სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეგეტა ჰოლდინგი" დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ინტეგრირებული თეატრის მხარდამჭერი გახდა
"თეგეტა ჰოლდინგი" დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ინტეგრირებული თეატრის მხარდამჭერი გახდა

21 მარტს მსოფ­ლიო და­უ­ნის სინ­დრო­მის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს. ამ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი“ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი თე­ატ­რის „აზ­და­კის ბა­ღის“ მხარ­დამ­ჭე­რი გახ­და და სა­კუ­თარ წვლილს შე­ი­ტანს და­უ­ნის სინ­დრო­მის მქო­ნე პი­რე­ბის­თვის ინ­კლუ­ზი­უ­რი გა­რე­მოს შექ­მნა­ში.

ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი თე­ატ­რი „აზ­და­კის ბაღი“ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვებ­სა და პრო­ფე­სი­ო­ნალ ხე­ლო­ვა­ნებს აერ­თი­ა­ნებს. თე­ატ­რის მი­ზა­ნია, სცე­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა და­უ­ნის სინ­დრო­მი­სა და სხვა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მქო­ნე პი­რებ­მა თა­ვი­ან­თი თავი სამ­სა­ხი­ო­ბო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში გა­მო­ცა­დონ.

თე­ატ­რის­თვის, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის გარ­და, აქ­ტი­უ­რად მარ­თავს წარ­მოდ­გე­ნებს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში, ერთ-ერთი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა გას­ტრო­ლე­ბის დროს გა­და­ად­გი­ლე­ბაა. სწო­რედ ამი­ტომ „თე­გე­ტა“ დასს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გა­უ­წევს დახ­მა­რე­ბას და მათ ტრან­სპორ­ტი­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

თა­თია ხორ­ბა­ლა­ძე, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი: „სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრი­ო­რი­ტე­ტია. ამის ნა­წი­ლია ის სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტი, რომ­ლე­ბიც და­უ­ნის სინ­დრო­მის ასო­ცი­ა­ცი­ას­თან ერ­თად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ. რაც შე­ე­ხე­ბა „აზ­და­კის ბაღს“, მათ მხარ­და­ჭე­რა გა­სულ წელ­საც გა­ვუ­წი­ეთ, თუმ­ცა ახლა გა­დავ­წყვი­ტეთ, გაგ­ვე­ფარ­თო­ე­ბი­ნა ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და და­სის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ვყოფთ.

ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რის მი­ზა­ნია, რო­გორც თბი­ლის­ში, ისე რე­გი­ო­ნებ­ში, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ­მა ადა­მი­ან­მა ნა­ხოს ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და­სის სპექ­ტაკ­ლე­ბი, მეტი კავ­ში­რი გაჩ­ნდეს ჩვენ შო­რის და, სა­ბო­ლო­ოდ, წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ ჯან­სა­ღი და ინ­კლუ­ზი­უ­რი გა­რე­მოს შექ­მნა­ში. გარ­და ამი­სა, „აზ­და­კის ბაღი“ ჩვე­ნი დო­ნა­ცი­ის პლატ­ფორ­მა­ზე, Tegeta care-ზეც გან­ვა­თავ­სეთ და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მათი მხარ­და­ჭე­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ვე­ცით“.

და­უ­ნის სინ­დრო­მი­სა და სხვა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის თე­ატ­რით გა­ერ­თი­ა­ნე­ბის იდეა რე­ჟი­სორ ბაჩო გაბ­რუ­აშ­ვილს 2015 წელს და­ე­ბა­და. რე­პე­ტი­ცი­ე­ბი მან ნა­ქი­რა­ვებ სარ­დაფ­ში და­ი­წყო და პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლი - „ბო­შე­ბი“ - მზი­უ­რის ამ­ფი­თე­ატ­რში წარ­მო­ად­გი­ნა. 2015 წლის შემ­დეგ ინ­ტეგ­რი­რე­ბულ­მა თე­ატრმა „აზ­და­კის ბაღ­მა“ 10-მდე სპექ­ტაკ­ლი დად­გა.

ბაჩო გაბ­რუ­აშ­ვი­ლი, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი თე­ატ­რის, „აზ­და­კის ბა­ღის“ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი და რე­ჟი­სო­რი: „თე­ატ­რის შექ­მნის იდეა სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო დღის ცენ­ტრებ­ში მუ­შა­ო­ბი­სას და­მე­ბა­და, სა­დაც სპექ­ტაკ­ლი დავ­დგი და ახალ­გაზ­რდე­ბის ენ­თუ­ზი­აზ­მი და­ვი­ნა­ხე. ჩვე­ნი და­სის წევ­რე­ბის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რია ეს თე­ატ­რი. თე­ატ­რი შშმ პი­რებს, სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და მო­მავ­ლის რწმე­ნას­თან ერ­თად, გა­ნათ­ლე­ბის არა­ფორ­მა­ლუ­რი გზით მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც აძ­ლევს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პი­რებს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ნაკ­ლე­ბად აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­რეთ გა­ვიდ­ნენ, აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩა­ერ­თონ, ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. აქ ერთი დიდი ოჯა­ხი ვართ და ყვე­ლა­ნი ვზრუ­ნავთ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ცე­მა­ზე. ამ პრო­ცეს­ში ნე­ბის­მი­ე­რი დახ­მა­რე­ბა ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლია ჩვენ­თვის“.

რე­გი­ო­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, „აზ­და­კის ბაღი“ ხში­რად მარ­თავს წარ­მოდ­გე­ნებს თბი­ლი­სის სკო­ლებ­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში. ბოლო ნა­მუ­შევ­რით - ნო­დარ დუმ­ბა­ძის მო­თხრო­ბის მი­ხედ­ვით დად­გმუ­ლი Hellados-ით - დას­მა უკვე მო­ი­ა­რა დე­და­ქა­ლა­ქის არა­ერ­თი სკო­ლა. „აზ­და­კის ბა­ღის“ რე­ჟი­სო­რი ამ­ბობს, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი ცნო­ბენ და უმე­გობ­რდე­ბი­ან და­სის წევ­რებს.

„აზ­და­კის ბაღს“ სა­კუ­თა­რი შე­ნო­ბა ამ ეტაპ­ზე არ აქვს. თე­ატ­რი აკა­კი ხო­რა­ვას სა­ხე­ლო­ბის სახ­ლში გა­დის რე­პე­ტი­ცი­ებს. აქ და­იდ­გა Hellados-იც, რო­მელ­საც ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი თე­ატ­რის მა­ყუ­რე­ბე­ლი მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში გორ­სა და ქუ­თა­ის­ში ნა­ხავს.

თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის შე­სა­ხებ:უმ­სხვი­ლე­სი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პა­ნია კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში მომ­ხმა­რე­ბელს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ეკო­სის­ტე­მის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რაც მსუ­ბუქ, სატ­ვირ­თო და სამ­შე­ნებ­ლო, ასე­ვე კო­მერ­ცი­ულ, სამ­გზავ­რო და ინ­დუსტრი­ულ ტრან­სპორ­ტს მო­ი­ცავს. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით თე­გე­ტას 28 სერ­ვის­ცენ­ტრი აქვს, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბას ჰოლ­დინ­გი ოთხ კონ­ტი­ნენტზე ახორ­ცი­ე­ლებს. თე­გე­ტა ექ­სკლუ­ზი­უ­რად წარ­მო­ად­გენს ცნო­ბილ ბრენ­დებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Lamborghini, Bentley, Geely, Zeekr. სატ­ვირ­თო და სპე­ცტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰოლ­დინ­გის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ისე­თი დიდი ბრენ­დე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვე­ბი. თე­გე­ტა მსოფ­ლი­ოს 300-ზე მეტი წამ­ყვა­ნი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დის უმ­სხვი­ლე­სი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი, 3000-მდე თა­ნამ­შრომ­ლით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი დამ­საქ­მე­ბე­ლია.

NS

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"თეგეტა ჰოლდინგი" დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ინტეგრირებული თეატრის მხარდამჭერი გახდა

"თეგეტა ჰოლდინგი" დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ინტეგრირებული თეატრის მხარდამჭერი გახდა

21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ მხარდამჭერი გახდა და საკუთარ წვლილს შეიტანს დაუნის სინდრომის მქონე პირებისთვის ინკლუზიური გარემოს შექმნაში.

ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და პროფესიონალ ხელოვანებს აერთიანებს. თეატრის მიზანია, სცენით დაინტერესებულმა დაუნის სინდრომისა და სხვა საჭიროებების მქონე პირებმა თავიანთი თავი სამსახიობო ხელოვნებაში გამოცადონ.

თეატრისთვის, რომელიც თბილისის გარდა, აქტიურად მართავს წარმოდგენებს სხვადასხვა რეგიონში, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გასტროლების დროს გადაადგილებაა. სწორედ ამიტომ „თეგეტა“ დასს ამ მიმართულებითაც გაუწევს დახმარებას და მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „საზოგადოების მხარდაჭერა „თეგეტა ჰოლდინგის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამის ნაწილია ის სხვადასხვა პროექტი, რომლებიც დაუნის სინდრომის ასოციაციასთან ერთად განვახორციელეთ. რაც შეეხება „აზდაკის ბაღს“, მათ მხარდაჭერა გასულ წელსაც გავუწიეთ, თუმცა ახლა გადავწყვიტეთ, გაგვეფართოებინა ეს თანამშრომლობა და დასის ტრანსპორტირებას უზრუნველვყოფთ.

ჩვენი მხარდაჭერის მიზანია, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს ამ არაჩვეულებრივი დასის სპექტაკლები, მეტი კავშირი გაჩნდეს ჩვენ შორის და, საბოლოოდ, წვლილი შევიტანოთ ჯანსაღი და ინკლუზიური გარემოს შექმნაში. გარდა ამისა, „აზდაკის ბაღი“ ჩვენი დონაციის პლატფორმაზე, Tegeta care-ზეც განვათავსეთ და საზოგადოებას მათი მხარდაჭერის შესაძლებლობა მივეცით“.

დაუნის სინდრომისა და სხვა სპეციალური საჭიროების მქონე პირების თეატრით გაერთიანების იდეა რეჟისორ ბაჩო გაბრუაშვილს 2015 წელს დაებადა. რეპეტიციები მან ნაქირავებ სარდაფში დაიწყო და პირველი სპექტაკლი - „ბოშები“ - მზიურის ამფითეატრში წარმოადგინა. 2015 წლის შემდეგ ინტეგრირებულმა თეატრმა „აზდაკის ბაღმა“ 10-მდე სპექტაკლი დადგა.

ბაჩო გაბრუაშვილი, ინტეგრირებული თეატრის, „აზდაკის ბაღის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი: „თეატრის შექმნის იდეა სარეაბილიტაციო დღის ცენტრებში მუშაობისას დამებადა, სადაც სპექტაკლი დავდგი და ახალგაზრდების ენთუზიაზმი დავინახე. ჩვენი დასის წევრებისთვის აბსოლუტურად ყველაფერია ეს თეატრი. თეატრი შშმ პირებს, საკუთარი თავისა და მომავლის რწმენასთან ერთად, განათლების არაფორმალური გზით მიღების საშუალებასაც აძლევს. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა, გარეთ გავიდნენ, აქტივობებში ჩაერთონ, ღონისძიებებში მიიღონ მონაწილეობა. აქ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ყველანი ვზრუნავთ ამ ადამიანებისთვის განვითარების შესაძლებლობის მიცემაზე. ამ პროცესში ნებისმიერი დახმარება ძალიან ღირებულია ჩვენთვის“.

რეგიონების პარალელურად, „აზდაკის ბაღი“ ხშირად მართავს წარმოდგენებს თბილისის სკოლებსა და უნივერსიტეტებში. ბოლო ნამუშევრით - ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით დადგმული Hellados-ით - დასმა უკვე მოიარა დედაქალაქის არაერთი სკოლა. „აზდაკის ბაღის“ რეჟისორი ამბობს, რომ მოსწავლეები ცნობენ და უმეგობრდებიან დასის წევრებს.

„აზდაკის ბაღს“ საკუთარი შენობა ამ ეტაპზე არ აქვს. თეატრი აკაკი ხორავას სახელობის სახლში გადის რეპეტიციებს. აქ დაიდგა Hellados-იც, რომელსაც ინტეგრირებული თეატრის მაყურებელი მიმდინარე კვირაში გორსა და ქუთაისში ნახავს.

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda, Lamborghini, Bentley, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

NS