სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქეთში არეულობა გრძელდება: პროტესტანტების წინააღმდეგ “წიწაკის სპრეი“, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, იმამოღლუ კი ციხეში გადაიყვანეს - რა ხდება ცნობილი?
თურქეთში არეულობა გრძელდება: პროტესტანტების წინააღმდეგ “წიწაკის სპრეი“, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, იმამოღლუ კი ციხეში გადაიყვანეს - რა ხდება ცნობილი?

სტამ­ბო­ლის მე­რის, ექ­რემ იმა­მ­ოღ­ლუს და­პა­ტიმ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თურ­ქეთ­ში ათი ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა გა­აპ­რო­ტეს­ტა.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პო­ლი­ცი­ამ სტამ­ბო­ლის მე­რი­ის წინ შეკ­რე­ბი­ლი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ე.წ. “წი­წა­კის სპრეი“ და რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა.

00:00 / 00:00

პრო­ტეს­ტი მას შემ­დეგ გაძ­ლი­ერ­და, რაც იმა­მ­ოღ­ლუს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს კრი­მი­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მარ­თვა­ში, ქრთა­მის აღე­ბა­ში, გა­მო­ძალ­ვა­ში, პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის უკა­ნო­ნო ჩა­წე­რა­სა და ტენ­დე­რის გა­ყალ­ბე­ბა­ში და სა­სა­მარ­თლომ მისი და­პა­ტიმ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

იმა­მ­ოღ­ლუ სტამ­ბო­ლის და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე სი­ლივ­რის ცი­ხე­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, სტამ­ბო­ლის მერი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

  • “რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის“ საპ­რე­ზი­დენ­ტო პრა­ი­მე­რიზ­ში რე­კორ­დუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა იყო. ერი და­უ­ვი­წყარ სი­ლას გა­არ­ტყამს ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას“, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი სტამ­ბო­ლის მერი, ექ­რემ იმა­მ­ოღ­ლუ “რეს­პუბ­ლი­კურ სა­ხალ­ხო პარ­ტი­ა­ში“ ჩა­ტა­რე­ბულ ში­და­პარ­ტი­ულ არ­ჩევ­ნებს, რო­მე­ლიც პარ­ტი­ამ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტის გა­მო­სავ­ლე­ნად ჩა­ა­ტა­რა.

“მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ ამ­ბა­ვი სილ­ვი­რის ცი­ხი­დან, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა. ჩვე­ნი “რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის“ საპ­რე­ზი­დენ­ტო პრა­ი­მე­რიზ­ში რე­კორ­დუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა იყო. 15 მი­ლი­ონ­მა ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქემ მის­ცა ხმა. სამ­თავ­რო­ბო ტი­რა­ნი­ით, დან­გრე­უ­ლი ეკო­ნო­მი­კით და უკა­ნო­ნო­ბით დან­გრე­უ­ლი ამ ქვეყ­ნის ათო­ბით მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თე­ბის­კენ გა­იქ­ცა. მათ ერ­დო­ღანს უთხრეს "საკ­მა­რი­სია". ერი და­უ­ვი­წყარ სი­ლას გა­არ­ტყამს ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას“, - წერს იმა­მ­ოღ­ლუ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

პარ­ტი­ის ლი­დერ­მა, ოზ­გურ ოზელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პრა­ი­მე­რიზ­ში პარ­ტი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის არ­ჩე­ვას ხმა 15 მი­ლი­ონ­მა ადა­მი­ან­მა მის­ცა. სტამ­ბოლ­ში გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ოზელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ხმე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 1.6 მი­ლი­ო­ნი პარ­ტი­ის წევ­რებს ეკუთ­ვნის, და­ნარ­ჩე­ნი კი იმა­მ­ოღ­ლუს მი­მართ სო­ლი­და­რო­ბის გა­მო­ხატ­ვის ნიშ­ნად სხვა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ხმე­ბია. ოზე­ლის მტკი­ცე­ბით, ხმებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი გარ­და­უ­ვა­ლია.

ცნო­ბის­თვის, თურ­ქე­თის ოპო­ზი­ცი­ურ­მა “რეს­პუბ­ლი­კურ­მა სა­ხალ­ხო პარ­ტი­ამ“ 2028 წლის არ­ჩევ­ნე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის გა­მო­სავ­ლე­ნად თურ­ქეთ­სა და რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თე­ბი გა­ნა­თავ­სა.

შე­გახ­სე­ნებთ, თურ­ქე­თის მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი “რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის“ წევ­რის, ექ­რემ იმა­მ­ოღ­ლუს მხარ­და­სა­ჭე­რად საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი თურ­ქე­თის ქა­ლა­ქებ­ში უკვე ხუთი დღეა მიმ­დი­ნა­რე­ობს. “რეს­პუბ­ლი­კურ­მა სა­ხალ­ხო პარ­ტი­ამ“ იმა­მ­ოღ­ლუს და­კა­ვე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი უწო­და. თურ­ქე­თის მთავ­რო­ბა უარ­ყოფს, რომ იმა­მ­ოღ­ლუს და­კა­ვე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია და ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ქვე­ყა­ნა­ში სა­სა­მარ­თლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

თურქეთში არეულობა გრძელდება: პროტესტანტების წინააღმდეგ “წიწაკის სპრეი“, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, იმამოღლუ კი ციხეში გადაიყვანეს - რა ხდება ცნობილი?

თურქეთში არეულობა გრძელდება: პროტესტანტების წინააღმდეგ “წიწაკის სპრეი“, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, იმამოღლუ კი ციხეში გადაიყვანეს - რა ხდება ცნობილი?

სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაპატიმრების გადაწყვეტილება თურქეთში ათი ათასობით ადამიანმა გააპროტესტა.

მედიის ინფორმაციით, პოლიციამ სტამბოლის მერიის წინ შეკრებილი მომიტინგეების წინააღმდეგ ე.წ. “წიწაკის სპრეი“ და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

პროტესტი მას შემდეგ გაძლიერდა, რაც იმამოღლუს ბრალი წაუყენეს კრიმინალური ორგანიზაციის მართვაში, ქრთამის აღებაში, გამოძალვაში, პერსონალური მონაცემების უკანონო ჩაწერასა და ტენდერის გაყალბებაში და სასამართლომ მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.

იმამოღლუ სტამბოლის დასავლეთ ნაწილში მდებარე სილივრის ციხეში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სტამბოლის მერი სამსახურეობრივი მოვალეობისგან გაათავისუფლეს.

  • “რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ საპრეზიდენტო პრაიმერიზში რეკორდული აქტივობა იყო. ერი დაუვიწყარ სილას გაარტყამს ამ ხელისუფლებას“, - ასე გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ “რესპუბლიკურ სახალხო პარტიაში“ ჩატარებულ შიდაპარტიულ არჩევნებს, რომელიც პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატის გამოსავლენად ჩაატარა.

“მინდა გაგიზიაროთ ამბავი სილვირის ციხიდან, რომელმაც ძალიან გამახარა. ჩვენი “რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ საპრეზიდენტო პრაიმერიზში რეკორდული აქტივობა იყო. 15 მილიონმა ჩვენმა მოქალაქემ მისცა ხმა. სამთავრობო ტირანიით, დანგრეული ეკონომიკით და უკანონობით დანგრეული ამ ქვეყნის ათობით მილიონი ადამიანი საარჩევნო ყუთებისკენ გაიქცა. მათ ერდოღანს უთხრეს "საკმარისია". ერი დაუვიწყარ სილას გაარტყამს ამ ხელისუფლებას“, - წერს იმამოღლუ სოციალურ ქსელში.

პარტიის ლიდერმა, ოზგურ ოზელმა განაცხადა, რომ პრაიმერიზში პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევას ხმა 15 მილიონმა ადამიანმა მისცა. სტამბოლში გამართულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ოზელმა აღნიშნა, რომ ამ ხმებიდან დაახლოებით 1.6 მილიონი პარტიის წევრებს ეკუთვნის, დანარჩენი კი იმამოღლუს მიმართ სოლიდარობის გამოხატვის ნიშნად სხვა მოქალაქეების ხმებია. ოზელის მტკიცებით, ხმებმა აჩვენა, რომ ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია.

ცნობისთვის, თურქეთის ოპოზიციურმა “რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ 2028 წლის არჩევნების საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად თურქეთსა და რამდენიმე ქვეყანაში საარჩევნო ყუთები განათავსა.

შეგახსენებთ, თურქეთის მთავარი ოპოზიციური “რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრის, ექრემ იმამოღლუს მხარდასაჭერად საპროტესტო აქციები თურქეთის ქალაქებში უკვე ხუთი დღეა მიმდინარეობს. “რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ იმამოღლუს დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. თურქეთის მთავრობა უარყოფს, რომ იმამოღლუს დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია და ირწმუნება, რომ ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებელია.

იხილეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"