სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მწერალი, რომელმაც საკუთარი დაკრძალვა იწინასწარმეტყველა - რეზო ინანიშვილის ობლობა, სიყვარულის ისტორია და საოცარი შემოქმედება
მწერალი, რომელმაც საკუთარი დაკრძალვა იწინასწარმეტყველა - რეზო ინანიშვილის ობლობა, სიყვარულის ისტორია და საოცარი შემოქმედება

ბოლო დროს მიმ­დი­ნა­რე ამ­ბე­ბი, დიდი ადა­მი­ა­ნე­ბის გახ­სე­ნე­ბის­თვის დროს ნაკ­ლე­ბად გი­ტო­ვებს, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვცდი­ლობთ, მა­ინც გა­ვიხ­სე­ნოთ ისი­ნი, ვი­საც ქვეყ­ნის ცხოვ­რე­ბა­ში დიდი წვლი­ლი აქვთ შე­ტა­ნი­ლი. ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი მწე­რა­ლია რეზო ინა­ნიშ­ვი­ლი. მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი­დან სა­ო­ცა­რი სით­ბო და სი­კე­თე მო­დის. თა­ნა­მედ­რო­ვე­თა მო­გო­ნე­ბებ­ში სუფ­თა, მარ­თალ, გულ­წრფელ, თავ­მდა­ბალ ადა­მი­ა­ნად დარ­ჩა.

"არა­ფე­რია იმა­ზე კარ­გი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი­სათ­ვის, ორი­ო­დე კაც­მა მი­ა­ცი­ლოს სა­საფ­ლა­ოს მყუდ­რო კუ­თხე­ში, რა­ღაც წა­ი­პუ­ტუ­ნოს თა­ვის­თვის სა­მოს­გა­ქუ­ცულ­მა მღვდელ­მა, ჩა­უშ­ვან მიც­ვა­ლე­ბუ­ლი მი­წა­ში, იქვე წა­უქ­ცი­ონ თითო ჭიქა და წა­ვიდ­ნენ საქ­მე­მორ­ჩე­ნი­ლე­ბი თავ­თა­ვი­ან­თი გზით. ცოტა ხან­ში შემ­ხმარ­მა ფოთ­ლებ­მა და­ფა­რონ საფ­ლა­ვის ბორ­ცვი" - ეს სი­ტყვე­ბი მწე­რალს ნამ­დვილ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბად ექცა.

  • 1991 წლის 26 დე­კემ­ბერს 65 წლის ასაკ­ში ამ ქვეყ­ნი­დან ზუს­ტად ასე ჩუ­მად წა­ვი­და... მისი დაკ­რძალ­ვის დღეს - 31 დე­კემ­ბერს, დი­დუ­ბის პან­თე­ო­ნამ­დე, საყ­ვა­რე­ლი მწე­რა­ლი, სამ­წუ­ხა­როდ ბევ­რმა ადა­მი­ან­მა ვერ მი­ა­ცი­ლა, რად­გან თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე იმ პე­რი­ოდ­ში ის­როდ­ნენ, ომი იყო გა­ჩა­ღე­ბუ­ლი...

მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა სა­ო­ცა­რი ამ­ბე­ბი­თაა სავ­სე, მის­მა კე­თილ­მა, ალალ­მა და და­უ­ვი­წყარ­მა ნა­წარ­მო­ე­ბებ­მა და პერ­სო­ნა­ჟებ­მა არა­ერთ მკი­თხველს კე­თი­ლი­სა და ბო­რო­ტის გარ­ჩე­ვა ას­წავ­ლა.

"სკო­ლა­ში მი­მიწ­ვი­ეს და იქ ერ­თმა მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­თხრა, თქვე­ნი წიგ­ნე­ბით სი­კე­თი­სა და ბო­რო­ტე­ბის გარ­ჩე­ვა ვის­წავ­ლე­თო. მე კი მე­ცი­ნე­ბო­და, ეს რა კარ­გი რა­მე­ე­ბი გის­წავ­ლი­ათ, მე ჯერ კი­დევ ვერ ვარ­ჩევ-მეთ­ქი,“ - იხ­სე­ნებ­და მწე­რა­ლი.

აკა­კი ბაქ­რა­ძემ რეზო ინა­ნიშ­ვი­ლის მო­თხრო­ბებს "სუ­ლის პური" უწო­და. ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი ამ­ბობ­და: "რე­ზომ თვი­თო­ნაც არ იცის, რო­გო­რი დიდი მწე­რა­ლია“. თა­მაზ ჭი­ლა­ძე კი ასე ახა­სი­ა­თებ­და: "თით­ქოს იმა­ვე თი­ხით იყო მო­ზე­ლი­ლი, რი­თაც მთე­ლი კა­ხე­თი, ოღონდ, ცე­ცხლში კი არა, მზე­ში იყო გა­მომ­წვა­რი. ლა­პა­რა­კობ­და დინ­ჯად, მო­ზო­მი­ლად, თით­ქოს უხი­ლავ კრა­მი­ტებს აწყობ­და ჩვენ ზე­ვით, უხი­ლავ სა­ხუ­რავ­ზე. მის სი­ტყვას მარ­თლაც კრა­მი­ტის სიმ­ძი­მე და სა­ი­მე­დო­ო­ბა ჰქონ­და.“

"ჩემი სამ­შობ­ლო სო­ფე­ლი ხაშ­მია. ეს სა­ხე­ლი მა­ინ­ცა­და­მა­ინც სა­ა­მა­ყოდ არ ჟღერს, საბა მას "ავ­ჰა­ე­რო­ვან­სა და უმაშ­ნოს" უწო­დებს,“ - ასე იწყე­ბა მისი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი მო­თხრო­ბა, სა­ი­და­ნაც კი­დევ რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდს გა­ვიხ­სე­ნებთ:

"დე­და­ჩე­მი მშო­ბი­ა­რო­ბის­თა­ნა­ვე ცუ­დად გამ­ხდა­რა. ჩემ­თვის კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღეს კი უწო­ვე­ბია და და­წყე­ბუ­ლა ჩემი ვა­ი­ნაჩ­რო­ბა, ხან ძა­ლუ­ა­ჩე­მი მა­წო­ვებ­და თურ­მე, ხან - მე­ზო­ბე­ლი პა­ტარ­ძლე­ბი. მრა­ვალ­თა ძუ­ძუ­ნა­წოვს, მრა­ვალ­თა სიყ­ვა­რუ­ლი ჩა­მი­ნერ­გა ღმერ­თმა. და­ცოლ­შვი­ლე­ბულ­საც კი ისე მო­მე­ფე­რე­ბოდ­ნენ ჩემი უბ­ნე­ლი ნუცა ძალო, ვარა ძალო, ნინა ძალო და სხვა­ნი, თით­ქოს ისევ პა­ტა­რა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი... რა კარ­გე­ბი იყ­ვნენ ეს გარ­ჯა­სა და ჯა­ფა­ში თვა­ლებ­და­ქან­ცუ­ლი ქა­ლე­ბი! ვაი, რომ ვე­რა­ვი­თა­რი სა­სი­ხა­რუ­ლო­თი ვერ აღ­ვნიშ­ნე მათი ტკბი­ლი ამა­გი!.. ვერც მათი, ვერც სოფ­ლი­სა.“

დე­დას­თან, მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად

"წლის რომ გავმხდარ­ვარ, წი­ნათ ჩვენ­ში ასე­თი რწმე­ნა ჰქო­ნი­ათ, და­ვუს­ვი­ვართ, შე­მო­უყ­რი­ათ ირ­გვლივ სხვა­დას­ხვა ხე­ლო­ბის ია­რა­ღე­ბი: კო­ჭე­ბი­ა­ნი სა­ან­გა­რი­შო, წალ­დი, სად­გი­სი, ას­ტა­მი, კა­ლა­მი, ნალი, ხერ­ხი და კი­დევ სხვა რა­ღა­ცე­ბი. რა­საც პირ­ვე­ლად მოჰ­კი­დებ­და ბავ­შვი ხელს, იმ ხე­ლო­ბის კაცი გა­მო­ვი­დო­და. ბე­ბია მე­ტყო­და ხოლ­მე, შენო, კა­ლამს დას­წვდი მა­შინ­ვეო. არა მჯე­რა, რომ ერთი წლის ბავ­შვმა კო­ჭე­ბი­ა­ნი სა­ან­გა­რი­შოს გვერ­დით კა­ლამს წა­ა­ტა­ნოს ხელი, მაგ­რამ ეგრე იყოო, და­უ­დას­ტუ­რე­ბია დე­და­საც" - წერ­და და ასე იხ­სე­ნებ­და ბავ­შვო­ბის სხვა­დას­ხვა ეპი­ზოდს მწე­რა­ლი.

  • მისი ოჯახ­ში ხაშ­მი­დან 1936 წელს სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვი­და. 37-ის ზა­ფხულ­ში მამა და­უ­პა­ტიმ­რეს, და­ა­პა­ტიმ­რეს დე­დის მამა და ძმაც, სო­ფელ­ში მსხმო­ი­ა­რე ვე­ნა­ხი გა­უ­კა­ფეს... მა­შინ 11 წლის ყო­ფი­ლა... იმის შემ­დეგ მა­მის­თვის თვა­ლი ერთხელ მო­უკ­რავს, რო­დე­საც სა­სა­მარ­თლოს კი­ბე­ზე ადი­ო­და, მაგ­რამ ვერ იცნო და ყუ­რა­დღე­ბა მხო­ლოდ იმი­ტომ მი­აქ­ცია, რომ ვი­ღაც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი კაცი თბი­ლად უღი­მო­და...

ობ­ლო­ბი­სა და ომის სა­ში­ნელ წლებს არ იხ­სე­ნებ­და, არც წერ­და, ეს ისე­დაც ათა­სო­ბით ადა­მი­ანს აქვს გა­მოვ­ლი­ლიო... მერე 31-ე ქარ­ხა­ნა­ში და­უ­წყია მუ­შა­ო­ბა... სა­ა­ვი­ა­ციო ტექ­ნი­კუმ­ში სწავ­ლობ­და, მაგ­რამ არ და­ამ­თავ­რა. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე შე­ვი­და. 1950 წელს სტუ­დენ­ტურ­მა ალ­მა­ნახ­მა „პირ­ვე­ლი სხი­ვი“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა მისი მო­თხრო­ბა „სახ­სო­ვა­რი,“ მაგ­რამ იმის გამო, რომ თავი ერ­ჩი­ნა, იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, სწავ­ლის­თვის თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა. სამ­გო­რის არ­ხის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე წა­ვი­და... უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორს ნიკო კე­ცხო­ველს მო­უ­კი­თხავს, ის ნი­ჭი­ე­რი ბიჭი სად არი­სო? მი­ზე­ზი რომ გა­უ­გია, გა­მო­ი­ძა­ხა და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აღად­გი­ნა. მალე მისი კრე­ბუ­ლი "პირ­ვე­ლი მო­თხრო­ბე­ბი“ გა­მო­ვი­და.

შინ წე­რის პი­რო­ბე­ბი ნაკ­ლე­ბად ჰქონ­და, უმე­ტე­სად სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში წერ­და. წერ­და ფან­ქრით, თუ რა­მის შეც­ვლა უნ­დო­და, საშ­ლე­ლი თან ჰქონ­და და ას­წო­რებ­და. ზოგ­ჯერ რო­მე­ლი­მე ზუსტ სი­ტყვა­სა თუ ფრა­ზას რამ­დე­ნი­მე დღე ეძებ­და. ამა­ზე კი მისი მე­უღ­ლე როზა ინა­ნიშ­ვი­ლი "ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბის" ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში ასე მოგ­ვი­თხრობს:

"მე­კი­თხე­ბი­ან ხოლ­მე, რო­გორ და რო­დის წერ­დაო? გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დრო რე­ზოს შე­მოქ­მე­დე­ბის­თვის არას­დროს ჰქონ­და. მთე­ლი ოჯა­ხი მას­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი და რო­გორც შე­ეძ­ლო, ოჯახს ისე უძღვე­ბო­და. სა­ერ­თოდ მწერ­ლებს ასე­თი მუ­შა­ო­ბა უყ­ვართ - თა­ვის ოთახ­ში ჩა­ი­კე­ტე­ბი­ან და სა­კუ­თარ აზ­რებ­თან, ფიქ­რებ­თან მარ­ტო­ნი რჩე­ბი­ან. რე­ზოს სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის სიმ­ყუდ­რო­ვე არას­დროს შე­უქ­მნია და რა­ნა­ი­რად ახერ­ხებ­და ამ­დენს, არ ვიცი. ერთხელ ხაშმ­ში ვი­ყა­ვით, ვე­ნა­ხი­დან ამო­ვი­და და ერთი დიდი ღორი და­ვი­ჭი­რეო... რო­გორ და­ი­ჭი­რე-მეთ­ქი? - ვუ­თხა­რი. შენ რა გინ­და, და­ვი­ჭი­რე და თან ეღი­მე­ბო­და. ვი­ღა­ცის იქ­ნე­ბა და სა­ლან­ძღა­ვად ნუ გა­იხ­დი თავ­სო, - მე და ჩემ­მა დე­დამ­თილ­მა ვუ­თხა­რით... მო­თხრო­ბა დავ­წე­რე, რო­მელ­შიც იმ­დენს ავი­ღებ, რომ ერთ ღორს გი­ყი­დი­თო... წა­ვი­დო­და, ჩან­თა­გა­და­კი­დე­ბუ­ლი მინ­დორ­ში, ტყე­ში. ჩან­თა­ში ეწყო ფურ­ცე­ლი, ფან­ქა­რი და იქ წერ­და. ეს იყო მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხე­ლის შე­წყო­ბა, რომ გაგ­ვრი­დე­ბო­და სახ­ლი­დან და ბუ­ნე­ბა­ში ეწე­რა... ერთხელ თბი­ლის­ში ვი­ყა­ვით და მო­თხრო­ბა მაქვს გა­და­სა­წე­რი და აქ ვერ ვა­ხერ­ხებ, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ხმა­უ­რო­ბე­ნო... წა­ვალ უჯარ­მა­ში და ერთ კვი­რა­ში ჩა­მო­ვა­ლო. მო­ი­მა­რა­გა სა­ნო­ვა­გე, ჩა­ა­ლა­გა და წა­ვი­და. მე­ო­რე დი­ლით ჩა­მო­ვი­და და ვუ­თხა­რი, - ცუ­დად ხარ-მეთ­ქი?! არა, იქ ისე­თი სი­წყნა­რეა, ვერ ავი­ტა­ნე, ისევ ამა­თი ხმა­უ­რი მირ­ჩევ­ნია, აქ ვი­მუ­შა­ვე­ბო. ასეთ პი­რო­ბებ­ში უხ­დე­ბო­და წერა“...

მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად

წყვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი

"რე­ზოს რომ მო­ვე­წო­ნე, მი­სი­ა­ნებ­მა თურ­მე ყვე­ლამ იცო­და. მა­შინ სა­წყა­ლი ისე იყო გამ­ხდა­რი, ჩექ­მე­ბით, „ტე­ლეგ­რე­ი­კით,“ გაშ­ვე­ბუ­ლი თმით და­დი­ო­და და ძა­ლი­ან არ მო­მე­წო­ნა. ეზო­ში ბევ­რი ალუ­ბა­ლი გვედ­გა. ჩემ­მა დამ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­პა­ტი­ჟა. რე­ზოც მო­ვი­და. ფეხ­საც­მე­ლი ჰქონ­და გარ­ღვე­უ­ლი და მავ­თუ­ლით გაბ­ლან­დუ­ლი, ეს რო­გო­რი ფეხ­საც­მე­ლი აც­ვია-მეთ­ქი? - ცხვი­რი ავიბ­ზუე. ხაშმ­ში უჯარ­მი­დან ყო­ველ დღე ფე­ხით და­დი­ო­და, გა­უ­ჭირ­დე­ბო­და, აბა, რა იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ მა­შინ ამა­ზე არ ვფიქ­რობ­დი... მერე თბი­ლის­ში სტუმ­რად მეწ­ვია. 18 წლის რომ გავ­ხდი, რე­ზომ პუშ­კი­ნის ლექ­სე­ბი მა­ჩუ­ქა და მი­თხრა: არც ისე­თი პა­ტა­რა ხარ და ხვდე­ბი ალ­ბათ ყვე­ლა­ფერს. მი­თხა­რი, მოგ­წონ­ვარ თუ არა და თუ არა, აღარ მო­ვა­ლო. გავ­ჩუმ­დი, თა­ვი­დან ვე­რა­ფე­რი ვთქვი, მერე კი ჩემ­თვის ჩა­ვი­დუ­დუ­ნე - აღარ მოხ­ვი­დე-მეთ­ქი... მთე­ლი ღამე არ მი­ძი­ნია, რაც მე მა­შინ ვი­ნერ­ვი­უ­ლე...

შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად

ხომ იცით, გო­გოს მე­ტიჩ­რო­ბა, შემ­რცხვა მისი და ასე იმი­ტომ ვუ­თხა­რი. აღარ მოვა, აღარ-მეთ­ქი, ვტი­რო­დი. მო­ვი­და! და ხომ იგ­რძნო, რო­გორ შევ­ხვდი, ან რად უნ­დო­და პა­სუ­ხი?! მერე ერ­თად დავ­დი­ო­დით კი­ნო­ში, თე­ატ­რში, გა­მო­ფე­ნებ­ზე. ჩემ­თან ძა­ლი­ან მო­რი­დე­ბუ­ლი იყო, ასე­ვე ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, გუ­ლის­ხმი­ე­რი და კე­თი­ლი. ერ­თად რომ დავ­დი­ო­დით, ხელმკლავს მე ვუ­კე­თებ­დი..."

