სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი მოგვიწოდებს აშშ-სა და ევროპას შორის არჩევანის გაკეთებისკენ, მაგრამ ჩერჩილმა ეს არ გააკეთა... ეტლიმ ეს არ გააკეთა... ახლა არჩევანის გაკეთება დიდი შეცდომა იქნება“ - კირ სტარმერი
"ბევრი მოგვიწოდებს აშშ-სა და ევროპას შორის არჩევანის გაკეთებისკენ, მაგრამ ჩერჩილმა ეს არ გააკეთა... ეტლიმ ეს არ გააკეთა... ახლა არჩევანის გაკეთება დიდი შეცდომა იქნება“ - კირ სტარმერი

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, კირ სტარ­მე­რის თქმით, თეთრ სახ­ლში აშშ-სა და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტებს, დო­ნალდ ტრამპსა და ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ზე ზე­წო­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და იმ მიზ­ნით, რომ კრი­ტი­კუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ.

"იმ დღეს, რო­დე­საც ოვა­ლურ კა­ბი­ნეტ­ში პრე­ზი­დენტ ტრამპსა და პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის შო­რის შეხ­ვედ­რა არ­ცთუ ისე კარ­გად წა­რი­მარ­თა. ჩვენ­ზე ზე­წო­ლას ახ­დენ­დნენ, რომ ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლად გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით, გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა მო­ქარ­გუ­ლი ზედ­სარ­თა­ვე­ბი, რათა აღგ­ვე­წე­რა, თუ რას გრძნობ­დნენ სხვე­ბი. მი­ვიჩ­ნიე, რომ უმ­ჯო­ბე­სი იყო ტე­ლე­ფო­ნის აღე­ბა და ორი­ვე მხა­რეს­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა, რათა მე­ცა­და, და­მებ­რუ­ნე­ბი­ნა ისი­ნი ერ­თსა და იმა­ვე პო­ზი­ცი­ა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და სტარ­მერ­მა.

მისი თქმით, ამის შემ­დეგ ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში თა­ვი­სი მრჩე­ვე­ლი ჯო­ნა­თან პა­უ­ე­ლი კი­ევ­ში გაგ­ზავ­ნა, რათა ზე­ლენ­სკის­თვის ერ­ჩია, რო­გორ გა­მო­ეს­წო­რე­ბი­ნა ურ­თი­ერ­თო­ბა ტრამ­პთან. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ტრამპს და­უ­რე­კა, რათა კი­ევ­ში მიღ­წე­უ­ლი პროგ­რე­სი გა­და­ე­ცა და სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა ზე­ლენ­სკი­სა და ტრამპს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის­თვის. რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტებ­მა კვლავ ისა­უბ­რეს, ზე­ლენ­სკიმ მხა­რი და­უ­ჭი­რა ტრამ­პის სამ­შვი­დო­ბო ძა­ლის­ხმე­ვას.

ამას­თან, კირ სტარ­მერ­მა ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი კავ­ში­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე და და­სავ­ლეთ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს მნიშ­ვნე­ლო­ვან როლ­ზეც ისა­უბ­რა.

"ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მოგ­ვი­წო­დებს აშშ-სა და ევ­რო­პას შო­რის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის­კენ. [უინ­სტონ] ჩერ­ჩილ­მა ეს არ გა­ა­კე­თა. [კლე­მენტ] ეტ­ლიმ ეს არ გა­ა­კე­თა. ჩემი აზ­რით, ახლა არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა დიდი შეც­დო­მა იქ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა სტარ­მერ­მა.

ამას­თან, მისი თქმით, პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პი მარ­თა­ლია, როცა ამ­ბობს, ევ­რო­პის კო­ლექ­ტი­უ­რი თავ­დაც­ვის­თვის ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­მა მეტი ტვირ­თი უნდა ატა­რონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ბევრი მოგვიწოდებს აშშ-სა და ევროპას შორის არჩევანის გაკეთებისკენ, მაგრამ ჩერჩილმა ეს არ გააკეთა... ეტლიმ ეს არ გააკეთა... ახლა არჩევანის გაკეთება დიდი შეცდომა იქნება“ - კირ სტარმერი

"ბევრი მოგვიწოდებს აშშ-სა და ევროპას შორის არჩევანის გაკეთებისკენ, მაგრამ ჩერჩილმა ეს არ გააკეთა... ეტლიმ ეს არ გააკეთა... ახლა არჩევანის გაკეთება დიდი შეცდომა იქნება“ - კირ სტარმერი

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის თქმით, თეთრ სახლში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გაერთიანებულ სამეფოზე ზეწოლა ხორციელდებოდა იმ მიზნით, რომ კრიტიკული განცხადებები გაეკეთებინათ.

"იმ დღეს, როდესაც ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრა არცთუ ისე კარგად წარიმართა. ჩვენზე ზეწოლას ახდენდნენ, რომ ძალიან კრიტიკულად გამოვსულიყავით, გამოგვეყენებინა მოქარგული ზედსართავები, რათა აღგვეწერა, თუ რას გრძნობდნენ სხვები. მივიჩნიე, რომ უმჯობესი იყო ტელეფონის აღება და ორივე მხარესთან დალაპარაკება, რათა მეცადა, დამებრუნებინა ისინი ერთსა და იმავე პოზიციაზე“, - განაცხადა სტარმერმა.

მისი თქმით, ამის შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თავისი მრჩეველი ჯონათან პაუელი კიევში გაგზავნა, რათა ზელენსკისთვის ერჩია, როგორ გამოესწორებინა ურთიერთობა ტრამპთან. მოგვიანებით კი ტრამპს დაურეკა, რათა კიევში მიღწეული პროგრესი გადაეცა და საფუძველი ჩაეყარა ზელენსკისა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბრისთვის. როდესაც პრეზიდენტებმა კვლავ ისაუბრეს, ზელენსკიმ მხარი დაუჭირა ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას.

ამასთან, კირ სტარმერმა ტრანსატლანტიკური კავშირის შენარჩუნების აუცილებლობაზე და დასავლეთში გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვან როლზეც ისაუბრა.

"ბევრი ადამიანი მოგვიწოდებს აშშ-სა და ევროპას შორის არჩევანის გაკეთებისკენ. [უინსტონ] ჩერჩილმა ეს არ გააკეთა. [კლემენტ] ეტლიმ ეს არ გააკეთა. ჩემი აზრით, ახლა არჩევანის გაკეთება დიდი შეცდომა იქნება“, - აღნიშნა სტარმერმა.

ამასთან, მისი თქმით, პრეზიდენტი ტრამპი მართალია, როცა ამბობს, ევროპის კოლექტიური თავდაცვისთვის ევროპის ქვეყნებმა მეტი ტვირთი უნდა ატარონ.