სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ობამა შესანიშნავად გამოიყურება, ჩემი ყველაზე ცუდია“ - დონალდ ტრამპი აღშფოთებულია და აცხადებს, რომ კოლორადოს კაპიტოლიუმში მისი პორტრეტი განგებ დაამახინჯეს
"ობამა შესანიშნავად გამოიყურება, ჩემი ყველაზე ცუდია“ - დონალდ ტრამპი აღშფოთებულია და აცხადებს, რომ კოლორადოს კაპიტოლიუმში მისი პორტრეტი განგებ დაამახინჯეს

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი კო­ლო­რა­დოს შტა­ტის კა­პი­ტო­ლი­უმ­ში გა­მო­ფე­ნი­ლი მისი პორ­ტრე­ტით უკ­მა­ყო­ფი­ლოა.

რო­გორც ტრამ­პი წერს, მისი პორ­ტრე­ტი კი სა­გან­გე­ბოდ და­ა­მა­ხინ­ჯეს.

“არა­ვის მოს­წონს სა­კუ­თა­რი თა­ვის ცუდი ფოტო ან ნა­ხა­ტი, მაგ­რამ ის, რაც კო­ლო­რა­დო­ში, შტა­ტის კა­პი­ტო­ლი­უმ­ში გუ­ბერ­ნა­ტორ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ყვე­ლა სხვა პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად იყო და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი იმ დო­ნემ­დე, რაც მე ალ­ბათ აქამ­დე არას­დროს მი­ნა­ხავს.

მხატ­ვარ­მა ასე­ვე და­ხა­ტა პრე­ზი­დენ­ტი ობა­მა და ის შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. მაგ­რამ ჩემი მარ­თლაც ყვე­ლა­ზე ცუ­დია. რო­გორც ჩანს, მხატ­ვარ­მა ასაკ­თან ერ­თად ნი­ჭიც და­კარ­გა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მირ­ჩევ­ნია სა­ერ­თოდ არ იყოს ჩემი პორ­ტრე­ტი, ვიდ­რე ეს.

კო­ლო­რა­დო­დან უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა და­რე­კა და და­წე­რა სა­ჩი­ვა­რი. ისი­ნი გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან!

მივ­მარ­თავ მათი სა­ხე­ლით რა­დი­კალ მე­მარ­ცხე­ნე გუ­ბერ­ნა­ტორს ჯა­რედ პო­ლისს, რო­მე­ლიც სა­შინ­ლად სუს­ტია და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით Tren de Aragua- თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­მაც პრაქ­ტი­კუ­ლად და­ი­პყრო ავ­რო­რა (არ ინერ­ვი­უ­ლოთ, ჩვენ გა­და­ვარ­ჩი­ნეთ!), ჩა­მოხ­სნას იგი.

ჯა­რედს უნდა რცხვე­ნო­დეს!“ - წერს დო­ნალდ ტრამ­პი truthsocial-ზე.

  • კო­ლო­რა­დოს გუ­ბერ­ნა­ტო­რის ოფი­სი ტრამ­პის პოსტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ “გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლია“ ტრამ­პის ინ­ტე­რე­სით კა­პი­ტო­ლი­უ­მის ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის მი­მართ.

“გუ­ბერ­ნა­ტო­რი პო­ლი­სი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყო, როცა შე­ი­ტყო, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტი კო­ლო­რა­დოს შტა­ტის კა­პი­ტო­ლი­უ­მის და მისი ნა­მუ­შევ­რე­ბის გულ­შე­მატ­კი­ვა­რია“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც მე­დია წერს, პორ­ტრე­ტი სი­ნამ­დვი­ლე­ში და­ფი­ნანსდა და და­მონ­ტაჟ­და 2019 წელს, რო­გორც რეს­პუბ­ლი­კე­ლი სა­ხელ­მწი­ფო სე­ნა­ტო­რის ინი­ცი­ა­ტი­ვის ნა­წი­ლი.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ობამა შესანიშნავად გამოიყურება, ჩემი ყველაზე ცუდია“ - დონალდ ტრამპი აღშფოთებულია და აცხადებს, რომ კოლორადოს კაპიტოლიუმში მისი პორტრეტი განგებ დაამახინჯეს

"ობამა შესანიშნავად გამოიყურება, ჩემი ყველაზე ცუდია“ - დონალდ ტრამპი აღშფოთებულია და აცხადებს, რომ კოლორადოს კაპიტოლიუმში მისი პორტრეტი განგებ დაამახინჯეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კოლორადოს შტატის კაპიტოლიუმში გამოფენილი მისი პორტრეტით უკმაყოფილოა.

როგორც ტრამპი წერს, მისი პორტრეტი კი საგანგებოდ დაამახინჯეს.

“არავის მოსწონს საკუთარი თავის ცუდი ფოტო ან ნახატი, მაგრამ ის, რაც კოლორადოში, შტატის კაპიტოლიუმში გუბერნატორმა გამოაქვეყნა ყველა სხვა პრეზიდენტთან ერთად, მიზანმიმართულად იყო დამახინჯებული იმ დონემდე, რაც მე ალბათ აქამდე არასდროს მინახავს.

მხატვარმა ასევე დახატა პრეზიდენტი ობამა და ის შესანიშნავად გამოიყურება. მაგრამ ჩემი მართლაც ყველაზე ცუდია. როგორც ჩანს, მხატვარმა ასაკთან ერთად ნიჭიც დაკარგა. ყოველ შემთხვევაში, მირჩევნია საერთოდ არ იყოს ჩემი პორტრეტი, ვიდრე ეს.

კოლორადოდან უამრავმა ადამიანმა დარეკა და დაწერა საჩივარი. ისინი გაბრაზებულები არიან!

მივმართავ მათი სახელით რადიკალ მემარცხენე გუბერნატორს ჯარედ პოლისს, რომელიც საშინლად სუსტია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, განსაკუთრებით Tren de Aragua- თან დაკავშირებით, რომელმაც პრაქტიკულად დაიპყრო ავრორა (არ ინერვიულოთ, ჩვენ გადავარჩინეთ!), ჩამოხსნას იგი.

ჯარედს უნდა რცხვენოდეს!“ - წერს დონალდ ტრამპი truthsocial-ზე.

  • კოლორადოს გუბერნატორის ოფისი ტრამპის პოსტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “გაკვირვებულია“ ტრამპის ინტერესით კაპიტოლიუმის ხელოვნების ნიმუშების მიმართ.

“გუბერნატორი პოლისი გაკვირვებული იყო, როცა შეიტყო, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი კოლორადოს შტატის კაპიტოლიუმის და მისი ნამუშევრების გულშემატკივარია“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც მედია წერს, პორტრეტი სინამდვილეში დაფინანსდა და დამონტაჟდა 2019 წელს, როგორც რესპუბლიკელი სახელმწიფო სენატორის ინიციატივის ნაწილი.

წყარო

იხილეთ ასევე: