართველოს უნივერსიტეტი – ერთ-ერთი უდიდესი კვლევითი საგანმანათლებლო კერა.

„ზოგადად, კვლევებზე დაკვეთა უნდა ხდებოდეს ინდუსტრიებიდან და აღნიშნული მემორანდუმი ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია. ძალიან ბევრ სტუდენტს საშუალება მიეცემა, რომ გაიაროს პრაქტიკები, არა მხოლოდ ფარმაციის და ქიმიის სტუდენტებს, ასევე ელექტრონული ინჟინერიის, ბიოლოგიის სტუდენტებისთვის იქნება ღია GM PHARMA-ს შესაძლებლობები“, - განაცხადა საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა.

მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის უპირატესობებზე ისაუბრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა:

„ურთიერთთანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სტუდენტებისთვის, ასევე ფარმაცევტული კომპანიისთვის. მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებისთვის თეორიულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანი იქნება პრაქტიკული კომპონენტის განხორციელებაც, რომელსაც GM PHARMA გვთავაზობთ თავის დიდ საწარმოში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განათლება, მეცნიერება და ინდუსტრია ერთად არის ის ინოვაცია და ის ახალი ტექნოლოგიები, რომელიც აუცილებლად უნდა განვითარდეს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თავის მხრივ, მზად არის, ახალი სამეცნიერო კვლევები განახორციელოს GM PHARMA-თან ერთად და მივიღოთ ახალი ტექნოლოგიური პროდუქტი“, - აღნიშნა თამარ წერეთელმა.

დაარსებიდან 25 წლის შემდეგ, GM PHARMA კვლავ ინარჩუნებს ამბიციურ მიზნებს – ამჯერად კომპანიის მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის EU GMP სერტიფიკატის მიღებაა, რაც გამოკვეთს კომპანიის ერთგულებას ხარისხის უმაღლესი სტანდარტებისადმი და მნიშვნელოვანი ფაქტორია ახალი ტერიტორიების ათვისების ხელშეწყობისთვის – GM PHARMA ოპერირების დაწყებას გეგმავს ევროკავშირის ქვეყნებში, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში, რაც კომპანიის სტრატეგიული ზრდის მიღწევასა და საერთაშორისო ფარმაცევტულ ინდუსტრიაში პოზიციების გამყარებაში დაეხმარება. EU GMP სერტიფიკატის მიღება მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება არა მხოლოდ კომპანიის ზრდა-განვითარებისთვის, არამედ საქართველოს ფარმაცევტული ინდუსტრიის ევოლუციისთვის.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ 25-ე საიუბილეო წელი GM PHARMA-მ მნიშვნელოვანი სიახლით დაიწყო – კომპანიამ წარმატებით გაიარა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მორიგი ინსპექცია და უკვე მეორედ მიენიჭა საქართველოს ნაციონალური კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი.

დაფუძნების დღიდან კომპანიის მისია და ფასეულობები უცვლელია – მეცნიერულ მიდგომებზე და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით ხარისხისა და პროდუქტების მუდმივი სრულყოფა და ისეთი მედიკამენტების წარმოება-მიწოდება, რომელიც პაციენტების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს და მათ სიცოცხლეს გაახანგრძლივებს.

GM PHARMA – ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!

R