პირ­ვე­ლი მკი­თხვე­ლე­ბი

"მისი პირ­ვე­ლი მკი­თხვე­ლი მე და ჩემი დე­დამ­თი­ლი ვი­ყა­ვით. მერე ბავ­შვე­ბი რომ წა­მო­ი­ზარ­დნენ, იმა­თაც უკი­თხავ­და. როცა შე­ამ­ჩნევ­და, რომ უგებ­დნენ და მოს­წონ­დათ მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი, თვა­ლე­ბი გა­უ­ფარ­თოვ­დე­ბო­და და სახე გა­უ­ნათ­დე­ბო­და, უხა­რო­და... იყო პე­რი­ო­დი, რომ და­ღო­ნე­ბულ-და­ფიქ­რე­ბულ და­დი­ო­და. ახა­ლი შე­უღ­ლე­ბუ­ლე­ბი რომ ვი­ყა­ვით, თა­ვი­დან და ვერ ვხდე­ბო­დი, რა ხდე­ბო­და, მერე კი მივ­ხვდი... ასე იყო ხოლ­მე, რო­დე­საც რა­ი­მე სი­ტყვა და­აბ­რკო­ლებ­და, შე­ფიქ­რი­ა­ნე­ბუ­ლი იყო, სა­ნამ შე­სა­ფე­რისს მო­ძებ­ნი­და... ყო­ფი­ლა, რომ ხან ჩემ­თვის, ჩემი დე­დამ­თი­ლის­თვის უკი­თხავს, - აბა, ამას რო­გორ იტყო­დიო? სა­ერ­თოდ, თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნი იყო და მე­ტის­მე­ტად ოჯახ­ზე გა­და­ყო­ლი­ლი“.

რეზო ინა­ნიშ­ვი­ლის ლოც­ვა

„ღვთის­მშო­ბე­ლო დე­დავ, შენ და­ი­ფა­რე ჩემი მოდ­გმა და სის­ხლი! უკად­რი­სი არა­ფე­რი აკად­რე­ბი­ნო, შენი უბი­სა და კალ­თის ჭი­რი­მე! ჩვე­ნი მამა-პა­პის სა­ხე­ლის შემ­რცხვე­ნე­ლი არა­ფე­რი აკად­რე­ბი­ნო, ჩვე­ნო წა­მე­ბუ­ლო დე­დავ! მი­ე­ცი ძალა ტკი­ვი­ლის და გა­ჭირ­ვე­ბის ატა­ნი­სა, ოქ­რო­თი ცდუ­ნე­ბის ძლე­ვი­სა! ნუ გა­ა­ჭუ­ჭყი­ა­ნე­ბი­ნებ სულს, ნურც ხე­ლებს! ღვთის­მშო­ბე­ლო დე­დავ, შენი მა­ვედ­რე­ბე­ლი იყო ჩემი მამა-პაპა, შენი მა­ვედ­რე­ბე­ლი ვარ მე… და­ი­ფა­რე შენი კე­თი­ლი კალ­თით!“

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

მწერალი, რომელმაც საკუთარი დაკრძალვა იწინასწარმეტყველა - რეზო ინანიშვილის ობლობა, სიყვარულის ისტორია და საოცარი შემოქმედება

მწერალი, რომელმაც საკუთარი დაკრძალვა იწინასწარმეტყველა - რეზო ინანიშვილის ობლობა, სიყვარულის ისტორია და საოცარი შემოქმედება

ბოლო დროს მიმდინარე ამბები, დიდი ადამიანების გახსენებისთვის დროს ნაკლებად გიტოვებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვცდილობთ, მაინც გავიხსენოთ ისინი, ვისაც ქვეყნის ცხოვრებაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი. ყველასთვის საყვარელი მწერალია რეზო ინანიშვილი. მისი ნამუშევრებიდან საოცარი სითბო და სიკეთე მოდის. თანამედროვეთა მოგონებებში სუფთა, მართალ, გულწრფელ, თავმდაბალ ადამიანად დარჩა.

"არაფერია იმაზე კარგი მიცვალებულისათვის, ორიოდე კაცმა მიაცილოს სასაფლაოს მყუდრო კუთხეში, რაღაც წაიპუტუნოს თავისთვის სამოსგაქუცულმა მღვდელმა, ჩაუშვან მიცვალებული მიწაში, იქვე წაუქციონ თითო ჭიქა და წავიდნენ საქმემორჩენილები თავთავიანთი გზით. ცოტა ხანში შემხმარმა ფოთლებმა დაფარონ საფლავის ბორცვი" - ეს სიტყვები მწერალს ნამდვილ წინასწარმეტყველებად ექცა.

  • 1991 წლის 26 დეკემბერს 65 წლის ასაკში ამ ქვეყნიდან ზუსტად ასე ჩუმად წავიდა... მისი დაკრძალვის დღეს - 31 დეკემბერს, დიდუბის პანთეონამდე, საყვარელი მწერალი, სამწუხაროდ ბევრმა ადამიანმა ვერ მიაცილა, რადგან თბილისში, რუსთაველის გამზირზე იმ პერიოდში ისროდნენ, ომი იყო გაჩაღებული...

მწერლის შემოქმედება საოცარი ამბებითაა სავსე, მისმა კეთილმა, ალალმა და დაუვიწყარმა ნაწარმოებებმა და პერსონაჟებმა არაერთ მკითხველს კეთილისა და ბოროტის გარჩევა ასწავლა.

"სკოლაში მიმიწვიეს და იქ ერთმა მასწავლებელმა მითხრა, თქვენი წიგნებით სიკეთისა და ბოროტების გარჩევა ვისწავლეთო. მე კი მეცინებოდა, ეს რა კარგი რამეები გისწავლიათ, მე ჯერ კიდევ ვერ ვარჩევ-მეთქი,“ - იხსენებდა მწერალი.

აკაკი ბაქრაძემ რეზო ინანიშვილის მოთხრობებს "სულის პური" უწოდა. ჭაბუა ამირეჯიბი ამბობდა: "რეზომ თვითონაც არ იცის, როგორი დიდი მწერალია“. თამაზ ჭილაძე კი ასე ახასიათებდა: "თითქოს იმავე თიხით იყო მოზელილი, რითაც მთელი კახეთი, ოღონდ, ცეცხლში კი არა, მზეში იყო გამომწვარი. ლაპარაკობდა დინჯად, მოზომილად, თითქოს უხილავ კრამიტებს აწყობდა ჩვენ ზევით, უხილავ სახურავზე. მის სიტყვას მართლაც კრამიტის სიმძიმე და საიმედოობა ჰქონდა.“

"ჩემი სამშობლო სოფელი ხაშმია. ეს სახელი მაინცადამაინც საამაყოდ არ ჟღერს, საბა მას "ავჰაეროვანსა და უმაშნოს" უწოდებს,“ - ასე იწყება მისი ავტობიოგრაფიული მოთხრობა, საიდანაც კიდევ რამდენიმე ეპიზოდს გავიხსენებთ:

"დედაჩემი მშობიარობისთანავე ცუდად გამხდარა. ჩემთვის კიდევ რამდენიმე დღეს კი უწოვებია და დაწყებულა ჩემი ვაინაჩრობა, ხან ძალუაჩემი მაწოვებდა თურმე, ხან - მეზობელი პატარძლები. მრავალთა ძუძუნაწოვს, მრავალთა სიყვარული ჩამინერგა ღმერთმა. დაცოლშვილებულსაც კი ისე მომეფერებოდნენ ჩემი უბნელი ნუცა ძალო, ვარა ძალო, ნინა ძალო და სხვანი, თითქოს ისევ პატარა ვყოფილიყავი... რა კარგები იყვნენ ეს გარჯასა და ჯაფაში თვალებდაქანცული ქალები! ვაი, რომ ვერავითარი სასიხარულოთი ვერ აღვნიშნე მათი ტკბილი ამაგი!.. ვერც მათი, ვერც სოფლისა.“

დედასთან, მეუღლესთან და შვილთან ერთად

"წლის რომ გავმხდარვარ, წინათ ჩვენში ასეთი რწმენა ჰქონიათ, დავუსვივართ, შემოუყრიათ ირგვლივ სხვადასხვა ხელობის იარაღები: კოჭებიანი საანგარიშო, წალდი, სადგისი, ასტამი, კალამი, ნალი, ხერხი და კიდევ სხვა რაღაცები. რასაც პირველად მოჰკიდებდა ბავშვი ხელს, იმ ხელობის კაცი გამოვიდოდა. ბებია მეტყოდა ხოლმე, შენო, კალამს დასწვდი მაშინვეო. არა მჯერა, რომ ერთი წლის ბავშვმა კოჭებიანი საანგარიშოს გვერდით კალამს წაატანოს ხელი, მაგრამ ეგრე იყოო, დაუდასტურებია დედასაც" - წერდა და ასე იხსენებდა ბავშვობის სხვადასხვა ეპიზოდს მწერალი.

  • მისი ოჯახში ხაშმიდან 1936 წელს საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. 37-ის ზაფხულში მამა დაუპატიმრეს, დააპატიმრეს დედის მამა და ძმაც, სოფელში მსხმოიარე ვენახი გაუკაფეს... მაშინ 11 წლის ყოფილა... იმის შემდეგ მამისთვის თვალი ერთხელ მოუკრავს, როდესაც სასამართლოს კიბეზე ადიოდა, მაგრამ ვერ იცნო და ყურადღება მხოლოდ იმიტომ მიაქცია, რომ ვიღაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი კაცი თბილად უღიმოდა...

ობლობისა და ომის საშინელ წლებს არ იხსენებდა, არც წერდა, ეს ისედაც ათასობით ადამიანს აქვს გამოვლილიო... მერე 31-ე ქარხანაში დაუწყია მუშაობა... საავიაციო ტექნიკუმში სწავლობდა, მაგრამ არ დაამთავრა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე შევიდა. 1950 წელს სტუდენტურმა ალმანახმა „პირველი სხივი“ გამოაქვეყნა მისი მოთხრობა „სახსოვარი,“ მაგრამ იმის გამო, რომ თავი ერჩინა, იძულებული იყო, სწავლისთვის თავი დაენებებინა. სამგორის არხის მშენებლობაზე წავიდა... უნივერსიტეტის რექტორს ნიკო კეცხოველს მოუკითხავს, ის ნიჭიერი ბიჭი სად არისო? მიზეზი რომ გაუგია, გამოიძახა და უნივერსიტეტში აღადგინა. მალე მისი კრებული "პირველი მოთხრობები“ გამოვიდა.

შინ წერის პირობები ნაკლებად ჰქონდა, უმეტესად საჯარო ბიბლიოთეკაში წერდა. წერდა ფანქრით, თუ რამის შეცვლა უნდოდა, საშლელი თან ჰქონდა და ასწორებდა. ზოგჯერ რომელიმე ზუსტ სიტყვასა თუ ფრაზას რამდენიმე დღე ეძებდა. ამაზე კი მისი მეუღლე როზა ინანიშვილი "ერთსულოვნების" ერთ-ერთ გადაცემაში ასე მოგვითხრობს:

"მეკითხებიან ხოლმე, როგორ და როდის წერდაო? განსაკუთრებული დრო რეზოს შემოქმედებისთვის არასდროს ჰქონდა. მთელი ოჯახი მასზე იყო დამოკიდებული და როგორც შეეძლო, ოჯახს ისე უძღვებოდა. საერთოდ მწერლებს ასეთი მუშაობა უყვართ - თავის ოთახში ჩაიკეტებიან და საკუთარ აზრებთან, ფიქრებთან მარტონი რჩებიან. რეზოს საკუთარი თავისთვის სიმყუდროვე არასდროს შეუქმნია და რანაირად ახერხებდა ამდენს, არ ვიცი. ერთხელ ხაშმში ვიყავით, ვენახიდან ამოვიდა და ერთი დიდი ღორი დავიჭირეო... როგორ დაიჭირე-მეთქი? - ვუთხარი. შენ რა გინდა, დავიჭირე და თან ეღიმებოდა. ვიღაცის იქნება და სალანძღავად ნუ გაიხდი თავსო, - მე და ჩემმა დედამთილმა ვუთხარით... მოთხრობა დავწერე, რომელშიც იმდენს ავიღებ, რომ ერთ ღორს გიყიდითო... წავიდოდა, ჩანთაგადაკიდებული მინდორში, ტყეში. ჩანთაში ეწყო ფურცელი, ფანქარი და იქ წერდა. ეს იყო მისი განსაკუთრებული ხელის შეწყობა, რომ გაგვრიდებოდა სახლიდან და ბუნებაში ეწერა... ერთხელ თბილისში ვიყავით და მოთხრობა მაქვს გადასაწერი და აქ ვერ ვახერხებ, შვილიშვილები ხმაურობენო... წავალ უჯარმაში და ერთ კვირაში ჩამოვალო. მოიმარაგა სანოვაგე, ჩაალაგა და წავიდა. მეორე დილით ჩამოვიდა და ვუთხარი, - ცუდად ხარ-მეთქი?! არა, იქ ისეთი სიწყნარეა, ვერ ავიტანე, ისევ ამათი ხმაური მირჩევნია, აქ ვიმუშავებო. ასეთ პირობებში უხდებოდა წერა“...

მეუღლესთან და შვილებთან ერთად

წყვილის სიყვარულის ამბავი

"რეზოს რომ მოვეწონე, მისიანებმა თურმე ყველამ იცოდა. მაშინ საწყალი ისე იყო გამხდარი, ჩექმებით, „ტელეგრეიკით,“ გაშვებული თმით დადიოდა და ძალიან არ მომეწონა. ეზოში ბევრი ალუბალი გვედგა. ჩემმა დამ თანამშრომლები დაპატიჟა. რეზოც მოვიდა. ფეხსაცმელი ჰქონდა გარღვეული და მავთულით გაბლანდული, ეს როგორი ფეხსაცმელი აცვია-მეთქი? - ცხვირი ავიბზუე. ხაშმში უჯარმიდან ყოველ დღე ფეხით დადიოდა, გაუჭირდებოდა, აბა, რა იქნებოდა, მაგრამ მაშინ ამაზე არ ვფიქრობდი... მერე თბილისში სტუმრად მეწვია. 18 წლის რომ გავხდი, რეზომ პუშკინის ლექსები მაჩუქა და მითხრა: არც ისეთი პატარა ხარ და ხვდები ალბათ ყველაფერს. მითხარი, მოგწონვარ თუ არა და თუ არა, აღარ მოვალო. გავჩუმდი, თავიდან ვერაფერი ვთქვი, მერე კი ჩემთვის ჩავიდუდუნე - აღარ მოხვიდე-მეთქი... მთელი ღამე არ მიძინია, რაც მე მაშინ ვინერვიულე...

შვილიშვილებთან ერთად

ხომ იცით, გოგოს მეტიჩრობა, შემრცხვა მისი და ასე იმიტომ ვუთხარი. აღარ მოვა, აღარ-მეთქი, ვტიროდი. მოვიდა! და ხომ იგრძნო, როგორ შევხვდი, ან რად უნდოდა პასუხი?! მერე ერთად დავდიოდით კინოში, თეატრში, გამოფენებზე. ჩემთან ძალიან მორიდებული იყო, ასევე ყურადღებიანი, გულისხმიერი და კეთილი. ერთად რომ დავდიოდით, ხელმკლავს მე ვუკეთებდი..."

პირველი მკითხველები

"მისი პირველი მკითხველი მე და ჩემი დედამთილი ვიყავით. მერე ბავშვები რომ წამოიზარდნენ, იმათაც უკითხავდა. როცა შეამჩნევდა, რომ უგებდნენ და მოსწონდათ მისი ნამუშევრები, თვალები გაუფართოვდებოდა და სახე გაუნათდებოდა, უხაროდა... იყო პერიოდი, რომ დაღონებულ-დაფიქრებულ დადიოდა. ახალი შეუღლებულები რომ ვიყავით, თავიდან და ვერ ვხდებოდი, რა ხდებოდა, მერე კი მივხვდი... ასე იყო ხოლმე, როდესაც რაიმე სიტყვა დააბრკოლებდა, შეფიქრიანებული იყო, სანამ შესაფერისს მოძებნიდა... ყოფილა, რომ ხან ჩემთვის, ჩემი დედამთილისთვის უკითხავს, - აბა, ამას როგორ იტყოდიო? საერთოდ, თბილი და მოსიყვარულე ადამიანი იყო და მეტისმეტად ოჯახზე გადაყოლილი“.

რეზო ინანიშვილის ლოცვა

„ღვთისმშობელო დედავ, შენ დაიფარე ჩემი მოდგმა და სისხლი! უკადრისი არაფერი აკადრებინო, შენი უბისა და კალთის ჭირიმე! ჩვენი მამა-პაპის სახელის შემრცხვენელი არაფერი აკადრებინო, ჩვენო წამებულო დედავ! მიეცი ძალა ტკივილის და გაჭირვების ატანისა, ოქროთი ცდუნების ძლევისა! ნუ გააჭუჭყიანებინებ სულს, ნურც ხელებს! ღვთისმშობელო დედავ, შენი მავედრებელი იყო ჩემი მამა-პაპა, შენი მავედრებელი ვარ მე… დაიფარე შენი კეთილი კალთით!“