სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პროკურატურიდან ვიცი, რომ ემზადებიან წამიყენონ ბრალი - ყველაფრისთვის მზად ვარ" - ნანუკა ჟორჟოლიანი
"პროკურატურიდან ვიცი, რომ ემზადებიან წამიყენონ ბრალი - ყველაფრისთვის მზად ვარ" - ნანუკა ჟორჟოლიანი

პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან ვიცი, რომ ახლა ემ­ზა­დე­ბი­ან წა­მი­ყე­ნონ ახა­ლი ბრა­ლი რა­ღაც დარ­ღვე­ვებ­ზე. ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ვარ, ამას გიც­ვლით ერ­თა­დერთ თხოვ­ნა­ში - თან­ხას ყა­და­ღა მოხ­სნათ და ფონდმა გა­აგ­რძე­ლოს ის საქ­მი­ა­ნო­ბა, რის­თვი­საც შე­იქ­მნა, - ამის შე­სა­ხებ „ნა­ნუ­კას ფონ­დის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და.

  • ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვილს მი­მარ­თავს, „ნა­ნუ­კას ფონდს“ მოხ­სნას ყა­და­ღა, აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა კი მოხ­მარ­დე­ბა მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ადა­მი­ა­ნებს, ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვი­ან.

"ბრალს, რა­საც მი­ყე­ნე­ბენ სი­ტყვი­ე­რად, პო­ლი­ტი­კუ­რია. მივ­მარ­თავ გა­ბი­ტაშ­ვილს: სა­ჯა­რო პი­რო­ბას ვდებ, არ­ცერ­თი თეთ­რი იმ ფუ­ლი­დან, რაც და­ა­ყა­და­ღეთ, „ნა­ნუ­კას“ ფონ­დი­დან, სა­უ­ბა­რია 400 ათას ლარ­ზე, არ გა­და­ი­რი­ცხე­ბა არც საწ­ვიმ­რე­ბის­თვის, არც პა­ტიმ­რე­ბის­თვის, მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის, ჯა­რი­მებს ისე­დაც არ ვიხ­დი­დი, ეს თან­ხა და­ი­ხარ­ჯე­ბა მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ბავ­შვებ­ზე, რომ­ლე­ბიც სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვი­ან. გთხოვთ, ყვე­ლას და­უმ­ტკი­ცოთ, რომ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე, მომ­ცემთ უფ­ლე­ბა, რომ ამ ფონდმა გა­აგ­რძე­ლოს ბავ­შვე­ბის დახ­მა­რე­ბა.

თუ ამას არ გა­ა­კე­თებთ, ჩავ­თვლი, რომ თქვენ­თვის პრობ­ლე­მა მე ვარ ჩემი ფონ­დით და საქ­მი­ა­ნო­ბით, არა­ფერს წარ­მო­ად­გენს არ­ცერ­თი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე, არ­ცერ­თი ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბა. ახლა გაქვთ ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, შექ­მნათ თქვე­ნით ფონ­დი და ყვე­ლა იმ ბავ­შვს და­ეხ­მა­როთ, რო­მე­ლიც მე მომ­წერს, თან და­ეხ­მა­როთ ოპე­რა­ტი­უ­ლად, რო­გორც ჩვენ ვა­კე­თებ­დით, არ ჩა­ა­ყე­ნოთ რიგ­ში, არ გა­უ­წე­ლოთ მო­ლო­დი­ნე­ბი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ალ­ბათ, ბევ­რი ტექ­ნი­კუ­რი შეც­დო­მა გვაქვს დაშ­ვე­ბუ­ლი, ვჩ­ქა­რობ­დით ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბას და შემ­დეგ იგ­ზავ­ნე­ბო­და ბევ­რი სა­ბუ­თი. მთა­ვა­რია, ვის­თან მი­დი­ო­და ეს თან­ხე­ბი, ვის ერი­ცხე­ბო­და.

უახ­ლო­ე­სი 1 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა ჩემი ფონ­დის­თვის ყა­და­ღის მოხ­სნა. გა­ვა­სა­ჩივ­რეთ გან­ჩი­ნე­ბა, რო­მე­ლიც მე არ ჩამ­ბარ­და, მაგ­რამ სხვა ფონ­დებს ჩა­ბარ­და, შე­სა­ბა­მი­სად, ვი­თხოვ ჩემ­თვის და სხვა ფონ­დე­ბის­თვის ყა­და­ღის მოხ­სნას. ვთხოვ, გა­ბი­ტაშ­ვილს, ეს 1 კვი­რა, რო­დე­საც სა­სა­მარ­თლო ამ სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავს მოგ­ვცეთ ამ თან­ხის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა ამ შე­ზღუდ­ვით. და­მა­ნა­ხებთ, რომ მაძ­ლევთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან“ მი­ტო­ვე­ბუ­ლებს და­ვეხ­მა­რო. თუ ამას არ გა­ა­კე­თებთ, მა­შინ გა­სა­გე­ბია, რა­ტომ აკე­თებთ ამას, ე.ი. არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს.

ასე­ვე, ვიცი პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან, რომ ახლა ემ­ზა­დე­ბი­ან, წა­მი­ყე­ნონ ახა­ლი ბრა­ლი რა­ღაც დარ­ღვე­ვებ­ზე. ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ვარ, ამას გიც­ვლით ერ­თა­დერთ თხოვ­ნა­ში - თან­ხას ყა­და­ღა მოხ­სნათ და ამ ფონდმა გა­აგ­რძე­ლოს ის, რის­თვი­საც შე­იქ­მნა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წეს­დე­ბით ამის უფ­ლე­ბა მქონ­და, დავ­ხმა­რე­ბო­დი პა­ტიმ­რებს, გავ­მიჯ­ნავ და ეს ფონ­დი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ბავ­შვე­ბის­თვის, სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის­თვის. აქვე უნდა ვთქვა, რომ პა­ტიმ­რე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღე­ბენ ყო­ველ თვე იმ თან­ხას, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათი არ­სე­ბო­ბის­თვის, რთუ­ლი ყო­ფის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის­თვის. ვე­ლო­დე­ბი გა­ბი­ტაშ­ვილს, მინ­და იცო­დეს, რომ დღე­ი­დან საქ­მე მხო­ლოდ მას­თან მაქვს“, - აღ­ნიშ­ნავს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

ცნო­ბის­თვის, პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა „ნა­ნუ­კას ფონ­დის“ , „ფროს­ფე­რი­თის“, „ფონ­დი ერ­თმა­ნე­თის­თვის 24/7“-ის, „სირ­ცხვი­ლი­ას“ და „თბი­ლი­სის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სახ­ლის“ სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბის და მათ­ზე არ­სე­ბუ­ლი ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბის და­ყა­და­ღე­ბა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფონ­დე­ბი მი­ღე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის ძი­რი­თად ნა­წილს წარ­მარ­თავ­დნენ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის­თვის, ისე­ვე რო­გორც ამ და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­სა­დე­ნად სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რის და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნის­თვის. ამას­თან, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ფონ­დე­ბი შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ფი­ნან­სე­ბის ძი­რი­თად ნა­წილს ახ­მა­რენ ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ პირ­თა და მათი ოჯა­ხის წევრთა ფი­ნან­სურ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"პროკურატურიდან ვიცი, რომ ემზადებიან წამიყენონ ბრალი - ყველაფრისთვის მზად ვარ" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"პროკურატურიდან ვიცი, რომ ემზადებიან წამიყენონ ბრალი - ყველაფრისთვის მზად ვარ" - ნანუკა ჟორჟოლიანი

პროკურატურიდან ვიცი, რომ ახლა ემზადებიან წამიყენონ ახალი ბრალი რაღაც დარღვევებზე. ყველაფრისთვის მზად ვარ, ამას გიცვლით ერთადერთ თხოვნაში - თანხას ყადაღა მოხსნათ და ფონდმა გააგრძელოს ის საქმიანობა, რისთვისაც შეიქმნა, - ამის შესახებ „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა.

  • ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოს გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს მიმართავს, „ნანუკას ფონდს“ მოხსნას ყადაღა, აღნიშნული თანხა კი მოხმარდება მხოლოდ სოციალურად დაუცველ ადამიანებს, ბავშვებს, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან.

"ბრალს, რასაც მიყენებენ სიტყვიერად, პოლიტიკურია. მივმართავ გაბიტაშვილს: საჯარო პირობას ვდებ, არცერთი თეთრი იმ ფულიდან, რაც დააყადაღეთ, „ნანუკას“ ფონდიდან, საუბარია 400 ათას ლარზე, არ გადაირიცხება არც საწვიმრებისთვის, არც პატიმრებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის, ჯარიმებს ისედაც არ ვიხდიდი, ეს თანხა დაიხარჯება მხოლოდ სოციალურად დაუცველ ადამიანებზე, ბავშვებზე, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან. გთხოვთ, ყველას დაუმტკიცოთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლე, მომცემთ უფლება, რომ ამ ფონდმა გააგრძელოს ბავშვების დახმარება.

თუ ამას არ გააკეთებთ, ჩავთვლი, რომ თქვენთვის პრობლემა მე ვარ ჩემი ფონდით და საქმიანობით, არაფერს წარმოადგენს არცერთი ბავშვის სიცოცხლე, არცერთი ბავშვის ჯანმრთელობა. ახლა გაქვთ ალტერნატივა, შექმნათ თქვენით ფონდი და ყველა იმ ბავშვს დაეხმაროთ, რომელიც მე მომწერს, თან დაეხმაროთ ოპერატიულად, როგორც ჩვენ ვაკეთებდით, არ ჩააყენოთ რიგში, არ გაუწელოთ მოლოდინები. დარწმუნებული ვარ, ალბათ, ბევრი ტექნიკური შეცდომა გვაქვს დაშვებული, ვჩქარობდით ადამიანების დახმარებას და შემდეგ იგზავნებოდა ბევრი საბუთი. მთავარია, ვისთან მიდიოდა ეს თანხები, ვის ერიცხებოდა.

უახლოესი 1 კვირის განმავლობაში განიხილება ჩემი ფონდისთვის ყადაღის მოხსნა. გავასაჩივრეთ განჩინება, რომელიც მე არ ჩამბარდა, მაგრამ სხვა ფონდებს ჩაბარდა, შესაბამისად, ვითხოვ ჩემთვის და სხვა ფონდებისთვის ყადაღის მოხსნას. ვთხოვ, გაბიტაშვილს, ეს 1 კვირა, როდესაც სასამართლო ამ საკითხს განიხილავს მოგვცეთ ამ თანხის გამოყენების უფლება ამ შეზღუდვით. დამანახებთ, რომ მაძლევთ შესაძლებლობას გაჭირვებულ ადამიანებს, „ქართული ოცნებისგან“ მიტოვებულებს დავეხმარო. თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ გასაგებია, რატომ აკეთებთ ამას, ე.ი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის სიცოცხლეს.

ასევე, ვიცი პროკურატურიდან, რომ ახლა ემზადებიან, წამიყენონ ახალი ბრალი რაღაც დარღვევებზე. ყველაფრისთვის მზად ვარ, ამას გიცვლით ერთადერთ თხოვნაში - თანხას ყადაღა მოხსნათ და ამ ფონდმა გააგრძელოს ის, რისთვისაც შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ წესდებით ამის უფლება მქონდა, დავხმარებოდი პატიმრებს, გავმიჯნავ და ეს ფონდი გამოყენებული იქნება ბავშვებისთვის, სოციალური პრობლემების მოგვარებისთვის. აქვე უნდა ვთქვა, რომ პატიმრები აუცილებლად მიიღებენ ყოველ თვე იმ თანხას, რაც აუცილებელია მათი არსებობისთვის, რთული ყოფის შემსუბუქებისთვის. ველოდები გაბიტაშვილს, მინდა იცოდეს, რომ დღეიდან საქმე მხოლოდ მასთან მაქვს“, - აღნიშნავს ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა „ნანუკას ფონდის“ , „ფროსფერითის“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, „სირცხვილიას“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება. პროკურატურის ცნობით, აღნიშნული ფონდები მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს წარმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის, ისევე როგორც ამ დანაშაულების ჩასადენად საჭირო ინვენტარის და საშუალებების შეძენისთვის. ამასთან, პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ფონდები შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას.