სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“იმედი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენც შეიძლება აღვდგეთ არა მხოლოდ მომავალ ცხოვრებაში, არამედ ამ ცხოვრებაშიც, რომ არ არსებობს საბოლოოდ დაღუპული ადამიანი“ - მეუფე შიო
“იმედი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენც შეიძლება აღვდგეთ არა მხოლოდ მომავალ ცხოვრებაში, არამედ ამ ცხოვრებაშიც, რომ არ არსებობს საბოლოოდ დაღუპული ადამიანი“ - მეუფე შიო

“პა­ტი­ო­სან ჯვარს როცა თაყ­ვანს ვცემთ, ასე­ვე თაყ­ვანს ვცემთ იმედ­საც... არ არ­სე­ბობს სა­ბო­ლო­ოდ და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლას შე­უძ­ლია ასე­თი აღ­დგო­მა ცოდ­ვი­ლი ცხოვ­რე­ბი­დან ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის. მა­შა­სა­და­მე, როცა თაყ­ვანს ვცემთ პა­ტი­ო­სან ჯვარს, ჩვენ თაყ­ვანს ვცემთ აღ­დგო­მის იმედს და სიყ­ვა­რუ­ლის ღვაწლს“, - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი) ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მე­უ­ფე შიომ აღ­ნიშ­ნა, დიდი მარ­ხვის ნა­ხე­ვა­რი უკვე გა­ვი­და და ვინც ჯე­როვ­ნად იმარ­ხუ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ ეგ­რძნო გარ­კვე­უ­ლი დაღ­ლი­ლო­ბა, ძა­ლე­ბის მოკ­ლე­ბა ნე­ბის­ყო­ფის ასე­თი და­ძაბ­ვის­გან.

„სა­ხე­ლი­თა მა­მი­სა­თა და ძი­სა­თა და სუ­ლი­სა წმინ­დი­სა­თა.

ძვირ­ფა­სო მა­მე­ბო, ძმე­ბო და დებო, გი­ლო­ცავთ დიდი მარ­ხვის მე­სა­მე კვი­რა დღეს, რო­მელ­საც ეწო­დე­ბა ჯვრის თაყ­ვა­ნის­ცე­მის კვი­რა და გად­მოგ­ცემთ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის ლოც­ვა-კურ­თხე­ვას.

დიდი მარ­ხვის ნა­ხე­ვა­რი უკვე გა­ვი­და და ვინც ჯე­როვ­ნად იმარ­ხუ­ლა, ე.ი. თავს იკა­ვებ­და არა­სა­მარ­ხვო საკ­ვე­ბის­გან, ცდი­ლობ­და, თავი შე­ე­ზღუ­და და შე­ე­კა­ვე­ბი­ნა საკ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც, ვინც ებ­რძო­და თა­ვის მავ­ნე ჩვე­ვებს, ვნე­ბებს, ცდი­ლობ­და, უარი ეთ­ქვა სხვა­დას­ხვაგ­ვარ სი­ა­მოვ­ნე­ბა­სა და გარ­თო­ბა­ზე, ე.ი. ვინც იმარ­ხუ­ლა კარ­გად და პა­ტი­ოს­ნად, შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ ეგ­რძნო გარ­კვე­უ­ლი დაღ­ლი­ლო­ბა, ძა­ლე­ბის მოკ­ლე­ბა ნე­ბის­ყო­ფის ასე­თი და­ძაბ­ვის­გან. ვინ­მეს შე­იძ­ლე­ბა სულ­მოკ­ლე­ო­ბაც და­ე­უფ­ლოს და იფიქ­როს, რომ მის ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბა ასე­თი მარ­ხვის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა.

ამი­ტომ წმინ­და ეკ­ლე­სია ჩვენს გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად და გა­სამ­ხნე­ვებ­ლად გვაძ­ლევს ასეთ ნუ­გეშს: სა­ზე­ი­მო თაყ­ვა­ნის­ცე­მის­თვის გა­მო­აბ­რძა­ნებს უფ­ლის პა­ტი­ო­სან ჯვარს, რო­მელ­საც თაყ­ვანს ვცემთ, რომ­ლის წი­ნა­შეც ვი­ჩო­ქებთ, ვემ­თხვე­ვით და ვგა­ლობთ: „ჯვარ­სა შენ­სა თაყ­ვა­ნის ვსცემთ, მე­უ­ფეო, და წმინ­და­სა აღ­დგო­მა­სა შენ­სა ვუ­გა­ლობთ და ვა­დი­დებთ“.

რო­გორც ამ­ბობს წმინ­და იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რი, დღეს აღ­სრულ­და წმინ­და და­ვით მე­ფის წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა, რო­მე­ლიც ბრძა­ნებს: „თაყ­ვა­ნის ვსცეთ ად­გილ­სა, სადა დას­დგეს ფერხნი უფ­ლი­სა­ნი“. აი, დღეს ხა­რობს და ზე­ი­მობს მთე­ლი ეკ­ლე­სია, ვი­ნა­ი­დან, რო­გორც ოდეს­ღაც უდაბ­ნო­ში გვე­ლე­ბის­გან დაკ­ბე­ნი­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი გა­და­ურ­ჩე­ბოდ­ნენ სიკ­ვდილს, რო­დე­საც შე­ხე­დავ­დნენ სპი­ლენ­ძის­გან დამ­ზა­დე­ბულ გველს, ასე­ვე დღე­საც, ვინც ნა­ხე­ვა­რი მარ­ხვა გა­ი­ა­რა და ჯვარს ეხე­ბა, მო­აკ­ვდი­ნებს სუ­ლი­ერ გველს და იღებს უკ­ვდა­ვე­ბას; და რო­გორც მარ­ხვით და თავ­შე­კა­ვე­ბით, ასე­თი ადა­მი­ა­ნი თა­ნა­ზი­ა­რი გახ­და ქრის­ტეს ვნე­ბე­ბის, ასე­ვე თა­ნა­ზი­ა­რი ხდე­ბა მისი აღ­დგო­მი­საც. აი, წმინ­და იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რის დი­დე­ბუ­ლი სი­ტყვე­ბი.

რა­ტომ ვცემთ თაყ­ვანს პა­ტი­ო­სან ჯვარს?

პირ­ველ რიგ­ში, იმი­ტომ რომ ვიხ­სე­ნებთ იმ მოვ­ლე­ნას, რაც მოხ­და ჯვარ­ზე, რომ უფა­ლი იესო ქრის­ტე სა­ში­ნე­ლი ტან­ჯვე­ბის შემ­დეგ თა­ვი­სი ნე­ბით მოკ­ვდა ჯვარ­ზე ჩვენ­თვის, ცოდ­ვი­ლე­ბის­თვის. ბევ­რჯერ მომ­ხდა­რა, დღე­საც ხდე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი კვდე­ბი­ან ახ­ლობ­ლე­ბის­თვის, სამ­შობ­ლოს­თვის, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, მაგ­რამ არა­ვის სმე­ნია, რომ ადა­მი­ა­ნი მომ­კვდა­რი­ყოს ბო­როტ­მოქ­მე­დის­თვის, მტრი­სა და ცოდ­ვი­ლის­თვის. აი, სწო­რედ ეს გა­ა­კე­თა უფალ­მა იესო ქრის­ტემ. იგი ნებ­სით მოკ­ვდა ჩვენ­თვის, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი­სა და ცოდ­ვი­ლე­ბის­თვის.

აი, ასე­თი ღვაწ­ლი აღ­სრულ­და, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, ჯვარ­ზე. რო­დე­საც ვფიქ­რობთ ამა­ზე და თაყ­ვა­ნის ვცემთ წმინ­და ჯვარს, ვფიქ­რობთ, რომ ოდ­ნა­ვი, მის­ხა­ლი მა­ინც გვქონ­დეს ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი­სა, რომ მტრი­სა და ბო­როტ­მოქ­მე­დის­თვის თუ ვერ შევ­ძლებთ სიკ­ვდილს და თავ­და­დე­ბას, ის მა­ინც შევ­ძლოთ, უფ­ლის გუ­ლის­თვის თავი შევ­ზღუ­დოთ ცოდ­ვებ­ში.

პა­ტი­ო­სან ჯვარს როცა თაყ­ვანს ვცემთ, ასე­ვე თაყ­ვანს ვცემთ იმედ­საც, იმი­ტომ, რომ, რო­დე­საც მა­ცხო­ვა­რი ჯვარ­ზე მოკ­ვდა და საფ­ლა­ვი და­ი­ბეჭ­და, თით­ქოს ამით ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და, მაგ­რამ სწო­რედ ამის შემ­დეგ აღ­დგა მკვდრე­თით უფა­ლი ჩვე­ნი იესო ქრის­ტე. ჩვე­ნი იმე­დი მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ ჩვენც შე­იძ­ლე­ბა აღვდგეთ არა მხო­ლოდ მო­მა­ვალ ცხოვ­რე­ბა­ში, არა­მედ ამ ცხოვ­რე­ბა­შიც, რომ არ არ­სე­ბობს სა­ბო­ლო­ოდ და­ღუ­პუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლას შე­უძ­ლია ასე­თი აღ­დგო­მა ცოდ­ვი­ლი ცხოვ­რე­ბი­დან ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის. მა­შა­სა­და­მე, როცა თაყ­ვანს ვცემთ პა­ტი­ო­სან ჯვარს, ჩვენ თაყ­ვანს ვცემთ აღ­დგო­მის იმედს და სიყ­ვა­რუ­ლის ღვაწლს.

ამ­რი­გად, რო­გორც გვას­წავ­ლი­ან წმინ­და მა­მე­ბი, ჯვა­რი არის ორი სა­ხის: ერთი არის ნივ­თი­ე­რი, რო­მე­ლიც მზად­დე­ბა ხის­გან, ლი­თო­ნის­გან, ძვირ­ფა­სი ქვე­ბის­გან და ა.შ. მე­ო­რე არის არა­ნივ­თი­ე­რი, რად­გან ის არ შედ­გე­ბა ნივ­თი­ე­რე­ბის­გან, არა­მედ - იმ ადა­მი­ა­ნის რწმე­ნი­სა და ში­ნა­გა­ნი გან­წყო­ბის­გან, ვინც ისა­ხავს პირ­ჯვარს.

აი, ასე­თი ჯვა­რი, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, გვი­ცავს ჩვენ ძილ­შიც, მღვი­ძა­რე­ბა­შიც და გვი­ცავს ხი­ლუ­ლი და უხი­ლა­ვი მტრე­ბის­გან. ამი­ტომ ვცემთ თაყ­ვანს წმინ­და და პა­ტი­ო­სან ჯვარ­სა უფ­ლი­სა ჩვე­ნი­სა იესო ქრის­ტე­სი.

კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ ჯვრის თაყ­ვა­ნის­ცე­მის კვი­რას, ჯვრის ძა­ლამ და მად­ლმა და­გი­ფა­როთ თქვენ და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო.

„ჯვარ­სა შენ­სა თაყ­ვა­ნის ვსცემთ, მე­უ­ფეო, და წმი­და­სა აღ­დგო­მა­სა შენ­სა ვუ­გა­ლობთ და ვა­დი­დებთ“, ამინ“,- აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე შიომ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

“იმედი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენც შეიძლება აღვდგეთ არა მხოლოდ მომავალ ცხოვრებაში, არამედ ამ ცხოვრებაშიც, რომ არ არსებობს საბოლოოდ დაღუპული ადამიანი“ - მეუფე შიო

“იმედი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენც შეიძლება აღვდგეთ არა მხოლოდ მომავალ ცხოვრებაში, არამედ ამ ცხოვრებაშიც, რომ არ არსებობს საბოლოოდ დაღუპული ადამიანი“ - მეუფე შიო

“პატიოსან ჯვარს როცა თაყვანს ვცემთ, ასევე თაყვანს ვცემთ იმედსაც... არ არსებობს საბოლოოდ დაღუპული ადამიანი, ყველას შეუძლია ასეთი აღდგომა ცოდვილი ცხოვრებიდან ქრისტიანული ცხოვრებისთვის. მაშასადამე, როცა თაყვანს ვცემთ პატიოსან ჯვარს, ჩვენ თაყვანს ვცემთ აღდგომის იმედს და სიყვარულის ღვაწლს“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, დიდი მარხვის ნახევარი უკვე გავიდა და ვინც ჯეროვნად იმარხულა შეუძლებელია, არ ეგრძნო გარკვეული დაღლილობა, ძალების მოკლება ნებისყოფის ასეთი დაძაბვისგან.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დიდი მარხვის მესამე კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება ჯვრის თაყვანისცემის კვირა და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დიდი მარხვის ნახევარი უკვე გავიდა და ვინც ჯეროვნად იმარხულა, ე.ი. თავს იკავებდა არასამარხვო საკვებისგან, ცდილობდა, თავი შეეზღუდა და შეეკავებინა საკვების რაოდენობის თვალსაზრისითაც, ვინც ებრძოდა თავის მავნე ჩვევებს, ვნებებს, ცდილობდა, უარი ეთქვა სხვადასხვაგვარ სიამოვნებასა და გართობაზე, ე.ი. ვინც იმარხულა კარგად და პატიოსნად, შეუძლებელია, არ ეგრძნო გარკვეული დაღლილობა, ძალების მოკლება ნებისყოფის ასეთი დაძაბვისგან. ვინმეს შეიძლება სულმოკლეობაც დაეუფლოს და იფიქროს, რომ მის ძალებს აღემატება ასეთი მარხვის ბოლომდე მიყვანა.

ამიტომ წმინდა ეკლესია ჩვენს გასაძლიერებლად და გასამხნევებლად გვაძლევს ასეთ ნუგეშს: საზეიმო თაყვანისცემისთვის გამოაბრძანებს უფლის პატიოსან ჯვარს, რომელსაც თაყვანს ვცემთ, რომლის წინაშეც ვიჩოქებთ, ვემთხვევით და ვგალობთ: „ჯვარსა შენსა თაყვანის ვსცემთ, მეუფეო, და წმინდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ“.

როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, დღეს აღსრულდა წმინდა დავით მეფის წინასწარმეტყველება, რომელიც ბრძანებს: „თაყვანის ვსცეთ ადგილსა, სადა დასდგეს ფერხნი უფლისანი“. აი, დღეს ხარობს და ზეიმობს მთელი ეკლესია, ვინაიდან, როგორც ოდესღაც უდაბნოში გველებისგან დაკბენილი ებრაელები გადაურჩებოდნენ სიკვდილს, როდესაც შეხედავდნენ სპილენძისგან დამზადებულ გველს, ასევე დღესაც, ვინც ნახევარი მარხვა გაიარა და ჯვარს ეხება, მოაკვდინებს სულიერ გველს და იღებს უკვდავებას; და როგორც მარხვით და თავშეკავებით, ასეთი ადამიანი თანაზიარი გახდა ქრისტეს ვნებების, ასევე თანაზიარი ხდება მისი აღდგომისაც. აი, წმინდა იოანე ოქროპირის დიდებული სიტყვები.

რატომ ვცემთ თაყვანს პატიოსან ჯვარს?

პირველ რიგში, იმიტომ რომ ვიხსენებთ იმ მოვლენას, რაც მოხდა ჯვარზე, რომ უფალი იესო ქრისტე საშინელი ტანჯვების შემდეგ თავისი ნებით მოკვდა ჯვარზე ჩვენთვის, ცოდვილებისთვის. ბევრჯერ მომხდარა, დღესაც ხდება, რომ ადამიანები კვდებიან ახლობლებისთვის, სამშობლოსთვის, ცნობილი ადამიანებისთვის, მაგრამ არავის სმენია, რომ ადამიანი მომკვდარიყოს ბოროტმოქმედისთვის, მტრისა და ცოდვილისთვის. აი, სწორედ ეს გააკეთა უფალმა იესო ქრისტემ. იგი ნებსით მოკვდა ჩვენთვის, დამნაშავეებისა და ცოდვილებისთვის.

აი, ასეთი ღვაწლი აღსრულდა, ძვირფასო ძმებო და დებო, ჯვარზე. როდესაც ვფიქრობთ ამაზე და თაყვანის ვცემთ წმინდა ჯვარს, ვფიქრობთ, რომ ოდნავი, მისხალი მაინც გვქონდეს ასეთი სიყვარულისა, რომ მტრისა და ბოროტმოქმედისთვის თუ ვერ შევძლებთ სიკვდილს და თავდადებას, ის მაინც შევძლოთ, უფლის გულისთვის თავი შევზღუდოთ ცოდვებში.

პატიოსან ჯვარს როცა თაყვანს ვცემთ, ასევე თაყვანს ვცემთ იმედსაც, იმიტომ, რომ, როდესაც მაცხოვარი ჯვარზე მოკვდა და საფლავი დაიბეჭდა, თითქოს ამით ყველაფერი დასრულდა, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ აღდგა მკვდრეთით უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ჩვენი იმედი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენც შეიძლება აღვდგეთ არა მხოლოდ მომავალ ცხოვრებაში, არამედ ამ ცხოვრებაშიც, რომ არ არსებობს საბოლოოდ დაღუპული ადამიანი, ყველას შეუძლია ასეთი აღდგომა ცოდვილი ცხოვრებიდან ქრისტიანული ცხოვრებისთვის. მაშასადამე, როცა თაყვანს ვცემთ პატიოსან ჯვარს, ჩვენ თაყვანს ვცემთ აღდგომის იმედს და სიყვარულის ღვაწლს.

ამრიგად, როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, ჯვარი არის ორი სახის: ერთი არის ნივთიერი, რომელიც მზადდება ხისგან, ლითონისგან, ძვირფასი ქვებისგან და ა.შ. მეორე არის არანივთიერი, რადგან ის არ შედგება ნივთიერებისგან, არამედ - იმ ადამიანის რწმენისა და შინაგანი განწყობისგან, ვინც ისახავს პირჯვარს.

აი, ასეთი ჯვარი, ძვირფასო ძმებო და დებო, გვიცავს ჩვენ ძილშიც, მღვიძარებაშიც და გვიცავს ხილული და უხილავი მტრებისგან. ამიტომ ვცემთ თაყვანს წმინდა და პატიოსან ჯვარსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ჯვრის თაყვანისცემის კვირას, ჯვრის ძალამ და მადლმა დაგიფაროთ თქვენ და სრულიად საქართველო.

„ჯვარსა შენსა თაყვანის ვსცემთ, მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ“, ამინ“,- აღნიშნა მეუფე შიომ.